Jump to content
Planeta.Ge

Nokia-მ 41-მეგაპიქსელიანი სმარტფონი გამოუშვა


Recommended Posts

ფინურმა კომპანია ,,ნოკიამ’’ სმარტფონი PureView 808 გამოუშვა, რომელსაც ფოტოსენსორის უმაღლესი 41-მეგაპიქსელიანი გაფართოება გააჩნია. სიახლე ბარსელონაში Mobile World Congress-ის (MWC) გამოფენაზე გაიტანეს.

 

გამოსახულება ოთხმაგი მოახლოების შემდეგაც კი არ კარგავს მაღალ ხარისხს და მკაფიოობას დაახლოებით 7 მეგაპიქსელამდე ინარჩუნებს. HD -ვიდეო ჩანაწერს Carl Zeiss-ის ზუმ-ობიექტი უზრუნველყოფს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ Rich Recording-ის ტექნოლოგიის წყალობით სმარტფონის აუდიო ჩანაწერი CD-ის ხარისხს არ ჩამოუვარდება (ადრე ასეთი შედეგისთვის შიდა მიკროფონი იყო საჭირო).

 

სმარტფონს Gorilla Glass-ის მიერ დამზადებული 4-დუიმიანი AMOLED-ის ეკრანი აქვს, რომელიც უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით დაზიანებებისგან იცავს აპარატს. PureView-ს ერთბირთვიანი პროცესორი და 512 მგბ ოპერატიული მეხსიერება აქვს. მოწყობილობა Symbian Belle-ის ოპერატიულ სისტემაზე მუშაობს.

 

PureView 808 ევროპულ ბაზარზე 2012 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. მისი ღირებულება 450 ევრო იქნება.

 

გამოფენაზე ,,ნოკიამ’’ ასევე სმარტფონი Lumia 610 წარმოადგინა. 5-მეგაპიქსელიანი კამერის და 256 მგბ ოპერატიული მეხსიერების მქონე მოწყობილობა აღნიშნული სერიის ყველაზე იაფი პროდუქტია. მისი შეძენა მომხმარებელს 200 ევროდ შეეძლება.

 

MWC -ის გამოფენაზე თავის უახლესი ქმნილება Optimus 4X HD გაიტანა LG-იმაც, რომელიც მსოფლიოში პირველი ოთხბირთვიანი სმარტფონია.

 

 

http://image.geotorrents.com/images/08848088962503513306.jpg

 

 

წყარო: ნიუს.ჯი

Edited by ნიკუშა_ნ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა აზრი აქვს სმარტფონზე 41 პიქსელს? პლაკატებისთვის სურათს სმარტფონით არავინ გადაიღებს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი დიდიხანია გამოუშვა მარა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დავწერე. (დაახლ მონაცემები)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა აზრი აქვს ამდენ მეგაპიქსელს? მაგაზე ბევრი იცინეს ..

ვიდეო თუ ვიპოვე მაგ ტელეფონზე დავდებ მერე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა აზრი აქვს ამდენ მეგაპიქსელს? მაგაზე ბევრი იცინეს ..

ვიდეო თუ ვიპოვე მაგ ტელეფონზე დავდებ მერე..

 

დავდე მთავარზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...
საცოდაობა იქნება 512 მბ ოპერატიული მეხსიერებაზე 41 მეგაპიქსელიანი სმარტფონი, გონკა ზა პიქსელიამი., პროცესორი კიდევ ცალკეა საკითხავი. ნეტა დარეკვას თუ აკეთებს)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...