Jump to content
Planeta.Ge

ანტიდისკრიმინაციული კანონი


Recommended Posts

სიმართლე გითხრა სრული ვერსია არ5 წამიკითხავს და თუ სადმე მოგეპოვება დააგდე აქაც

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის კანონმდებლობით დაცული უფლებებით სარგებლობის თანასწორი უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, ორსულობის ან დედობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრების ან შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები

დისკრიმინაცია – რაიმე ნიშნით ნებისმიერი განსხვავება, გამიჯვნა ან/და შეზღუდვა, რომელიც გამოხატულია უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განსხვავებული აღიარებით, შესაძლებლობების არათანაბარი წარმოჩენით, შესუსტებით ან უარყოფით და ხორციელდება პირდაპირი თუ ირიბი

დისკრიმინაციის ფორმით.

პირდაპირი დისკრიმინაცია – სამართლებრივი აქტის, პროგრამის თუ სხვა საჯარო

პოლიტიკის საფუძველზე პირის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში

ჩაყენება.

ირიბი დისკრიმინაცია – სამართლებრივი აქტი, პროგრამა თუ სხვა საჯარო

პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ არ მიუთითებს დისკრიმინაციაზე, მაგრამ რომლის განხორციელება დაკავშირებულია დისკრიმინაციული შედეგის დადგომასთან.

…..

გენდერი – სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც

გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს

სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე.

გენდერული იდენტობა – ადამიანის გენდერული თვითაღქმა, როდესაც ის თავს მიაკუთვნებს რომელიმე სქესს

სექსუალური ორიენტაცია – ინდივიდის მდგრადი ფიზიკური, რომანტიკული,

ემოციური მიზიდულობა სხვა ადამიანის მიმართ

და ა.შ.

მუხლი 2. დისკრიმინაციის აკრძალვა

1. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია, ანუ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირობებში და რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომლებიც მას პირდაპირ ან არაპირდაპირ განსხვავებულ – ხელსაყრელ ან არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ პირებს აყენებს თანაბარ მდგომარეობაში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და გამოყენებული საშუალებები მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. დაუშვებელია დისკრიმინაციის გამართლება როგორც კულტურულ, ტრადიციულ და რელიგიურ ფასეულობებზე, ასევე „დომინანტურ კულტურაზე“ აპელირებით.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ასევე აკრძალულია ერთზე მეტი ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია, ანუ პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოპყრობა იმის გამო, რომ მას ერთობლივად ახასიათებს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი ნიშანი .

3. დისკრიმინაციად ჩაითვლება, აგრეთვე, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ან პირთა ჯგუფისათვის მტრული, დამაშინებელი, დამამცირებელი ან ღირსების შემლახველი გარემოს შექმნას.

4. დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას მესამე პირის ან/და პირთა ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციის განსახორციელებლად ამ კანონის გაგებით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დისკრიმინაცია სახეზეა, მიუხედავად იმისა, პირს რეალურად ახასიათებს თუ არა პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშანი, რომლის გამოც მასზე განხორციელდა დისკრიმინაციული ქმედება.

6. ამ კანონის ინტერპრეტაცია ისევე როგორც საქმის სასამართლოში ან თანასწორობის ინსპექტორთან განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცენდეტული სამართლის შესაბამისად.

მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირებისქმედებებზე ყველა, მათ შორის შემდეგ სფეროებში:

ა) შრომითი ურთიერთობა;

ბ) სოციალური დაცვა და ჯანდაცვა;

გ) სკოლამდელი აღზრდა, განათლება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სწავლის პროცესი;

დ) მეცნიერება

ე) კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობა;

ვ) არჩევნები;

ზ) საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა;

თ) საჯარო ინფორმაცია და მედია;

ი) მართლმსაჯულება;

კ) სასჯელაღსრულება;

ლ) სამართალდაცვა;

მ) თავდაცვა;

ნ) სახელმწიფო სერვისები;

ო) საქონლითა და მომსახურებით სარგებლობა;

პ) საცხოვრისით სარგებლობა;

ჟ) მეწარმეობა და საბანკო საქმე;

რ) ბუნებრივი და კლიმატური რესურსებით სარგებლობა;

ს) გენდერული თანასწორობა;

ტ) ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა;

უ) სპორტი და ტურიზმი

მუხლი 4. დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებები

დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით საჯარო, და კერძო დაწესებულებები, ასევე სამეწარმეო სუბიექტები ვალდებული არიან:

ა) ბ) მოახდინონ მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების ინფორმირება დისკრიმინაციის ფორმებისა და მათგან დაცვის საშუალებების შესახებ;

გ) მათი სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები შესაბამისობაში მოიყვანონ ამ კანონისა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

დ) დისკრიმინაციის ელემენტების შემცველ ნებისმიერ ქმედებაზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტური რეაგირება;

ე) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, უზრუნველყონ მისი შედეგების აღმოფხვრა და შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისრონ მათ დაქვემდებარებაში მყოფ დარღვევის განმახორციელებელ პირებს;

ზ) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა განსაკუთრებული საჭიროების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუქმნან საკუთარი უფლებების სხვა პირების მსგავსად განხორციელების საშუალება;

თ) შეასრულონ თანასწორობის დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებები.

დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით განახორციელონ სხვა პრევენციული ღონისძიებები;

თავი II. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფა

მუხლი 5. დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი სუბიექტი

1. ამ კანონის მიზნებისათვის, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს თანასწორობის დაცვის ინსპექტორი (შემდგომში − ინსპექტორი).

2. თავისი ფუნქციის განხორციელების მიზნით ინსპექტორი:

ა) საკუთარი ინიციატივით იწყევს საქმის შესწავლას ან განიხილავს იმ პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებებსა და საჩივრებს, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს;

ბ) განიხილავს ორგანიზაციების ან მესამე პირთა განცხადებებსა და საჩივრებს სახელმწიფო ან კერძო დაწესებულების დისკრიმინაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ორგანიზაციები და მესამე პირები დისკრიმინაციის მსხვერპლის თანხმობით მიმართავენ საჩივრით ინსპექტორს კონკრეტული დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით. გ) მონაწილეობს დისკრიმინაციული ქმედებების შედეგად წარმოშობილი დავების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში;

დ) ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგადი ხასიათის შეთავაზებებს დისკრიმინაციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით;

ე) ამ კანონის შესაბამისად იღებს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებებს;

ვ) ამზადებს მოსაზრებებს განსახილველ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით;

ზ) ამზადებს და პარლამენტს წარუდგენს დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებებს;

თ) აგროვებს და აანალიზებს დისკრიმინაციის შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებს;

ი) ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას საზოგადოებაში დისკრიმინაციის თაობაზე ცნობიერების ასამაღლებლად;

კ) თანასწორობის განმტკიცების საკითხებზე თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თუ კერძო დაწესებულებებთან;

ლ) ცალკეულ შემთხვევებში ასრულებს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) როლს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში;

მ) ასრულებს საკუთარი ფუნქციის განხორციელებისთვის საჭირო სხვა უფლებამოსილებებს.

3. ნებისმიერი პირი ან სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, კანონით დადგენილი წესების დაცვით, ყოველმხრივ დაეხმაროს ინსპექტორს უფლებამოსილების განხორციელებაში, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომლებიც ესაჭიროება ინსპექტორს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

მუხლი 6. ყოველწლიური ანგარიში

1. ინსპექტორი ყოველწლიურად შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ. ანგარიში საჯაროა და მის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ინსპექტორი.

2. ინსპექტორის ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი პრევენციისა და თანასწორობის მდგომარეობის ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, აგრეთვე, ინფორმაციას წლის განმავლობაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

მუხლი 7. ინსპექტორის არჩევა

1. ინსპექტორად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც სრულად იზიარებს ამ კანონის მიზნებსა და სულისკვეთებას და რომელსაც აქვს:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის, სულ მცირე, 5 წლიანი გამოცდილება;

გ) მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.

2. ინსპექტორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაცია ერთზე მეტ კანდიდატზე.

2. ინსპექტორს 4 წლის ვადით, ფარული კეჭისყრით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა წესდების, დებულების ან სადამფუძნებლო დოკუმენტის მიხედვით, მათი საქმიანობის ერთ-ერთი სფეროა ადამიანის უფლებების დაცვა და რომლებიც კანდიდატურის წარდგენამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქმიანობას ახროციელებენ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ყოველ დაწესებულებას აქვს ერთი კანდიდატის წარდგენის უფლება.

3. კენჭისყრის დროს დასაშვებია მხოლოდ ერთი კანდიდატისთვის ხმის მიცემა. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის უმრავლესობის ხმებს. თუ კენჭისყრის შედეგად ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, იმავე დღეს იმართება მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატს. მათ შორის არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ამ პუნქტით დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას.

4. თუ კენჭისყრის შედეგად ვერ მოხერხდა ინსპექტორის არჩევა, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა ტარდება ხელახალი არჩევნები ამ მუხლით დადგენილი წესით.

5. ახალი ინსპექტორი აირჩევა თანამდებობაზე მყოფი ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 და არა უგვიანეს 30 დღისა.

მუხლი 8. ინსპექტორის უფლებამოსილების ვადა

1. ახლად არჩეული ინსპექტორის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ იგი არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო არჩევის მომდევნო დღიდან – თუ ვადამდე შეწყდა წინა ინსპექტორის უფლებამოსილება.

2. ინსპექტორის უფლებამოსილება წყდება არჩევიდან 4 წლის თავზე ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.

3. ერთი და იგივე პირი ინსპექტორად არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ.

მუხლი 9. ინსპექტორის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

1. ინსპექტორის თანამდებობა შეუთავსებელია საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასა და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პარტიულ საქმიანობაში უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში.

2. თანამდებობაზე არჩევიდან ერთი თვის ვადაში ინსპექტორი ვალდებულია, შეწყვიტოს მის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა. თუ ინსპექტორი აღნიშნულ ვადაში არ შეასრულებს დადგენილ მოთხოვნას, მისი უფლებამოსილება წყდება და პარლამენტი აირჩევს ახალ ინსპექტორს.

მუხლი 10. ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. ინსპექტორს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ვერ ან არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას;

გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ე) დაიკავა ან უკავია ინსპექტორის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა მასთან შეუთავსებელ საქმიანობას;

ვ) გამოვლინდა ისეთი გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ ის არ აკმაყოფილებდა ან აღარ აკმაყოფილებს მე–7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) გადადგა თანამდებობიდან;

თ) გარდაიცვალა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ინსპექტორის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული მდგომარეობის დადგენის მომენტიდან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინსპექტორს უფლებამოსილება შეუწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით.

4. ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი ინსპექტორის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს ინსპექტორის მოადგილე, რომელიც სარგებლობს ინსპექტორისათვის მინიჭებული უფლებებითა და სამართლებრივი გარანტიებით.

მუხლი 11. ინსპექტორის დამოუკიდებლობა

1. ინსპექტორი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და დებულებით. ინსპექტორზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია და ისჯება კანონით.

2. ინსპექტორი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ინსპექტორი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავარი პროკურორის მიმართვიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

3. ინსპექტორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების შესახებ თანხმობისას მისი უფლებამოსილება შეჩერდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ინსპექტორის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ინსპექტორის უფლებამოსილება აღდგება.

4. ინსპექტორს, მის მოადგილესა და აპარატის თანამშრომლებს უფლება აქვთ, არ მისცენ ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მათ გაანდეს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორცილების დროს.. ეს უფლება მათ უნარჩუნდებათ უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. დაუშვებელია ინსპექტორისთვის, მისი მოადგილისა და აპარატის თანამშრომელთათვის განკუთვნილი იმ მასალის დაყადაღება, რომელიც განკუთვნილია ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორცილებისათვის.

მუხლი 12. ინსპექტორის საქმიანობის ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. ინსპექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ინსპექტორი. ინსპექტორის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს ინსპექტორისთვის წარდგენილ მოთხოვნებს. ინსპექტორის მოვალეობის შესრულებისას მოადგილე სარგებლობს ინსპექტორისთვის მინიჭებული უფლებებითა და სამართლებრივი გარანტიებით.

2. ინსპექტორი თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს ინსპექტორის აპარატის (შემდგომ − აპარატი) დახმარებით. ინსპექტორი დამოუკიდებლად ადგენს საკონსურსო-საატესტაციო კომისიის ჩატარების წესს.

3. აპარატის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, საქმიანობისა და თანამშრომელთა შორის უფლებამოსილებების განაწილების წესს ადგენს ინსპექტორი აპარატის დებულებით.

4. აპარატს ხელმძღვანელობს უშუალოდ ინსპექტორი ან მისი დავალებით ინსპექტორის მოადგილე.

5. ინსპექტორისა და აპარატის საქმიანობა ანაზღაურებადია და ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხარჯთაღრიცხვის პროექტს კანონით დადგენილი წესით წარადგენს ინსპექტორი. ინსპექტორისა და აპარატის საქმიანობისათვის საჭირო ასიგნებები განსაზღვრულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით.

6. ინსპექტორის წლიური ბიუჯეტი არ შეიძლება, იყოს წინა წლის ბიუჯეტზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინსოქტორი წინასწარ განაცხადებს თანხმობას.

7. ინსპექტორი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების განსახორციელებლად და მოვალეობების შესასრულებლად მიიღოს გრანტები და შემოწირულებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 13. ინსპექტორისთვის განცხადებით მიმართვა

1. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც თვლის, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლია, უფლება აქვს საჩივრით მიმართოს ინსპექტორს.

2. ნებისმიერ პირს ანორგანიზაციას რომელსაც აქვს ინფორმაცია დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ, შეუძლია განცხადებით მიმართოს ინსპექტორს.

3. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) განმცხადებლის სახელი და მისი საკონტაქტო ინფორმაცია;

ბ) იმ ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, რომელმაც სავარაუდოდ დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები;

გ) გარემოებები რომლებსაც ეფუძნება განმცხადებლის მოთხოვნა;

დ) განმცხადებლის ხელმოწერა.

5. ინსპექტორის აპარატი ვალდებულია განცხადება მიღებისთანავე გაატაროს რეგისტრაციაში და გასცეს რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა.

6. განცხადება წარმოებაში არ მიიღება თუ გასულია 3 წელზე მეტი მას შემდეგ, რაც საჩივრის ავტორმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ ფაქტის შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია.

7. არ შეიძლება დაწესდეს საფასური ინსპექტორისთვის განცხადების წარდგენისა და განხილვისთვის.

მუხლი 14. ინსპექტორის მიერ საჩივრის განხილვა

1. პირმა, რომელმაც ინსპექტორს მიმართა განცხადებით ან საჩივრით, უნდა მიუთითოს იმ ფაქტებზე, რომლებიც იძლევიან დისკრიმინაციული ქმედების არსებობის ვარაუდის საფუძველს და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რის შემდეგაც მოპასუხე მხარეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციას.

2. განცხადების ან საჩივრის შემტანი პირი, აგრეთვე, მოპასუხე მხარე, ვალდებულია, მოთხოვნიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ინსპექტორს წერილობითი ფორმით წარუდგინოს საკუთარი პოზიცია. საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტორი უფლებამოსილია, მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი მესამე პირისგან.

3. თუ ინსპექტორი საჭიროდ ჩათვლის, მას უფლება აქვს, დანიშნოს ზეპირი მოსმენა და მოიწვიოს ყველა მხარე და სხვა დაინტერესებული პირები.

4. ნებისმიერი პირი, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, საქმის განხილვასთან დაკავშირებული მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, კანონით დადგენილი წესების დაცვით, გადასცეს ინსპექტორს მოთხოვნიდან დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

5. ინსპექტორის მიერ განცხადების ან საჩივრის განხილვისა და ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. ინსპექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 1 თვით, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს დაინტერესებულ მხარეს.

6. ინსპექტორის მიერ განცხადების განხილვის წესი დგინდება ინსპექტორის ბრძანებით.

მუხლი 15. ინსპექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტორის მიერ განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად არ დადასტურდა დისკრიმინაციის ფაქტი, ინსპექტორი დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილებით შეწყვეტს საქმის წარმოებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტორის მიერ განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად დადასტურდა დისკრიმინაციის ფაქტი, ინსპექტორი:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად გამოსცემს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილებას და დიკრიმინაციის განმახორციელებელ პირს, სახელმწიფო ხელისუფლებისა ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს აკისრებს ჯარიმას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას, რომელითაც დიკრიმინაციის განმახორციელებელ პირს, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განუსაზღვრავს დარღვეული თანასწორობის აღსადგენად აუცილებელ ღონისძიებებს, მათ შორის ითხოვს დისკრიმინაციული აქტის/ნორმის გაუქმებას.

3. დისკრიმინაციის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ჯარიმდება 100-დან 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − 500-დან 2500 ლარამდე ოდენობით. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება დისკრიმინაციის მძიმე ფორმები, კერძოდ:

ა) დისკრიმინაცია ამ კანონში ჩამოთვლილი ორი ან მეტი ნიშნის საფუძველზე;

ბ) ორჯერ ან მეტჯერ განხორციელებული დისკრიმინაცია;

გ) ორი ან მეტი პირის წინააღმდეგ განხორციელებული დისკრიმინაცია.

დ) დისკრიმინაცია, რომელიც განხორციელდა ორი ან მეტი პირის მიერ

ე) დისკრიმინაცია, ხორციელდება ფიზიკური პირის მიერ, რომელიც ამავდროულად არის თანამდებობის პირი „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის წინააღმდეგ“ კანონის შესაბამისად.

4. იმ შემთხვევაში, თუ ინპექტორი მივა დასკვნამდე, რომ დისკრიმინაციას ხელი შეუწყო დისკრიმინაციული აქტის არსებობამ:

ა) მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, რათა მან სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოვლენილი დისკრიმინაციული ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით;

ბ) დისკრიმინაციის მსხვერპლს აძლევს რეკომენდაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში დისკრიმინაციული აქტის ან ნორმის გაუქმების მოთხოვნით საჩივრის შესატანად, იმ შემთხვევაში, თუ ამ ორგანომ, ინსპექტორის მოთხოვნის მიუხედავად, არ გააუქმა ასეთი აქტი/ნორმა.

5. ინსპექტორი მიმართავს სასამართლოს დისკრიმინაციის კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით თუ კი დისკრიმინაციის მსხვერპლი დამოკიდებულია დისკრიმინაციის განმახორციელებელ პირზე ან დამოუკიდებლად არ შუეძლია სასამართლოსთვის მიმართვა. ამ შემთხვევაში ინსპექტორს უნდა ჰქონდეს კონკრეტული პირის თანხმობა. თანხმობის საჭიროება არ არსებობს თუ ინსპექტორი ითხოვს კონკრეტული დისკრიმინაციული პოლიტიკის, რეგულაციის ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გაუქმებას.

6. დიკრიმინაციის განმახორციელებელი პირი, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია ერთი თვის ვადაში შეასრულოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება და ინსპექტორს წარუდგინოს შესაბამისი წერილობითი ანგარიში.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინსპექტორის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით, რის შესახებაც ინსპექტორი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად გამოსცემს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილებას.

8. პირი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იძულებით აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

9. თუ გამოკვლეული ფაქტები მიანიშნებს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებზე, ინსპექტორი დაუყოვნებლივ უგზავნის მასალებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.

მუხლი 16. ჯარიმის დაკისრების თაობაზე დადგენილების გასაჩივრება

ინსპექტორის მიერ ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება მისი გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საჩივრდება სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 17. ინსპექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. მხარე უფლებამოსილია ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილება მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.

2. საქმის განხილვის შედეგად სასამართლო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) უცვლელად ტოვებს ინსპექტორის გადაწყვეტილებას;

ბ) მთლიანად ან ნაწილობრივ აუქმებს ინსპექტორის გადაწყვეტილებას.

3. იმ პირის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც თვლის, რომ ინსპექტორის მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის მისი დარღვეული უფლებების აღსადგენად, სასამართლო დისკრიმინაციის განმახორციელებელ პირს ან დაწესებულებას ავალებს დისკრიმინაციის შედეგების აღმოსაფხვრელად იმ აუცილებელი ღონისძიებების მიღებას, რაც არ იყო განსაზღვრული ინსპექტორის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.

მუხლი 18. სასამართლოსთვის მიმართვა

1. იმ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მიუხედავად იმისა, საქმე განხილულია თუ არა ინსპექტორის მიერ. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სასამართლოსთვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი, რომელიც აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ ფაქტის შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია.

2. სასამართლოში საქმის წარმოება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) აღნიშნული პირის საჩივრის საფუძველზე საქმეს იხილავს ინსპექტორი;

ბ) ინსპექტორის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

3. სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოში უნდა წარადგინოს დისკრიმინაციული ქმედების არსებობის ვარაუდის საშუალების მომცემი ფაქტები, რის შემდეგაც მოპასუხე მხარეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციას.

4. დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განახორციელოს ყველა აუცილებელი ღონისძიება დისკრიმინაციის შედეგების აღმოსაფხვრელად, მათ შორის:

ა) გააუქმოს ან შესაბამის პირს ან დაწესებულებას მოსთხოვოს დისკრიმინაციული აქტის, რეგულაციის ან ნორმის გაუქმება;

ბ) დისკრიმინაციის განმახორციელებელ პირს ან ორგანიზაციას მოსთხოვოს ისეთი ქმედების განხორციელება (მათ შორის გონივრული მისადაგების პრინციპზე დაყრდნობით) რომელიც აღმოფხვრის დისკრიმინაციას. გ) დისკრიმინაციის განმახორციელებელ პირს დააკისროს დისკრიმინაციის მსხვერპლისათვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

5. ინსპექტორი სასამართლოს მიმართავს ამ კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 19. ინდივიდუალური პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს ნებისმიერ პირს, რომლის ქმედებაც არღვევს ამ კანონის მოთხოვნებს. ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ან იურიდიული პირის პასუხისმგებლობას.

მუხლი 20. საქმის განხილვის პროცესში მესამე პირის მონაწილეობა

1. ორგანიზაციას, დაწესებულებას ან გაერთიანებას, რომელთა საქმიანობის სფეროც მოიცავს პირთა დისკრიმინაციისაგან დაცვას, უფლება აქვს, ინსპექტორსა მიმართოს, რათა მესამე პირად ჩართულ იქნეს ამ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში.

2. ინსპექტორს უფლება აქვს, დააკმაყოფილოს მესამე მხარის მოთხოვნა საქმის განხილვაში ჩართვის შესახებ მხოლოდ იმ პირის თანხმობის საფუძველზე, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს.

მუხლი 21. დისკრიმინაციის მსხვერპლი პირების დაცვა ამ კანონით განსაზღვრული პროცედურებით სარგებლობისას

1. დაუშვებელია ნებისმიერი პირის მიმართ რაიმე სახით ზემოქმედება იმ ფაქტის გამო, რომ მან დისკრიმინაციისგან დაცვის მიზნით მიმართა შესაბამის ორგანოებს.

2. ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას და მის შემდეგ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ დისკრიმინაციის მსხვერპლთან დაკავშირებული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. დისკრიმინაციის მსხვერპლის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ამგვარი ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდება, გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, დისკრიმინაციის მსხვერპლი უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს ინსპექტორს, რომელიც გამოიყენებს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

თავი III

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 22. ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნა

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივმა ორგანოებმა, აგრეთვე საჯარო მომსახურების განმახორციელებლმა პირებმა, ახალი ინფრასატრუქტურული პროექტების განხოციელებისას, უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაცის, მათ შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისწავდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში.

2. 2018 წლის 1 იანვრამდე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ უკვე არსებული ინფრასტრუქტურის ამ კანონის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა გონივრული მისადაგების პრინციპის დაცვით.

მუხლი 23. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 სექტემბრამდე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობით, შეიმუშავოს სტრატეგია და 2014-2018 წლების სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება ცალკეული სამინისტროების მიერ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებები, მათ შორის, ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათი შესრულების ვადები და შეფასების ინდიკატორები.

მუხლი 24. ინსპექტორის არჩევის ვადა

ამ კანონის შესაბამისად, ინსპექტორი არჩეულ იქნეს 2014 წლის 1 მარტამდე.

მუხლი 25. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი გარდა მე-7 – მე-12, 23-ე და 24-ე მუხლებისა ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.

2. ამ კანონის მე-7 – მე-12, 23-ე და 24-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას მესამე პირის ან/და პირთა ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციის განსახორციელებლად ამ კანონის გაგებით.

აი თურმე რას აპროტესტებენ წვეროსნები :D :D

ინსპექტორი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ინსპექტორი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავარი პროკურორის მიმართვიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

საყვარლობა :love კიდე ერთი ბობოლა დაგვემატება :)

ბოლომდე ჯერ ვერ მოვასწარი წაკითხვა, მარა როგორც მივხვდი ინსპექტორი ერთი ადამიანი იქნება ხო? დისკრიმინაცია კიდე ყველა ნაბიჯზეა და ერთი კაცი რაფერ გაწვდება ამდენ საქმეს?

ნახევრამდე წავიკითხე(უდროობის ცგამო :user: ), მარა საფუძვლიანი და გონივრული ეჭვი მაქვს რომ ეს კანონი მხოლოდ გუტაფორიული ხასიათის მატარებელია :titebi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნახევრამდე წავიკითხე(უდროობის ცგამო ), მარა საფუძვლიანი და გონივრული ეჭვი მაქვს რომ ეს კანონი მხოლოდ გუტაფორიული ხასიათის მატარებელია

ხო, მასეა, და ესაა გამაღიზიანებელი :titebi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი თურმე რას აპროტესტებენ წვეროსნები

 

წვეროსანი არ ვარ, მაგრამ მეც ვაპროტესტებ ამ კანონს ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წვეროსანი არ ვარ, მაგრამ მეც ვაპროტესტებ ამ კანონს ;)

წვერი რეალობის აღქმასა და მომავლის განჭვრეტაში გიშლით ხელს, თორე თქვენ რო ააანალიზებდეთ არსებულ სიტუაციასა და ისტორიას, მიხვდებოდით რო მალე თქვენ აღმოჩნდებით უმცირესობაში და შეგეშინდებოდათ იმის რაც დათესილი გაქვთ.

 

წ.შ. თქვენობითი იმიტომ რომ თვითონ მიეწებე წვეროსნებს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...