Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

თინეიჯერობის დროს ამ თემით დაინტერესება იცის ხოლმე, გადაგივლის...

:yes: :yes: :yes:

mec mizidavda ert dros :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 150
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

urfinjus

mercia merlani თუ დიდი ხნის გადაწყვეტილებაა რათქმა უნდა მისაღებია, თუ აფექტში ეს სისუსტეა....ისე სხვების განსასჯელი არაა რას უზავს ადამიანი პირად სიცოცხლეს.... მე თუ მკითხავთ მირჩევნია თავი მოვიკლა ვი

mama

მე პირადად მივესალმები ასეთ ქმედებას.....გამომდინარე იქიდან რო მეც ასევე ვფიქრობ თუ რამე მოხდა არმოსახდენი   რა თქმა უნდა ახლობლებზეც უნდა დაფიქრდე, მაგრამ თუ შიცოცხლით მეტ ტკივილს(ნარკომანი, მოთამაშ

Shaten

რათქმაუნდა, ჩვენი პატრონი ხომ ღმერთია და ჩვენ მისი ყურმოჭრილი მონები... ყველაფერი ჩვენს შესახებ მისი გადასაწყვეტია... ჩვენ კი ვიჟდეთ უნდა და ველოდოთ, რომელ ახალ სადისტურ "ტრიუკს" (დაუშვათ - სიტყვაზე..

ზოგს მარადიული ცეცხლი უფრო უაზრობად ეჩვენება სამოთხეცაა მარა იმის ვიზას ბევრი ჩალიჩი უნდა ხუმრობა ქით იყოს და მარადიული სიცოცხლის აზრი მითხარი თუნდაც სამოთხეში? იმედია არ ფიქრობ რო შენი ყველა ახლობელი სამოთხეში მოხვდება შენთან ერთად ხოდა ვიღაც რო გაკლდება გულში მაინც ტკივილი გექნება და ის რო მგელი და ცხვარი ერთად ჭამენ ბალახს დიდი ვერაფერი შვება იქნება შენთვის. ამქვეყნად უკვდავება რო შემოგთავაზონ დათანხმდები?არა ხო, მაშინ რატო გხიბლავს სამოთხეში უკვდავება?

 

სამოთხესა და ჯოჯხეთზე ჩემებური აზრი მაქვს და ვფიქრობ, რომ სისულელეა ეს ცეცხლიანი კასრები და მსგავსი რაღაცები, რადგან ჯერ ერთი ზეცაში სული ადის და ცეცხლი როგორ დაწვავს?! მე მგონია, რომ ჯოჯოხეთი ინდივიდუალურია, მაგალითად ჩემთვის ყველაზე გაუსაძლისი სიბნელეა, ვიღაცისთვის სიჩუმე, ვიღააცისთვის ხმაური, მარტოობა და ა.შ.. არც მუდმივი მგონია ჯოჯოხეთი, რადგან ვფიქრობ, რომ ჯოჯოხეთიდანაა ადამიანი "გამოგზავნილი" ცოდვების გამოსასყიდათ. სწორედ ამიტომაა ამდენი ბოროტება ამქვეყნად. სამოთხე კი მუდმივი სამყოფელია და ამიტომაცაა, რომ კეთილი ადამიანების დეფიციტს განვიცდით :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამოთხესა და ჯოჯხეთზე ჩემებური აზრი მაქვს და ვფიქრობ, რომ სისულელეა ეს ცეცხლიანი კასრები და მსგავსი რაღაცები, რადგან ჯერ ერთი ზეცაში სული ადის და ცეცხლი როგორ დაწვავს?!

მოძღვარს კითხეო შათენს რო ურჩიე მოძღვარი ხო გვეუბნება რო მარადიული ცეცხლია და არ უნდა დავუჯეროთ?

 

რადგან ვფიქრობ, რომ ჯოჯოხეთიდანაა ადამიანი "გამოგზავნილი" ცოდვების გამოსასყიდათ.

და სად დააგროვა ადამიანმა ცოდვები? რეინკარნაციისაც გჯერა?

 

სამოთხე კი მუდმივი სამყოფელია და ამიტომაცაა, რომ კეთილი ადამიანების დეფიციტს განვიცდით

ამ მუდივი მშვენიერი სიცოცხლის აზრი რაა? მოწყენილობა მოკლავს ადამიანს სიკვდილი რო შესაძლებელი იყოს :)

ამქვეყნად უკვდავებას დათანხმდებოდი?

 

წერტილი დამისვი ხო?

SemeSala raRac da mere sul wameshala :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოძღვარს კითხეო შათენს რო ურჩიე მოძღვარი ხო გვეუბნება რო მარადიული ცეცხლია და არ უნდა დავუჯეროთ?

 

ყველაფერს რომ ვუჯერებდე ანგელოზი ვიქნებოდი :D

 

 

და სად დააგროვა ადამიანმა ცოდვები? რეინკარნაციისაც გჯერა?

 

ჩემი რელიგია არ აღიარებს, მაგრამ მე მგონია რომ უნდა არსებობდეს. ასე უფრო სამართლიანია, ჩემი აზრით.

 

 

მ მუდივი მშვენიერი სიცოცხლის აზრი რაა? მოწყენილობა მოკლავს ადამიანს სიკვდილი რო შესაძლებელი იყოს ამქვეყნად უკვდავებას დათანხმდებოდი?

 

არა რა თქმა უნდა! ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი.

მუდმივი მშვენიერი ცხოვრების არსი ადამიანი და მისი კეთილდღეობაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი რელიგია არ აღიარებს, მაგრამ მე მგონია რომ უნდა არსებობდეს. ასე უფრო სამართლიანია, ჩემი აზრით.

რეინკარნაციის რო გჯერა მოძღვარს უთხარი? და რა გითხრა? მართლა მაინტერესებს

 

თუ სწორედ მივხვდი შენ გგონია რო წრეზე ვტრიალებტ, ანუ სიცოცხლის მერე ან ჯოჯოხეთში მოხვდები ან სამოთხეში. თუ ჯოჯოხეთში მოხვდი ისევ ამქვეყნად ბრუნდები და ყველაფერი თავიდან იწყება ხო?

 

მუდმივი მშვენიერი ცხოვრების არსი ადამიანი და მისი კეთილდღეობაა.

წარმოიდგინე არ ასებობს კეთილი და ბოროტი იმიტო რო ყველა კეთილია, არ ხდება არაფერი დანაშაული, არც სიკვდილის შიშია და არც არაფერი რაც სიცოცხლეს საინტერესოს ხდის :) მოსაწყენად არ გეჩვენება?

ამ ცხოვრებით "დაღლილებს" გვინდა იდილია მარა რო დავფიქრდეთ ეს ცხოვრება ასეთი იმიტოა რო ასე გვინდა და იდილია თვითონვე დავარღვიეთ.... მე მაინც უინტერესოდ მეჩვენება ერთფეროვანი ცხოვრება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეინკარნაციის რო გჯერა მოძღვარს უთხარი? და რა გითხრა? მართლა მაინტერესებს თუ სწორედ მივხვდი შენ გგონია რო წრეზე ვტრიალებტ, ანუ სიცოცხლის მერე ან ჯოჯოხეთში მოხვდები ან სამოთხეში. თუ ჯოჯოხეთში მოხვდი ისევ ამქვეყნად ბრუნდები და ყველაფერი თავიდან იწყება ხო?

 

კი ეგ ვიგულისხმე. მოძღვრისთვის არ მითქვამს, მეშინია რომ ვერ ამიხსნის :(

 

 

წარმოიდგინე არ ასებობს კეთილი და ბოროტი იმიტო რო ყველა კეთილია, არ ხდება არაფერი დანაშაული, არც სიკვდილის შიშია და არც არაფერი რაც სიცოცხლეს საინტერესოს ხდის მოსაწყენად არ გეჩვენება? ამ ცხოვრებით "დაღლილებს" გვინდა იდილია მარა რო დავფიქრდეთ ეს ცხოვრება ასეთი იმიტოა რო ასე გვინდა და იდილია თვითონვე დავარღვიეთ.... მე მაინც უინტერესოდ მეჩვენება ერთფეროვანი ცხოვრება...

 

და ეგ სად უნდა ხდებოდეს? ერთფეროვნება არც მე მიყვარს. საჭიროა ტკივილი, რომ ის გრძნობა დააფასო, როცა არაფერი გტკივა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს -

 

 

შენ პირადად მოისმინე მისგან თუ როგორ გთხოვდა და მოგიწოდებდა პატიოსანი ცხოვრებისკენ? და თუ მოისმინე, ნუთუ ვერ კითხე, თუ ასეა, რატომაა პატიოსანი ხალხი (ძირითადად) თხუნელებივით რომ ცხოვრობენ..?!

ან რა ეტყობა ღმერთს იმის, რომ ადამიანი შექმნა..?? ის, რომ არსებობს სუიციდი..? დააკვირდი სამყაროს... ვის უნდა სიკვდილი შენი აზრით? ან ვის უყვარს ცხოვრება შენზე ან ჩემზე ნაკლებად.?? ის ვისაც სიკვდილი უნდა, უკვე მოკლულია.. არ გიფიქრია ამაზე??

ხოდა რათა ვკვდებით ,რათა რათა რათა რათა რათა რათა რათა რათა რათა რათა რათა რათა?????????????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოძღვრისთვის არ მითქვამს, მეშინია რომ ვერ ამიხსნის

შენნაირი მორწმუნე მართლა არ მინახავს :) ამ სიტყვებს იძახდეს ადამიანი რომელიც სხვას ურჩევს მოძღვართან მიდი და გაგარკვევსო ესეც გაუგებარია ჩემთვის...

 

 

და ეგ სად უნდა ხდებოდეს?

სამოთხეში

 

საჭიროა ტკივილი, რომ ის გრძნობა დააფასო, როცა არაფერი გტკივა

ნამდვილად.

ხოდა სამოთხეში ტკივილი არ იქნება და ვერც ვერაფერს ვერ დააფასებთქო მაგის თქმას ვცდილობ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა რათა ვკვდებით ,რათა რათა რათა რათა რათა რათა რათა რათა რათა რათა რათა რათა?????????????

წარმოგიდგენია სიცოცხლე სიკვდილის გარეშე? სიკვდილი აძლევს სიცოცხლეს აზრს... სიკვდილი რო არა არ იქნებოდა ახალი სიცოცხლე(ბავშვის დაბადება)... რამდენიმე ათასი ადამიანი იცოცხლებდა და იცოცხლებდა...

სიკვდილი რო არა არ იქნებოდა ომი შესაბამისად არც მშვიდობა...

სიკვდილი რო არა არაფერი არ იქნებოდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენნაირი მორწმუნე მართლა არ მინახავს ამ სიტყვებს იძახდეს ადამიანი რომელიც სხვას ურჩევს მოძღვართან მიდი და გაგარკვევსო ესეც გაუგებარია ჩემთვის...

 

ძალიან ბევრ რაღაცასი გამარკვია მოძღვარმა, ნიჰილიზმსა და აგნორციზმს გადამარჩინა და მაგიტომ. უბრალოდ არის რაღაც, რასაც უფლის გარდა არავის და ვერავის ეტყვი :) და ვერც გიპასუხებს სხვა

 

 

ნამდვილად. ხოდა სამოთხეში ტკივილი არ იქნება და ვერც ვერაფერს ვერ დააფასებთქო მაგის თქმას ვცდილობ

 

სამოთხე სხვა განზომილებაა.

ძალიან უხეში მაგალითია, მაგრამ ეს მომივიდა თავში ეგრევე, საყვარელი ადამიანი მოგბეზრდება ოდესმე თუ სულ კარგად იქნებით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარმოგიდგენია სიცოცხლე სიკვდილის გარეშე? სიკვდილი აძლევს სიცოცხლეს აზრს... სიკვდილი რო არა არ იქნებოდა ახალი სიცოცხლე(ბავშვის დაბადება)... რამდენიმე ათასი ადამიანი იცოცხლებდა და იცოცხლებდა...

სიკვდილი რო არა არ იქნებოდა ომი შესაბამისად არც მშვიდობა...

სიკვდილი რო არა არაფერი არ იქნებოდა...

მშვენივრად წარმომიდგენია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საყვარელი ადამიანი მოგბეზრდება ოდესმე თუ სულ კარგად იქნებით?

ჯანსაღი კამათი,ოღონდ არა ყველაფერზე, უფრო საინტერესოა ვიდრე უხმო მორჩილება. ვფიქრობ ყველაფერში რო დამეთანხმოს და არანაირი პრეტენზია არ გააჩნდეს მომბეზრდება :D

 

ერთია კიდე საყვარელ ადამიანთან რაც არ უნდა იდილიაში იყო დანარჩენ "სიგლახის" წყურვილებს სხვა ვინმეები ან რამეები შეგივსებენ ამ ცხოვრებაში ;)

 

მშვენივრად წარმომიდგენია.

gagvande rogor aba? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯანსაღი კამათი,ოღონდ არა ყველაფერზე, უფრო საინტერესოა ვიდრე უხმო მორჩილება. ვფიქრობ ყველაფერში რო დამეთანხმოს და არანაირი პრეტენზია არ გააჩნდეს მომბეზრდება

 

სიტყვა-სიტყვით დაწერე ჩემი აზრი :what:

 

ისე კარგად ყოფნაში ეგ საერთოდ არ მიგულისხმია ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...