Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რადგანაც ანარქია არაა ბოლომდე ჩამოყალიბებული მოდით ვიმსჯელოთ...

 

როგორ გესმით ანარქია? (ქაოსიაო ვინც ფიქრობს თავი შეიკავეთ პასუხისგან :D )

 

რომელ იდეებს იზიარებთ და რომელს არაა?

 

შესაძლებელია კი საერთოდ ანარქიის არსებობა? (მე პირადად მგონია რო გარდაუვალიც)

 

შესაძლებელია ცალკეულ სახელმწიფოში ანარქიული წყობის არსებობა?

 

 

დავსვათ კითხვები და ვეცადოთ პასუხების გაცემას :)

 

 

 

პ.ს.ამ თემას აქვს არსებობის საფუძველი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ გესმით ანარქია?

წესრიგი ძალაუფლების გარეშე.

შესაძლებელია კი საერთოდ ანარქიის არსებობა?

არა. ჩვენ ტვინში არსებულ პროგრამის ხარვეზები თუ არ შევცვალეთ და შეცვალოს კი უნდა "ღმერთმა", ანუ აბსოლუტურად მიუკერძოებულმა

უმაღლესი დონის ინჟინერმა.

შესაძლებელია ცალკეულ სახელმწიფოში ანარქიული წყობის არსებობა

არა, რადგან საბოლოო ჯამში მაინც გარდაიქმნება "ჩვეულებრივ" წყობაში.

ამ თემას აქვს არსებობის საფუძველი

აქვს რათქმაუნდა, მაგრამ ასეთ ღრმაფილოსოფიური თემის ტვინი არ გამაჩნია სამწუხაროდ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ გესმით ანარქია?
საერთოდ ანარქია, ეს უწესრიგობაა. მაგრამ ხო, იცი უწესრიგობიდან იქმნება წესრიგი. :)

 

პ.ს. საშენო თემა გახსენი :D :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბაკუნინი მიხეილი

სოციალიზმი სახელმწიფოს გარეშე - ანარქია

 

საფრანგეთის რევოლუციის მონაპოვარი

რევოლუციამ ადამიანებს აჩუქა თავისი სახარება - არა მისტიკური, არამედ რაციონალური, არა სამოთხიდან გამოგზავნილი, არამედ - დედამიწაზე დაწერილი, არა წმინდა, არამედ ადამიანური - ადამიანის უფლებების სახარება , რომელიც აცხადებდა, რომ ყოველი ადამიანი თანასწორია და ყველა იმსახურებს თავისუფლებას. სწორედ ამის შემდეგ გაიღვიძა ყველა ცივილიზებულმა ადამიანმა - ისინი გათავისუფლდნენ ქრისტიანული ოპიუმის ზემოქმედებისგან და დაუსვეს თავს ერთი მარტივი კითხვა - ჰქონდათ თუ არა თავისუფლების, თანასწორობის და ადამიანობის უფლება.

მას შემდეგ, რაც ეს შეკითხვა დაისვა, ადამიანები, რომლებიც თავიანთი ინსტინქტების მიხედვით მოქმედებდნენ, მიხვდნენ, რომ მათი ემანსიპაციის, უფრო ზუსტად კი მათი ადამიანებად გადაქცევის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მდგომარეობა იყო. „პური არსობისა“ მათთვის იყო უმთავრესი საკითხი, რადგან, როგორც არისტოტელემ აღნიშნა, იმისთვის, რომ ადამიანმა იფიქროს და იყოს თავისუფალი, ის უნდა გათავისუფლდეს ყოველდღიური საზრუნავისგან. ბურჟუები,რომლებიც მატერიალიზმის წინააღმდეგ ხმაურიან განცხადებებს აკეთებენ, თვითონ სულაც არ ახორციელებენ თავიანთ ნაქადაგებ იდეებს რეალობაში.

მეორე საკითხი არის თავისუფალი დროის განკარგვა, რაც კაცობრიობისთვის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საარსებო საშუალების და თავისუფალი დროის მოპოვება შეუძლებელი იქნება არსებული საზოგადოებრივი წყობის რადიკალურად შეცვლის გარეშე. ამით აიხსნება ის, რომ რევოლუციამ, რომლის მამოძრავებელი ძალაც ახალი პრინციპები იყო, დაბადა სოციალიზმი.

სოციალიზმი - სამართლიანობაა

სოციალიზმი არის სამართლიანობა. როდესაც სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არა კოდექსებში ჩამოყალიბებულ კანონებს, რომლებიც იწერებოდა მოძალადე ხელისუფლების წარმომადგენლების და ზოგიერთი საეკლესიო მოღვაწის ხელდასმით, არამედ იმ სამართლიანობას,რომელიც ყოველ ადამიანში არსებობს, თვით ბავშვებშიც კი, და რომელიც შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ ერთი სიტყვით - თანასწორობით.

ეს უნივერსალური სამართლიანობა,რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ძალადობისა და რელიგიური გავლენისგან, არასოდეს განხორციელებულა რეალობაში, უნდა გახდეს ახალი მსოფლიოს მთავარი პრინციპი. მის გარეშე არ იარსებებს არც თავისუფლება,არც საზოგადოება, არც წინსვლა და არც მშვიდობა. ამ პრინციპის მიხედვით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და დავამყაროთ მშვიდობა. ასეთი სამართლიანობა გვიბიძგებს დავიცვათ იმ ადამიანების ინტერესები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იჩაგრებოდნენ და ვიბრძოლოთ მათი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თავისუფლებისთვის.

სოციალიზმის მთავარი პრინციპი

მეგობრებო, ჩვენ აქ არ ვუწევთ პროპაგანდას ამ თუ იმ სოციალისტურ სისტემას. ერთადერთი, რასაც ახლა მოვითხოვთ - საფრანგეთის რევოლუციის მთავარი პრინციპის გამოცხადებაა - ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს განვითარების მატერიალური და მორალური საშუალება. ამ პრინციპის ინტერპრეტაცია, ჩვენი აზრით, შემდეგნაირად შეიძლება:

უნდა მოხდეს ისეთი საზოგადოების ორგანიზება, რომელშიც ყოველ ინდივიდს, კაცს თუ ქალს, ექნება თანაბარი შესაძლებლობა, განვითარდეს და შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება. ამ საზოგადოებაში შეუძლებელი უნდა იყოს სხვისი შრომის ბოროტად გამოყენება და ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს საკუთარი შრომის ნაყოფი, რომელსაც სხვებთან ერთად შექმნის. სარგებელს მხოლოდ ის მიიღებს, ვინც საკუთარ წვლილს შეიტანს საერთო დოვლათის შექმნაში.

სოციალისტური სახელმწიფოს უარყოფა

ამ მიზნის მიღწევისთვის, შესაძლოა საუკუნეები დაგვჭირდეს, თუმცა, ისტორიამ უკვე გვასწავლა კარგი გაკვეთილები და ჩვენ არ შეგვიძლია მათი იგნორირება. ჩვენ გვსურს დავამატოთ, რომ უპირობოდ უარვყოფთ საზოგადოების ორგანიზების ყოველ ფორმას, რომელიც არ აღიარებს სრულ პიროვნულ თავისუფლებას, ან რომელიც მიისწრაფის რაიმე ტიპის მმართველობის დამყარებისკენ. თავისუფლების სახელით, რომელსაც მივიჩნევთ ეკონომიკური თუ პოლიტიკური ორგანიზების უმთავრეს პრინციპად, ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ყოველგვარ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, თუნდაც კომუნისტურს ან სოციალისტურს.

მემკვიდრეობის კანონის გაუქმება

ერთადერთი, რაც ჩემი აზრით, სახელმწიფოს შეუძლია და უნდა გააკეთოს, არის მემკვიდრეობის კანონის ნელ-ნელა შეცვლა და საბოლოოდ, გაუქმება. სხვანაირად რომ ვთქვათ, სახელმწიფო უნდა გარდაიქმნას თავისუფალ და სამართლიან საზოგადოებად. მემკვიდრეობის წესი, ჩვენი აზრით, უნდა გაუქმდეს, რადგან მისი არსებობა იწვევს არა ინდივიდუალების ბუნებრივ უთანასწორობას, არამედ ხელოვნურ ეკონომიკურ უთანასწორობას კლასებს შორის,რაც საფრთხეს უქმნის ინდივიდთა თანაბარ განვითარების უფლებას და საბოლოოდ ხდება ყოველგვარი პოლიტიკური და სოციალური უთანასწორობის მიზეზი. სამართლიანობის მიზანია, დაამყაროს საყოველთაო თანასწორობა, და რამდენადაც ეს თანასწორობა დამოკიდებულია ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მიგვაჩნია, რომ ყოველმა ინდივიდმა თავიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება და არა მემკვიდრეობით, არამედ საკუთარი ძალებით მიიღოს ის, რაც სურს. ჩვენი აზრით, ქონება არ უნდა გადაეცემოდეს მემკვიდრეობით. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება უნდა გადაეცეს საზოგადოებრივ ფონდს და უნდა მოხმარდეს ახალი თაობის აღზრდა-განათლებას.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს პრინციპი სამართლიანი და სოციალურ რეფორმისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. შესაბამისად, იმედია, დასავლეთ ევროპა გაათვითცნობიერებს ამ პრინციპის არსებობის აუცილებლობას და მიიღებს მას. მიუხედავად იმისა,რომ, მაგალითად საფრანგეთში, ამის განხორციელება საკმაოდ ძნელი იქნება, რადგან გლეხთა უმეტესობა ფლობს იმ მიწას, რომელსაც ამუშავებს, თუმცა, მათი უმეტესობა სულ მალე მთელი ქონების გარეშე შეიძლება დარჩეს, რადგან მათ საკუთრებას საფრთხეს უქმნის მიწის დანაწევრების წესი, რომელიც გარდაუვალია საფრანგეთში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯერჯერობით თავი უნდა შევიკავოთ მიწასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისგან. ამჯერად, ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ შემდეგი დეკლარაცია:

სოციალიზმის დეკლარაცია

დარწმუნებულნი ვართ, რომ თავისუფლების, სამართლიანობის და მშვიდობის დამყარება შეუძლებელი იქნება, სანამ მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს ელემენტარულ საარსებო პირობები, არ მიუწვდება ხელი განათლებაზე და განიცდის პოლიტიკურ თუ სოციალურ მონობას, როგორც სიღარიბის, ასევე იძულებითი,შეუსვენებელი მუშაობის გამო, რომლის შედეგადაც საზოგადოება აწარმოებს უდიდეს დოვლათს, თუმცა სანაცვლოდ იღებს მხოლოდ იმდენს, რამდენიც მხოლოდ რამდენიმე დღის არსებობისთვის კმარა.

დარწმუნებულნი ვართ, რომ მთელი საზოგადოებისთვის, რომლის რესურსებსაც ბოროტად იყენებდნენ საუკუნეების განმავლობაში, საარსებო მინიმუმის პრობლემის გადაჭრა ნიშნავს მორალურ ემანსიპაციას, თავისუფლების მოპოვებას.

დარწმუნებულნი ვართ, რომ თავისუფლება სოციალიზმის გარეშე უსამართლობას გამოიწვევს, სოციალიზმი თავისუფლების გარეშე კი - მონობას.

მშვიდობის და თავისუფლების ლიგა ხმამაღლა აცხადებს , რომ საჭიროა რადიკალური სოციალური და ეკონომიკური ცვლილებები, რომლის მიზანიც ადამიანთა შრომის გათავისუფლებაა კაპიტალისტებისგან. ეს ცვლილებები უნდა ემყარებოდეს არა იურიდიულ, თეოლოგიურ და მეტაფიზიკურ, არამედ უბრალო ადამიანურ სამართლანობას - განუსაზღვრელ თავისუფლებას.

პოლიტიკური მმართველობის ნაცვლად პროდუქტიული ძალების ორგანიზება

აუცილებელია, საერთოდ განადგურდეს ის ძალა, რასაც პოლიტიკური მმართველობა ჰქვია, რადგან სანამ ის არსებობს, იარსებებს მმართველი და მართული, მბრძანებელი და მონა, ექსპლუატატორი და მსახური. პოლიტიკური მმართველობა უნდა შეცვალოს ინსტიტუტებმა,რომლებიც ხელს შეუწყობენ (და არა - წარმართავენ) საზოგადოების ცხოვრებას.

მიუხედავად თანამედროვე სახელმწიფოების უზომოდ გაძლიერებისა, ცხადი ხდება, რომ სახელმწიფოებრიობის დღეები დათვლილია. საზოგადოება ნელ-ნელა იწყებს გათავისუფლებას სახელმწიფოს მარწუხებისგან და მიისწრაფის თავისუფალი გაერთიანების ჩამოყალიბებისკენ, რომლის ცხოვრებაშიც სახელმწიფო აღარ ჩაერევა, რომელიც დაფუძნებული იქნება თავისუფალი ეკონომიკური გაერთიანების პრინციპებზე, პროდუქტიულობაზე ორიენტირებულ, ნორმალურ პირობებში შრომაზე.

ხალხის იდეალი

ეს იდეალი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის სიღატაკის დასასრული, მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კოლექტიური შრომის ხარჯზე, რომელიც ყველასთვის ერთნაირად სავალდებულო იქნება, ამის შემდეგ კი საზოგადოების ცხოვრების თავისუფლად წარმართვა იმ მიმართულებით, რომელსაც ამ საზოგადოების წევრები თვითონ აირჩევენ. გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ არა ზემოდან - ქვემოთ, როგორც სახელმწიფოში ხდება, არამედ პირიქით. საზოგადოება გათავისუფლდება ყოველგვარი პარლამენტისგან და სახელმწიფოსგან, შექმნის აგროკულტურული და ქარხნების მუშების თავისუფალ გაერთიანებებს, შემდეგ - კომუნებს, რეგიონებს.. და ბოლოს, შორეულ მომავალში, უნივერსალურ გაერთიანებას, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს და იზეიმებს საბოლოო გამარჯვებას სახელმწიფოებრიობაზე.

თავისუფალი საზოგადოების პროგრამა

საზოგადოების გაერთიანება შეიძლება ორი ფორმით - პირველია ჯუზეპე მაძინისეული სისტემა, რომელიცხალხს სახელმწიფოს უქვემდებარებს, და მეორე - გაერთიანება კომუნის, ან ფედერაციის სახით, რომელიცითვალისწინებს სოციალურ რევოლუციას, სახელმწიფოს, როგორც სისტემის, მთლიანად განადგურებას დაეკონომიკურად და სოციალურად თავისუფალი საზოგადოების შექმნას, ანარქიის დამყარებას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური მთავრობის იდეა აბსურდია, რადგან პოლიტიკური მთავრობა ყოველთვისდაიწყებს ხალხის და მათი რესურსების სათავისოდ გამოყენებას.

ჩვენი პროგრამა შეგვიძლია შევაჯამოთ რამდენიმე სიტყვით:

  • დაჩაგრული ფენის გათავისუფლება.
  • ბრძოლა მჩაგვრელების წინააღმდეგ
  • მუშათა გაერთიანებებისთვის ფაბრიკა-ქარხნების, მთელი რესურსების გადაცემა. მიწების გადაცემამათთვის, ვინც მას ამუშავებს.
  • სამართლიანობა და ძმობა ადამიანებს შორის.
  • თანასწორობა
  • განურჩევლად ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება განვითარდეს, მიიღოს განათლება, იმუშაოს და ჰქონდესისეთივე პირობები, როგორიც აქვთ სხვებს.
  • საზოგადოების ისეთი სტრუქტურის ფორმირება, რომელშიც არ იქნება იერარქიები. ყველაფერიდაფუძნებული უნდა იყოს თავისუფალ გაერთიანებებზე, რომლებიც შექმნიან კომუნებსა და ფედერაციებს

სწორი ტაქტიკა რევოლუციის პერიოდში

სოციალურ რევოლუციაში, რომელიც დიამეტრალურად განსხვავდება პოლიტიკური რევოლუციისგან, ყველაფერი დამოკიდებულია უშუალოდ მასების ქმედებებზე. თითოეულ ინდივიდს შეუძლია მხოლოდ ჩამოაყალიბოს თავისი ხედვა, იდეები, რომელიც შეესაბამება საზოგადოების მოთხოვნილებებს, კონკრეტული ქმედებების განხორციელება კი მასების საქმეა. ინდივიდების მხრიდან სხვა ნაბიჯების გადადგმა დაუშვებელია, რადგან ეს მიგვიყვანს ახალ პოლიტიკურ დიქტატურამდე, სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბებამდე და საზოგადოების არათანაბარ კლასებად დაყოფამდე, რაც საბოლოოდ ისევ მმართველი კლასის მიერ საზოგადოების ჩაგვრას გამოიწვევს.

ვარლინი და მისი მეგობრები,როგორც ნამდვილი სოციალისტები, რომლებიც ჩვეულებრივი ხალხის გვერდით იზრდებოდნენ, იზიარებდნენ იმ შეხედულებას, რომ მოქმედების ინიციატივა არ უნდა იყოს ცალკეული ინდივიდების ხელში, არავინ არ უნდა მართავდეს ხალხის მასას - მათგან მხოლოდ იდეები უნდა მოდიოდეს.

რევოლუცია,რომელსაც მართავენ, მარცხისთვისაა განწირული

ავტორიტარული ხელისუფლების მომხრე კომუნისტებიგან განსხავებით, რომლებსაც, ჩემი აზრით, მცდარი იდეები აქვთ, რადგან მიიჩნევენ რომ სოციალურ რევოლუციას უნდა ხელმძღვანელობდეს დამფუძნებელი კრება - პარიზელი სოციალისტები იზიარებენ იმ შეხედულებას, რომ სრულყოფილი რევოლუცია მაშინ მოხდება, როდესაც მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა ხალხი იქნება.

ჩვენი პარიზელი მეგობრები ათასგზის მართლები არიან, რამდენადაც არ არსებობს ადამიანი, რომელიც უსაზღვრო ნიჭით იქნება დაჯილდოებული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კოლექტივის დიქტატურაზე, როდესაც ასობით ადამიანი გამოხატავს მილიონების ინტერესებს, უნდა აღვნიშნოთ, რომ შეუძლებელია მმათველთა ისეთი კომბინაციის შექმნა, რომელიც გაითვალისწინებს მთელი საზოგადოების ინტერესებს, მისწრაფებებს, სურვილებს და მოთხოვნილებებს. არ არსებობს ისეთი მმართველობა, რომელიც საზოგადოების თითოეულ წევრს დააკმაყოფილებს. მსგავსი რევოლუციის შედეგად მივიღებთ მმართველობას, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერას ძალადობის საშუალებით მოიპოვებს. ეს არის მოძველებული სისტემა, რომელსაც ბოლო უნდა მოუღოს ნამდვილმა სოციალურმა რევოლუციამ, რომელიც ინდივიდებს, ჯგუფებს, კომუნებს, ასოციაციებს მისცემს სრულ თავისუფლებას, გაანადგურებს უსამართლობის ისტორიულ მიზეზს - სახელმწიფოს, რომლის დაცემაც გამოიწვევს ყოველგვარი უთანასწორობის და პრივილეგიების გაუქმებას.

აშკარაა, რომ როდესაც სახელმწიფო შეწყვეტს არსეობას, საზოგადოება მოიპოვებს თავისუფლებას და დაკმაყოფილდება ხალხის, სხვადასხვა ჯგუფების, ადგილობრივი გაერთიანებების ინტერესები.

სახელმწიფოს განადგურებას საზოგადოების თავისუფალი ორგანიზება მოჰყვება

სახელმწიფოს და ეკლესიის განადგურება არის საზოგადოების გათავისუფლების პირველი და გარდაუვალი პირობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ხალხი რეორგანიზებას. ეს , რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს არა ზემოდან ქვემოთ - ანუ, არა - რამდენიმე ადამიანის მიერ გაცემული ბრძანებების მიხედვით, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს გამოიწვევს მმართველი ფენის შექმნას, ისეთი კლასის ჩამოყალიბებას, რომელსაც არაფერი ექნება საერთო ხალხთან, ეს კლასი კი კვლავ დაიწყებს ხალხის რესურსების ბოროტად გამოყენებას.

თავისუფლება თანასწორობის მხარდამხარ უნდა მოდიოდეს

მე ეკონომიკური და სოციალური თანასწორობის სადარაჯოზე ვდგავარ, რადგან მჯერა, რომ ამ თანასწორების გარეშე თავისუფლება, სამართლიანობა, ღირსება და კეთილდღეობა უბრალოდ ვერ იარსებებს. ამასთანავე, ვიცავ თავისუფლებას - ადამიანად ყოფნის მთავარ პირობას. მე მჯერა, რომ თანასწორობა უნდა დამყარდეს შრომის უშუალო ორგანიზებით და საერთო საკუთრების არსებობით, მწარმოებლების თავისუფალ ასოციაციებად გაერთიანებით და არა - სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ.

განსხვავება ავტორიტარულ და ლიბერტარულ რევოლუციებს შორის

ეს არის საკითხი , რაც განასხვავებს სოციალისტებს თუ რევოლუციონერ კოლექტივისტებს ავტორიტარიზმის მომხრე კომუნისტებისგან, რომლებიც მყარად დგანან სახელმწიფოს უზენაესობის სადარაჯოზე. ორივე მხარეს ერთნაირი მიზნები აქვს - სურთ ახალი სოციალური წყობის შექმნა, რომელიც დაემყარება კოლექტიურ შრომას, თანასწორობას და საერთო საკუთრების იდეას.

მიუხედავად მსგავსებებისა, არის თვალსაჩინო განსხვავება - კომუნისტებს მიაჩნიათ, რომ მიზნის მიღწევას შეძლებენ მუშათა კლასის დიქტატურის დამყარებით და ბურჟუაზიული გადმონაშთების სრული განადგურებით, მაშინ როცა რევოლუციონერი სოციალისტები მივიჩნევთ, რომ მიზანს მივაღწევთ არა პოლიტიკური, არამედ სოციალური ცვლილებების ხარჯზე, საერთო ძალებით, რომელშიც სურვილისამებრ ჩართულნი იქნებიან თუნდაც პრივილეგირებული კლასების ყოფილი წარმომადგენლები, რომლებიც უარს იტყვიან თავიანთ პრივილეგიებზე და შემოუერთდებიან საერთო მოძრაობას.

ანარქისტების და კომუნისტების მეთოდები

ჩვენს წინაშეა ორი განსხვავებული შეხედულება. კომუნისტებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს სადავეები მუშათა კლასმა უნდა ჩაიგდოს ხელში. რევოლუციონერი სოციალისტები კი საჭიროდ თვლიან სახელმწიფოს ლიკვიდაციას. კომუნისტები მედგრად იცავენ ავტორიტარიზმის პრინციპებს, მაშინ როდესაც ანარქისტები თავიანთ იმედებს მხოლოდ თავისუფლებაზე ამყარებენ. ორივე- კომუნისტებიც და ანარქისტებიც - მეცნიერებას ეყრდნობიან და იბრძვიან ცრურწმენების წინააღმდეგ, თუმცა, კომუნისტებს სურთ ცოდნა ხალხის სამართავად გამოიყენონ, ანარქისტები კი ცდილობენ, ცოდნა ხალხს მიაწოდონ და ამით საშუალება მისცენ გაერთიანდნენ და ერთად იბრძოლონ საერთო მიზნის მისაღწევად. ანარქისტების მიზანია ხალხის გათავისუფლება და არა მათი მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდება.

რევოლუციონერ სოციალისტებს მიაჩნიათ, რომ ხალხმა უკეთესად იცის საკუთარი მოთხოვნილებების შესახებ, ვიდრე რამდენიმე განათლებულმა დოქტორმა და თვითგამოცხადებულმა ხალხის მხსნელმა ,რომლებიც მიუხედავად ადამიანთა გაბედნიერების უამრავი წარუმატებელი მცდელობისა, მაინც ჯიუტად განაგრძობენ ამ სფეროში მოღვაწებას. რევოლუცონერ სოციალისტებს მიაჩნიათ,რომ კაცობრიობამ ისედაც დიდხანს მისცა სხვებს თავის მართვის საშუალება, საზოგადოების უბედურების მთავარი მიზეზი კი არა მმართველობის არასწორი ფორმის, არამედ ზოგადად მმართველობის არსებობის ბრალია.

ეს განსხვავება, რომელიც, ჩემი აზრით, უკვე ისტორიულ სხვაობად იქცა, დღესდღეობით არსებობს გერმანულ კომუნიზმს (რომელსაც ნაწილობრივ იზიარებენ ამერიკელი და ინგლისელი სოციალისტები) და პრუდონიზმს შორის, რომელსაც იზიარებს ლათინური ქვეყნების პლორეტარიატი. რევოლუციურმა სოციალიზმმა პირველ ბრწყინვალე წარმატებას პარიზის კომუნის დროს მიაღწია.

პან-გერმანულ დროშას აწერია ”ნებისმიერ ფასად გავაძლიეროთ სახელმწიფო”. ჩვენს დროშაზე, სოციალ-რევოლუციონერულ დროშაზე კი ცეცხლოვანი და სისხლისფერი ასოებითაა გამოყვანილი : ”გავანადგუროთ სახელმწიფოები, ბურჟუების ცივილიზაცია, შევქმნათ თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი კაცობრიობა, ახალი, უნივერსალური მსოფლიო”.

სანამ შევქმნით, უფრო სწორედ, ხალხს დავეხმარებით ახალი საზოგადოების შექმნაში, ჯერ უნდა მივაღწიოთ მნიშვნელოვან გამარჯვებას. აუცილებელია , გავანადგუროთ რაც არის, იმისთვის რომ შევქმნათ ის, რაც უნდა იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ თვითონ თქვი როგორ გესმის)

ბოლომდე ვერ ვხვდები როგორ შეიძლება იქნეს განხორციელებული... თუმცა მთავარი ჩემთვის მთავრობის და ეკლესიის მოშორებაა ;)

 

 

ბაკუნინი მიხეილი

ძაან ზოგადი და უაზრო ბლა ბლა ბლა....არანაირი კონკრეტიკა

ეგ ძირითადად არსებული წყობ(ებ)ის კრიტიკაა,რაც ისედაც ყველამ იცის :)

 

 

პ.ს. Nukriko ფლუდები წაშალე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ ანარქია, ეს უწესრიგობაა. მაგრამ ხო, იცი უწესრიგობიდან იქმნება წესრიგი

ერთი დიდი აფეთქება გვაკლია და ეგაა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ–ერთ სოციალურ–პოლიტიკურ მოდელზე კიბუციზმზე

 

ცოტა რამ კიბუცის შესახებ ვიკიპედიიდან

კიბუცი (ივრ. קִבּוּץ‎; თავდაპ. קְבוּצָה, კვუცა — `ჯგუფი`) — სასოფლო-სამეურნეო კომუნა ისრაელში, რომლისთვის დამახასიათებელია მეურნეობის საერთო საკუთრება და შრომა-მოხმარებაში თანასწორობა. ეს არის კომუნალური თანაცხოვრების ფორმა, რომელიც სოციალიზმსა და სიონიზმს აერთიანებს.

კიბუციზმი დაიწყო, როგორც უტოპიური ექსპერიმენტი, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო "მეცნიერული" სოციალისტური მიდგომა აითვისა. ამჟამად, სოფლის მეურნეობა ნაწილობრივ ჩანაცვლებულია ეკონომიკის სხვა დარგებით, მათ შორის ინდუსტრიული და/ან მაღალტექნოლოგიური საწარმოებით. ისრაელის მოსახლეობის დაახ. 5% კიბუცებში ცხოვრობს. ზოგიერთ კიბუცს ასევე კიბუცნიკსაც უწოდებენ

 

 

ეს მოდელი წარმოადგენს ანარქისმისა და უტოპიური სოციალიზმის ნაერთს რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს ისრაელში

 

აბა ამ ტიპის ანარქიზმზე რა აზრის ბრძანდებით ავტოკრატიის მოყვარულნო?

 

ზოგადად ლიბერალიზმი და ყველა მემერჯვენე მოძღვრება წარმოქმნის სოციალურ უთანასწორობას და კლასობრივ სხვაობას, სწორედ მაშინ მძლავრობენ მემარცხენეები და ანარქისტები როდესაც ნაპრალი ორ კლასს შორის უზარმაზარი ხდება,

 

 

 

პს: ასეთი საინტერესო თემა კარგა ხანია არ გახსნილა პლანეტაზე ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი კინოა თუ როგორ ხდება ხელოვნურად ქაოსი

ქაოსი?? რახან გილმს ქვია ეგრე იმიტო გგონია რო ქაოსია? :D ქაოსი კიარა საათის მექანიზმზე უფრო ზუსტადაა ყველაფერი მოწესრიგებული ;)

 

აბა ამ ტიპის ანარქიზმზე რა აზრის ბრძანდებით

კარგის მეტი არაფერი....მარა სოფლის მეურნეობის მ,სგავსი მოწყობა არაა ძნელი

საქმე ისაა როგორ უნდა მოხდეს განათლება,ჯანდაცვა,წარმოება და სხვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...