კონტენტზე გადახტომა


"თირზა"- ამბავი ბაირონისა და მონათა ბაზარზე გაყიდული ქართველი ქალისა


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 19 February 2013 - 10:25 PM

http://www.kvirispal...eli-qalisa.html

თირზას

ვიცი, შენს საფლავს ხსოვნის
ნიშნად ქვაც კი არ ადევს,
მინდა სიმართლეს გავუსწორო მზერა თვალებში,
ვაითუ ყველამ დაგივიწყა,
არვის ადარდებ,
ასე უდროოდ,
ასე მალე რატომ წახვედი...

სხვა ცისქვეშ მახსოვს მე ცრემლები, ჩვენი გულწრფელი,
ჩვენს თვალთა მზერას
ვერ ხედავდა უცხო ახდილად,
გულში მწვდებოდა
შენი ფიქრი გამოუთქმელი,
მთრთოლარე ხელი
მეხებოდა მხოლოდ ფაქიზად.

შენი ამბორი წმიდა იყო
და უწყინარი,
დიდრონ თვალებში გამოკრთოდა მზერა უმწიკვლო,
ვნება იქ უმალ
გაქრებოდა ვით უჩინარი,
და სიყვარულის ყველა
განცდა იყო უბიწო.

მე, გულჩათხრობილს
შენი ხმა თუ მახალისებდა,
შენით ვისწავლე სიცოცხლესთან ლაღი ტრფიალი,
ჰანგი უტკბესი მიქარწ####ბდა დარდსა და სევდას,
ღვთიურ სიმღერით
ჩამესმოდა ცათა შრიალი.

სადა ხარ ახლა, სად გეძებო
სულზე უტკბესო?
თან წარიტანე სანუკვარი
ის სახსოვარიც...
შენი თან დამაქვს, ისღა დამრჩა ხსოვნად უბედოს,
როგორც არასდროს,
ვარ ბედკრული და უბედური.

ბედის ბორბალი დატრიალდა რადგან უკუღმა,
თავად მოწყალე პატიებას
შენგან მოვითხოვ,
და თუ ამქვეყნად ჩვენს სიყვარულს ბედმა უმუხთლა,
მჯერა შევხვდებით,
როს საუფლო ცათა მომიხმობს.





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი