Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Siknadmo

 

აი ვერ ვიტან როდესაც კულტურისთვის (ქართულ მართლმადიდებლურ სივრცხისთვისაც) არც ისე ცნობილ და რაც მთავარია არც ისე ცოცხალ ტექსტებს ციტირებ. ის იდეები, რომლებიც შეიძლება არ წერია ბიბლიაში ან რომელიმე სასულიერო ტექსტში, მაგრამ რომელიც უფრო ცოცხალია და უფრო ძლიერადაა გამჯდარი, სადაც მღვდლები და მრევლი შეთანხმებულია, რომ ჰომოსექსუალიზმი არის არაადამიანური ქცევა, ცხოველები არიან და მათ მიმართ აგრესია ბუნებრივი რამ არის - ეს უფრო მნიშვნელოვანია იმ კულტურისთვის, ვიდრე ისეთი ტექსტების ციტირება, რომლებიც გამოუყენებლობისგან ძალიანაა დამტვერილი...

 

ვიდეოს უყურე და გაიგებ რა პოზიციიდან ლანძღავენ იმ ადამიანებს ვისაც არატრადიციული ორიენტაცია აქვთ - მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ ბიჭოო? ქართველი ხარ ბიჭოო?! და ა.შ ხო ხედავ რომ აქ მე რასაც ვეძახი - ქრისტიანობა რეალობაში - სწორედ ამ პოზიციიდან გამომდინარეობს ძალადობა. ეხლა რამდენი ტექსტიც გინდა დააციტირე, არც ერთი ამ ტექსტიდან ცოცხალი არ არის.. ცოცხალია ეს "ქრისტიანობა რეალობაში"...

 

რაც შეეხება იმას რომ მათ წინააღმდეგ ვინც იბრძვის ყველა ლატენტური ჰომოსექსუალი რა თქმა უნდა არ არის - აქ უფრო კულტურის ამბავია. მორალიდან ვინც გაიყვანეს ზოგადად ყველა ადამიანს სასტიკად ექცეოდნენ. გერმანელბმა მორალიდან დაბალი რასის წარმომადგენლები გაიყვანეს, მათ როგორც არაადამიანებს ისე უყურებდნენ და აქედან გამომდინარე ხოცავდნენ. ასევეა ეხლა ჰომოსექსუალთა და სხვათა და სხვათა გაყვანა მორალიდან...

 

 

მე იმდენად არ შემაწუხებდა ეს პრობლემა, რამდენადაც ის რომ ხდება მორალის სივცეში მარტო ერთი ტიპის აზროვნებისა და ტრადიციების დაყვანა - მორალიდან მარტო ჰომოსექსუალები კი არ გაყავთ, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი - იაღოველები, სხვადასხვა სექტანტები, ეხლა გავიგე რომ მუსულმანებსაც არ ჰქონიათ სრულუფლებიანი უფლებები საქართველოში, ათეისტებზე საუბარი ზედმეტია, ისეთი ადამიანები ვინც კრეტაიულად აზროვნებს და ძირითად აზროვნებას არ ეთანხმება (მაგალითად მარგიშვილი - დავით აღმაშენებლის ისტორია რომ დაწერა, სადაც მეცნიერულად ამტკიცებდა რომ დიდგორის ბრძოლაზე არ ყოფილა 300 ათასი ადამიანი), ამბოხებული და გამომწვევი ხელოვნები..

 

ჰომოგენურობის ტენდენცია, ძალიან დამახასათებელია ჩვენ კულტურულ სფეროსთვის - წმინდა ქართველის იდეა (რომელიც სინამდვილეში 20-ე საუკუნეში გამოგონილი მითია) რომელიც სისხლით ქართველი, რწმენით მხოლოდ მართლმადიდებელი, საბრძოლო-რაინდული მიდრეკილებებითა და ღრმა იერარქიული იდეოლოგიაზე მორგებული ადამიანი იქნება. ერთი სიტყვით ქართველის მითი, რომელიც ფეოდალურ და სხვასხვა მოდერნულ ტრადიციებზე იქნება აგებული, ის რჩება მხოლოდ მორალში, ის რჩება მხოლოდ ადამიანი - ყველა დანარჩენი ან არ არის მორალში (ანუ არაა ადამიანი) ან მათ მხოლოდ ვითმენთ და ნება იბროძონ თავისი ადგილი იცოდნენ (ანუ ზემოდან დაჰყრებენ და მადლობას და დიდებას ითხოვენ მათგან)

 

იცი რა არის, ის წარმოდგენები რომ ამერიკა ქართულ სახელმწიფოს ეუბნება, გინდა თუ არა შექმენი ქართველი ჰომოსექსუალებიო, არის კიდევ ერთი მითი. მე ვიცნობ პირადად ამ ორგანიზაციების რამოდგენიმე წარმომადგენელს, სულ სხვანაირად არის საქმე. ჯერ ესერთი რაც ოფიციალურად ვიცი, ტიპების დისკრედიტაცია იყო, მაგრამ ზოგიერთი წავიდა უცხოეთში და იქ გაიჩითა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა იდენტობის დამცველთა ორგანიზაცია (მე პირადად იდენტობის თემას მაგრა ვაკრიტიკებ) იქი თავისი გავლენები გაზარდეს და რაღაც იდეით (მარტო ფული არ არის) ჩამოვიდნენ აქ, უკვე რაღაც კაპიტალითა და გავლენებით ხელში. მე ვიცი ტიპი, რომელსაც თვითმკვლელობის რამოდენიმე მცდელობა ჰქონდა - ეს ორგანიზაცია რომ შეიქმნა, ბევრმა ესეთმა ტიპმა შეძლეს უფრო კონსოლიდაცია და საარსებო მაყუთებიც გაუჩნდათ. ანუ იმის თქმა მინდა რომ პრობლემა იყო და ვიღაცეებმა მათ ხელში არსებული საშუალებებით შეეცადნენ თავიანთი ინტერესების დაცვას..

 

 

მე პირადად იდიოტობა მგონია იდენტობები სექსუალური იქნება ეს თუ გენდერული, რადგან უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩერეზ იდენტობებით ესენი ძალიან დიდ გავლენას ახდნენენ დასავლურ პოლიტიკაზე. არის ბევრი კრიტიკა, რომ სწორედ ესეთი იდენტობები შექმნიან ტოტალიტარიზმის საფრთხეებს, რადგან უკვე ძალიან ბევრი შეზღუდვა დაუწესეს. თუ ჩვენ ესეთ შეზღუდვების წინააღმდეგ გვინდა გამოსვლა, მე პირადად დავუჭერ მხარს - მაგრამ მეორე მხრივ არც მატი უფლებები არ უნდა შევზღუდოთ. მამენტ მე იმის მეშინია (რადგან ესეთი გამოცდილება არსებობს), რომ დღევანდელი მათი შეზღუდვა, ხვალინდელი ჩვენი ჰეტეროების შეზღუდვის წინაპიროაბა იქნება, რადგან ისტორიას რომ გადავხედოთ, ესეთმა დაჩაგრულმა იდენტობებმა მერე შეძლეს პირიქით თავიანთი ინტერესების თავზე მოხვევა საზოგადოებისვის. ანუ ამ პროცესს მე ერთიანად განვიხილავ და თქვენსგან განსხვავებით, მე ვხედავ რომ ამ აგრესიას აუცილებლად ექნება ისეთი უკურეაქციაც, რომელიც მე პირადად არ მომეწონება (შეიძლება მერე კი გავხდე ჰომოფობი, სიტყვის თავისუფლებას რომ შემიზღუდავენ ამის გამო და ვიღაც ჰომოსექსუალისტი, სამსახურში ჩემზე პრივილეგირებული თუ გახდება :)) ) მაგრამ მე პირადად ვეცდები, რომ იდეის დონეზე მაინც მოვუწოდო ყველას, რომ აგრესია არ იყოს..

არაადამიანი, ცხოველი, ასეთი ტერმინი უცნობია მართლმადიდებლობისთვის :)

ადამიანი ადამიანია, ასე გვასწავლის ეკლესია, ასე გვასწავლიან წმინდა მამები,

ხოლო ადამიანის ქმედება შესაძლოა იყოს ცხოველური, ხოლო ის ბილწსიტყვების მოყვარული მოხულიგნო ელემენტები, რა მოტივით სჩადიან ასეთ ქმედებას არ ვიცი, ქართული ტემპერამენტი, გაუნათლებლობა, აგრესიის გამოხატვის სურვილი, სხვისი დაჩაგვრის მცდელობა, დომინირება, რავი, ბევრი რამის თქმა შეიძლება,

ძაან ბუნჩულა რომ არ გამოვჩნდე მეც მახასიათებდა მაგდაგვარი გამოხტომები :dash2: და ზოგჯერ ეხლაც ვიფხრიწები სიბრაზისგან როდესაც ჩემთვსი მიუღებელ რამეს წერენ ეკლესიაზე, თანაც, ადამიანი თავისუფალია და ვისა აქვს უფლება მათ აქციის ჩატარების შესაძლებლობა შეუზღუდოს, ისინი მართლები არიან, არ მოგწონს გაიარე, მიუღებელია შენთვის მე ხომ არ გივარდები სახში, ხომ არ გახვევ ჩემს აზრს, ჩემთვის ვარ რა, ვღუღუნებ, თანაც ასეთი სახის აქციებზე არავის არ ლანძღავენ ელგებეტეს წევრები, თუკი აქციას წარმატებით ჩაატარებენ ხომ კარგი მათთვის, თუკი დაარბევენ მაინც კარგი მათთვის, ყველა შემთხვევაში გამარჯვებულები არიან,

საზოგადოებამ კი უნდა გადაიდოს ფეხი ფეხზე და ამას არხეინად უყუროს, სხვა შანსი არაა,

რადგან ადამიანის უფლება უფრო მაღლა დგას ვიდრე საზოგადოების ინტერესები :grr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

არაადამიანი, ცხოველი, ასეთი ტერმინი უცნობია მართლმადიდებლობისთვის ადამიანი ადამიანია, ასე გვასწავლის ეკლესია, ასე გვასწავლიან წმინდა მამები, ხოლო ადამიანის ქმედება შესაძლოა იყოს ცხოველური, ხოლო ის ბილწსიტყვების მოყვარული მოხულიგნო ელემენტები, რა მოტივით სჩადიან ასეთ ქმედებას არ ვიცი, ქართული ტემპერამენტი, გაუნათლებლობა, აგრესიის გამოხატვის სურვილი, სხვისი დაჩაგვრის მცდელობა, დომინირება, რავი, ბევრი რამის თქმა შეიძლება,

შეიძლება რაღაცეებს ვუტრირებ, მაგრამ მარტივი შეკიტხვები ჩნდება.

 

ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალს სცემ, აქციაზე დგომის გამო ან ჩაიდენ მის ღირსების შემლახავ აქტს? მემგონი არა

აი ჰომოსექსუალზე კი ადვილად მიხვალ, ცემ კიდევადაც (პირადად შენზე არ ვსაუბრობ) და ამის გამო საზოგადოებრივ სიმპატიებსაც და გამართლებასაც დაიმსახურებ.

 

ანუ ზოგი კარგავს ამ შემთხვევაში ადამიანობას (ადამიანობაში, პირველ რიგში მის მიმართ დამოკიდებულებას ვგულიხსმობ, ანუ შენ ვის ექცევი ადამიანად და ვის არაადამიანად). არის მარტივი რამე, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებიდან ადამიანურ მოპყრობიდან გადის, რამოდენიმე ტიპის ადამიანი (მე არ ვამბობ რომ ყველა არ უნდა გავიდეს, მაგალითად რაც არ უნდა არქაულად მოგეჩვენოს პედოფილი-მოძალადე უნდა გავიდეს ამ სფეროდან, ის ანგრევს ადამიანის ცხოვრებას ბავშვობიდან და ისეთ ტრამვას აყენებს, რომლის პატიებაც ჩემი აზრით არ შეიძლება) მაგრამ ადამიანი რომელიც სხვა ადამიანს არაფერს არ უშავებს და მხოლოდ თავის აზრებისა თუ სექსუალური ორინტაციის გამო, მისი პირადი ცხოვრების გამო ისჯება საზოგადოებისგან, თვითონაც ალბათ ხვდები რომ რბილად რომ ვთქვატ ცივილური არაა..

 

რადგან ადამიანის უფლება უფრო მაღლა დგას ვიდრე საზოგადოების ინტერესები

ორივეს უფლება ერთნაირად დგას, არ შეიძლება საზოგადოება ან ადამიანი რაღაც გამოყო. მაგრამ ავტონომიურობის სივცე მისი უფლებაა - სექსუალური ორიენტაცია, საზოგადოებას არ ეხება. საზოგადოების უფლებაა რომ ჰქონდეს ისეთი სოციალური და პოლიტიკური უფლებები, რომელსაც იგი მოითხოვს. ანუ ჩერეზ საზოგადოებით ინდივიდმა უნდა მიაღწიოს მის სოციალურ თუ პოლიტიკურ მოთხოვნილებებს. მაგრამ პირადი ცხოვრება, პირადი ბედნიერება და ა.შ ეს მისი პირადი საქმეა.

 

 

 

ძაან ელგებიტი დამცველ ტიპად ვჩანვარ აქ - არა და მაგათ, რომ ჰკითხო მაგარი ჰომოფობი ვარ :))

 

ხო და ამიტომ ამაზე დავამთავრებ საუბარს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მმკ რა პოზებში გაიჩითა :givi:

 

მმკ-ს დღნავენ ხალხოოოო :))

 

 

--------------------

 

პერედერგივაეშ ფაქტი :tavshi:

 

 

გაგახსენებ ადრე კგბ-ე სერიოზულად მუშაობდა ეკლესიის წინაამღდეგ , მათ შორის მის წიაღში აგენტების შეგზავნით .

 

100 % დარწმუნებული ვარ , რომ იგივეს ცდილობდა სააკაშვილის ნაგავი რეჟიმი . მმკ-შიც ძალიან ბევრი ეგეთი აგენტი იქნებოდა შეგზავნილი (ჩუმალა პიდარასტები :) ) .

 

 

 

აქედან გამომდინარე , სრულად ვარ დარწმუნებული , რომ თავის ტრაკის ვერ მოვლის გამო :) ფარისეშვილი თუ რაღაც არის , იყო ნაც,ბანდის აგენტი . ხოლო სად იყო ის შეგზავნილი .... მმკ-ში თუ ოცნებაში --- ეს დეტალებია და მე ლიჩნა არ მაინტერესებს .

 

-----------------------------

 

ეკლესიის მტერიც ხარ , ყველაფერთან ერთად ???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაკიაველი

ეკლესიის მტერიც ხარ , ყველაფერთან ერთად ???

ის ყველაფერი რა არის რო?

 

ან ეკლესია რა შუაშია აქ? მმკ არის ეკლესია?

 

გაგახსენებ ადრე კგბ-ე სერიოზულად მუშაობდა ეკლესიის წინაამღდეგ , მათ შორის მის წიაღში აგენტების შეგზავნით

მე გამახსენებ მაგას? :givi: ათასჯერ მაქვს ეგ განახსენები ამ ფორუმზეც და იმაზეც სხვა იუზერებისთვის. და ის აგენტები თუ დავერბოვკებული ხალხი ახლაც იმ წიაღშია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაკიაველი

 

ის ყველაფერი რა არის რო?

 

ან ეკლესია რა შუაშია აქ? მმკ არის ეკლესია?

 

 

მე გამახსენებ მაგას? :givi: ათასჯერ მაქვს ეგ განახსენები ამ ფორუმზეც და იმაზეც სხვა იუზერებისთვის. და ის აგენტები თუ დავერბოვკებული ხალხი ახლაც იმ წიაღშია.

 

კგბ-ს აგენტები ცრუ-შიც იყო და არის და რა მერე ..... დავხუროთ ცრუ ???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაკიაველი

კგბ-ს აგენტები ცრუ-შიც იყო და არის და რა მერე ..... დავხუროთ ცრუ ???

გამოვავლინოთ აგენტები ვითარცა ეიმსი ;)

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაკიაველი

 

გამოვავლინოთ ;)

 

შენ უნდა გამოავლინო ? და თეა თუთბერიძემ ? ...........

 

კგბ , რომ აღარ არის .....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაკიაველი

შენ უნდა გამოავლინო ? და თეა თუთბერიძემ ?

შესაბამისმა სამსახურებმა.

 

კგბ , რომ აღარ არის

ფსბ და გრუ ხომ არის? რა განსხვავებაა მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ძაღლი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაკიაველი

 

შესაბამისმა სამსახურებმა.

 

 

ფსბ და გრუ ხომ არის? რა განსხვავებაა მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ძაღლი?

 

 

 

1. მერე აცალეთ შესაბამის სამსახურებს ......

 

2. კგბ-ს , გრუ-ს და ფსბ-სგან რადიკალურად განსხვავებული ამოცანები ქონდათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე აცალეთ შესაბამის სამსახურებს

ნაცლევი არ არის? ჩემი ფორუმზე პოსტვა უშლით ხელს? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაცლევი არ არის? ჩემი ფორუმზე პოსტვა უშლით ხელს? :)

 

:brr: :brr: :brr: ხო კაი აბა .... თუ აცლი მაშინ ხო .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა რეკურსორი ბუჯო?! :lol:

recuso

 

ააა, კიდევ კარგი რომ მითხარი, მადლობა, იმედია არ ეწყინება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...