კონტენტზე გადახტომა


ქართული ფილმი ბერლინალეზე!...


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
2 პასუხი თემაში

#1 newstudio    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • ადმინისტრატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17743 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 127
საუკეთესო

დაწერილია 15 February 2013 - 05:41 PM

დადებული სურათი

"პლანეტა.გე"–ს კორესპონდენტი,,ბერლინალე’-დან :

ფესტივალის ერთ–ერთ პროგრამა ,,ფორუმში“ აჩვენეს გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ნანა ექვთიმიშვილის და მისი მეუღლის, სიმონ გროსის ფილმი ,,გრძელი ნათელი დღეები“.

ფილმი 1992 წელს თბილისში მიმდინარე მოვლენებს, სამოქალაქო ომს, ახლადგამოცხადებულ დამოუკიდებლობას ეძღვნება. ფილმში აღწერილია სკოლის მოსწავლე ორი გოგონას ისტორია, რომლებიც, სირთულეების მიუხედავად, ახერხებენ მეგობრობის შენარჩუნებას. ისტორიული მოვლენები ცვლიან ადამიანთა ცხოვრებას – ასეთია ფილმის მთავარი გზავნილი.

ჩვენების შემდეგ კრიტიკოსთა და ლიტერატორთა ვიწრო წრეში მოწყობილ განხილვაზე სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ლიტერატორ ლია ვიტეკის აზრით, რამდენადაც ის იცნობს საქართველოს, ფილმის ეპიზოდი, 14 წლის გოგონას გათხოვება, იმ მძიმე პერიოდშიც კი, შეუძლებელია ოჯახისთვის მისაღები ყოფილიყო. კინომცოდნე გაგა ჩხეიძეს კი კარგად ახსოვს რა სამოქალაქო დაპირისპირების წლები, თვლის, რომ შესაძლოა, მსგავსი სიტუაცია ლოგიკური ყოფილიყო. დისკუსიაში მონაწილე ახალგაზრდა გერმანელმა მწერალმა ასტრიდ მატისმა ფილმს საინტერესო უწოდა. ფილმს დადებითი რეცენზიებით გამოეხმაურა გერმანული პრესაც.

დადებული სურათი

გამოხმაურება რედაქტირებულია newstudio: 15 February 2013 - 05:41 PM

2X2=4

#2 Giorgi Kiskeidze    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 6023 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 142
საუკეთესო

დაწერილია 15 February 2013 - 06:29 PM

საქართველოში, როდის აჩვენებენ?

#3 veriko    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 2 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 27 November 2013 - 01:40 PM

საინტერესო იყო





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი