Jump to content
Planeta.Ge

არის ასრულდა ოცნება:National Geographic - ოქტომბრიდან საქართველოში


Recommended Posts

http://www.media.ge/stories/nationalgeographiciokto

 

ოქტომბრიდან ამერიკული ჟურნალი National Geographic-ი საქართველოშიც გამოიცემა და მკითხველს ანთროპოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, კლიმატური ცვლილებების შესახებ სამეცნიერო პოპულარულ ენაზე დაწერილი სტატიების კითხვა ქართულადაც შეეძლება.

National Geographic-ი ამერიკის “ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების” ოფიციალური გამოცემაა, რომლის მიზანიც ჩვენი პლანეტის შესახებ ცოდნის გავრცელებაა. ჟურნალი მკითხველს 125 წელია საინტერესოდ დაწერილ სტატიებს და უნიკალურ ვიზუალურ მასალას სთავაზობს. National Geographic-ი 50 ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა და მას 100 ზე მეტ ქვეყანაში კითხულობენ. დღემდე ჟურნალი 34 ენაზე გამოიცემოდა, წელს ამ რიცხვს ქართულიც შეემატება.

ჟურნალის ქართულად გამოცემის შესახებ მოლაპარაკებებს National Geographic-ის ცენტრალურ ოფისთან ვაშინგტონში კომპანიები “სილქ როუდ ჯგუფი” და “სილქ ნეტი” წელიწადნახევრის მანძილზე აწარმოებდნენ. შეთანხმებას 2012 წლის მაისში ამერიკის “ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების” აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა, ტერი ადამსონმა და პროექტის სპონსორმა "სილქროუდ ჯგუფის" პრეზიდენტმა, გიორგი რამიშვილმა მოაწერეს ხელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი ამბავია :)

კარგზე უკეთესია, სერიოზულ წინსვლად მიმაჩნია, მეცნიერულ ჟურნალისტიკის დონესაც აამაღლებს

 

იმედია კარგი თარგმანი ექნება +ქართული სტატიებიც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჟურნალის ღირებულება 7 ლარი იქნება. ხელმომწერებისთვის თანხა 6 ლარს, ხოლო “სილქნეტის” აბონენტებისთვის 5 ლარს შეადგენს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ძალიან კარგი

ხოლო “სილქნეტის” აბონენტებისთვის 5 ლარს შეადგენს.

მთლად გადასარევი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
მეც ვიყიდე. ერთი ნაკლი აქვს, სურათებია ძალიან ბევრი და შესაბამისად ინფორმაცია ტექსტის სახით - მცირე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკელი რედაქტორის გვერდი, ქარტვეი რედაქტორის გვერდი, განმარტებების გვერდი, ვიღაცეების მიმართვები ორ გვერდზე რეკლამები...

კი ძალიანაა გაბერილი

იმედია მომავალი ნომრები უფრო დაიხვეწება

მტავარია ხალხმა იყიდოს და არ დაიხუროს ეს გამოცემა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა, რას იტყვით. ღირს მართლა 7 ლარი თუ? სარკე პალიტრას სტატიები ხომ არ იჩითება მანდაც :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.nationalgeographic.ge/subss/6/

 

შეგიძლიათ ვინმეს ერთი საინტერესო სტატია დაასკანეროტ ან ფოტო გადაუღოთ და აქ დადოთ?

, მაინტერსებს რა სტილშია დაწერილი და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...