კონტენტზე გადახტომა


თანამედროვე პოეზია


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
24 პასუხი თემაში

#16 one    ნიკის ჩასმა

    White Summer

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1484 წერილები:
  • Location:На Крыше
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 13 August 2008 - 11:28 PM

ზურა რთველიაშვილი პოეტი და მულტიმედია არტისტი
დაიბადა 1967 წელს ქალაქ ყარაგანდაში
გამოცემული აქვს ლექსების კრებულები

ირექცია (1995)
აპოკრიფი (მგონი 2001)
ანარქი (2005)

მე ვარ ვენახი

ყური დამიგდე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ
მჩატე სხეულზე
ენისელი ვარ, რქაწითელი და კარდენახი,
ყურძნის ტევრი ვარ,
საწნახელში გამომწყვდეული.
კარგად შემხედე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ზვრები გავცურე, რომ
დამედგა თავზე გვირგვინი.
სტროფებს ვაფეთქებ, როგორც
ნაღმებს ვისვრი ხელაღმა!
არ სცდება მიზანს
ცეცხლოვანი ჩემი სიტყვები.
ყური დამიგდე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ
მჩატე სხეულზე.
სისხლივით მძიმე საფერავი და კარდენახი -
ყუძნის ღმერთი ვარ,
საწნახელში გამომწყვდეული...
Music is everybody's possession. It's only publishers who think that people own it
~ John Lennon

#17 George    ნიკის ჩასმა

    Beautiful Girls We Are

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 175 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:Home Sweet Home
  • Interests:...
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 14 August 2008 - 02:37 AM

one
საღოლ! მე უნდა ამეკრიფა ესენი :)

ციტირება

ანარქი
ჩემი სამაგიდო წიგნია :rolleyes:

#18 flash    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 52 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 20 April 2010 - 11:57 PM

ჩემი ნენე

დედაშენი რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე მჭადზე აცვამს ჯვარებს.
დედაშენი შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე ჩადრში მალავს ხატებს.
დედაშენი მერსედესით დადის და
ჩემი ნენე მიუძღვება გუთანს.
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.
თქვენთან როცა რიჯრაჯია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლით დგანან,
ბილბორდები გიშრიალებთ ქარში,
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.
დედაშენის ვარცხნილობა_ კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს.
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს.
ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.
დედაშენი ეშმაკის გზავ იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი 12 აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.
ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი ქართველ ქალის სახე,
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს.

როი
სიბერით არ იზომება დრო!


"მძულს , რომ შენით არ ვიღლები,
ისე არა მიშავს..."



"ვის გაუგია ივლისში თოვა
მაგრამ თუ მთხოვე,მე თოვლად მოვალ..."

#19 amnezia    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 4 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 26 September 2010 - 01:37 PM

სადმე მიპოვე შენს ოთახში
ჩუმად,ალერსით.
იქნებ კედელზე გაელვებად
გადავიარე.
იქნებ მთვaრე ვარ
ვარსკვლავებში ამონალესი,
იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი
სუსტი ნიავი.
კარგად მოძებნე ჩემი თავი
ყველა საგანში,
იქნებ სარკეში დამინახო,
იქნებ თაროზე
და კოცნის გემო მოგივიდეს,
იქნებ მადაში,
თვალებს ფერები გამოსტაცო
საავგაროზე.
მთელი წინა დღის ისტორიას
ყვება მაგიდა
გაშილი ფურცელზე გაფანტული
მშრალი ფრაზებით...
ნუთუ არ მეძებ?ჩემი პოვნა
იქნებ არ გინდა?
მაშინ კარებზე ურდულივით
ჩავირაზები
და არ გაგიშვებ არასოდეს
არცერთ სიზმარში
არცერთ ოცნებას არ დაგაცდი,
რომ იოცნებო.
რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას
დილით ცის მარში?
რომ არ მომძებნო?
არა ამას მე ვერ ავიტან.
გადააქოთე მთელი სახლი
მიპოვე სადმე,
იქნებ წამი ვარ
საათზე რომ უკვე გავიდა,
იქნებ სანთელი სდაცაა
რომ უნდა დადნეს.
სადმე მიპოვე სულერთია,
გინდაც უხეში,
ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად
ამომიყვანო;
მერე ჩამისვი მომეფერ ნაზად უბეში,
იქნებ გაკოცო მოგეხვიო
და შეგიყვარო.

გამოხმაურება რედაქტირებულია amnezia: 26 September 2010 - 01:39 PM


#20 ბოდიალა    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 99 წერილები:
რეპუტაცია: 3
პოზიტიური

დაწერილია 08 October 2010 - 11:35 AM

იხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები,
რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები.

კედლის კალენდარზე ზამთრის
ფორმატია,
თეთრი სუფლიორიც მალე
მოგვაკითხავს,
შენ კი იმით ჰგავხარ ახლა
რომანტიულს,
წვეთიც რომ არ არის შენში
რომანტიკა.

სურს რომ დედამიწა ტანზე
დაგახაზოს,
ისე სადისტია ჩემი
ამბიცია,
ოცდათვრამეტი და კიდევ
სამი ხაზი,
ანუ ავად ვარ და ანუ
ამიწია –

სიცხემ, საკუთარი თავის
ემიგრანტი,
მერქვა დეკემბერიც სისხლში
მიჟონავდა,
მაგრამ გეფიცები რაც შენ
შემიყვარდი
სიცხეს გულის მხარეს აღარ
ვიზომავ და... -

რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები,
ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები.

როინ აბუსელიძის ლექსია. ძალიან ნიჭიერი ადამიანია.
"გინდა იყო ბედნიერი? იყავი!"

#21 ika_333    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 5 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 01 November 2010 - 03:52 PM

ვნახე საიტი, სადაც საკმაო რაოდენობით ლექსებია თავმოყრილი, მართალია რუსულია მაგრამ ღირს საიტზე დაკვირვება
http://stihi-llirik.com/

Стихи на заказ

#22 ბოდიალა    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 99 წერილები:
რეპუტაცია: 3
პოზიტიური

დაწერილია 02 November 2010 - 10:23 AM

ტყუპები (ბალადა)

ტყუპები იყვნენ, საოცარი ნიჭი აქვთ ტყუპებს,
თუმც უსახელოდ, სუნთქავდნენ და სუნთქავდნენ ჰაერს,
ჰაერს რომელიც ერთმანეთის სუნთქვიდან წრუპეს,
ჟანგბადს რომელიც დაბადების მოლოდინს ერთვის,
მაგრამ არ იცი, არასოდეს არ იცი თურმე,
ხშირად ბჭობს კაცი და ნაკლებად იცინის ღმერთი.

შემთხვევაც ესე მე რომელიც გიამბოთ უნდა,
ერთ დილით მოხდა, საშინელ და დაწყევლილ დილით,
ზოგს ახსოვს კარგად, ზოგიც კიდევ იხსენებს ბუნდად,
მოასკდა ქალაქს ნიაღვარი, იქუხა ცაზე,
ყველაფერი კი ყველაფერი დაიწყო იმით,
რომ ათ საათზე ყველაფერი დაიწყო ასე -

ეძინათ ტყუპებს, მერე ფეხში ტკივილი იგრძნეს,
ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს და მეორე ხელში
სიფრთხილე შეკრეს, გაეღვიძათ მოშორდნენ სიზმრებს
და უცებ ერთ ტყუპს ღვარად წასკდა ზურგიდან სისხლი,
დაიფშვნა საფრთხე და მეორეს ერთგვარად შეშლილს,
გადაეფარა ის პირველი, თავისი ღვიძლი.

გაგრძელდა ბრძოლა თუმც ეს ბრძოლა არ ჰგავდა ბრძოლას,
მათ მხოლოდ იმის ჰქონდათ შანსი დაეცვათ თავი,
იფიქრეს კიდევ, კიდევ ერთი ძმის ან დის ყოლა
და როცა მაშინ როს კაცი ბჭობს და ღმერთი ტირის,
თავგანწირულად, იძულებით, საათზე თერთმეტ,
დაეცა ასე დაგეგმილად ორივე გმირი.

.............. ............ ...............

დღე იყო ცივი, ქარი ფოთლებს ხეებში ხევდა,
იყო პალატა, თეთრ ხალათით შევიდა მაცნე,
გამოაღვიძა და ტკივილით გადაღლილ დედას,
წარმატებული და მორიგი აბორტი ამცნო...

როინ აბუსელიძე
"გინდა იყო ბედნიერი? იყავი!"

#23 ივდო-ოტობარი    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 1 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 07 October 2012 - 12:24 PM

ლექსებს ვწერ და შეილება მეც დავდო?

გამოხმაურება რედაქტირებულია ივდო-ოტობარი: 07 October 2012 - 12:25 PM


#24 დავითი_დავითი    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 1 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:თბილისი
  • Interests:ხელოვნება
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 10 September 2016 - 10:08 PM

https://www.youtube....h?v=BIbkL2GXtsk

ეს გოგო (ცვანგა) ვინმემ იცით?

#25 Hydra    ნიკის ჩასმა

    წევრი

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 101 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 27 September 2016 - 12:16 PM

გენრი დოლიძე
დაიბადა 1988 წლის 22 ნოემბერს ქ. ქუთაისში. 1995-2006 წლებში სწავლობდა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. 2006-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2004 წლიდან არის საქველმოქმედო ორგანიზაცია “კავკასიონის” დამფუძნებელი და მმართველი. ლექსებს წერს 10 წლის ასაკიდან. პირველი კრებული “მთვრალი დაისი” გამოსცა 2007 წელს. არის რამდენიმე წიგნის თანაავტორი. 2011 წელს მეგობრებთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული “მეცხრე ტალღა”. 2010 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 2010 წლის დეკემბერში აიღო ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის I პრემია. დაჯილდოვებულია იერუსალიმის პატრიარქის მედლით. 2010-2011 წლებში მიჰყავდა საავტორო გადაცემა “პოეზიის დილა” რადიო “საქართველოს ხმაზე”. იყო გამომცემლობა “მერანის” გენერალური დირექტორი. აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი. მისი ლექსები თარგმნილია ოთხ ენაზე.

გამოხმაურება რედაქტირებულია Hydra: 27 September 2016 - 12:17 PM






1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი