Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

"უდიადეს ოთხკუთხედს კუთხეები არ უჩანს", ამბობს ლაო ძი, რაც ნიშავს, რომ ხშირ შემთხვევაში დიდი სურათის დანახვა ძნელია. საქართველოს მომავლის სურათი დღეს ასეთია – ან ვიბრძვით ევროატლანტიკური მომავლისთვის, რაც ნიშნავს დემოკრატიას, ძლიერ სახელმწიფოს, კეთილდღეობას და თავისუფლებას, ან ვბრუნდებით რუსულ სივრცეში, სადაც გველის უპერსპექტივობა, არშემდგარი სახელმწიფო, კორუფცია და დანაშაულებრივი სამყარო. დღეს შესაძლოა ეს სურათი თვალნათლივ არ ჩანს და ამგვარი შეფასება საზოგადოების ნაწილმა გადამეტებულადაც მიიჩნიოს. თუმცა როცა შედეგი დგება, მიზეზების განსჯა უკვე გვიანია ხოლმე.

საქართველოში ხელისუფლების გარდა თითქოს არაფერი შეცვლილა და რატომ ჩნდება იმის საშიშროება, რომ ქვეყანა დასავლურ ვექტორს დაშორდეს და რუსეთის გავლენის ქვეშ მოხვდეს? მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება ღიად და ხმამაღლა აცხადებს, რომ ევროატლანტიკური კურსი უცვლელია – პრემიერ მინისტრის თქმით, ავღანეთში მომხდარი ტრაგედია საქართველოს ვერ გატეხავს და შეაშინებს, რამდენიმე კვირაში თბილისი ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოს მასპინძლობს, ნატოს გენერალური მდივანი განუწყვეტლივ იმეორებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება კი თითქოს ყველა ჩვენი დასავლელი მოკავშირის სურვილია.

თუმცა, ეს ყველაფერი ბევრად კომპლექსური და მრავალექტორიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დასავლეთი საქართველოს მხრიდან რუსეთთან "ურთიერთობის მოგვარებაში" დაძაბულობისა და სამხედრო დაპირისპირების შესაძლებლობის შემცირებას ხედავს და სულაც არ მიესალმება იმას, რომ ოკუპაციის მორიგ აქტს საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი სახელი არ დაარქვას, იმის შიშით, რუსეთი არ გავაღიზიანოთ, რადგან ღვინოსა და მანდარინს აღარ გაგვაყიდინებს. ავღანეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პრემიერ მინისტრის კომენტარი იყო დროული, ღირსეული და გასაგები. სწრედ ასეთ დამოკიდებულებას ელის როგორც ქართული ისე დასავლური საზოგადოება ხელისუფლების პირველი პირისგან რუსეთთან მიმართებაშიც და არა იმას, რომ ოკუპაციის აშკარა აქტიდან 5 დღის შემდეგ, რომელიღაც გაზეთის ექსკლუზიურ ინტერვიუში ვპოულობდეთ პრემიერ მინისტრის კომენტარს,

 

 

სსრულიად: http://politico.ge/index.php/news/view/4709

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...