Jump to content
Planeta.Ge

Sony-მ თავისი პირველი სმარტფონი წარმოადგინა


Recommended Posts

Sony Xperia S -ი პირველი სმარტფონია, რომელიც იაპონურმა კომპანია Sony-მ შვედურ Ericsson-თან ,,გაყრის'' შემდეგ გამოუშვა. მოწყობილობას ორბირთვიანი პროცესორი, 12-მეგაპიქსელიანი კამერა და 4,3-დუიმიანი ეკრანი აქვს. სმარტფონს 1 გბ ოპერატიული და 32 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება გააჩნია. აუდიო-ვიზუალური გამოსახულების მაღალი ხარისხით გადაცემას თანამედროვე ტელევიზორებისთვის დამახასიათებელი HDMI-კაბელი უზრუნველყოფს.

 

სმარტფონის სუსტი მხარე მოძველებული ოპერაციული სისტემაა, თუმცა ,,სონი'' ამ ნაკლის გამოსწორებასაც გეგმავს. კომპანია მომხმარებელს ჰპირდება, რომ 2012 წლის მეორე კვარტალში არსებულ Android -ის 2.3 ვერსიას უახლესი Android 4.0 - Ice Cream Sandwich-ით ჩაანაცვლებს. მწარმოებლებმა სმარტფონის დიზაინისთვის თეთრი და შავი ფერები შეარჩიეს.

 

სმარტფონებს ,,სონი'' აქამდე მხოლოდ ,,ერიქსონთან'' ერთად აწარმოებდა. Xperia S -ის ხაზი, მისი პირველი დამოუკიდებელი მობილური პროდუქტია. ამ დროისათვის, Sony Ericsson-ი მობილური ტელეფონების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშედ რჩება, თუმცა მოსალოდენია, რომ შვედურ-იაპონური ბრენდი წლის მეორე ნახევარში გაუქმდება.

 

 

 

 

 

 

 

 

http://image.geotorrents.com/images/74849074762681887218.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: ნიუს.ჯი

Edited by ნიკუშა_ნ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...