Jump to content
Planeta.Ge

ახალი ოპერაციული სისტემა LINUX ის საფუძველზე


Recommended Posts

გამარჯობათ . მე გახლავართ ნიკა შველიძე ვსწავლობ ქობულეთის სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში ახალ ტალღაში

ვეუფლები კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსის პროფესიას რამოდენიმე პროგრამული ენაც ვიცი ესენია : CSS , HTML , PHP , MYSQL და ეხლა ვსწავლობ : Java , Ajax , C++

და რატო დავწერე ეს ყველაფერი მინდა LINUX სის საფუძველზე შევქმნა ახალი ოპერაციული სისტემა რომელიც იქნება საქართველოს საკუთრება

და რომელის რათქმაუნდა არ არ გავრცელდება სრულიად უფასოდ თუმცა ექნება რამოდენიმე პლიუსი ცვლილებათა ნაწილის ღია კოდს დავწერ ამ ფორუმის ამ განყოფილებაში და იმმედია გამოჩნდება ამ ფორუმში ვინმე ისეთი ვინც მოინდომებს მონაწილეობის მიგებას ამ საქმეში ...

ოპერაციული სისტემა არაა მარტივი დასაწერი ვებგვერდი შეიძლება მახსიმუმ 2 ან 4 თვეში დაწერო მაგრამ ეს არაა ვებგვერდის წერა რამოდენიმე 10 ეული მეგაბაიტის ფაილები რო სწრაფად მოვრჩეთ და უცებ გაკეთდეს ამას წლები დასჭირდება მაგრამ მე მჯერა რომ თქვენი და ჩემი მონდომება შეძლებს ამ საქმის ბოლომდე მიყვანას და ახალი ოპერაციული სისტემის შექმნას

ხვალ : 9/10/2012 დან დავიწყებ იმ ცვლილებების კოდის დაწერას აქ რასაც განვახორციელებ LINUX სში .....

გმადლობთ ყურადღებისთვის P.S მე არ ვაპირებ LINUX სის სრულ გარდაქმნას უბრალოდ მისი დიზაინის და რამოდენიმე ახალი უტილიტის შექმნას ვაპირებ როცა რუსებმა შეუკვეთენ ახალი რუსული ოპერაციული სისტემა რამოდენიმე 10 ეული მილიონი დოლარი მოითხოვენ და ალბათ ხვდებით რო ეს არ იქნება ასეთი ფართომაშტაბიანი პროექტი თუმცა არც ბევრით ჩამოჩება პროექტის დასრულების შემდეგ მის რეალიზებაში ვაპირებ საშუალოდ 20 000 $ ის ჩადებას

 

 

 

 

რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე ირონიის გარეშე ???

 

ველი თქვენს მოსაზრებებს

Edited by fantastish
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი რამდენად რეალურია , მაგრამ განხილვა შესაძლებელია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი C++ სი შარფის სწავლა ძაან მინდა , მაგრამ ვერავინ ვერ ვიპოვე რომ ასწავლიდეს :(

 

iqneb damexmaroT?

 

 

ალბათ გოოგლეთ არ სარგებლობ არსებობს ელექტრონული წიგნები რომლითაც შეისწავლი და ასევე იუთუბიზე ვიდეო გაკვეტილები ნელნელა და მთლად პროფესიონალი ვე იქნები მაგრამ კოდის დაწერას შეძლებ

 

ირონიის გარეშე ამ თემაზე ვერაფერს ვერ ვფიქრობ.. :) :)

 

 

 

კარგით ირონიულად დაწერეთ თქვენი აზრი მე ყველას აზრს და შენიშვნას გავითვალისწინებ

თუმცა სისლელეებს ნუ დაწერთ ადმინისტრაციას ვთხოვ გააკონტროლოს თემა და საკითხები რომელიც არ შეეხება ამ თემას წესებიდან გამომდინარე შესაბამისად მოიქცეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლინუქსი

 

 

 

ლინუქსი (Linux) წარმოადგენს მრავალფუნქციონალურ მძლავრ უფასო ოპერაციულ სისტემას, რომელიც იუნიქსის (UNIX) მაგვარი ოპერაციული სისტემების ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ოპერაციული სისტემა UNIX შეიქმნა სამოციან წლებში, კომპანია ბელ ლაბსის (Bell Labs) (ამჟამად AT&T Bell Laboratories) მიერ.

 

UNIX-ის შექმნისას გათვალისწინებული იქნა მისი მულტიპლატფორუმულ ოპერაციულ სისტემად ჩამოყალიბება, ანუ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი მისი სხვადასხვა არქიტექტურის მანქანებზე უპრობლემოდ მუშაობა. სწორედ მისმა მულტიპლატფორმულობამ განაპირობა UNIX-ის უდიდესი პოპულარულობა. UNIX-ის პოპულარულობასთან ერთად სხვადასხვა კომპანიებმა დაიწყეს UNIX-ის ბაზაზე ოპერაციული სისტემების შექმნა.

 

 

 

 

შექმნის ისტორია

 

 

 

 

Linux არის თავისუფალად გავრცელებადი GPL ლიცენზიაზე დამყარებული ოპერაციული სისტემა, რომელიც შეიქმნა UNIX მაგვარი ოპერაციული სისტემა Minix-ის ბაზაზე. მისი თავდაპირველი ვერსიის შემქმნელია ფინეთის ჰელსინკის უნივერსტიტეტის სტუდენტი ლინუს ტორვალდსი (Linus Torvalds). საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სტუდენტმა ახალი ოპერაციული სისტემა საკურსო ნაშრომის ფარგლებში შექმნა.

 

Linux შექმნილია მრავალრიცხოვან UNIX პროგრამისტთა და ინტერნეტის ქსელში მომუშავე ენთუზიასტთა დახმარებით. მასში არ არის გამოყენებული AT&T UNIX-ის პროგრამული კოდი, ასევე არც ერთი სხვა UNIX-ის პროგრამული კოდი. Linux-ის მეტი წილი პროგრამები შექმნილია GNU Free Software Foundation პროექტის ჩარჩოში, კემბრიჯში, მასაჩუსეტსი, თუმცა მის შექმნაში ასევე მონაწილეობა თითქმის მთელი მსოფლიოს პროგრამისტებმა მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ Linux-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამების უმეტესობა არის ღია პროგრამული კოდით (open source) და ამასთან უფასოა. 0.01 ვერსიის Linux-ის გამოჩენისას არასდროს არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება მისი შექმნის თაობაზე, 0.01 ვერსიის პროგრამული წყარო, პროგრამის კოდის ნორმალური შესრულების შესაძლებლობასაც კი არ იძლეოდა და მიუთითებდა იმაზე, რომ მომხმარებელი მიმართავდა Minix მანქანას. ეს მისი (Linux) კომპილირებისა თუ სრულყოფის შესაძლებლობას იძლეოდა.

 

1991 წლის 5 ნოემბერს ლინუსმა "ოფიციალურად" განაცხადა Linux-ის 0.02 ვერსიის გამოსვლის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ეს ისევ განიხილებოდა როგორც მორიგი ექსპერიმენტებისათვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემა. ძირითადად ყურადღება დაეთმო სისტემის ბირთვის (kernel) დახვეწას, არანაირი ყურადღება არ ექცეოდა რიგით მომხმარებელთათვის მასთან მუშაობის უზრუნვეყოფას, არ მოხდა სისტემის დოკუმენტირების ტირაჟირება. ეს შემდეგმა გარემოებებმა განაპირობა: ოპერაციული სისტემა უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი, არ ყოფილიყო საჭიროება შემდგომი ვერსიების Minix-ზე კომპილირება-სრულყოფისა.

 

0.03 ვერსიაზე მუშაობის დამთავრების შემდეგ ლინუსმა მომდევნო ვერსიას პირდაპირ მიანიჭა 0.10 ნომერი, ვინაიდან იმ დროისათვის პროექტზე უკვე საკმაო რაოდენობის ხალხი მუშაობდა და ბევრი რამ დაიხვეწა.

 

1992 წლის მარტში ტესტირების სტადიაში მყოფი ოპერაციული სისტემის ვერსიების რამდენიმეჯერ გადახედვის შემდეგ ახალ შექმნილ ვერსიას ამჯერად 0.95 ნომერი მიენიჭა, რითაც ლინუსმა მიანიშნა, რომ მალე შესაძლებელი იქნებოდა "ოფიციალური" ვერსიის გამოსვლაზე განაცხადის გაკეთება. დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ 1993 წლის დეკემბერში Linux-ის ვერსიის ნომერი უკვე 0.99.pl14 იყო, რაც გახდა საწინდარი იმისა, რომ სულ მალე გამოვიდოდა უკვე ნამდვილად ოფიციალური სტაბილური ვერსია 1.0, რაც 1994 წელს მოხდა კიდეც. დღეისთვის Linux-ის მიმდინარე ვერსია არის 2.6.x, რომელიც 2004 წელს გამოვიდა და ამჟამადაც გრძელდება მასზე მუშაობა. (არ უნდა აგვერიოს Linux-ის ვერსიები დისტრიბუტივების ვერსიებში, მაგ. Red Hat 7.3 ან Mandrake 8.2. დისტრიბუტივი წარმოადგენს ლინუქსის ბირთვის და პროგრამების ცალკეულ პაკეტს და ცალკე განხილვის თემა გახლავთ.

 

Linux თავდაპირველად შეიქმნა ინტელის 32-ბიტიანი x86-ბაზაზე შექმნილ 386 ან უფრო მძლავრ პროცესორებზე სამუშაოდ. ამჟამად Linux ასევე შემდეგი პლატფორმის მანქანებზეც მუშაობს: Compaq Alpha AXP, Sun SPARC, UltraSPARC, Motorola 680x0, PowerPC, PowerPC64, ARM, Hitachi SuperH, IBM S/390, MIPS, HP PA-RISC, Intel IA-64, DEC VAX, AMD x86-64, CRIS.

 

 

 

 

 

 

 

 

გამოყენება

 

 

 

 

Linux წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სამუშაო სადგურად, ასევე სერვერის პლატფორმად. დღესდღეობით Linux UNIX მაგვარი ოპერაციული სისტემების ღირსეული კლონია. Linux სრულყოფილი მრავალფუნქციონალური მრავალამოცანიანი ოპერაციული სისტემაა, რომელიც წარმატებით ართმევს თავს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მზარდ მოთხოვნილებებს. მასზე შესაძლებელია X Windows-ის გრაფიკულ გარემოში და console (ბრძანებათა სტრიქონში) მოხერხებული მუშაობა. Linux-ის მომხმარებელთათვის არსებობს თანამედროვე გრაფიკული და საოფისე პროგრამები, ასევე მათთვის ინტერნეტში სრულყოფილად სამუშაოდ უამრავი პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია ვებ-გვერდების დათვალიერება, ელექტრონული ფოსტის მიღება და გაგზავნა, IRC, ICQ, Yahoo Messenger, AOL Instant Messenger, MSN Messenger და სხვა პოპულარული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება.

 

არანაკლები რაოდენობით არსებობს პროგრამირებით დაინტერესებულ პირთათვის განკუთვნილი პროფესიონალური დონის გრაფიკული ინტერფეისიანი პროგრამული პროდუქტები. ამასთან პროგრამული უზრუნველყოფის სრული სპექტრი არსებობს Linux-ის როგორც ინტერნეტ, ბეჭდვით თუ ფაილ სერვერად გამოსაყენებლად. Linux-ისთვის არსებობს უმძლავრესი პროგრამული პროდუქტები მონაცემთა ბაზების შესაქმნელად, რომლის ნათელი მაგალითია კომპანია Oracle, რომელიც თავის პროდუქციას სხვა ოპერაციულ სისტემებთან ერთად ასევე Linux პლატფორმისათვის ქმნის.

 

ამჟამად Linux საკმაოდ დეტალურად არის დოკუმენტირებული, ასევე დოკუმენტირებულია Linux-ის ბაზაზე შექმნილი პროგრამები, ეს ინფორმაცია უფასოა და შესაბამის ინტერნეტ გვერდებზე არსებობს. Linux-ის პრინციპია: მომხმარებელს უფასოდ მიეწოდოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და პროდუქტი (პროგრამა), რაც ხელსაყრელი ალტერნატივაა მომხმარებლისთვის.

 

 

 

 

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 9 months later...
Linuxis safudzvlebze kiara unda getqva unixis safudzvlebze eg erti meorecerti linuxi araa marto kerneli anu kodebis krebuli hardwarestan mushaobitsvis mag kodebit bevrs verafers ver gaxdebi metia sachiro da kide linuxis swavla tu ginda maincdamainc CSS , HTML , PHP , MYSQL და ეხლა ვსწავლობ : Java , Ajax , C++ aqedan mtlad marto java gamogadgeba iisc arc ise didad xo kide c++ mara dzaan mcired linuxistvis unda iswavlo yvelace mshishvnelovani C programming language imito ro linuxis kerneli C zea dawerili da python umetesi app pythonzea dawerili ))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...