Jump to content
Planeta.Ge

რიხარდ შტრაუსი


Recommended Posts

რიხარდ გეორგ შტრაუსი (დ. 11 ივნისი, 1864 — გ. 8 სექტემბერი, 1949) რომანტიკული ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი,დირიჟორი და პიანისტი, განთქმული ოპერებით და ნიცშეს ნაწარმოებზე დაფუძნებული კომპოზიციით „ასე ამბობდა ზარატუსტრა“.

ბიოგრაფია

 

 

 

http://bits.wikimedia.org/static-1.24wmf3/skins/common/images/magnify-clip.png

 

 

 

რიხარდ შტრაუსი დაიბადა მიუნხენში. ის იყო ასევე კომპოზიტორი ფრანც შტრაუსისშვილი. პირველი განათლება მან სწორედ მამამისისგან მიიღო. პირველი კომპოზიცია კი 6 წლის ასაკში დაწერა.

1874 წელს მან პირველად მოისმინა ვაგნერის ოპერები: ლოენგრინი, ტანჰოიზერი დაზიგფრიდი რამაც რიხარდ შტრაუსის მუსიკაზე დიდი გავლენა იქონია.

მომავალი კომპოზიტორი გიმნაზიაში ხელოვნების ისტორიას და ფილოსოფიას სწავლობდა, ამასთანავე, აგრძელებდა მუსიკის გაკვეთილებს მამის მეთვალყურებით, მიუნხენელი დირეჟორის, მაიერის ხელმძღვანელობით, 11 წლის ასაკში ჩასწვდა თეორეტიკულ დისციპლინებს - ჰარმონიას, ანალიზის ფორმას, ორკესტრში მოღვაწეობამ მას პრაქტიკულად ასწავლა ინსტრუმენტები, რამაც შეუფასებელი დახმარება გაუწია შემდგომ მოღვაწეობაში.

მაიერთან მეცადინეობამ შესანიშნავად ჩაიარა, ამ ხუთმა წელმა პატარა მუსიკოსი იმდენად განავითარა, რომ კონსერვატორიაში ჩაბარება ზედმეტი აღმოჩნდა. დაოსტატებამ თავი იჩინა სხვადასხვა ჟანრში. გამოიცა 12 წლის მუსიკოსის საზეიმო მარტში პარტიტურა და სიმფონია რე-მინორი შესრულებულ იქნა მიუნხენის სასახლის კარის ორკესტრის მიერ, ამ დროს გერმანიაში მუსიკა გამოირჩეოდა რომანტიკული სულიერებით და ახალგაზრდული ბრწყინვალებით. ამ დროს იგი 18-20 წლის იყო.

გერმანიისა და ავსტრიის დიდი ავტორიტეტები მუსიკოსისადმი დიდ ყურადღებას იჩენდნენ. ბიულოვი თავიდან თავდაჭერილად ექცეოდა, მაგრამ როდესაც მისი სერენადები მოისმინა 13 სასულე ორკესტრისათვის, შეიცვალა შეხედულება და უწოდა "უჩვეულოდ ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანი", ახლო გაცნობის შემდეგ კი დაინახა "ყველაზე უფრო გამოჩენილი პიროვნება ბრამსის შემდეგ".

ბულოვმა შტრაუსს მიუძღვნა სამეფო ღირსება. ერთ-ერთ წერილში მას უწოდა რიხარდ II და როგორც კი კომპოზიტორი 21 წლის გახდა, რეკომენდაცია გაუწია საქსენ-მაინის ჰერცოგთან, რათა დანიშნულიყო სასახლის კარის ორკესტრის კაპელმეიტერის თანამდებობაზე.

მაინინგენში შეიქმნა ხელშემწყობი პირობა ახალგაზრდა მუსიკოსის განვითარებისათვის, მაგრამ მისმა ენერგიამ გამოსავალი ვერ ნახა პროვინციის ვიწრო ჩარჩოებიდან, ნახევარ წელიწადში დატოვა სტუმართმოყვარე ქალაქი და იმავე წლის ზაფხულში იტალიაში წავიდა სულ ერთი თვით, მაგრამ დაბრუნდა დიდი შთაბეჭდილებით. აქედან მოყოლებული, მისი შემოქმედება ტრადიციული ესთეტიკური ნორმებით განვითარდა.

 

 

 

http://bits.wikimedia.org/static-1.24wmf3/skins/common/images/magnify-clip.png

 

 

 

ასე დაიბადა ოთხმოქმედებიანი, სიმფონიური ფანტაზია "იტალიიდან". ახალი ნაწარმოების პრემიერა შედგა 1887 წელს მიუნხენში და გამოეხმაურა მის სიტყვებს: "ბევრი ხმაური, საერთო მძვინვარება და აღშფოთება მათ, მე მივდივარ ჩემი გზით, ვქმნი ახალ ფორმებს და ვაიძულებ თავს დავამარცხო სიზარმაცე".

გავიდა სამი წელი, შტრაუსმა დატოვა მიუნხენის ოპერა. 1887 წელს, ზაფხულში, დასვენების დროს, სთხოვეს მეცადინეობაში დახმარებოდა ერთ მოსწავლეს, რომელსაც პაულინა დე ანა ერქვა. მას მამა გენერალი ჰყავდა, რომელსაც სოლიდარული პოსტი ეკავა სამხედრო სამინისტროში. ის იყო განათლებული ადამიანი, თავისუფალი სამხედრო კასტის ამბიციებისაგან და მან ხელი არ შეუშალა ქალიშვილის სცენურ კარიერას, რაც წარმოუდგენელი იყო მისი წრისათვის, გენერალმა თბილად მიიღო შტრაუსი, რადგან მის ნაწარმოებებს იცნობდა და აფასებდა.

მიუნხენის დატოვების შემდეგ შტრაუსი ვაიმარში გადავიდა და პაულინაც გაჰყვა. კვლავ ბიულოვის რეკომენდაციით, მეორე დირიჟორის ადგილი მიიღო სასახლის კარის თეატრში, რამდენიმე წლის შემდეგ დაქორწინდნენ და თითქმის ნახევარი საუკუნე ეს ქალი დარჩა საყვარელ მეგობრად მთელი ცხოვრების განმავლობაში.

თავისი ცხოვრების ამ სასიხარულო მომენტში, კომპოზიტორმა დაწერა სიმფონიური პოემა "დონ ჟუანი". მისი პირველი შესრულება ვაიმარში გახდა მოვლენა გერმანული მუსიკალური ცხოვრებისა.

"დონ-ჟუანის" შემდეგ შტრაუსი პოპულარული გახდა, რამდენიმე წლის შემდეგ, 1889-1898 წწ. კი გამოსცა არანაკლებ პოპულარული სიმფონიური პოემები. შექმნა ბრწყინვალე ქმნილება, "ტილ ულენშპიგელის მხირული თავგადასავალი", რომლის პრემიერა 1895 წელს შედგა, "დონ-ჟუანზე" არანაკლები წარმატებით.

ერთი წლის შემდეგ გაიჟღერა ახალმა სიმფონიურმა პოემამ "ასე ლაპარაკობდა ზარატუსტრა", რომელიც იყო კომპოზიტორის საინტერესო ფილოსოფიური ძიება. ინდივიდუალურ ამბოხების მწვერვალზე შტრაუსმა დაწერა სიმფონიური პოემა "ცხოვრება გმირისა", რომელშიც გმირის როლს თვით შტრაუსი ასრულებდა.

ოჯახურმა იდილიამ, სიმფონიამ მშვიდობიანი ოჯახური ცხოვრებისა (ამ დროს მას ვაჟი - ფრანცი შეეძინა) თავისი ასახვა ჰპოვა კომპოზიტორის ნაწარმოებებში, რამაც ზოგიერთ წრეებში აღშფოთება გამოიწვია, შტრაუსს ეს თვითრეკლამაში, არათავმდაბლობაში ჩაუთვალეს, მაგრამ იგი ამბობდა: "მე ვერ ვიგებ, რატომ არ უნდა დავწერო სიმფონია ჩემზე, მე ნაპოლეონზე და ალექსანდრეზე არანაკლებ საინტერესო ვარ".

ბოლოს და ბოლოს მშობლიურმა ქალაქმა აღიარა თავის შვილად და დაიწყო დიდი პერიოდი მის შემოქმედებაში, ამ დროს შტრაუსმა დაწერა ტრაგიკული ელემენტებით აღსავსე სიმფონიური ნაწარმოები “მაკბეტი" (შექსპირის მიხედვით) და "სიკვდილი და გამონათება". 1997 წელს დაწერილ იქნა "დონ-კიხოტი" – თავისებური მუსიკალური ტრაგიკომდია.

1890 წელს კომპოზიტორი გამოდიოდა სიმფონიურ კონცერტებზე ინგლისში, საფრანგეთში, ბულგარეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ესპანეთში. 1898 წელს ის ეწვია მოსკოვს.მისი ვარსკვლავი კიდევ უფრო გაბრწყინდა. 1898 წელს ის გამოემშვიდობა მიუნხენს და გადავიდა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ, ბერლინის სამეფო კარის ოპერის თეატრში დირიჟორად. გეიდელბერგის უნივერსიტეტმა მას საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა.

1903 წელს "დიდი სიმფონიური ტალღა", რომელიც თითქმის 15 წელს გაგრძელდა, დასრულდა. მომავლის მთავარი ამოცანა ოპერა გახდა.

პირველი ცდა, დაეწერა ოპერა "გენტრამი", (რომლის ლიბრეტოს ავტორი თვითონვე იყო) წარუმატებლად დასრულდა.

1901 წელს დრეზადენის თეატრის სცენაზე დაიდგა მეორე ოპერა "ჩამქრალი ცეცხლი", რომელმაც დიდი როლი ითამაშა მის საოპერო შემოქმედებაში.

შტრაუსის ყურადღება მიიპყრო ოსკარ უაილდის დრამამ "სალომეა", შემდეგ "თქმულებამ ელექტრაზე". 5 წლის განმავლობაში კომპოზიტორი გატაცებული იყო ორი ოპერის შექმნით. მიუხედავად განსხვავებული სიუჟეტებისა, ეპოქისა, მოქმედი სახეებისა, ორივე ოპერა საერთო ხაზით არის გაერთიანებული. ტრაგედიის დასასრული არის არა მარტო მთავარი პერსონაჟის სიკვდილი, არამედ მთელი ისტორიული ფორმაცია.

ახალი ნაწარმებების უჩვეულო სირთულემ არაკეთილსასურველი გამოხმაურება ჰპოვა და პრესამაც გაჰკიცხა. იმპერატორი ვილჰელმ II არაკეთილად განეწყო. ერთხელ უკმაყოფილომ მას "გველისმჭამელი გველი" უწოდა, მაგრამ როგორც საერთოდ ხდებოდა ხოლმე, დებატების პერიოდმა მალე გაიარა. "სალომეა" მსოფლიო რეპერტუარში განმტკიცდა და დარჩა XXს-ის ერთ-ერთ ცნობილ ოპერად.

შემდეგ შტრაუსზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა გ. გოფმანსტალის "ელექტრამ", რომელიც ბერლინის თეატრში იდგმებოდა. კომპოზიტორმა მიმართა დრამატურგს და დაიწყო ერთობლივი მუშაობა. პარტიტურა დაამთავრდა სამი წლის შემდეგ 1908 წ.

"ელექტრასთან" შედარებით "სალომეას" პარტიტურა უფრო ზომიერი იყო. 150 კაცისგან შემდგარი, დიდი სიმფონიური ორკესტრი უკრავდა. მკვრივი პოლიფონია კი მღელვარე, მოღუშულ სურათს ქმნიდა.

კომპოზიტორი მიიწვიეს ბერლინის სამეფო კარის ორკესტრის ხელმძღვანელად, შემდეგ გახდა გენერალური მუსიკალური დირექტორი ბერლისნი სამეფო კარის ოპერისა. დაიწყეს შტრაუსის ფესტივალები ვისბადენში, დრეზდენში, მაინის ფრანკფურტში და სხვა ქალაქებში. ტრიუმფით ჩაიარა ტურნემ აშშ-ში, სადაც ორ თვეში 35 კონცერტი ჩატარდა.

ოპერა "ვარდების კავალერი" გამოვიდა შტრაუსის სულიერი გამოვლინება პრემიერა დრეზდენში (1911 წ.) წარმატებით ჩატარდა. მისი ერთ-ერთი თანამედროვეს სიტყვებით: ოპერა იყო მოვლენა "ბოლო უდარდელი დღესასწაული ევროპისათვის ომის წინ".

ვერ მოასწრეს "კავალერის" სხვადასხვა ქალაქში გამართვა, როდესაც უკვე დაიდგა შტრაუსის ახალი ოპერა "არიადნა ნაკსოს კუნძულზე" (1912წ.)

1914 წელს კი დაწერა ერთაქტიანი ბალეტი - "ლეგენდა იოზიფზე". ეს იყო მისი პირველი ცდა, შეექმნა საბალეტო მუსიკა.

სცენური მუსიკის გარდა, შტრაუსი წერდა ნაწარმოებებს გუნდისათვის და პიესებს ორკესტრისათვის, ბევრ დროს უთმობდა სადირიჟორო საქმიანობას. მას იწვევდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გამოდიოდა ევროპისა და ამერიკის საუკეთესო ორკესტრებთან, სრულდებოდა, როგორც შტრაუსის ნაწარმოებები, ისე გერმანული კლასიკური ნაწარმოებებიც. 1913 წელს კომპოზიტორი მეორედ ეწვია რუსეთს.

 

 

 

http://bits.wikimedia.org/static-1.24wmf3/skins/common/images/magnify-clip.png

რიხარდ შტრაუსი - მაქს ლიბერმანი.

 

 

 

ომამდე, 1911 წელს შტრაუსმა გააკეთა ალპური სიმფონიის მონახაზი და ეს იყო მისი ბოლო სიმფონიური ნაწაერმოები. 1915 წელს პირველად გაჟღერდა ბერლინში ავტორის დირიჟორობით, ეს არის მეორე ვრცელი "სურათი ბუნებისა" კომპოზიტორის მემკვიდრეობაში.

ომის დროინდელი პირველი ოპერა "ქალი ჩრდილის გარეშე" შედგა ისევ გოფმანსტალთან თანამშრომლობით, სცენარი შეიცავდა გერმანული (ძმები გრიმების), არაბული და ინდური ზღაპრის მოტივებს.

მიუხედავად მძიმე პირობისა, შტრაუსმა შექმნა მხატვრული და აღმამფრენი პარტიტურა. ამ ოპერას ბევრი თვლიდა მისი შემოქმედების მწვერვალად. ეფექტურ სანახაობას ქმნიდა საგუნდო ეპიზოდები, ანსამბლები, ბრწყინვალე ფინალური სცენები, ჰარმოენიული სილამაზე და პოლიფონიური ქარგა კი განგმირავდა მსმენელის გულს. პრემიერა შედგა 1919 წლის ოქტომბერში ავსტრიის იმპერიის დედაქალაქში და გადაიქცა დიდ ზეიმად.

1919 წელს შტრაუსს შესთავზეს ვენის ოპერის თეატრის დირექტორის ადგილი 5 წლიანი ყოფა ასაკოვანი კომპოზიტორისა ვენაში, ინტენსიურ შრომასთან იყო დაკავშირებული.

1921 წელს დაწერა მერე ბალეტი "შლაგობერი", შემდეგ კი ოპერა "ელენე ეგვიპტელი" (1928 წ.), მაგრამ ის ცივად მიიღეს.

"ელენე ეგვიპტელის" შემდეგ კი ქმნის ახალ ოპერას "არაბელა" რომლის პრემიერა 1933 წ. ზაფხულში დრეზდენში შედგა და დარჩა კიდეც შტრაუსის ერთ-ერთ პოპულარუ ოპერად.

გოფმანსტალის სიკვდილის შემდეგ კომპოზიტორმა ვერცერთ ლიტერატორთან ვერ შეძლო ახალი სულიერი ურთიერთობა. ცვაიგმა კი შესთავაზა შექსპირისდროინდელი ინგლისელი დრამატურგის ვენა ჯონსონის კომედიის სიუჟეტი "მდუმარე ქალი".

ჰიტლერს და მის თანამზრახველებს სურდათ გერმანული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეების ჩათრევა, რათა ახალი წესრიგი განემტკიცებინათ. კომპოზიტორისაგან თანხმობა ვერ მიიღეს. გებელსმა შტრაუსი დანიშნა დაწესებულების ხელმძღვანელად, რომლის დანიშნულება იყო გერმანიის მუსიკალური კულტურის ხელმძღვანელობა, მაგრამ შტრაუსის პოლიტიკურმა უდარდელობამ მისთვის ცუდად იმოქმედა. აღმოჩნდა, რომ დაკავშირებული იყო ჰიტლერის ხელისუფლებასთან, რაც მალე სანანებელი გაუხდა.

"მდუმარე ქალის" პრემიერა 1935 წელს 24 ივნისს იყო დანიშნული დრეზდენში, წინა დღეს შტრაუსმა აფიშა კორექტურა მოითხოვა, რადგან მასზე არ იყო მითითებული ლიბრეტოს ავტორი შტეფან ცვაიგი . შტრაუსი გაწითლდა მღელვარებისაგან და დაბალი ხმით თქვა: "გააკეთეთ ის, რაც გნებავთ, ხვალ დილითვე მე ვტოვებ დრეზდენს, პრემიერა გაიმართება ჩემს გარეშე". სპექტაკლმა ტრიუმფით ჩაიარა, მაგრამ შტრაუსის აღშფოთება ვერ ჩააცხრო. კომპოზიტორმა მოითხოვა გადადგომა.

კომფლიქტის შემდეგ გერმანიის პირველი კომპოზიტორი ჩრდილში იმყოფებოდა. უკანასკნელი ოპერები "მშვიდობის დღე", "დანაეს სიყვარული", "დაფნა" არ ითვლება მის საუკეთესო ოპერებად.

86 წლის შტრაუსის ჯანმრთელობა შესუსტდა, გულის შეტევები ხშირად ემართებოდა, დროდადრო გონებას კარგავდა.

1949 წლის 8 სექტემბერს ტანჯვის გარეშე გარდაიცვალა.

იგი იყო დაჯილდოვებული მრავალმხრივი ნიჭითა და ტალანტით, ამასთანავე უშრეტი შემოქმედებითი ენერგიით, მუსტავ მალერის სიტყვებით: ის იყო "დიდებული დროული ნამდვილი შვილი თავისი ეპოქისა" (როგორც მას უწოდებდნენ), რომელმაც ჩამოიტოვა ეპოქა და შორს იხედებოდა მომავალში.

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მუსიკაა ვერ მეტყვი?

სხვათაშორის, კაი იდეაა.. აქეთ მობრძანდი.. :) - http://planeta.ge/topic/72597-%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98/#entry497163

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...