Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გეს სტუმარია საქართველოს ერთერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გია გეგუჩაძე


Recommended Posts

ორშაბათს, 3 ივნისს, ,,პლანეტა.გე"–ს სტუმარი იქნება საქართველოს xxiv საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელი გია გეგუჩაძე. ვისაუბროთ ფეხბურთზე. დაუსვით კითხვები

Edited by Metalhead
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონ გიას დიდ პატივს ვცემ... რამდენიმე შეკითხვა მაქვს:

 

1) როგორ უნდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი? - ჩვენ უკვე ვნახეთ, რამდენად არამყარია სახელმწიფოს მიერ გუნდების დაფინანსება - გორის დილის მაგალითი - კარგი გუნდი შექმნეს და ეხლა შლიან :(

2) რას ფიქრობთ დინამო თბილისზე, აქვს ამ გუნდს დღევანდელ ხელმძღვანელობის, მწვრთნელის და ფეხბურთელებით ევროპაზე წარმატებულად ასპარეზობის საშუალება?

3) ქუთაისის ტორპედოში მეტ-ნაკლებად ვაკვირდებოდი თქვენს მოღვაწეობას და შევამჩნიე, რომ მაინც და მაინც არ ხართ ორიენტირებული უცხოელების ტრანსფერებით. რატომ არ აკეთებდით ძლიერ უცხოელებზე აქცენტს?

4) საქართველოს ჩემპიონატზე უფრო მეტმა ხალხმა რომ იაროს, რა ცვლილებები უნდა მოხდეს?

5) თქვენი სამომავლო გეგმები რა არის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო გია, თქვენი მწვრთნელობის პერიოდში ზესტაფონის საფეხბურთო გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია და შეუძლებელია დაინტერესებული არ იყოთ ამ გუნდის პრობლემებით. თქვენი აზრით, რა მოხდა ზესტაფონის ,,ზესტაფონში”?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დათანხმდებით თუ არა შემოთავაზების შემთხვევაში ნაკრებში მწვრთნელობას და როგორ ფეხბურთს ითამაშებს გია გეგუჩაძის ნაკრები - შემტევს, თუ ისეთს როგორსაც დღევანდელი ნაკრები თამაშობს ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

,,დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ბრაზილიაში და...გარდაიცვალა საქართველოში”?! - ბატონო გია, თქვენი აზრით, რა არის ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მწვრთნელებზე მინდა გკითხოთ. აუცილებელი ხომ არ არის,. მწვრთნელი ყოფილი ფეხბურთელი იყოს, რა ხდება ამ მხრივ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფეხბურთის ფედერაციაზე რას იტყვით? გამართლებულია მისი არსებობა იმ სახით, როგორიც დღეს გვაქვს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარასკევს დიდი ზეიმი იყო ,,დინამო არენაზე”,- კახა კალაძე ღირსეულად გააცილეს ფეხბურთიდან...თქვენი აზრით, არიან სათანადოდ დაფასებული ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთელები, თუნდაც მწვრთნელები...(ადრე გვახსოვს სპორტსმენებს პრივილეგიები ჰქონდათ და მოტივაციაც მეტი იყო)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღემდე ხართ ერთადერთი მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც თბილისის "დინამომ" უეფას თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მიაღწია. დღეს როგორ თვლით რის ხარჯზე მოახერხეთ ამ შედეგის მიღწევა? Edited by Redaqtori
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო გია, საქართველოს ჩემპიონატს როგორ შეაფასებთ? და ქუთაისის "ტორპედოში" დაფიქსირებული შედეგით რამდენად კმაყოფილი ხართ?

 

 

 

რას იტყვით საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა?

Edited by Redaqtori
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო გია, საინტერესოა თქვენი მოსაზრება, უნდა თამაშობდეს თუ არა სახელმწიფო დაფინანსების მქონე გუნდი ეროვნულ ჩემპიონატზე? Edited by Redaqtori
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღევანდელ ირლანდია საქართველოს თამაშზე რას იტყვით?

 

ფარერები უკეთესად ითამაშებდა მგონი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დათანხმდებით თუ არა შემოთავაზების შემთხვევაში ნაკრებში მწვრთნელობას და როგორ ფეხბურთს ითამაშებს გია გეგუჩაძის ნაკრები - შემტევს, თუ ისეთს როგორსაც დღევანდელი ნაკრები თამაშობს ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...