Jump to content
Planeta.Ge

ევროპა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სამკურნალო წამალს ელოდება


Recommended Posts

ევროპა წინამდებარე ჯირკვლის ახალი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების თანხმობას ელოდება. პრეპარატი პაციენტის ძვლებს დაზიანებისგან იცავს.

 

პრეპარატ დენოსუბამს შეუძლია დაეხმაროს წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი დაავადებულ ათასობით პაციენტს,რომლებიც უკვე ღებულობენ ჰორმონალურ თერაპიას. სწორედ ჰორმონალური მკურნალობის გამო იზრდება ძვლის მასის დაკარგვის რისკი,რაც მოტეხილობის საშიშროებას ზრდის. ბოლო დრომდე ექიმები პაციენტებს ზოლედრონის მჟავას უწერდნენ. კლინიკურმა გამოცდამ კი აჩვენა,რომ დენოსუბამი ბევრად ეფექტურ გავლენას ახდენს მოტეხილობის პროფილაქტიკის დროს,რადგან მისი მოქმედება საშუალოდ 3,5 თვეს გრძელდება.

 

დენოსუბამი ხელს უწყობს წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი დაავადებული ავადმყოფის ორგანიზმის სტიმულირებას,ბლოკირებას უკეთებს ცილა RANK - ლიგანდას ზემოქმედებას,ამცირებს უჯრედების აქტივობას, რომლებიც ძვლებს არღვევენ. შედეგად, იზრდება ძვლოვანი მასის სიმტკიცე და გამძლეობა. თერაპია აღნიშნული პრეპარატით ბრიტანელი ავადმყოფებისთვის დღეში 1 ფუნტს შეადგენს.

 

პრეპარატს წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანიები Amgen და GlaxoSmithKlinе.

 

ჯერ კიდევ 2010 წელს დენოსუბამი მოწონებულ იქნა მრავალი ევროპული ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოების მიერ, ქალებში ოსტრეოპოროზის სამკურნალოდ,მას შემდეგ რაც პრეპარატმა მნიშვნელოვნად შეამცირა ხერხემლისა და თეძოების მოტეხილობა. ამჟამად,პრეპარატი უნდა შეიყვანონ ონკოლოგიურთა კატეგორიაში.

 

წყარო: GHN

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...