კონტენტზე გადახტომა


პენსია და ხელფასი


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
1 reply to this topic

#1 sulaaa    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 2 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 13 July 2012 - 04:57 PM

გამარჯობათ, მაინტერესებს თუ შეიძლება მაღალმთიანი რეგიონის ბიბლიოთეკარმა აიღოს ერთად პენსია და ხელფასი. თუ არ მცდები 2009 წელს იყო კანონპროექტი რომლის მიხედვითაც შეეძლო. მადლობა

#2 newstudio    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • ადმინისტრატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17743 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 127
საუკეთესო

დაწერილია 20 November 2012 - 02:46 PM

sulaaa

გამოხმაურების ნახვაsulaaaს ციტატა(დაპოსტვის დრო 13 July 2012 - 04:57 PM):

გამარჯობათ, მაინტერესებს თუ შეიძლება მაღალმთიანი რეგიონის ბიბლიოთეკარმა აიღოს ერთად პენსია და ხელფასი. თუ არ მცდები 2009 წელს იყო კანონპროექტი რომლის მიხედვითაც შეეძლო. მადლობა

ეგ არ ვიცი, მაგრამ ეს სასიხარულო ინფოა ნამდვილად


,,2013 წლიდან რეგრესის პენსიების დარიგება დაიწყება. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხა უკვე გათვალისწინებულია. ამ ეტაპზე, მსჯელობენ იმაზე, რეგრესის პენსიების დავალიანების გასტუმრება, რომელიც 13,2 მილიონ ლარს აღწევს, ეტაპობრივად მოხდეს თუ ერთიანად. გარდა ამისა, ახალი მთავრობა მუშაობს რეგრესის პენსიის აღდგენაზე.
2007 წელს მთავრობის ბრძანების საფუძველზე ამგვარი ტიპის პენსია საერთოდ გაუქმდა. ამ გადაწყვეტილების ინიციატორად მაღაროების ახალი მფლობელები ძმები ბეჟუაშვილები მიიჩნეოდნენ, ანუ მთავრობამ ბეჟუაშვილებს რეგრესის პენსიების გადახდის ვალდებულება მოუხსნა და მრავალმილიონიანი დავალიანება სახელმწიფო ვალში გაწერა. ამ დროისთვის, სახელმწიფოს საწარმოებში ჯანმრთელობაშერყეული ადამიანების 13,2 მილიონი ლარი მართებს.
წინასაარჩევნოდ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ტყიბულელებს დაპირდა, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სამართლიანობის აღდგენა და რეგრესის პენსიების დავალიანების გასტუმრება იქნებოდა. გარდა ამისა, მაღაროელებს პრემიერი ივანიშვილიც შეპირდა, რომ რეგრესის პენსიების დავალიანების გასტუმრება აუცილებლად დაიწყებოდა“.

(,,რეზონანსი“№317(7248); ავტორი: მაკა ხარაზიშვილი)
2X2=4





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი