კონტენტზე გადახტომა


"ბერლინალე 63" პლანეტა.გე–ს კორესპოდენტის თვალით


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 newstudio    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • ადმინისტრატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17743 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 127
საუკეთესო

დაწერილია 14 February 2013 - 05:05 PM

ბერლინალე გრძელდება...

დადებული სურათი

ქართველი რეჟისორის, ზაზა რუსაძის ფილმის ,,ჩემი საბნის ნაკეცი"–ის ხუთი ჩვენება გაიმართა. გერმანიის პრესტიჟულმა გაზეთებმა ფილმს საუკეთესო რეცენზიები მიუძღვნეს.


თუ ფესტივალის პირველი კვირა ლამაზი ქალების ნიშნით გამოირჩეოდა, მიმდინარე კვირა ცნობილი მამაკაცების სიმრავლით ხასიათდება. დიდი აჟიოტაჟი და ხმაური გამოიწვია ბერლინში პოპულარული მსახიობის ეთან ჰოუკის გამოჩენამ. კინომოყვარულებს ეს მსახიობი ახსოვთ ფილმებით: ,,გათენებამდე", ,,დაღამებამდე", ,,შუაღამემდე". ჰოუკი ,,ბერლინალეზე" ქერა თმებით მოგვევლინა, აღმოჩნდა, რომ მას ახალ ფილმში იღებენ, სადაც მოხუცი როკ–ვარსკვლავის როლს შეასრულებს.

დადებული სურათი


ფესტივალის სტუმარი იყო ჯუდ ლოუ, რომელიც ექიმის როლს ასრულებს ფილმში ,,გვერდითი ეფექტი". ბერლინი სიხარულით შეხვდა ჯერემი აირონსის გამოჩენას. ფესტივალი დაამშვენა ჟულეტ ბინოშმა, რომელმაც ფრანგი მოქანდაკე კამილ კლოდელის როლი ითამაშა ფილმში ,,კამილ კლოდელი–1915". ბინოში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში ერთ–ერთ რეალურ კანდიდატად ითვლება.ახლა ,,ბერლინალეზე" კატრინ დენევის ჩამოსვლას ელოდებიან...

დადებული სურათი

გამოხმაურება რედაქტირებულია newstudio: 14 February 2013 - 05:09 PM

2X2=4





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი