Jump to content
Planeta.Ge

ფორუმელების კითხვებს პასუხობს მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე


Recommended Posts

ხუთშაბათს, 14 მარტს, ,,პლანეტა.გე"–ს სტუმარია საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე.

 

დაუსვით კითხვები მინისტრს

 

http://s48.radikal.ru/i119/1303/20/9b2d373a9a06.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო მინისტრო! ცნობილია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის დედის, ქალბატონ გიული ალასანიას პატრონაჟით ესპანეთში ე.წ. სათვისტომო დაარსდა, რომელიც, როგორც გაირკვა, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, თუმცა ქალბატონი გიული ბიუჯეტის ხარჯზე ლობირებს ამ და სხვა მარიონეტულ და ვირტუალურ სათვისტომოებს, სადაც მისი მეგობრები, ე.წ. ნდობით აღჭურვილი პირები არიან ხელმძღვანელებად დანიშნულნი. როგორი იქნება მსგავსი სათვისტომოების მომავალი?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენად შესაძლებელია რუსეთში მცხოვრები ემიგრამნტების უფლებრივი დაცვა და რა პრობლემებს ხედავთ ამ კუთხით?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო კონსტანტინე! მინისტრობის სიმბოლური ვადა, 100 დღე, უკვე გავიდა, რისი გაკეთება მოასწარით ამ დროში და რა საკითხებია, რომლებიც, თქვენი აზრით, უახლოეს მომავალში უნდა გადაიჭრას. Edited by Redaqtori
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორია მიგრაციის სტატისტიკა, კლების ტენდენცია შეიმჩნევა თუ მატების?

 

ბატონო კოტე! როგორც გავიგეთ, თქვენს სამინისტროში მხოლოდ მინისტრი და მოადგილეები შეიცვალა, დანარჩენი თანამშრომლები ძველი ხელისუფლების კადრებია. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამ ხალხთან ერთად ,,ჩვენი ოცნებების” განხორციელებას?!

 

თქვენი წინამორბედების დროს სამინისტროსთან არსებობდა ე.წ. მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფილის მეცნიერებით და საქმიანობის დიდი ეფექტურობით არ გამოირჩეოდა. არსებობს თუ არა დღეს ეს საბჭო და თუ არსებობს, აპირებთ თუ არა მისი შემადგენლობის გადახედვას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ შეაფასებდით ემიგრაციის განწყობილებებს?

რამდენად ძლიერია ნაცების და ოცნების მხარდაჭერა ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ემიგრანტებს უამრავი პრობლემები აქვთ, მაგრამ არის პრობლემა, რომლის გადაჭრა საჩქაროა. სამწუხაროდ, ზოგჯერ ვერ ხერხდება უცხოეთში გარდაცლილი ქართველების სამშობლოში გადმოსვენება და მიცალებულები წლობით მაცივრებში ყავთ შენახული. კონკრეტულ შემთხვევას გეტყვით: 5 წელზე მეტია გერმანიიდან ვერ გადმოასვენეს ზესტაფონელი თინა ბუსკივაძის ცხედარი. შეგიძლიათ მოაგვაროთ მსგავსი მძიმე პრობლემები?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო მინისტრო! ჩვენ ვნახეთ ერთკვირიანი ისტერია ,,ერისიონის” მოსკოვურ გასტროლთან დაკავშირებით. თქვენ როგორ აფასებთ მსგავს კულტურულ ღონიძიებებს...

 

პრობლემურია ქართული სახელმძღვანელოები უცხოეთში, ქართული ენის შესწავლა უცხოეთში დაბადებული ქართველებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, ალბათ, ადექვატური უნდა იყოს. თქვენ რას ფიქრობთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ემიგრანტ ნარკოდამოკიდებულებულებზე რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?

იქნებ რამე პროექტი დაიგეგმოს, რომლითაც მოხდება მათი უფასო მკურნალობა და შესაბამისად ჩვენ იმიჯსაც არ გააფუჭებენ?

ძალიან ბევრია!!!!!!!!!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ მგონი თავისუფალი დემოკრატი ხართ?

პარტიის თავმჯდომარეობიდან ალასა რატომ წავიდა

რა სისულელეა? მინისტრი ხომ პოლიტიკური თანამდებობაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა კონკრეტული ფუნქციები აკისრია დიასპორის საკითხთა სამინისტროს ისეთი, რომელთაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ შეასრულებს?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ბოლო დროს, აქტუალურია სახელმწიფო უწყებათა პრემიების თემა. თქვენს სამინისტროში როგორ არის საქმე და ზოგადად, თუ საიდუმლო არ არის, როგორია სამინისტროს ბიუჯეტი?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო კოტე! დღეს სააგენტო ,,ივერონმა" გაავრცელა თქვენი ქონებრივი დეკლარაციის მინი–ვარიანტი, სადაც ყველაზე ხმაურიანი ანტიალერგიული პროფესიონალური მტვერსასარუტის ფასია, 4 980 დოლარი. ბევრი ძვირადღირებული ნივთის მფლობელი ბრძანდებით ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

borka

ემიგრანტ ნარკომანებს ყველა ის ქვეყანა სადაც არიან, უფასოდ მკურნალობს, მაგათი სურვილის შემთხვევაში,

ძალიათ არავინ უმკურნალებს მაგათ,:) თან საქართველოს დიასპორა ვერაფერში ვერ დაეხმარება..

უნდა მივიდნენ და ჩაეწერონ მეტადონის პროგრამაში, ან რეგისტრაცია გაიარონ ადგილობრივ პოლიკნილიკაში.

.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...