კონტენტზე გადახტომა


ოლიმპიადა მსვლელობა , განხილვა


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 lasha_alo    ნიკის ჩასმა

    წინ !

  • სტუმარი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9735 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:დიდი დიღომი მგონი ჯორჯია
რეპუტაცია: 109
საუკეთესო

დაწერილია 28 July 2012 - 01:42 PM

აქ ვჭორაობთ(ვსაუბრობთ) ოლიმპიადის შესახებ .

ციტირება

ლონდონში XXX ოლიმპიური თამაშები სტრადფორდის ოლიმპიურ სტადიონზე შთამბეჭდავი შოუთი გაიხსნა. მისი რეჟისორი ოსკარის ლაურეატი დენი ბოილო იყო. ოლიმპიური ცეცხლი 7-მა ახალგაზრდა ათლეტმა ბრინჯაოს 205 ფურცლის დახმარებით აანთო. ფურცლების ოლიმპიადაში მონაწილე გუნდების სიმბოლოს წარმოადგენდა.
ბრინჯაოს ფურცლებმა წარმოქმნეს ფიალა, რომელშიც ცეცხლი ოლიმპიადის დასრულებამდე, ანუ 12 აგვისტომდე იქნება ანთებული. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 3 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა.
7 ახალგაზრდა ათლეტი, რომლებმაც ოლიმპიური ცეცხლი აანთეს, წარსულში ცნობილმა ბრიტანელმა სპორტსმენებმა შეარჩიეს.
"ლონდონი-2012" მთელ თაობას შთააგონებს", – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა სებასტიან კოუმ. ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია 1500 მეტრ დისტანციაზე სირბილში. კოუმ პირველი ოქროს მედალი 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე მოიპოვა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების 104-წლიანი ისტორიის მანძილზე, ოლიმპიადას ლონდონი მესამეჯერ მასპინძლობს. მან აღნიშნა, რომ "ლონდონი 2012"-ის ორგანიზატორებმა მომზადების 7-წლიან პერიოდში საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწიათ.
"ოლიმპიადების ისტორიაში პირველად, ყველა დელეგაციაში არიან ქალი სპორტსმენები, რაც სქესთა შორის თანასწორობაზე მიუთითებს. მე ვულოცავ ყველა სპორტსმენს, რომლებმაც დაიმსახურეს უფლება, ოლიმპიადაზე წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნები. ნებისყოფა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მედლები. უარი თქვით დოპინგზე და გახდით მიბაძვის მაგალითი", - მოუწოდა როგემ სპორტსმენებს.
ლონდონის დროით 00:18 საათზე დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოლიმპიადა გახსნილად გამოაცხადა.
არენაზე ოლიმპიური დროშის გამომტანებს შორის იყვნენ გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი, ადამიანის უფლებათა დამცველი სამი ჩაკრაბარტი და ისრაელელი დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი. ამასთან, არენაზე გავიდა და ოლიმპიურ დროშას შეეხო ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი, რომელიც პარკინსონის ავადმყოფობითაა დაავადებული.
ოლიმპიადის გახსნას სტადიონზე 80 ათასი ადამიანი ესწრებოდა. სავარაუდოდ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით ცერემონიალს 4 მილიარდმა ადამიანმა უყურა. შოუში მონაწილეობა 10 000 მოხალისემ მიიღო და ღონისძიებაზე სულ 27 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა.
დენი ბოილოს დადგმულ შოუში მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც არიან მსახიობი როლენს ატკინსონი, მწერალმა ჯოან როულინგმა, მსოფლიო ქსელის გამომგონებელმა ტიმ ბერნერს ლიმ და მომღერალმა პოლ მაკარტნიმ.
ასევე, მსახიობმა კენეტ ბრანამ წაიკითხა ნაწყვეტი ნაწარმოებიდან "ქარიშხალი". აჩვენეს ვიდეორგოლი "ჯეიმს ბონდიდან" მსახიობ დანიელ კრაიგის მონაწილეობით. სცენარის მიხედვით, ჯეიმს ბონდი ბუკინგემის სასახლეში დედოფლის წამოსაყვანად მივიდა და შემდეგ ოლიმპიური სტადიონის მიმართულებით გამოფრინდა. ამ დროს სტადიონზე გამოჩნდა თვითმფრინავი, რომლიდანაც დედოფლის მსგავსი ქალი პარაშუტით გადმოხტა. იმავე დროს, სტადიონის დედოფლის ლოჟაში გამოჩნდა ნამდვილი მონარქი ელისაბედ მეროე მეუღლესთან, ედინბურგის ჰერცოგ ფილიპთან და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟაკ როგესთან ერთად.
ეკრანზე ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდა კადრები, რომლებიც ასახავდნენ ლონდონში 1908 და 1948 წლებში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებს.
ოლიმპიელთა მონაწილეობით სპორტსმენთა ტრადიციული აღლუმი საბერძნეთის წარმომადგენლებმა გახსნეს. აღლუმის კულმინაცია გახლდათ სტადიონზე თეთრ-ოქროსფერ ტანისამოსში გამოწყობილი მასპინძელი ქვეყნის სპორტსმენების გამოჩენა. ბრიტანეთის გუნდს ქვეყნის დროშით მიუძღვოდა ოლიმპიადის ოთხგზის ჩემპიონი, ველომრბოლელი კრის ხოი.
ბრიტანელთა ნაკრების არენაზე გამოჩენისას სტრატფორდის სტადიონზე 7 მილიარდი ფურცელი აფრიალდა, რამდენი ადამიანიც დღევანდელ მსოფლიოში ცხოვრობს.






1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი