Jump to content
Planeta.Ge

ჩემი პატარა ჩანაწერი - პრემოდერნიზმზე, მოდერნიზმზე, პოსტმოდერნიზმზე და ათეიზმსა და რელიგიის ურთიერთობებზე..

Recommended Posts

http://nukriko.blogspot.com/2013/06/blog-post.html

შუა საუკუნოვანი გაგება ადამიანისადმი, სამყაროსადმი, სავსე იყო, რელიგიური წარმოდგენებით. მთავარი მიზანი განათლების, აღმზრდელობითი სისტემის, იყო ის, რომ ადამინი უნდა ჩამოყალიბებულიყო "რელიგიურ ცხოველად" (ქრისტიანად, იუდაველად, ბუდისტად და ა.შ). რადგან სამეფო ხელისუფლება არ იყო ცენტრალიზებური და ფეოდალური დაქსასულობა, რეგიონალიზმი ხშირად მწვავე პრობლემა იყო ამა თუ იმ სამეფოსთვის, არანაირი ცენტრალური საგანმანათლებლო თუ კულტურული პროექტები, სახელმწიფოს მხრივ ვერ იქმნებოდა, ამიტომ შუა საუკუნოვან სამეფოებისთვის დამახასიათებელი იყო, სამეფოს შიგნით კულტურულ-ლინგვისტური განსხვავებულებები.. ერთადერთი ძალა, რომელიც ქმნიდა კულტურის უნივერსალურ გაგებას (ხშირად რეგიონალურ გაგებასაც) იყო სასულიერო ინსტიტუტები. მის შექმნილ კულტურულ პროექტებს, წესებს აბსოლუტურად უპირობოდ ემორჩილებოდა ყველა მცხოვრები. მაგრამ შუა საუკუნეებში არსებობდა, ორი კულტურა - "მაღალი კულტურა" - რომელსაც სასულიერო პირები ქმნიდნენ და "საკარნავალო კულტურა" - რომელიც ხალხში არსებობდა. "მაღალი კულტურა" ეს იყო დამწერლობითი კულტურა, ხოლო "საკარნავალო" კულტურა, კი ძირითადად ზღაპრების, გადმოცემების და ზეპირსიტყვიერების საშუალებით შემოგვრჩა. ერთი სიტყვით, არ არსებობდა არანაირ სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მოახდენდა ცენტრალურ საგანმანათლებლო კულტურის შექმნას - ამიტომ სამყაროს აღქმას, აზროვნების ფორმებს ქმნიდა რელიგიური ინსტანციები.

პრემოდერნიალურ ეპოქში მიჩნეული იყო, რომ ადამიანი უცვლელია და ადამიანის ბუნებაზე ჭეშმარიტ ინფორმაციას, მხოლოდ თეოლოგიას იძლეოდა. დაკვირვების და შესწავლის წყარო, კი მხოლოდ გარე სამყარო რჩებოდა. ამან განაპირობა ის, რომ ფილოსოფიური მიმდინარეობები ვერ ვითარდებოდა თავად ეკლესიის შიგნით და ეკლესიის გარეთ კი, მათი დევნა წარმოებდა.

მოდი გამოვყოთ ის საერთო მახასიათებლები, რაც ახასიათებდა პრემოდრინალურ ეპოქას: 1) სასულიერო ინსტიტუტები ქმნიდნენ დომინანტ კულტურებს და ახდნენდნენ კულტურულ კონტროლს. 2) ადამიანის მიზანი იყო "რელიგიურ ცხოველად" ჩამოყალიბებულიყო, ამიტომ ხშირ შემთხვევაში, სამეფო ხელისუფლების კანონებზე მაღლა, რელიგიური პრინციპები იდგა, ხოლო აღმზრდელობის ფუნქცია კი მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანი გამხდარიყო მაგ ქრისტიანი 3) კულტურულმა კონტროლმა ერთი ინსტიტუტის მიერ, გამოიწვია ინკვიზიციები, რეპრესიები და ა.შ

მოდერნიზმი - იბადება მაშინ, როდესაც იქმნება ცენტრალიზებური სახელმწიფოები, თავისი მძლავრი ბიუროკრატიული აპარატით. ხდება ცენტრსა და რეგიონს შორის მჭირდო ურთიერთობის დამყარება. საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები სხაელმწიფოს ხელში გადადის. სახელმწიფო აპარატი, რომელიც მდებარეობს ცენტრში წყვეტს, როგორი საგანმანათლებლო პროგრამა უნდა არსებობდა, რა ფუნქციას უნდა შეიცავდეს და ა.შ. ხოლო მის განხორციელებას რეგიონებში დიდი ცენტრალიზებურ ბიუროკრატიული აპარატით ახდენს. ადამიანის აღმწრდელობითი ფუნქცია არის ის, რომ ადამიანი გახდა სრულიად ლოიალური თავის სახელმწიფოს მიმართ (პატრიოტი ანუ). ხდება სახელმწიფოს ინსტიტუტის აბსოლუტის დანერგვა. წინა პლანზე გამოდის კარტეზიანული ფილოსოფია. ხდება რელიგიური ინსტიტუტების განაციონალიზაცია. უკვე სამყაროს აღქმის დროს ყურადღება ენიჭება, არა მხოლოდ ის, თუ რა უნდა აღიქვას - არამედ ის თუ ვინ უნდა აღიქვას. ანუ ხდება ადამიანისადმი დაკვირვება - ადამიანის ბუნების შესწავლა ხდება სხვადასხვანაირად - მაგრამ იქმნება გარკვეული ნაციონალური სტერეოტიპები და ამ სტერეოტიპების დანერგვა (ბუნებით რომ ფრანგი და იტელიელი განსხვავებულია). თუ კი პრემოდერნილ სამყაროს უკიდურესი მოვლენა იყო ის, რომ ერთმა სასულიერო ინსტიტუტმა დაამყარა თავის ტოტალური ძალაუფლება კულტურაზე და წაშალა, ყოველგვარი ეთნიკური საზღვრები, მოდერნიზმის უკიდურესი პროექტი არის ტოტალიტარული სახელმწიფოები - სახელმწიფოს როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტებების მქონე, ქმნის თავის კულტურულ პროექტებს და ახდენს მის სრულ დანერგვას. მოდერნიზმის დროს მიჩნეულია, რომ ადამიანის შეცვლა შეიძლება, ამიტომ უამრავი პროექტი იქმნება "ახალი ადამიანის" შესაქმნელად.

მოდერნიზმის საერთო მახასიათებელი შემდგომშია: 1) სახელმწიფოს აბსოლუტი 2) აღმზრდელობითი ფუნქციაა პატრიოტის შექმნა 3) კულტურულ კონტროლს ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტი და ხშირ შემთხვევაში, "ანტისახელმწიფოებრივ" კულტურის დანერგვას რეპრესიებით უსწორდება

პოსტმოდერნიზმი - აღარ არსებობს ფუნდამენტური ინსტიტუტცია, რომელიც შექმნის ცენტრალურ კულტურულ პროექტებს და მერე თავს მოახვევს სხვებს. მისი მოკლე პრინციპი შემდგომში მდგომარეობს: "რამდენი ინდივიდიცაა, იმდენი სამყაროა" და ყველა სამყარო ჭეშმარიტია. განათლება აღარ არის უნივერსალური, ბავშვს შეუძლია თავისით ისწავლოს და აირჩიოს ის რაც უნდა და გამოვიდეს ის რაც უნდა. როგორც ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა, პოსტმოდერნიზმის კრიტიკაზე: "თუ ყველას სამყარო სწორია, მაშინ 2X2=15". ყოველგვარი საზღვრები იშლება, როგორც ეთნიკური, რასობრივი, გენდერული (ადამიანს შეუძლია თვითონ აირჩიოს ეროვნება და სქსი).. ჩემი აზრით პოსტმოდერნიზმი ესაა კაპიტალიზმის - მოდერნიზმის, მხოლოდ ერთი განშტოება, რომლის მიზანიცაა ბაზრის თავისუფლება არსებობდეს და ყველანი ვიყოთ, იდეოლოგიურ პროექტის გარეშე მყოფი მომხმარებლები.

რაც შეეხება ათეიზმ vs თეიზმს, ეს არის პრემოდერნიანიზმისა და მოდერნიზმის ტრადიციული დაპირისპირება. ორივე სისტემა მიიჩნევს, რომ ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. ორივეს აქვს ჭეშმარიტების დამდგენი ინსტიტუტები და ამ ინსტიტუტების - აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე დგას, ეს დაპირისპირებები. აზროვნების ფორმებიც აშკარად კონსტრუირებულია, ვიდრე არჩევანი.. პრობლემა დგას შემდეგში, როგორ გამოვიდეთ ამ არაფრის მომცემ დაპირისპირებებიდან? შევქმნათ ისევ აბსოლუტები და მოვახდინოთ, მათი კონსტრუირება თუ მივცეთ რეალური არჩევანი ადამიანებს და ამ არჩვნების საფუძველზე მოხდეს კონკურენცია? ჩემი აზრით, თუ მხოლოდ ეს ორი პროექტი იარსებებს და აბსოლუტურ ჭეშმარიტებებზე გვექნება დაპირისპირება, შედეგი მაინც ერთი იქნება. რელიგიური მოდერნიზმი თუ სეკულარული მოდერნიზმი, მაინც ერთი შინაარსის შეიძლება იყოს.. ჩვენ გზები უნდა ვეძებოთ, რომ ამ აზროვნებას გავცდეთ. ამ აზროვნებით, ვერაფერ ღირებულს - ჩვენ დროსთან მიმართებაში ვეღარ ვქმნით..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭირდება ადმიანს თეიზმი ან ათეიზმი საერთოდ?

წირდებასი იგულისხმება მის ბედნიერ არსებობისათვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭირდება ადმიანს თეიზმი ან ათეიზმი საერთოდ?

რადგან არსებობს ესეგი სჭირდება.. ჩვენ თუ განვიხილავთ აზროვნების ფორმებიდან - სწორედ თეიზმა და ათეიზმმა მოგვცა, სამყაროს გააზრების აბსოლუტურად უნიკალური სქემები. ჩვენ ვერ ავცდებით იმას, რომ ვაღიაროთ - თეიზმის როლი აზროვნების განვითარებაში..

შებ რასაც უწოდებ ბედნიერებას, ეს ცნება სწორედ ამ ორ სივცეში გაჩნდა - ბედნიერების ფილოსოფიური და რელიგიური გააზრებები..

მეორე მხრივ, მათ გარეშე უბრალო მომხმარებელი ხდები

თუ ჩვენ დავსვამთ კითხვას - სჭირდება კი მომხმარებელს ათეიზმი ან თეიზმი, ბედნიერებისთვის? პასუხი იქნება -არა, არ სჭირდება. მაგრამ მომხმარებლის ბედნიერებაც ილუზიურია - გარედან მოწოდებულია - ის მხოლოდ მომხარებელია. ჩვენ გვჭირდება სუბსტანციების გამოგონება, რომელშიც ჩვენ აზროვნებას ჩავაქსოვთ - ღმერთმა მოგვცა ამის საშუალება, ათეიზმმაც მოგვცა ამის საშუალება. თუმცა ეხლანდელი მიზანი არის ის, რომ არაფერი შეიცვალოს - ანუ არ დაიბადოს ახალი აზროვნება, დავრჩეთ მომხმარებლებთან.

მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ახალი აზროვნების ფორმები დასავლეთში აღარ დაიბადოს, არამედ ყველაზე რელიგიურ და ჩამორჩენილ აღმოსავლეთში. ამის მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ მომხარებლური ფსიქოლოგია და პოსტმოდერნიზმი, არ არის ორიენტირებული ახალი აზროვნების შექმნისთვის. უკვე რამოდენიმე წელია, ერთი და იგივეს დაღეჭვა მიდის და უფრო და უფრო ღრმად შესვლა - ამ აზროვნების სუბსტანციას ვერ გავცდით (დასავლეთში)...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რადგან არსებობს ესეგი სჭირდება..

არა, ეგრე ცალსახად ვერ იტყვი, ბერვი რამ არის რაც არ გვჭირდება მაგრამ მაინც ვაკეთებთ ან ვიყენებთ.

ჩვენ ვერ ავცდებით იმას, რომ ვაღიაროთ - თეიზმის როლი აზროვნების განვითარებაში..

გარკვეულ ეტაპზე შეიძლება დას გარკვეულ ეტაპზე, მაგ. შუასაუკუნეები, კიდევ პირიქით.

შებ რასაც უწოდებ ბედნიერებას, ეს ცნება სწორედ ამ ორ სივცეში გაჩნდა - ბედნიერების ფილოსოფიური და რელიგიური გააზრებები..

სოციალურ აპეკტს რატო არ განიხილავ, მასლოვის პირამიდასი საკმაოდ კარგად არის აღწერილი.

მეორე მხრივ, მათ გარეშე უბრალო მომხმარებელი ხდები

რატომ ფილოსოფია, ეთიკა და ა.შ. რაში გვჭირდება?

მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ახალი აზროვნების ფორმები დასავლეთში აღარ დაიბადოს, არამედ ყველაზე რელიგიურ და ჩამორჩენილ აღმოსავლეთში. ამის მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ მომხარებლური ფსიქოლოგია და პოსტმოდერნიზმი, არ არის ორიენტირებული ახალი აზროვნების შექმნისთვის. უკვე რამოდენიმე წელია, ერთი და იგივეს დაღეჭვა მიდის და უფრო და უფრო ღრმად შესვლა - ამ აზროვნების სუბსტანციას ვერ გავცდით (დასავლეთში)...

შეიძლება პირიქით მოხდეს, რადგან მომხარებლის კულტურა აყვავების ხანაშია და შემდეგ სავარაუდოდ "გადამწიფდება". მას შემდედ კიდევ კრიზისი იქნება და მერე შეიძლება ახალი იდეაც დაიბადოს, შეიძლება არ დაიბადოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ათეიზმი სულაც არ არის ტრადიციული დაპირისპირება პოსტმოდერნიზმსა და მოდერნიზმს შორის....

ტრადიცულ დაპირისპირებად მხოლოდ ისტორიის გარკვეულ პერიოდში შეიძლება ჩავთვალოთ...

სხვა მხრივ ათეიზმი სულ სხვა რამის შედეგია და სულ სხვა მიზეზით წარმოიშვა...

მე არანაირად არ ვეთანხმები თქვენს ვერსიას, მსჯელობას...

თქვეენ ყველაფერს ეთმანეთში ურევთ და ამის გამო მცდარ დასკვნას აკეთებთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ათეიზმი სულაც არ არის ტრადიციული დაპირისპირება პოსტმოდერნიზმსა და მოდერნიზმს შორის....

პოსტმოდერნიზმი არა - პრემოდერნიზმს და მოდერნიზმს შორის..

ტრადიცულ დაპირისპირებად მხოლოდ ისტორიის გარკვეულ პერიოდში შეიძლება ჩავთვალოთ...

ეს გარკვეული პერიოდი განგრძობითია და არ ამოუწურავს საკუთარი თავი

სხვა მხრივ ათეიზმი სულ სხვა რამის შედეგია და სულ სხვა მიზეზით წარმოიშვა...

გააჩნია, რომელ ათეიზმზე ლაპარაკობ...

მე არანაირად არ ვეთანხმები თქვენს ვერსიას, მსჯელობას...

ძალიან კარგი...

თქვეენ ყველაფერს ეთმანეთში ურევთ და ამის გამო მცდარ დასკვნას აკეთებთ...

რას ვურევ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...