Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

80-ანების ბოლოს ქართველები ყვიროდნენ: რად გვინდა საბჭოთა კავშირი?! ბორჯომის და მანდარინის ექსპორტითაც შევძლებთ თავის რჩენას.

1992 წლის დასაწყისში დაამხეს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, და დაიწყეს ყვირილლი: ჯაბა იოსელიანი გვინდა ხელისუფლებაში, ის დაამყარებს წესრიგს, თანაც ნახევრად ოსია და მოაგვარებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტს.

იმავე წელს ქართველებს უხაროდათ ედუარდ შევარდნაძის “ჩრდილოეთიდან ამომავალი მზის” ჩამოსვლა. მან დაანგრია საბჭოთა კავშირი, მთელი დასავლეთი მას პატივს სცემს და შეგვინახავენ – ბუტბუტებდა “ბრძენი” ერი.

1999 წლისთვის, ყველაფერი რომ გაიფლანგა და მთელი დარჩენილი საწარმოები თურქეთში ჯართად გაიყიდა, მოსახლეობამ ვნებით შეხედა გადამდგარ ამერიკელ გენერალს ჯონ შალიკაშვილს, რომელიც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა. ბევრმა იფიქრა: ეგებ მან მაინც გვიხსნას და გადაგვარჩინოს?!!! მაგრამ ჯონ (მალხაზ) წავიდა რესტორანში, მოინახულა წინაპრების სოფელი, თვალი შეავლო დაბინძურებულ თბილისს და წავიდა.

შემდეგ მესიის როლში სააკაშვილი მოგვევლინა, ამ პერსონაჟმა ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ სარეცხი მანქანები არ ცვიოდა ციური მანანასავით ქართველთა თავებზე, და ამ დროს გამოჩნდა მეფეთ მეფე, “მეორე იესო”, სარეცხი მანქანების მჩუქებელი, გადაუხდელი კრედიტების დამფარველი – ბიძინა ივანიშვილი.

არა, მან არავის არაფერი აჩუქა, და მიუხედავად მის სახლთან თვითდაწვის მცდელობისა, არცერთი კრედიტი არ დაფარა, პრინციპში არც არაფერი გააკეთა. მაგრამ ბიძინამ სწორად გამოიცნო პარტიის დასახელება – “ქართული ოცნება”, რამეთუ მეოცნებე ერი სწორედ ასეთ პარტიას აირჩევდა!

ახლოვდება ომის მორიგი წლისთავი, ქარტველები ლანძღავენ წინა მთავრობას, და ჰგონიათ რომ ამისთვის რუსეთი მათ დაუბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

ჭეშმარიტად მეოცნებეა ეს ხალხი!

 

ზურაბ ჯავახიძე

 

მართალია ავტორი! რა დებილი და უმადური ერი ვართ :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 61
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

გუშინ - იმედი, დღეს - ოცნება, ხვალ კიდევ ხელში შეგვრჩება მახათი?!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუშინ - იმედი, დღეს - ოცნება, ხვალ კიდევ ხელში შეგვრჩება მახათი?!

ხვალ..?? მე მეგონა უკვე გვეკავა..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხვალ..?? მე მეგონა უკვე გვეკავა..
აუ, რა ცუდია ლაიქები რო ვერ გაასწორეს :dash2: თორე ლაიქს დავაჭერდი :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten ჯიმა, სად გაქრა ის ტემა მუსიკებს რო ვდებდით? რას უსმენ ახლა ?

სხვათაშორის, ის თემა, როცა ჩანდა, მე მაშინაც ვერ ვპოსტავდი იქ.. როდესაც მეტალჰედს ვკითხე - რატომ..? მან მიპასუხა, - აზრზე არა ვარო.. ახლა, თუ სიმართლე გინდა, არც მიძებნია..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხვალ..?? მე მეგონა უკვე გვეკავა..

ეგ ოცნების მოსვლამდეა დაწერილი, ისე კი მახათი დიდიხანია გვიკავია, უბრალოდ არ ვიმჩნევთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ოცნების მოსვლამდეა დაწერილი,

ვიცი.. :)

ისე კი მახათი დიდიხანია გვიკავია, უბრალოდ არ ვიმჩნევთ

:yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი, ხოლო ვისაც შეუძლია, იმას არ უნდა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...