Jump to content
Planeta.Ge

„სამსუნგმა“ ახალი სმარტფონი წარმოადგინა


Recommended Posts

კომპანია „სამსუნგმა“ 3 მაისს ლონდონში გამართულ პრეზენტაციაზე ახალი სმარტფონი Galaxy S III წარმოადგინა.

ახალ გაჯეტს 4,8 დუიმიანი ეკრანი აქვს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე „სამსუნგის“ მთავარი კონკურენტის Apple-ის სმარტფონი iPhone-ის ეკრანის ზომა. მწარმოებელთა თქმით, Galaxy S III გაცილებით მსუბუქი და თხელია. იგი 133 გრამს იწონის და 8,6 მილიმეტრი სისქისაა. მას ორი კამერა აქვს : ერთი 8 მეგაპიქსელიანი უკანა მხარეს და 1,9 მეგაპიქსელიანი წინა მხარეს. ორივე კამერა ვიდეოს HD ფორმატში იღებს.

iPhone 4S-ის მსგავსად მოწყობილობას ხმის ამოცნობის სისტემა აქვს. მომხარებელს შეუძლია სმარტფონი ხმოვანი მითითებებით მართოს; გააგზავნოს შეტყობინებები, მოუსმინოს მუსიკას, გადაიღოს ვიდეო და ფოტო.

აპარატს Android Beam-ის უსადენო ტექნოლოგია აქვს, რომლის საშუალებითაც მას შეუძლია 10 მეგაბაიტი ზომის ფაილი სხვა მოწყობილობაზე 2 წამში გადააგზავნოს. არსებობს შეზღუდვაც, მონაცემების გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ Galaxy S III-ის სმარტფონებს შორის.

ახალი სმარტფონი Google Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. მას ოთხბირთვიანი Exynos 4 Quad-ის პროცესორი აქვს.

ევროპის ტექნიკის მაღაზიებში „სამსუნგის“ სიახლე მაისის ბოლოს გამოჩნდება და მომხმარებელს ცისფერი, ან თეთრი ფერის სმარტფონის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

Galaxy S III-ის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

 

http://image.geotorrents.com/images/72954600131124234759.jpg http://www.youtube.com/watch?v=lb8m2nC1YFE&feature=related

 

 

 

წყარო: ნიუს.ჯი

Edited by ნიკუშა_ნ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...