კონტენტზე გადახტომა


age of wulin


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
8 პასუხი თემაში

#1 გიორგი ქადაგიშვილი    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 163 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 05 June 2014 - 08:26 AM

http://en.wulin.webzen.com/ აღნიშნული ონლაინ თამაში, აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებაზე დაყრდნობით შეიქმნა. შემოგვიერთდით არ ინანებთ, თამაშის შესახებ კითხვები თუ ვინმეს ექნება ვუპასუხებ.
მოკეთეს პირში მიეცი, მტერს ზურგს უკანაო.

თუ ვამპირს ნაკურთ წყალს შეასხამ, მოკვდება..

#2 Giorgi Kiskeidze    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 6023 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 142
საუკეთესო

დაწერილია 05 June 2014 - 04:27 PM

გიორგი ქადაგიშვილი
ვაა, ვიზუალი მაგარია, მაგრამ საინტერესოა?

#3 გიორგი ქადაგიშვილი    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 163 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 05 June 2014 - 06:48 PM

Giorgi Kiskeidze

გამოხმაურების ნახვაGiorgi Kiskeidzeს ციტატა(დაპოსტვის დრო 05 June 2014 - 04:27 PM):

საინტერესოა?
ძალიან, წოწ-ს თუ თამაშობ მოგეწონება ესეც გრაფიკა უფრო უკეთესი აქვს თან ამას და სიუჟეტიც, რადგან დაგაინტერესდა აგიხსნი რაც ხდება.
სიუჟეტი ვითარდება შუა საუკუნეების ჩინეთში, არის რამოდენიმე დიდი ქალაქი ჩენგ-დუ, ნანკინი, პეკინი, ლო-იანგი, სუნგჯოუ, რამოდენიმე დიდი დაბა დასახლება და სოფელი, სადაც შესაძლებელია ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო საქმიანობა, საკუთარი მონაპოვარის გაცვლა, ვაჭრობა და ა.შ
დასაწყისში მას შემდეგ რაც პერსონაჟს შექმნი, ვიზუალურ გარეგნობას ააწყობ და სახელს დაარქმებ, გეძლევა არჩევანი 4 სიუჟეტს შორის, ამაზე არის დამოკიდებული, რომელი ქალაქიდან ან დასახლებიდან დაიწყებ თამაშს, მე პირადად მე-4 სიუჟეტის არჩევას და ჩენგ-დუ დან თამაშის დაწყებას გირჩევ. სიუჟეტი მოიცავს თამაშის ელემენტარული წესების სწავლებას, პირველივე სიუჟეტი ძალიან საინტერესოა, რომლის დასრულების შემდეგაც გეძლევა შესაძლებლობა, აირჩიო 8 საბრძოლო სკოლიდან ერთ ერთი და გახდე მისი ადეპტი, მე მაგალითად შაოლინის მონასტერი ავირჩიე და ბუდისტი მებრძოლი ბერი გავხდი, ყველა სკოლას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგალითად შაოლინის ბერი ფიზიკურად კი ძალიან ძლიერია, მაგრამ თუ არ აქვს შესწავლილი სპეციალური ბრძოლის ტაქტიკა ცი-გუნ (რომელიც ჰაერში ფრენას, ლევიტაციას და ა.შ) მოიცავს, შორ დისტანციაზე ვერ იბრძვის ეფექტურად, სამაგიეროდ ჯგუფური და ახლო დისტანციაზე ბრძოლისას შეუდარებელია. როგორც ვთქვი სულ რვა სკოლაა, სკოლები იყოფა სიკეთის, ბოროტებისა და ნეიტრალური მიზნების მიხედვით. სიკეთის მოქმედ სკოლებს მიეკუთვნება: შაოლინის მონასტერი, ვუ დანგის მონასტერი, უპოვართა სექტა და ემეის დედათა მონასტერი, ნეიტრალურ სკოლებს მიეკუთვნება სწავლულთა საზოგადოება თავისი მონასტრით, ტანის კლანი საკუთარი მონასტრით, ბოროტ სკოლებს კი იმპერატორის გვარდია მიეკუთვნება საკუთარი რეზიდენციით და გველის სექტა. თითოეულ ამ სკოლას გააჩნია საკუთარი მონასტერი, ხელმძღვანელობა, საკუთარი ინდივიდუალური ბრძოლის ტექნიკა, საკუთარი ქვესტები, სიუჟეტები და დავალებები, მოკლედ დაგიხასიათებ მათ ბრძოლის ტექნიკას. შაოლინის ბერი ხელჩართულ ბრძოლის ილეთებს გასწავლიან და კვერთხით ბრძოლის ორ სტილს, აგრეთვე შეგიძლია მოაგროვო სტილის ილეთები "არხატი და დრაკონი" ძალიან ეფექტურია და "კალიის სტილი" ე.წ "კულაკ ბოგომოლა", უპოვართა სექტის ადეპტიც ანალოგიურად ხელჩართული ბრძოლის სტილს შეისწავლის ოღონდ განსხვავებულ ილეთებს და კვერთხით ბრძოლის ასევე განსხვავებულ ორ სტილს, ემეის დედათა მონასტერში მხოლოდ ქალებს იღებენ, ისევე როგორც შაოლინში მხოლოდ მამაკაცებს, ემეის სკოლით ძირითადად გოგონები თამაშობენ ხმლით ბრძოლის 2 სტილი აქვთ და აგრეთვე ჯგუფური დაცვითი მექანიზმის ილეთები, ემეის ადეპტის დანიშნულება ძირითადად მასიურ ბრძოლებში თანაგუნდელების მხარდაჭერაა, დაჭრილი თანამებრძოლის მკურნალობა, წამლებით მომარაგება და ა.შ თუ ვთქვათ შაოლინის ბერს მასიურ ბრძოლაში აქვს დიდი კონტროლის უნარი და ხუთ კაცს ერთი კომბოთი დაგიყრის, ემეის ადეპტი სუსტია ამ მხრივ მაგრამ როდესაც დაჭრილს გეხვევიან და სიკვდილის პირას მიყავთ ძლიერი მებრძოლი, ემეის ერთი წამლით შეუძლია უცბადვე საწყის მდგომარეობაში დაგაბრუნოს. ტანის სკოლის ადეპტები პარული და მომწამვლელი იარაღის ფლობის დიდოსტატები არიან, ბრძოლობენ ძირითადად დისტანციაზე, შენობების სახურავებზე დამალულები ისვრიან მომწამვლელ ისრებს, შხამს აგრეთვე თავად ამზადებენ, არის ასეთი პროფესიაც (პროფესიებზე მომავალ პოსტში დავწერ) თუმცა ტანის ადეპტებს აქვთ ახლო დისტანციაზე ბრძოლისთვის ხანჯალი და შესაბამისი სტილი, დისტანციაზე ბრძოლაში უბადლოა აგრეთვე იმპერატორის გვარდიის გვარდიელი, ვინც ამ კლანს ირჩევს ისინი ძირითადად პოლიციურ ფუნქციას ასრულებენ თამაშში, მაგალითად შესაძლებელია მიხვიდე პრეფექტურაში და ძებნა გამოაცხადებინო იმ მოთამაშეზე რომელიც უმიზეზოდ მოგკლავს, დაგჩაგრავს, გაწყენინებს, იმპერატორის გვარდიელები მაქსიმუმ ერთ დღეში დააკავებენ და მინიმუმ 1 კვირა მოუწევს ასეთ მოთამაშეს ციხეში ჯდომა, რაც ბანის დადების ტოლფასია, ზის ციხეში და ვერაფერს ვერ შვრება მედიტაციის გარდა, ვუ დანგის მონასტრის ადებპები უბადლოდ იბრძვიან ხმლით, აქვთ ორი სტილი ერთი წყვილი ხმლებით ბრძოლისა და ერთი ცალი ხმლით ბრძოლის, აგრეთვე ხელჩართული ბრძოლის სპეციფიკური სტილი, ვუ დანგის მებრძოლი ბერი ეფექტურია ივენთებში თავგადასავლებში დასამარცხებელი ბოსების მიმართ, ვინაიდან სიცოცხლესა და გამძლეობას ცვლის ერთი მეორეში და თითქმის შეუძლებელია მისი ბოტის მიერ მოკვლა. სწავლულთა საზოგადოებას რაც შეეხება ერთ ერთი ჩემი საყვარელი კლანია, ძალიან ლამაზი და ეფექტური სტილი აქვთ ხელჩართული ბრძოლის ფეხებით, აგრეთვე წყვილი ხმლითა და ერთი ცალი ხმლით ბრძოლის განსხვავებული ილეთები.
აქვე დავძენ რომ სხვა სკოლის ილეთებს მოთამაშე სრულყოფილად ვერ ისწავლის, მაგალითად თუ შაოლინის ბერი შაოლინის სკოლის ილეთს 5 LVL-მდე განავითარებს ვუ დანგის ილეთს მხოლოდ 3 მდე და ისიც იმ შემთხვევაში თუ ვუ-დანგის მონასტრიდან სპეციალურ წიგნს მოიპარავს სადაც ეს ილეთია აღწერილი და შეისწავლის, არის ასეთი ივენთი, ბოროტების სექტა ბრძოლაში წყვილ გორდა ხმალს იყენებს და დისტანციაზე სასროლ ფეთქებად იარაღს, სიმართლე გითხრათ ამ სექტას დიდად არ გავცნობილვარ რაღაცნაირად არ მიზიდავს, თუმცა ვისაც სურვილი ექნება ინეტში არის ინფორმაცია მათ შესახემ. მომდევნო პოსტში დავდებ ვიდეორგოლებს სადაც სკოლების საბრძოლო ტექნიკებია აღწერილი, შემდეგ პროფესიებზე, ივენთებზე და კვესტებზე, აგრეთვე საძმო კლანებზე ვისაუბრებ.
მოკეთეს პირში მიეცი, მტერს ზურგს უკანაო.

თუ ვამპირს ნაკურთ წყალს შეასხამ, მოკვდება..

#4 გიორგი ქადაგიშვილი    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 163 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 05 June 2014 - 06:58 PM



აი ამ ფილმში ჯეტ ლი განასახიერებს ბუდისტ ბერს და ერთი ერთში იბრძვის შაოლინის მონასტრის ილეთებით, ხოლო ჯეკი ჩანი უპოვართა სექტის ადეპტს განასახიერებს დაოსი ადეპტია დადის ღვინით ხელში ჩამოგლეჯ ჩამოფხრეწილი, მაგრამ ძონძების მიღმა ძლიერი მეომარი იმალება, რაც მთავარია ამ ეპიზოდში ხელჩართული ბრძოლის დროს ჯეტ ლი "კალიის სტილით" დაიწყებს ბრძოლას როდესაც გაუჭირდება ე.წ "კულაკ ბოგომოლა" მიმართავს, რაც რეალურად და თამაშშიც უძლიერესი სტილია, ამ სტილის კომბოს რანაირი ძლიერი მოწინააღმდეგეც არ უნდა გყავდეს თამაშში ვერ გაექცევა და სერიოზულ ზიანს აყენებს, სამწუხაროდ ჯერ ვერ შევაგროვე მთლიანი სერია სრულიად, მხოლოდ 4 ილეთი აქვს ჩემს პერსონაჟს ნასწავლი:
მოკეთეს პირში მიეცი, მტერს ზურგს უკანაო.

თუ ვამპირს ნაკურთ წყალს შეასხამ, მოკვდება..

#5 გიორგი ქადაგიშვილი    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 163 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 05 June 2014 - 07:18 PM



ეს თამაში რუსულ სერვერზეც არის თუმცა ამჟამად ეს სერვერი ჩინელებმა იყიდეს და ყველაფერში ფულს ითხოვენ, ამიტომ ევროპულ სერვერზე გადავედი, ეს ვიდეორგოლი მიზერულ წარმოდგენას შეგიქმნით ამ თამაშზე.
მოკეთეს პირში მიეცი, მტერს ზურგს უკანაო.

თუ ვამპირს ნაკურთ წყალს შეასხამ, მოკვდება..

#6 Giorgi Kiskeidze    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 6023 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 142
საუკეთესო

დაწერილია 05 June 2014 - 07:44 PM

გიორგი ქადაგიშვილი
ვცდი, მერე კითხვები თუ მექნა გეტყვი :)

#7 გიორგი ქადაგიშვილი    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 163 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 05 June 2014 - 09:04 PM

Giorgi Kiskeidze

გამოხმაურების ნახვაGiorgi Kiskeidzeს ციტატა(დაპოსტვის დრო 05 June 2014 - 07:44 PM):

ვცდი, მერე კითხვები თუ მექნა გეტყვი
შაოლინის ვუდანგისა და სწავლულთა საზოგადოების ყველა კვესტი ვიცი, არ მოგერიდოს მკითხე, ყველა ივენთი ვიცი, დაწყებული დაზვერვიდან დამთავრებული არენათი, მასწავლებლების საბრძოლო შეჯიბრებებითა და სკოლებს შორის ომით, საორიენტაციოდ რუკა გამოიყენე ხოლმე ძალიან ადვილია, თავიდან შეიძლება მოგეჩვენოს, რომ რთულია, მაგრამ როგორც კი გაერკვევი სიტუაციაში, ყველაფერს თავად დაამუღამებ, ჰო კიდევ პროფესიებიდან შეარჩიე, მონადირე, მიწათმოქმედი და მკერავი. სხვა პროფესიები ჯერ არ შეისწავლო, ეს საკმარისია, მე პოვარი ვარ თუ საჭმელი დაგჭირდება ფოსტით გამოგიგზავნი ხოლმე, შენ ტანისამოსის დამზადებას გასწავლი, მონადირისა და მიწათმოქმედის პროფესიით საჭირო ინგრედიენტებს მოიპოვებ, რამოდენიმე ქართველს თუ ვნახავ კიდევ ჩვენს კლანსაც გავაკეთებ, შეგვიძლია ტერიტორია დავიბყროთ და საკუთარი მინი სკოლა გვქონდეს კიდეც საძმოსი, პერსონაჟის სწორედ განვითარებასაც გასწავლი, აქ არ ვითარდება კვესტების შესრულებით, არამედ უნდა ავარჯიშო ხოლმე, ჯგუფური ვარჯიშები ვუ დანგის მთებში ტარდება, მერე ჩაგაწერინებ კოორდინატებსაც, ავითარებ ილეთებსა და ნეი-გუნს, ანუ შინაგან ენერგიას, არის მაგიური საბრძოლო ხელოვნებისთვის აკვაპუნკტურა ჩაკრების გახსნა და რა ვიცი ათასი საინტერესო დეტალი, 4 წელია რუსულ სერვერზე ვთამაშობდი, რანგით უმაღლეს ლეველზე ვიყავი მე-3 ნეიგუნის ბოლო ლეველი მქონდა, იყიდეს ჩინელებმა და მოკლედ თუ VIP არ შეიძინე ხოლმე ყოველ თვე ვეღარაფერს ვეღარ მიპოვებ, ინგრედიენტებს ვგულისხმობ, არადა პროფესიის გარეშე ამ თამაშში შიმშილით მოკვდები, თუ არ იშრომე და საკუთარი თავი თავად არ შემოსე და არ კვებე, ისე არავინ არაფერს არ იძლევა, ყველას თავისი გასჭირვებია, ამიტომაც ევროპულ სერვერზე გადავწყვიტე გადასვლა და თავიდან დავიწყე ყველაფერი, მაგრამ აწ უკვე ცოდნით აღჭურვილმა, არის ბაზრობებიც დიდ ქალაქებში, ვერცხლის რანგის ტანისამოსებს რომ დაამზადებ ხოლმე, მაღალ ფასად გაყიდი, საინტერესოა იუველირისა და მჭედლის პროფესიაც, მაგრამ მკრერავი დამწყები მოთამაშისათვის იდეალურია და გამოსადეგიც. მოკლედ ძალიან საინტერესო და იმდენად აზარტული თამაშია, რომ ღამეებს გაგათენებინებს, ძალიანაც არ უნდა შეყვე. ერთი პერიოდი 4 დღეღამე ამას ვეჯექი :)
მოკეთეს პირში მიეცი, მტერს ზურგს უკანაო.

თუ ვამპირს ნაკურთ წყალს შეასხამ, მოკვდება..

#8 გიორგი ქადაგიშვილი    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 163 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 05 June 2014 - 09:09 PM

ჰო კიდე რა უნდა მეთქვა სწავლულთა საზოგადოებას თუ შეარჩევ სკოლებიდან და იქ ჩააბარებ კარგს იზამ, ძალიან ლამაზი ბრძოლის სტილი აქვთ და თან ივენთებზე როდესაც წავალთ ხოლმე, მაგალითად არის ასეთი ივენთი დამპყრობლისაგან ციხესიმაგრის გათავისუფლება, ჯობია სხვადასხვა სკოლის მოწაფეებიდან შეიკრას ჯგუფი, ვიდრე ერთი და იგივე სკოლიდან.
მოკეთეს პირში მიეცი, მტერს ზურგს უკანაო.

თუ ვამპირს ნაკურთ წყალს შეასხამ, მოკვდება..

#9 Giorgi Kiskeidze    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 6023 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 142
საუკეთესო

დაწერილია 05 June 2014 - 09:14 PM

გიორგი ქადაგიშვილი
მადლობა :)





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი