Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

GODSMACK

 

http://img167.imageshack.us/img167/5435/godsmacklogoyc5.jpg

 

შემადგენლობა:

 

Sully Erna - Vocals, Rhythm Guitars.

Robbie Merrill - Bass, Backing Vocals.

Tony Rombola - Lead Guitars, Backing Vocals.

Shannon Larkin - Drums.

 

ოფიციალური საიტი: http://www.godsmack.com

ჯგუფი ჩამოყალიბდა: 1995

ქვეყანა: აშშ

ქალაქი: ბოსტონი

სტილი: Alternative Metal / Hard Rock

ზედმეტი სახელი: Junior Metallica

 

დისკოგრაფია:

 

1. All Wound Up (1996) - 1998-ში, თავიდან ჩაიწერა ეს ალბომი და დაერქვა "Godsmack" რომელიც ითვლება ჯგუფის პირველ ალბომად.

2. Awake (2000)

3. Faceless (2003)

4. The Other Side [EP] (2004)

5. Godsmack IV (2006)

 

http://img180.imageshack.us/img180/443/godsmacknk9.jpg

 

ბიოგრაფია:

 

1995 წელს დრამერმა Sully Erna-მ გადაწყვიტა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელსაც უკვე 23 წელია დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. დრო გავიდა სანამ Erna მიხვდა რომ ჯგუფის ხელმძღვანელი და დიზაინერიც თვითონ უნდა გამხდარიყო.

ჯგუფის ჩამოყალიბების პირველივე წელს შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. Sully Erna, Robbie Merrill და Tony Rombola-მ იპოვეს ხმისჩამწერი სტუდია და ჩაწერეს პირველი CD სახელწოდებით ALL WOUND UP. მათ ეს მხოლოდ რაღაც საცოდავი 600 დოლარისთვის, ერთ კვირაში გააკეთეს.

 

შემდეგი ორი წელი ჯგუფი ბოსტონში და მიმდებარე ქალაქებში გამოდიოდა დრამერ Joe Darco-თან ერთად. ნელნელა შემოსავალიც იზრდებოდა და დამწყები ჯგუფიც ნელნელა სერიოზულ ჯგუფად ყალიბდებოდა. თანდათან ცოცხალი შესრულებების არეა გაიზარდა, ჯგუფი უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში იყო სასურველი. მათი CD გახდა პოპულარული და მოხვდა WAAF-ის ერთერთი dj-ს ხელში, ბოსტონის ერთერთ რადიოსადგურზე. სინგლმა "Keep Away" სწრაფად დაიკავა #1 ადგილი, რის შემდეგაც Newbury Comics-მა გადაწყვიტა cd-ს ოფიციალურად გაყიდვა და ჯგუფის დატვირთვაც გაიზარდა. "KEEP AWAY"-ს გაჰიტების შემდეგ ჯგუფი დაბრუნდა სტუდიაში და ჩაწერა სინგლი "Whatever", რომელიც WAAF-ის ახალი ფავიროტი სინგლი გახდა.

 

ამის შემდეგ ჯგუფის ალბომის გაყიდვამ სასწაულად მოიმატა, კვირაში ასობით დისკი იყიდებოდა და მალე გადააჭარბა 1000 cd-ს კვირაში და ყველაზე გაყიდვადი გახდა. ასე გრძელდებოდა 1998 წლამდე. Joe Darco მალე შეცვალეს Tommy Stewart-ით, ALL WOUND UP გადააკეთეს და ამიერიდან სხვა ვერსიით ისმინებოდა. 6 კვირის შემდეგ გამოვიდა ახალი GODSMACK-ის პირველი ალბომი GODSMACK.

 

ამის შემდეგ დაიწყო თავბრუდამხვევი "The Voodoo Tour", სადაც ჯგუფიც იღებდა მონაწილეობას. ძლიერმა ცოცხალმა შესრულების დონემ და გაყიდვადმა ალბომმა საშუალება მისცეს ჯგუფს 1999 და 2000 წლებში Ozzfest-ზე და 1999 წელს woodstock-ზე გამოსვლისა. ასევე 2000 წელს ჯგუფს black sabbath-თან ერთად ქონდა ტურნე. 2000 წელს გამოვიდა ჯგუფის მეორე ალბომი AWAKE, რომელმაც 2000-2001 წლებში ყველა რეკორდი მოხსნა რადიოსადგურებში და ჯგუფი წარდგენილი იყო გრემის პირველ ნომინაციაზე სინგლით "Vampires". ასევე ამ ალბომით ჯგუფმა ჩაატარა ტურმე სადაც ფანებს უამრავი ცეცხლით და ძლიერი ცოცხალი შესრულებით ხვდებოდა.

 

2002 წელს "I Stand Alone" გახდა ყველაზე მოთხოვნილებადი სიმღერა, 14 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ ჯგუფმა დასვენება გადაწყვიტა. შესვენების დროს Shannon Larkin-მა რომელსაც sully-სთან 15 წლიანი მეგობრობა აკავშირებდა და უკრავდა ჯგუფებში როგორიცაა Wrathchild America, AMEN და Ugly Kid Joe, შეცვალა Tommy Stewart ჯგუფში. მესამე ალბომი FACELESS 2003 წელს გამოვიდა და გახდა #1 გაყიდვადი ალბომი მთელ ამერიკაში პირველივე კვირას. ამ ალბომმა მოუტანა ჯგუფს კიდევ ორი გრემი სინგლისათვის I Stand Alone, 23 თვიანი ტურნე და კიდევ ერთი 11 თვიანი ტურნე მეტალის მეფეებთან METALLICA-სთან ერთად.

2004 წელში გამოვიდა პირველი აკუსტიკური ალბომი THE OTHER SIDE, სადაც შევიდა შეცვლილი ვერსიები სინგლებისა "Keep Away", "Re-Align" და ასევე შეცვლილი "Awake".

 

ჯგუფი აგრძელებს მეტალიკასთან ერთად გამოსვალ და ასრულებს ასევე აკუსტიკურ ვერსიებს ძველი სიმღერებისა. 2004 წელს ჯგუფს ქონდა შესანიშნავ გამოსვლა HARD ROCK CAFE-ში, (Orlando Florida). ჯგუფმა შეასრულა ძველი სიმღერები და ასევე ძველი სიმღერების განახლებული ვერსიები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 75
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

I Stand Alone - Live At Hard Rock

 

აი ეს ნახეთ, უმაგრესი დრამ სოლო იდება ბოლოს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Voodoo-ს კლიპი არ გაქ? მე მქონდა და სად გაქრა აზრზე არ ვარ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Voodoo-ს კლიპი არ გაქ? მე მქონდა და სად გაქრა აზრზე არ ვარ.

მაქვს კი აგიტვირთავ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Head

კლიპი ვერ ვიპოვე... იუთუბის ლინკს მოგცემ მერე...

 

Serenity

 

ეს ერთ ერთი უძლიერესი სიმღერის კლიპი... იუთუბის ლინკია ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მგონია ვინმეს ჩემზე მეტი მასალა გქონდეთ ამ ჯგუფის...

ყველა ალბომი, ყველა კლიპი და ვიდეო, უამრავი სურათი და 2 ლაივი...

ბეჰეჰეჰე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მგონია ვინმეს ჩემზე მეტი მასალა გქონდეთ ამ ჯგუფის...

ყველა ალბომი, ყველა კლიპი და ვიდეო, უამრავი სურათი და 2 ლაივი...

ბეჰეჰეჰე...

კარგია რომ გაქვს

 

Godsmack-ს ხომ არ ამიტვირთავდი? :):

ალბომს იასნა :):

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეხლა ვტვირთავ ჩემს FTP-ზე ალბომს Godsmack, ვუდუს კლიპს და კიდევ ერთ კაი ვეშს, იუდას პრისტის ტრიბიუტს...

დაგევასებათ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

LINK

აი გადსმექის გადსმექი...

მარა აი ის ჯვერბი მოაშორეთ რა პირველ პოსტში...

არ უხდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

LINK

აი გადსმექის გადსმექი...

მარა აი ის ჯვერბი მოაშორეთ რა პირველ პოსტში...

არ უხდება...

კარგი :D ჯვრებთან დაკავშირებული თხოვნა გავითვალისწინე და წავშალე :))

 

 

ალბომისთვის მადლობა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...