Jump to content
Planeta.Ge

პეტრე ჩაიკოვსკი


Recommended Posts

პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი (რუს. Пётр Ильич Чайкoвский; დ. 7 მაისი, 1840 — გ. 6 ნოემბერი, 1893) — რუსი კომპოზიტორი. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს რუს კომპოზიტორთა „ხუთეულის“ წევრი არ იყო, მისი მუსიკა საყოველთაოდ ცნობილი და მიღებული გახდა მისი გამორჩეულად რუსული ხასიათის, მდიდარი ჰარმონიებისა და მელოდიურობის გამო. თუმცა ამასთან მისი ნამუშევრები გაცილებით დასავლური იყო ვინემ მისი სხვა რუსი თანამემამულეებისა, ვინაიდან ის ეფექტურად იყენებდა საერთაშორისო ელემენტებს ეროვნულ სახალხო მელოდიებთან შერწყმით. ჩაიკოვსკის ნაწარმოებები აქვს შექმნილი მუსიკალური შემოქმედების ყველა ჟანრში.

 

ბიოგრაფია

პეტრე ჩაიკოვსკი დაიბადა ვოტკინსკში (ახლანდელი უდმურტეთი). მამამისი — ილია პეტრეს ძე ჩაიკოვსკი იყო ინჟინერი. ჰყავდა 3 ცოლი, რომლიდანაც მეორე — ალექსანდრა ანდრეის ასული ასიერი პეტრეს დედა იყო. პეტრე იზრდებოდა მრავალშვილიან ოჯახში. მასთან ერთად იზრდებოდა მისი ნახევარდა ზინადა, უფროსი ძმა ნიკოლოზი და უმცროსი ალექსანდრა, იპოლიტი და ტყუპები: მოდესტი და ანატოლი. პეტრეს მშობლებს უყვარდათ მუსიკა. დედამისი უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა. სახლში ედგათ მექანიკური ორგანი, რომლის მეშვეობით პატარა პეტრემ პირველად მოისმინა მოცარტის ოპერა „დონ ჟუანი“. იმ დროს, როდესაც ოჯახი ვოტკინსკში ცხოვრობდა მათ საღამოობით ხშირად უწევდათ მოესმინათ რუსული ხალხური სიმღერები, ნამღერი ქარხნის მუშებისა და გლეხების მიერ.

1859-1863 წწ. მსახურობდა იუსტიციის სამინისტროში. 1861-1865 წწ. სავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში (1862 წლამდე რუსეთის მუსიკალური საზოგადოების პეტერბურგის განყოფილების სამუსიკო კლასები). მეცადინეობდა ანტონ რუბინშტეინთან (კომპოზიცია).1866-1878 წწ. მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი (მის მოწაფეთა შორის იყო ს. ტანეევი). პეტერბურგში ხშირი მოგზაურობის დროს ურთიერთობა ჰქონდა „მძლავრი ჯგუფის“ წევრებთან. მოსკოვის პერიოდის უმთავრესი ნაწარმოებებია: 3 სიმფონია (მ.შ. „ზამთრის ოცნებები“,1866), სიმფონიური უვერტიურა-ფანტაზია „რომეო და ჯულიეტა“ (1869), სიმფონიური ფანტაზიები „ქარიშხალი“ (1873) და „ფრანჩესკა და რიმინი“ (1876), I საფორტეპიანო კონცერტი (ორკესტრთან ერთად) (1875), „მელანქოლიური სერენადა“ ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1875), 3 სიმებიანი კვარტეტი (1871, 1874, 1876), ოპერები „ვოევოდა“ (1868), „უნდინა“ (1869), „ოპრიჩნიკი“ (1872), „მჭედელი ვაკულა“ (1874, მე-2 რედაქცია - „ქოშები“, 1885), ბალეტი „გედის ტბა“ (1876), მუსიკა ა. ოსტროვსკის პიესა „თოვლის ქალისათვის“ (1873), საფორტეპიანო პიესები (მ.შ. ციკლი „წელიწადის დრონი“, 1876), რომანსები და სხვ.

1877 წელს პეტრე ჩაიკოვსკი საზღვარგარეთ გაემგზავრა. აქ დაასრულა მე-4 სიმფონია (1876-1877) და ოპერა „ევგენი ონეგინი“ (1877-1878). 1885 წლამდე მეტწილად ცხოვრობდა საზღვარგარეთ (შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი). 1885 წლიდან ჩაიკოვსკი დამკვიდრდა მოსკოვთან ახლოს (1892 წლიდან კლინში) და გაანახლა მუსიკალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ამ წლებში მისმა შემოქმედებამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა. 1893 წელს პეტრე ჩაიკოვსკის მიენიჭა კემბრიჯის უნივერსიტეტის მუსიკის დოქტორის საპატიო წოდება.

გარდაცვალება

 

ჩაიკოვსკი გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში 1893 წლის 6 ნოემბერს, თავისი მეექვსე, „პათეტიკური“ სიმფონიის პრემიერიდან მეცხრე დღეს. თავისი ინოვაციურობის და უზარმაზარი ემოციურობის გამო იგი პუბლიკამ ჩუმი გაუგებრობით მიიღო.[1] სიმფონია მეორედ დაუკრეს მისი გარდაცვალებიდან ოც დღეში და აუდიტორიამ იგი უფრო კეთილად მიიღო. [2] დღეისათვის „პათეტიკური“ ითვლება ჩაიკოვსკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრად.

ტრადიციულად ჩაიკოვსკის სიკვდილს მიაწერენ ქოლერის ეპიდემიას, რომელიც მაშინ ქალაქში მძვინვარებდა.[3] თუმცა ალტერნატიული ვერსიით ითვლება რომ თავი მოიკლა.[4]

ჩაიკოვსკი საქართველოში

1886-1890 წწ. პეტრე ჩაიკოვსკი ხუთჯერ იყო საქართველოში. მისი საუკეთესო ოპერები მის სიცოცხლეშივე დაიდგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. თბილისსა და ბორჯომში დაწერა ჩაიკოვსკიმ საორკესტრო სიუიტა „მოცარტიანა“, „სექსტეტი“, „მოგონებები ფლორენციაზე“, აქ მუშაობდა ბალეტ „მძინარე მზეთუნახავზე“.

ჩაიკოვსკი იმყოფებოდა ბორჯომში 13/25 ივნისიდან 6/18 ივლისამდე, 1887 წელს, ძმა ანატოლისთან ერთად. ექიმის რჩევით ის დარჩა ბორჯომში ჯანმრთელობის გამოკეთებისთვის. ის წარმატებულად მუშაობდა მე-4 სუიტა „მოცარტიანა-ს“ გაორკესტრებაზე. და დაასრულა ბოლო ორი ნაწარმოების ოთხი ნაწილიდან. მან ასევე დაწერა საგუნდო ნაწარმოები „Бпажен, кто улыбается“ და გააკეთა სექსტეტიSouvenir de Florence-ს ჩანაწერები.

ბორჯომიდან წამოსვლის შემდეგ წერდა: „ჩემი აზით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში“.

 

შემოქმედება

 

ოპერები

ბალეტები

post-9046-0-88930900-1368123878_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...