კონტენტზე გადახტომა


რატომ ყიდის ”საქართველოს ბანკი”-ს მენეჯმენტი აქციებს?


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 nino.t.    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 2 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 26 September 2012 - 11:30 AM


ლონდონის საფონდო ბირჟის მონაცემებით, ბოლო 6 თვეში, ”საქართველოს ბანკის” მაღალი რგოლის მენეჯერებმა მათ საკუთრებაში არსებული ბანკის 300 ათასზე მეტი აქცია გაყიდეს. გარიგებების საერთო ღირებულებამ 8 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეების და დეპარტამენტების ხელმძღვანელების მიერ გაყიდული ერთი აქციის ფასი საშუალოდ 10-11 ფუნტი სტერლინგის ფარგლებში მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ ივნისში, ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა მის ხელთ არსებული აქციების 40% (25-26 ივნისს 75-75 ათასი, მთლიანობაში 150 000) გაყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 3 მილიონ 871 ათასი ლარი შეადგინა. ამ ოპერაციების შედეგად მას 206 000 აქცია დარჩა.
”საქართველოს ბანკის” აქციები გაყიდეს სხვა მენეჯერებმაც, - ვასილ რევიშვილი (გენერალური დირექტორის მოადგილე აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის დარგში), სულხან გვალია (გენერალური დირექტორის მოადგილე რისკების დარგში), ავთო ნამიჩეიშვილი (გენერალური დირექტორის მოადგილე იურიდულ საკითხებში), არჩილ გაჩეჩილაძე (გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული საბანკო საქმიანობის დარგში), ირაკლი ბურდილაძე (გენერალური დირექტორის მოადგილე „სბ უძრავი ქონების“ მართვის საკითხებში), მურთაზ კიკორია (გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსების დარგში), მიხეილ გომართელი (გენერალური დირექტორის მოადგილე საცალო საბანკო საქმიანობის დარგში) და სხვებმა.
იხილეთ სრულად ცხრილი http://georgianbanks...=article&id=123





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი