კონტენტზე გადახტომა


,,ბერლინალეს” პრიზები განაწილდა


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 PLANETA_INFO    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 24 წერილები:
რეპუტაცია: 7
პოზიტიური

დაწერილია 17 February 2013 - 12:39 AM

,,ბერლინალეს” პრიზები განაწილდა

,,პლანეტა.გე”-ს კორესპონდენტი გერმანიიდან:

დადებული სურათი

,,პლანეტა.გე”-ს კორესპონდენტი გერმანიიდან:
დღეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზების მფლობელთა ვინაობა გახდა ცნობილი. ვერცხლის დათვები მიიღეს: საუკეთესო სცენარისთვის, ირანელმა ჯაფარ პანაიმ ფილმისთვის ,,ჩამოშვებული ფარდები”. ხელოვნების განვითარებისთვის ოპერატორული ნამუშევარი ყაზახური ფილმის ,,ჰარმონიის გაკვეთილები”, ოპერატორს ერგო. საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ბოსნიელი ნასიფ მუჩიჩი გახდა ფილმში ,,ეპიზოდი ჯართის შემგროვებლის ცხოვრებიდან”, შესრულებული როლისთვის. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ჩილელმა პაულინა გარსიამ გაიმარჯვა ფილმში ,,გლორია” შესრულებული როლისთვის.


დადებული სურათი

საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის ვერცხლის დათვი დევიდ გორდონ გრინს ერგო ფილმისთვის ,,პრინცი აველანჟე”. კინომატოგრაფიის პერსპექტივის ალფრედ ბაუერის სახელობის პრიზი მიიღო ფილმ ,,ვიცი + ფლომ დათვი დაინახეს” რეჟისორმა დენის კოტემ. ჟიურის გრან-პრი, ვერცხლის დათვი ბოსნიელ რეჟისორს დენის ტანოვიჩს ერგო ფილმისთვის ,,ეპიზოდი ჯართის შემგროვებლის ცხოვრებიდან”.
ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს დათვი რუმინულმა ფილმმა ,,ბავშვის პოზა”-მ მიიღო. ფილმის რეჟისორია გალინ პეტერ ნეტცერი. ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა კაცზეა, რომელსაც ავარია მოუვა და მისი მანქანა ბავშვს დაეჯახება. კაცის გავლენიანი დედა ყველა გზას და საშუალებას იყენებს, რომ შვილი ციხეს გადაარჩინოს.

დადებული სურათი

,,ბერლინალეს” ძირითადი პროგრამის პრიზები ასე განაწილდა, რაც შეეხება ,,პანორამას” და ,,ფორუმის” პროგრამებს, აქ ნაჩვენები ფილმების დაჯილდოვება ხვალ შედგება. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში აჩვენეს ქართველი რეჟისორის ზაზა რუსაძის ფილმი. ხვალ გავიგებთ შეძლებს თუ არა ქართული ფილმი პრიზის მიღებას.
ხვალ, 17 თებერვალს ,,ბერლინალე-63”-ი საზეიმოდ დაიხურება.

გამოხმაურება რედაქტირებულია newstudio: 17 February 2013 - 11:37 PM






1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი