კონტენტზე გადახტომა


პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს მიმართვა, ქართველ საზოგადოებასა და ბიზნესმენებს

კახა კუკავა თავისუფალი საქართველო მიმართვა ბიზნესმენებს ბიზნესმენები საზოგადოება

  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
3 პასუხი თემაში

#1 ოთო1991    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 29 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 08 June 2013 - 12:26 AM

„თავისუფალი საქართველო“ დღესდღეობით წარმოადგენს მთავარ ოპოზციურ ძალას ქვეყანაში: 2013 წლის აპრილის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მიიღო ხმების 39.48%, „თავისუფალმა საქართველომ“ - 17.26%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 15.11%. სხვა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან ჰქონდათ ირიბი მხარდაჭერა და განუზომლად მეტი ფინანსური რესურსი, მომდევნო ადგილები დაიკავეს.



2013 ივნისში გამოქვეყნებული კანონპროექტის მიხედვით ყველა პარტიას უორმაგდება საბიუჯეტო დაფინანსება, მხოლოდ „თავისუფალი საქართველო“ არ მიიღებს არცერთ თეთრს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არც არანაირ გრანტს სხვადასხვა ფონდებიდან. „თავისუფალი საქართველო“ ისჯება რადგან დღესდღეობით ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.



ახალი კანონპროექტის მიხედვით რეალურად უნდა დაიხუროს პარტიის ერთადერთი ოფისი. იმისათვის, რომ „თავისუფალმა საქართველომ“ გააგრძელოს საქმიანობა, აუცილებელია ოფისის იჯარა და სხვა მინიმალური სახსრები. გთხოვთ ყველას, თუნდაც 1 ლარით თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენს მოძრაობაში:



საქართველოს მოქალაქეებმა თანხა გადარიცხეთ:



ს.ს „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ფილიალი

საბანკო კოდი (SWIFT): TBCBGE22

საბანკო კოდი (მფო) – 220 101 830

მიმღების დასახელება: პ/გ „თავისუფალი საქართველო“

ანგარიშსწორების ანგარიში (ლარი) GE63 TB70 2953 6080 1000 07



უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თანხა გადარიცხეთ:



ს.ს „თიბისი ბანკის“ ვაკის ფილიალი

საბანკო კოდი (SWIFT): TBCBGE22830 / Headoffice Swift: TBCBGE22

საბანკო კოდი (მფო) – 220 101 830

მიმღების დასახელება: ააიპ „თავისუფალი საქართველო“

ანგარიშსწორების ანგარიში (ლარი): GE63 TB72 3723 6080 1000 01



ყოველი კვირის ბოლოს გამოქვეყნდება საჯარო ანგარიში შემოწირულობების შესახებ: www.freegeorgia.ge



წინასწარ გიხდით მადლობას.



პატივისცემით,



კახა კუკავა



„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე

მიმაგრებული ფაილები



#2 ოთო1991    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 29 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 09 June 2013 - 01:16 AM

ისა და, თქვენ რომ ითხოვთ, ძვირფასო საზოგადოებავ, არც პროამერიკული ხელისუფლება მინდა - არც პრორუსულიო, არ მინდა, უცხოეთიდან დაფინანსებული პარტიაო, ამბობთ თუ - არა? მაშინ, ჩემო მეგობრებო, გაიღეთ საკუთარი ჯიბიდან მცირედი შემოწირულობა და დაეხმარეთ პარტია "თავისუფალ საქართველოს" არსებობასა და ფუნქციონირებაში. დაეხმარეთ, რადგან, პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, კახა კუკავას პანიკური შიში აქვს, ისტერიული შიში და როგორც შეუძლია ისე ძირავს მას... ჩვენ არ გვაძლევენ კუთვნილ დაფინანსებას...

#3 mama    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5362 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:tbilisi
  • Interests:ekonomika
    fsiqologia
    religia
რეპუტაცია: 256
საუკეთესო

დაწერილია 09 June 2013 - 10:21 AM

გამოხმაურების ნახვაოთო1991ს ციტატა(დაპოსტვის დრო 09 June 2013 - 01:16 AM):

გაიღეთ საკუთარი ჯიბიდან მცირედი შემოწირულობა და დაეხმარეთ პარტია "თავისუფალ საქართველოს" არსებობასა და ფუნქციონირებაში.
არსებობა/ფუნციონირებაში არა ,მარა თუ უნდა შურისძიებაში დავეხმარები :)
ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია...




კაფის კუთხეში იჯდა მხატვარი, უცქერდა ხალხს და ხატავდა ღორებს...

#4 laci    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5258 წერილები:
რეპუტაცია: 110
საუკეთესო

დაწერილია 11 June 2013 - 01:12 PM

პრემიერმა ხომ თქვა მე დავეხმარები პარტიებს გაძლიერებაშიო?





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი