Jump to content
Planeta.Ge

ტომასო ალბინონი


Recommended Posts

ეძღვნება ალექსს :-))

 

ტომასო ჯოვანი ალბინონი (დ. 8 ივნისი 1671, ვენეცია - გ. 17 იანვარი, 1751 ვენეცია) — ბაროკოს ეპოქის ვენეციელი კომპოზიტორიდა ვირტუოზი მევიოლინე. დღეისთვის განთქმულია მისი ოპერებით და "ადაჟიო სოლ მინორით".

ბიოგრაფია

 

ალბინონიზე ცოტა რამ არის ცნობილი. დაიბადა ვენეციაში, მამამისი ანტონიო შეძლებული გამყიდველი იყო. ტომასო ბავშვობიდანვე სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას და სიმღერას. 1691 მისი პირველი ოპუსი პიეტრო ოტობონის მიუძღვნა. ცნობილია რომ ოტობონი მუსიკის დიდი მოყვარული იყო და უვლიდა ისეთ კომპოზიტორებს, როგორიც არქანჯელო კორელი.

სავარაუდოდ, ალბინონიმ მევიოლინედ მუშაობა 1700 წელს ჩარლზ IVსთან დაიწყო, რომელსაც მეორე ოპუსი მიუძღვნა. 1701 წელს მან დაწერა განთქმული სუიტები - მესამე ოპუსი, რომლებიც კოსიმო III დე მედიჩის მიუძღვნა.

1705 წელს ის დაქორწინდა. ამ დროს მან სახელი ოპერებით გაითქვა როგორც ვენეციაში, ისე გენოაში, ბოლონიაში და ნეაპოლში. ამ დროს მან ასევე დაწერა სოლო სონატები და კონცერტები ჰობოისათვის.

სხვა კომპოზიტორის განსხვავებით, ალბინონი არასოდეს არ მოღვაწეობდა ეკლესიაში და არ წერდა საეკლესიო მესებს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მუსიკას დამოუკიდებლად წერდა.

დაახლოებით 1740 წელს პირველად დაიბეჭდა ალბინონის სავიოლინო სონატები.

მუსიკა და გავლენა

 

მან დაწერა 50 ოპერა, რომლიდანაც 28 დაიწერა ვენეციაში 1723 - 1740 წლებში. ალბინონის მუსიკამ ბახის ყურადღება მიიქცია და მის ნაწარმოებებზე 2 ფუგა დაწერა. ალბინონის ნაწარმოებების დიდი ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკარგა.

დაბეჭდილი ნაწარმოებები

ოპერები[რედაქტირება]

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/21/Albinoni.jpg

 

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეძღვნება ალექსს :-))

 

მადლობა ჯიმა. :love მაგარია. მოცარტის რექვიემს გაუწევს კონკურენციას ,არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადლობა ჯიმა.

არაფრის, ჯგირ კოჩ.. ;)

მაგარია. მოცარტის რექვიემს გაუწევს კონკურენციას ,არა?

კი, ნამდვილად.., მეც მაგრა მომწონს.. "დორზი" თუ გაქვს ნანახი, - ოლივერ სტოუნის, იქაც მაგრადაა ეს მუსიკა ჩასმული მორისონის სიკვდილთან დაკავშირებით..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადლობა ჯიმა.

არაფრის, ჯგირ კოჩ.. ;)

მაგარია. მოცარტის რექვიემს გაუწევს კონკურენციას ,არა?

კი, ნამდვილად.., მეც მაგრა მომწონს.. "დორზი" თუ გაქვს ნანახი, - ოლივერ სტოუნის, იქაც მაგრადაა ეს მუსიკა ჩასმული მორისონის სიკვდილთან დაკავშირებით..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალია, ალექსს ეძღვნება, მაგრამ მეც გავედი წილში :cool:

თუ რატომ ეძღვნება ალექსს, ახლავე მოგახსენებთ.. :) - http://planeta.ge/topic/72596-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93-%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98/page__pid__497164#entry497164

Sofia Khorguani ყველა კლასიკის მოყვარულს ეძღვნება :D

თავისთავად.. :-))

Sofia Khorguani, მადლობა თემაში შემოსვლისთვის... :wink3:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მშვენიერი გემოვნება აქვს ალექსს, შატენ :)

მადლობა.., დამასწარი (იგივეს თქმა, შენთვის).. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, ზარატუსტრა ვიღას ახსოვს, "რა, სად, როდის" და ტვ ადგენს ბაზარზე წესებს :)

ანუ გადაცემაში - "რა, სად, როდის" იყო ზარატუსტრაზე ლაპარაკი.., თუ..? მაინცდამაინც ვერ გავიგე.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავაფასე თქვენი იუმორი, შატენ :) შტრაუსის ზარატუსტრას პირველი რამდენი ტაქტი რომ მოვასმენინოთ ყოველ მეორეს და კითხვა დავუსვათ, აბა, მეგობრებო, რა არის ეს, ისეთი პასუხი იქნება, ენდიაის კვლევებსაც შეშურდებათ :cool:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავაფასე თქვენი იუმორი, შატენ

ა.., არა.., მე მართლა ვერ გავიგე.. :)

შტრაუსის ზარატუსტრას პირველი რამდენი ტაქტი რომ მოვასმენინოთ ყოველ მეორეს და კითხვა დავუსვათ, აბა, მეგობრებო, რა არის ეს, ისეთი პასუხი იქნება, ენდიაის კვლევებსაც შეშურდებათ

ნუ ეს თავისთავად.. შტრაუსს თავი დავანებოთ და უფრო ცნობილი კომპოზიტორების..., რომ მოვასმენიოთ, თითქმის იგივე შედეგი იქნება.. ხო აზრზე ხართ ახლა როგორ უსმენენ კლასიკას... :)

ისე, ზარატუსტრა ვიღას ახსოვს, "რა, სად, როდის" და ტვ ადგენს ბაზარზე წესებს :)

უი, მაპატიეთ.. ახლა გავიგე.. :blush2: :D კი, ზუსტად თქვით, სწორედ ასეა.. :+:

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...