ამ ბოლო დროს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება ხალხს ატყუებს ვითომ საყოველთაო დაზღვევა გაუქმდა და ფულს აკეთებენ. თუ მსგავს შემთხვევასთან გექნებათ საქმე თავს ნუ მოატყუებინებთ! ყველა პენსიონერი, 6 წლამდე ბავშვი და სტუდენტიც ისევ დაზღვეულია
სს ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯია“- ს საგანგებო განცხადება, ჯანმრთლობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით.
სს სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯია“- მოუწოდებს ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეწყვიტონ დეზინფორმაციის გავრცელება, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე დაზღვევის პროგრამა გაუქმდა ან შეჩერდა და გააგრძელოს საქართველოს მოქალაქეების სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშობას და მოსახლეობის მომსახურებას სადაზღვევო პირობების შესაბამისად.
დაზღვეულ მოქალაქეებს ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებლობა აქვთ დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე, რომელიც უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
სს სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან მოსახლეობის ჯანმრთელბის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თბილისში მცხოვრები 0-5 წლის ჩათვლით ბავშვების, სტუდენტების, ასაკით პენსიონერების, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, აგრეთვე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჯანმრთელობის დაზღვევას ახორციელებს.
კომპანიამ სრულად შეასრულა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები, აშენდა „არქიმედეს კლინიკები“ ქ. წნორში, ქ. ლაგოდეხსა და ქ. სენაკში, მიმდინარეობს რიგით მეოთხე საავადმყოფოს მშენებლობა დედოფლისწყაროს რაიონში.


სამთავრობო დაზღვევა არ გაუქმებულა
ავტორი qeti32, Nov 02 2012 11:46 AM
3 პასუხი თემაში
#1 ნიკის ჩასმა
დაწერილია 02 November 2012 - 11:46 AM
#2 ნიკის ჩასმა
დაწერილია 02 November 2012 - 12:30 PM
შეიძლება არ გაუქმებულა მაგრამ ექიმების ენთუზიაზმა და თავაზიანობამ დაზღვეულებთან ათმაგად იკლო ვერც გაამტყუნებ. ერთი მხრივ აღარავინ მომსახურეობის კონტროლით თავს არ აიტკივებს, მეორე მხრივ "რეჟიმის" დაზღვევაა და შეიძლება მისი იგნორირებას ადგილებზე ბიძინეს თანამხარჯველთა მხრიდან წახალისებაც კი მოყვეს....
გამოხმაურება რედაქტირებულია urfinjus: 02 November 2012 - 12:46 PM
A city thet parleys is half gotten
#3 ნიკის ჩასმა
დაწერილია 02 November 2012 - 04:06 PM
urfinjus
არა სხვათაშორის ახალმა მინისტრმაც გაგრძელდება დაზღვევის ეს პროგრამა და გაუმჯობესდება კიდეცო. ბევრს გამოადგა, პირადად მე ვიცნობ ორ პენსიონერს რომლებმაც ოპერაცია გაიკეთეს ამ დაზღვევით ისე ვერანაირად ვერ გაიკეთებდნენ.
არა სხვათაშორის ახალმა მინისტრმაც გაგრძელდება დაზღვევის ეს პროგრამა და გაუმჯობესდება კიდეცო. ბევრს გამოადგა, პირადად მე ვიცნობ ორ პენსიონერს რომლებმაც ოპერაცია გაიკეთეს ამ დაზღვევით ისე ვერანაირად ვერ გაიკეთებდნენ.
#4 ნიკის ჩასმა
დაწერილია 08 July 2013 - 01:41 PM
რა ვიცი ახლობელს,26 წლის ახალგაზრას ფეხის ამპუტაცია ესაჭიროება და იმდენს არბენინებენ უკვე ორი თვეა,ლამის დაავიწყდათ თავისი გასაჭირი.ხან ერთთან გადაისვრიან ხან მეორესთან.
მართალია ძველია მაგრამ იქნებ ახალიც იცით რამე?
salinasiს ციტატა(დაპოსტვის დრო 08 July 2013 - 01:39 PM):
რა ვიცი ახლობელს,26 წლის ახალგაზრას ფეხის ამპუტაცია ესაჭიროება და იმდენს არბენინებენ უკვე ორი თვეა,ლამის დაავიწყდათ თავისი გასაჭირი.ხან ერთთან გადაისვრიან ხან მეორესთან.
1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი