კონტენტზე გადახტომა


ჯეიმს ჯოისი \ James Joyce


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
1 reply to this topic

#1 ლექტერი    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 5 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 13 January 2013 - 02:18 AM

არამგონია დიდად აქტიური იყოს თემა ამ ადამიანზე, 1000 ადამიანიდან მხოლოდ 1 თუ ახერხებს ჯოისის მაგნუმ ოპუსის "ულისეს" წაკითხვას, რადგან, ასე ვთქვათ, გასაღები არ გააჩნიათ რომელიც წიგნის ცივი ირონიით , ზომიერი ცინიზმით და ულევი სარკაზმით აღსავსე სამყაროს აუხსნის.
ჯოისის ბიოგრაფია ლამის ყოველ მეორე საიტზე არის, ამიტომ არ დავაკოპირებ.
ავღნიშნავ მის უმთავრეს ნაწარმოებებს.

დუბლინერები - მოთხრობების კრებული არის.
მხატვრის პორტრეტი ახალგაზრდობისას - ჯოისის ახალგაზრდობის აღწერაა
ულისე - აღიარებულია მეოცე საუკუნის ურთულეს ნაწარმოებად.
ფინეგანის სამძიმარი - ან ღვიძილი - ან აღდგომა -- ულისე იაკობ გოგებაშვილის საგანძურის მოკლე მოთხრობაა ამ წიგნთან შედარებით.

ვინმეს წაგიკითხავთ ჯოისის შედევრები ?
თუ კი , რას ფიქრობთ ამ დუბლინელ გიჟ კაცზე ?

#2 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 13 January 2013 - 08:11 PM

მე წავიკითხე ზაფხულშI ,სამწუხაროდ მხოლოდ პირველი ტომი(10 ეპიზოდი შედის) ძველი გამოცემის .მეორე ტომი არ ჰქონდა ჩემ მეზობელს ,ის კი არადა საერთოდ რომ ჰქონდა ისიც გამიკვირდა .ხოდა რო აღმოვაჩინე ულისე მისი წიგნების თაროზე, მაგრა გამისწორდა ,გაგონილი მქონდა რომ მაგარი წიგნია . მომეწონა პირველ რიგში წერის სტილი ,ეს ჩემი პირველი შეხება იყო ცნობიერების ნაკადის ლიტერატურასთან (თუ ოთარ ჭილაძეს არ ჩავთვლით).





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი