კონტენტზე გადახტომა


tabula.ge: თანამედროვე ბაბილონი ოლიმპიადის მოლოდინში



  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 planetanews    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 43302 წერილები:
რეპუტაცია: 5
პოზიტიური

დაწერილია 24 July 2012 - 11:39 AM

##image#10120#1#თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ბი­ლო­ნი, რო­გორც მას პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი ბენ­ჯა­მინ დიზ­რა­ე­ლი უწო­დებ­და, სულ მა­ლე ოლიმ­პი­ურ ქა­ლა­ქად იქ­ცე­ვა, უკ­ვე მე­სა­მედ. ოღონდ ამ­ჯე­რად, მოვ­ლე­ნის მას­პინ­ძე­ლი მხო­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქია და არა მთე­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო. ელი­სა­ბედ მე­ო­რის კო­რო­ნა­ცი­ის 60 წლის­თა­ვი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი, სა­უც­ხო­ოდ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ, ეს მიმ­დი­ნა­რე წლის მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა.
პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­და ბრი­ტა­ნეთ­ში 1904 წელს ჩა­ტარ­და, ხო­ლო მომ­დევ­ნო – 1948 წელს. ომის­შემ­დგომ თა­მა­შებ­ზე იმ­დე­ნად მწი­რი ბი­უ­ჯე­ტი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, რომ სპორ­ტსმე­ნე­ბი მშივ­რე­ბი ას­პა­რე­ზობ­დნენ. ალ­ბათ, ამ მი­ზე­ზის გა­მოც არ უნ­და გაგ­ვიკ­ვირ­დეს ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა მონ­დო­მე­ბა, რომ წლე­ვან­დელ­მა მოვ­ლე­ნამ უნაკ­ლოდ ჩა­ი­ა­როს. თუმ­ცა, ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ეს ლონ­დო­ნის­თვის ზედ­მე­ტი ტვირ­თია – “ოლიმ­პი­ა­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. მაგ­რამ იმ ქა­ლა­ქებს, რომ­ლებ­საც რუ­კა­ზე თა­ვი­ან­თი ად­გი­ლი დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი აქვთ, მი­სი მას­პინ­ძლო­ბა არა­ფერს აძ­ლევთ”, – ამ­ბობს ნიუ იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ურ­ბა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის პრო­ფე­სო­რი, მიტ­ჩელ მო­სი.
ლონ­დო­ნი კი მსოფ­ლი­ოს ფი­ნან­სუ­რი ცენ­ტრია – ბევ­რად მე­ტი, ვიდ­რე ად­გი­ლი რუ­კა­ზე.
მის­მა აღ­მას­ვლამ პიკს დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას დროს მი­აღ­წია. ინ­დუს­ტრი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის ეპო­ქა­ში, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დი­დი იმ­პე­რი­ის დე­და­ქა­ლაქ­მა არ­ნა­ხუ­ლი წინ­სვლა გა­ნი­ცა­და – კო­ლო­ნი­ე­ბი­დან მო­დი­ო­და ნედ­ლე­უ­ლი, ხო­ლო იმ­პე­რი­ის დე­და­ქა­ლა­ქი­დან გა­დი­ო­და პრო­დუქ­ცია. იზ­რდე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბაც. სულ რა­ღაც 100 წე­ლი­წად­ში, 1800-დან 1900 წლამ­დე, ლონ­დო­ნის მცხოვ­რებ­თა რიც­ხვი ექ­ვსჯერ გა­ი­ზარ­და და ექვს მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, რა­მაც თა­ვის მხრივ სამ­შე­ნებ­ლო ბუ­მი წარ­მოქ­მნა. ამ პრო­ცესს 23 ეკ­ლე­სია შე­ე­წი­რა, აქე­დან 18 სერ კრის­ტო­ფერ რე­ნის აშე­ნე­ბუ­ლი იყო, იმ არ­ქი­ტექ­ტო­რის, ვინც სენტ პო­ლის ცნო­ბი­ლი კა­თედ­რა­ლი აა­გო ლონ­დონ­ში. ვიქ­ტო­რი­ას ქვე­შევ­რდო­მებს, რო­გორც ჩანს, სა­კუ­თა­რი ეპო­ქის დი­დე­ბის გან­ცდა, წარ­სუ­ლის ##image#10122#2#საკ­რა­ლუ­რი ძეგ­ლე­ბის გაფ­რთხი­ლე­ბის სურ­ვილს არ აღუძ­რავ­და. ქა­ლა­ქის სახ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა დღე­საც ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი ეპო­ქი­საა. მის იერ­სა­ხეს და­რა­ჯად პრინ­ცი ჩარ­ლზი უდ­გას – დე­დოფ­ლის ვა­ჟი თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რას არ სწყა­ლობს და მო­დერ­ნულ შე­ნო­ბებს “საყ­ვა­რე­ლი მე­გობ­რის სა­ხე­ზე ამო­სულ კარ­ბუნ­კუ­ლებს” უწო­დებს.
მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ იმ­პე­რია და­ი­შა­ლა. ბრი­ტა­ნეთ­მა ზე­სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუს­ზე უა­რი თქვა სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის “აკ­ვნი­დან სა­მა­რემ­დე” კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ნაც­ვლოდ. იმ­პე­რი­ის დათ­მო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბრი­ტა­ნეთ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბით და ეკო­ნო­მი­კის ზედ­მე­ტი რე­გუ­ლი­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტვირ­თის ზიდ­ვა ვე­ღარ შეძ­ლო და ღრმა კრი­ზის­ში შე­ვი­და, რო­მელ­მაც პიკს 1970-იან წლებ­ში ##image#10121#2#მი­აღ­წია. ბუ­ნებ­რი­ვია, დაღ­მას­ვლამ არც ლონ­დონს აუ­ა­რა გვერ­დი – 1980 წლის­თვის ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა მე­ოთ­ხე­დით შემ­ცირ­და.
ამა­სო­ბა­ში გა­მოჩ­ნდა მარ­გა­რეტ თეტ­ჩე­რი, რო­მელ­მაც ჯერ მარ­ტი­ვად ახ­სნა რა­ში მდგო­მა­რე­ობს სო­ცი­ა­ლიზ­მის პრობ­ლე­მა – “ად­რე თუ გვი­ან სხვი­სი ფუ­ლი თავ­დე­ბა”, ამის შემ­დეგ კი ეკო­ნო­მი­კის დე­რე­გუ­ლი­რე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბა და სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა და­იწ­ყო.
ლი­ბე­რა­ლურ­მა პო­ლი­ტი­კამ ლონ­დონს მსოფ­ლი­ოს ფი­ნან­სუ­რი ცენ­ტრის სტა­ტუ­სი და­უბ­რუ­ნა. ის უკ­ვე მე­ოთ­ხე­დი სა­უ­კუ­ნეა დი­ნა­მი­კუ­რად ვი­თარ­დე­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით ნიუ იორ­კთან ერ­თად ლი­დე­რობს. თუმ­ცა, ამ უკა­ნას­კნე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ლონ­დო­ნი უფ­რო იო­ლად იზი­დავს უც­ხო­ურ კა­პი­ტალს, იმ მი­ზე­ზით, რომ ნაკ­ლე­ბად ეძი­ე­ბა მის წარ­მო­მავ­ლო­ბას და ამის გა­მო, ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ კი­დეც.
მდიდ­რე­ბის მიგ­რა­ცი­ის შე­დე­გია ნა­წი­ლობ­რივ ის, რომ ამ ქა­ლაქ­ში ერ­თი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ძვი­რი ღირს, თუ არ ჩავ­თვლით მო­ნა­კოს.
ილუს­ტრა­ცი­ის­თვის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს 3 ყვე­ლა­ზე მდი­და­რი მო­ქა­ლა­ქი­დან, არ­ცერ­თი და­ბა­დე­ბუ­ლა ბრი­ტა­ნეთ­ში, მით უმე­ტეს ლონ­დონ­ში – ლაკ­შმი მი­ტა­ლი ინ­დო­ე­ლია, ალი­შერ უს­მა­ნო­ვი – უზ­ბე­კი, რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩი – რუ­სი. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბრი­ტა­ნე­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მდი­და­რი – ვეს­ტმინ­სტე­რის ჰერ­ცო­გი მეშ­ვი­დე ად­გილ­ზეა.
სხვა­თა შო­რის, ლაკ­შმი მი­ტა­ლის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია ანიშ კა­პუ­რის მი­ერ ლონ­დო­ნის თა­მა­შე­ბის­თვის შექ­მნი­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კოშ­კი. 115 მეტ­რი სი­მაღ­ლის სკულ­პტუ­რა ოლიმ­პი­ურ პარ­კთან და­იდ­გა ქა­ლა­ქის მე­რის, ბო­რის ##image#10119#1#ჯონ­სო­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით და იქ­ვე დარ­ჩე­ბა ოც­და­მე­ა­თე ოლიმ­პი­ა­დის მო­სა­გონ­რად. კოშ­კზე ცხრა­მე­ტი მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი და­ი­ხარ­ჯა, აქე­დან თექ­ვსმე­ტი მი­ლი­ო­ნი ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა ბრი­ტა­ნელ­მა გა­ი­ღო, ხო­ლო სა­მი მი­ლი­ო­ნი ლონ­დო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დმა გა­და­ი­ხა­და.
ლონ­დო­ნის თა­მა­შე­ბის ბი­უ­ჯე­ტი უკ­ვე კარ­გა ხა­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ის სა­გა­ნია. თუმ­ცა ეს არა­ვის უნ­და გა­უკ­ვირ­დეს – კა­მა­თი ოლიმ­პი­ა­დის ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ, ცალ­კე სა­ხე­ო­ბის სპორ­ტად ით­ვლე­ბა ყველ­გან, სა­დაც ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. გარ­და იმ ქვეყ­ნე­ბი­სა, რო­მელ­თა მთავ­რო­ბაც ინ­ფორ­მა­ცი­ას ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ არ ასა­ჯა­რო­ებს – მა­გა­ლი­თად, ჩი­ნე­თი.
სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­მა 2005 წელს ლონ­დო­ნის თა­მა­შე­ბის ბი­უ­ჯე­ტი 2.4 მი­ლი­არ­დი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გით გან­საზ­ღვრა. თუმ­ცა შემ­დეგ ეს თან­ხა გა­ი­ზარ­და და დღეს სა­ხელ­მწი­ფოს 9.3 მი­ლი­არ­დი აქვს გა­მო­ყო­ფი­ლი. არ წყდე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი ფა­რუ­ლი ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ. წლის და­საწ­ყის­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა Sky Sport-ის ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ბო­ლოო ბი­უ­ჯე­ტი რე­ა­ლუ­რად 24 მი­ლი­არდ გირ­ვან­ქა სტერ­ლინგს გა­უ­ტოლ­დე­ბო­და.
“ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი ცა­რი­ე­ლი ჩე­კის ხელ­მო­წე­რა­სა­ვი­თაა”, ამ­ბობს CBS-თან სა­უ­ბარ­ში ოქ­სფორ­დის პრო­ფე­სო­რი ბენტ ფლივ­ბერ­გი, ერთ-ერ­თი ავ­ტო­რი კვლე­ვი­სა, რო­მე­ლიც ას­კვნის, რომ ლონ­დო­ნის ##image#10124#0#ოლიმ­პი­ა­და­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ­ზე 101%-ით მე­ტი ფუ­ლი და­ი­ხარ­ჯა.
ამ კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძე­ლი ქვე­ყა­ნა და­გეგ­მი­ლის სა­შუ­ა­ლოდ 170%-ს ხარ­ჯავს, რო­გორც წე­სი. თუმ­ცა, მა­გა­ლი­თად, მონ­რე­ა­ლის თა­მა­შე­ბი 1976 წელს თა­ვი­დან გან­საზ­ღვრულ­ზე 7-ჯერ ძვი­რი დაჯ­და და ქა­ლა­ქი იმ­დრო­ინ­დე­ლი ვა­ლე­ბი­დან ახ­ლა­ხან ამოძ­ვრა. კვლე­ვა მი­მო­ი­ხი­ლავს ათე­ნის მა­გა­ლით­საც, სა­დაც 2004 წლის ოლიმ­პი­ა­დის დროს აშე­ნე­ბულ ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რას ჟან­გი ჭამს და დღეს იმა­ზე ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი ღირს, ვიდ­რე აშე­ნე­ბას დას­ჭირ­და.
რო­გორც ბრი­ტა­ნე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა: “ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე კა­მა­თი­სას ორი პო­ზი­ცია შე­იძ­ლე­ბა და­ი­კა­ვო. შე­გიძ­ლია თქვა, რომ ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რის დროა და რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი უნ­და დავ­ხარ­ჯოთ. ან გა­დაწ­ყვი­ტო, რომ ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რის დროა, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ვა­კე­თოთ, რომ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვათ”.
ისი­ნი, ვინც პირ­ველ პო­ზი­ცი­ა­ზეა, ფიქ­რო­ბენ, რომ პრეს­ტი­ჟუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძლო­ბით ნაკ­ვე­ბი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბით გან­პი­რო­ბე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ გა­ა­ნე­ლებს. სხვე­ბი თვლი­ან, რომ ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ხარ­ჯუ­ლი გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის ფუ­ლი მას­ვე და­უბ­რუნ­დე­ბა და შე­დე­გე­ბის­კენ უთი­თე­ბენ – ბრი­ტა­ნეთ­ში ბო­ლო სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უმუ­შევ­რო­ბა 0.1 პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­და, 65 000 ადა­მი­ა­ნი და­საქ­მდა, აქე­დან 61 000 ლონ­დონ­ში, რაც აშ­კა­რად თა­მა­შებს უკავ­შირ­დე­ბა. თუმ­ცა ცხა­დია, ეს ნა­წი­ლობ­რივ დრო­ე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რე­ბია.
ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა ტრან­სპორ­ტია. ეს უკა­ნას­კნე­ლი ყვე­ლა­ზე სუსტ რგო­ლად შე­ა­ფა­სა ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­სი­ამ 2005 წელს, წი­ნა­და­დე­ბის გან­ხილ­ვის დროს. ლონ­დო­ნის მერ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ გა­აფ­რთხი­ლა კი­დეც და მოთ­მი­ნე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.
პირ­ვე­ლი ინ­ცი­დენ­ტი უკ­ვე მოხ­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამე­რი­კე­ლი და ავ­სტრა­ლი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი და­ი­კარ­გა და ოლიმ­პი­ურ სო­ფელს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ აგ­ნებ­და – და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მძღო­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ლონ­დო­ნი­დან არაა და გზის გაკ­ვლე­ვა უჭირს. ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო სპორ­ტსმე­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოთ­ქვამ­დნენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას.
ამას ემა­ტე­ბა ტუ­რის­ტე­ბის მოზ­ღვა­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უსაშ­ვე­ლო სა­ცო­ბე­ბი და ლონ­დო­ნე­ლი ტაქ­სის­ტე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იმით, რომ ოლიმ­პი­ა­დის­თვის მოწ­ყო­ბილ გზის სექ­ცი­ებ­ზე მხო­ლოდ იმ ავ­ტო­ბუ­სებს და მან­ქა­ნებს უშ­ვე­ბენ, ვინც სპორ­ტსმე­ნებს და VIP სტუმ­რებს გა­და­ა­ად­გი­ლებს. სხვე­ბის­თვის კი მა­ღა­ლი ჯა­რი­მე­ბია და­წე­სე­ბუ­ლი.
არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა უსაფ­რთხო­ე­ბა.
“ბე­დი მქო­ნია, ბრი­ტა­ნე­თის მხარ­და­სა­ჭე­რად ხტუნ­ვის გან­წყო­ბა რომ არ მაქვს, იმი­ტომ რომ ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის დროს ლონ­დონ­ში დარ­ჩე­ნა ამიკ­რძა­ლეს. პო­ლი­ცი­ამ და პრო­ბა­ცი­ის სამ­სა­ხურ­მა გა­დაწ­ყვი­ტეს, რომ საფ­რთხეს წარ­მო­ვად­გენ. ეს ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, თუ რო­გორ აფა­სე­ბენ ისი­ნი ბრი­ტა­ნე­თის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს”, – გა­ნაც­ხა­და Pink Floyd-ის ლე­გენ­და­რუ­ლი გი­ტა­რის­ტის, მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რი დე­ვიდ გილ­მო­რის ვაჟ­მა ჩარ­ლი გილ­მორ­მა ცი­ხი­დან გა­მოს­ვლი­სას თვის და­საწ­ყის­ში. კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი შარ­შან­დელ პრო­ტეს­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და გა­სულ ივ­ლისს და­ა­პა­ტიმ­რეს, რო­დე­საც LSD-ს, ვის­კის და ვა­ლი­უ­მის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ კე­ნო­ტაფ­ზე აძ­ვრა და დრო­შას ჩა­მო­ე­კი­და.
რო­გორც ჩანს, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი შარ­შან­დე­ლი პრო­ტეს­ტის გან­მე­ო­რე­ბას უფ­რთხი­ან. მით უმე­ტეს, რომ მი­ლი­არ­დო­ბით გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი, რაც ოლიმ­პი­ა­და­ზე ბი­უ­ჯე­ტი­დან იხარ­ჯე­ბა, “მე­ამ­ბო­ხე­ებს” სულ სხვა მი­სა­მარ­თზე სურ­დათ გა­ეშ­ვათ.
##image#10123#1#თუმ­ცა მთა­ვა­რი საფ­რთხე მა­ინც ტე­რო­რიზ­მია.
1972 წლის მი­უნ­ხე­ნის ოლიმ­პი­ა­და თვალ­ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რა მას­შტა­ბის ტრა­გე­დი­ით შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ყუ­რად­ღე­ბის მო­დუ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მით უმე­ტეს, რომ დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, ამე­რი­კას­თან ერ­თად, უკ­ვე წლე­ბია ტე­რო­რის­ტე­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნეა.
შე­სა­ბა­მი­სად, გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ უნ­და იყოს ის აჟი­ო­ტა­ჟი, რაც უსაფ­რთხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ის, G4S-ის დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია – ბა­ტო­ნი ნიკ ბაკ­ლი ოლიმ­პი­ა­დის დაწ­ყე­ბამ­დე ორი კვი­რით ად­რე გა­მოტ­ყდა, რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა ვერ მო­აგ­რო­ვა.
სა­კით­ხის გა­და­საჭ­რე­ლად, და­მა­ტე­ბით 3500 ბრი­ტა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. მათ შო­რის არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და ავ­ღა­ნე­თი­დან. სულ, ოლიმ­პი­ა­დას 17000 სამ­ხედ­რო და­ი­ცავს.
Washington Post-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში ჯერ კი­დევ გა­სულ წელს ამ­ბობ­დნენ, რომ ლონ­დო­ნის თა­მა­შე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად საკ­მა­რი­სი პერ­სო­ნა­ლის მოგ­რო­ვე­ბა შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მა გამ­ხდა­რი­ყო. იგი­ვე გა­მო­ცე­მა, ანო­ნი­მურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა ბი­უ­რომ (FBI) ათე­უ­ლო­ბით აგენ­ტი გა­აგ­ზავ­ნა ლონ­დონ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ოდ.
ბრი­ტა­ნე­თის კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­სა და დაზ­ვერ­ვის უწ­ყე­ბებ­მა (MI5, MI6) მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ა­ჯე­რეს და ხუთ­ბა­ლი­ან შკა­ლა­ზე ტე­რო­რიზ­მის სა­შიშ­რო­ე­ბა 3 ბა­ლით შე­ა­ფა­სეს. ეს უფ­რო და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ვიდ­რე გა­სუ­ლი 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო. თუმ­ცა, არა­ვის ავიწ­ყდე­ბა ტრა­გე­დია, რაც 2005 წლის ივ­ლის­ში დატ­რი­ალ­და – წლე­ვან­დე­ლი ოლიმ­პი­ა­დის მას­პინ­ძლად ლონ­დო­ნის გა­მოც­ხა­დე­ბი­დან მე­ო­რე დღეს ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის სე­რი­ამ 56 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.
ამით აიხ­სნე­ბა ის ფაქ­ტი, რომ სამ­ხრეთ ლონ­დონ­ში გა­შე­ნე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი პარ­კი გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას ჰგავს. 14 ივ­ლი­სი­დან სა­მე­ფო სა­ჰა­ე­რო და სახ­მე­ლე­თო ძა­ლებ­მა დე­და­ქა­ლა­ქის გარ­შე­მო 45-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ზო­ნის კონ­ტრო­ლი და­იწ­ყეს. კო­მერ­ცი­უ­ლი ავი­ა­რე­ი­სე­ბის გარ­და, ქა­ლა­ქის თავ­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­დაფ­რე­ნა აიკ­რძა­ლა. დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი ირო­ნი­ით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ასე­თი მო­ბი­ლი­ზა­ცია ბრი­ტა­ნეთს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ არ გა­მო­უც­ხა­დე­ბია.


View the full article





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი