კონტენტზე გადახტომა


ოთარ ჭილაძე

mama Shaten urfinjus უცხო_პლანეტელ mercia merlani

  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
9 პასუხი თემაში

#1 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 10 November 2012 - 12:35 AM

ოთარ ჭილაძე (დ. 20 მარტი, 1933, სიღნაღი — გ. 1 ოქტომბერი, 2009, თბილისი) — ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი. 1998 წელს, ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად.

მწერალს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო (1993), ილია ჭავჭავაძის სახელობისა (1997) და შოთა რუსთაველის სახელობის (1983) პრემიები. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და ნობელის პრემიის ნომინანტი.

1997 წლის 31 მარტს დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით

2003 წელს მიიღო „საბა" საუკეთესო რომანისთვის „გოდორი".

რას ითყვით ამ მწერალზე .მოგწონთ მისი შემოქმედება ? მე ძალიან მიყვარს მისი პოეზიაც და პროზაც .

დადებული სურათი

#2 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 10 November 2012 - 12:43 AM

ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.

ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.

სად გაქრი... საით გაყევი ქუჩებს...
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ...
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.

საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს -
ვხვდები ცახცახით და გულისცემით.

მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

გამოხმაურება რედაქტირებულია alex: 10 November 2012 - 12:44 AM


#3 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 10 November 2012 - 12:53 AM

რაც არ არსებობს,ნაკლებად შემაწუხებელია თვალისთვისაც და სინდისისთვისაც. მაგრამ, რაც თვალს აკლდება, სულს თუ არ ემატება, მაშინ სიცოცხლე მართლა კიტრადაც არ ღირს …

……………………………………………………………………….

ცოდვა ის კი არ არის, რასაც იძულებით ვაკეთებთ, არამედ მაინც რომ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც აუცილებელი არ იყო.

……………………………………………………………………….

ღალატი უაღრესად ადამიანური თვისებაა, მაგრამ ადამიანთა ცხოვრებაში დგება ჟამი, როცა ჩვეულებრივი უჩვეულოდ გამოიყურება, ადამიანური – არაადამიანურად…

……………………………………………………………………….

ადამიანი, საბოლოო ჯამში, მაინც პრაქტიკული ცხოველია.

……………………………………………………………………….

ქალი ხელისგულზე დაისვი, თავზე თვითონ დაგაჯდებაო.

……………………………………………………………………….

თავად ადამიანობა მობეზრდა ადამიანს.

……………………………………………………………………….

სიყვარულის დაუწერელი კანონით, ვინც გარბის, არა მარტო დამნაშავეა, არამედ წაგებულიც.

……………………………………………………………………….

ყველა ადამიანი სიმარტოვისთვის ჩნდება საერთოდ, დედის მუცელშივე ეჩვევა სიმართოვეს და, ამდენად სიმარტოვე მისთვის თითქმის ბუნებრივი მდგომარეობაც კია, მაგრამ ვიდრე ამას მიხვდებოდეს, სწორედ სიმარტოვისგან თავის დაღწევას ცდილობს ყველანაირად, უპირველეს ყოვლისა კი, სიყვალურის მეშვეობით, რაც გარკვეული დროის მანძილზე გამარჯვების ილუზიასაც კი უქმნის, ოღონდ მერე კიდევ უფრო ძნელი, კიდევ უფრო მტკივნეული ხდება ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნება, ანუ, სიყვარულის ანტიპოდთან შეგუება, ანუ სასჯელის მოხდა.

#4 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 10 November 2012 - 12:58 AM

სიყვარულს, ჯოხისგან განსხვავებით, ერთი ბოლო აქვს მხოლოდ, თანაც შუბის წვერივით წამახული, და შენივე სურვილით უნდა დაახიო ზედ გულ–მუცელი.

#5 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 07 January 2013 - 10:45 PM

http://www.kvirispal...-thargmnes.html
ოთარ ჭილაძის რომანი ინგლისურად თარგმნეს

#6 ლექტერი    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 5 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 13 January 2013 - 02:05 AM

სამწუხარო არის ერთი ფაქტი.
ოთარ ჭილაძე წარდგენილი იყო არა ნობელის პრემიაზე, არამედ ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატობაზე.

თან ეს არის ნობელის პრემიის აკადემიის ერთ-ერთი წესი ( შესაბამისად ვერ გავიგებდით ვინ იყო წარდგენილი ნობელის პრემიის ლაურეატობაზე 1998 წელს )

"The Nobel Committee sends invitation letters to persons who are qualified to nominate for the Nobel Prize in Literature. Other persons who are qualified to nominate but who have not received invitations may also submit nominations. The names of the nominees and other information about the nominations cannot be revealed until 50 years later.

#7 mercia merlani    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1282 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:tbilisi, georgia
  • Interests:music, books, think
რეპუტაცია: 33
კარგი

დაწერილია 13 June 2013 - 02:28 PM

"ღმერთს შუბლი შეუკრავს, მოღუშულა. მართლაც, როგორი ამბავია, ტალახიდან შეჰქმნა არსება, ის კი აგიხტეს, კრიჭაში ჩაგიდგეს, არ მომწონს, არ გეთანხმები, მეტი მინდა, უკეთესის ღირსი ვარო… მაგრამ, ღმერთი კი არ გაბრაზებულა, შესცოდებია გაუმაძღარი ტალახი…“

#8 Giorgi Kiskeidze    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 6023 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 142
საუკეთესო

დაწერილია 13 June 2013 - 03:39 PM

alexაპა დადე :)

#9 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 13 June 2013 - 08:16 PM

გამოხმაურების ნახვაGiorgi Kiskeidzeს ციტატა(დაპოსტვის დრო 13 June 2013 - 03:39 PM):

alexაპა დადე :)
რა ციტატები?

#10 Giorgi Kiskeidze    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 6023 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 142
საუკეთესო

დაწერილია 13 June 2013 - 08:52 PM

გამოხმაურების ნახვაalexს ციტატა(დაპოსტვის დრო 13 June 2013 - 08:16 PM):

რა ციტატები?
სრული ბიოგრაფია.





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი