კონტენტზე გადახტომა


ლავრენტი ბერია (1899-1953)


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
1 reply to this topic

#1 მდა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1218 წერილები:
რეპუტაცია: 5
პოზიტიური

დაწერილია 24 February 2009 - 08:19 PM

ლავრენტი ბერია (1899-1953)

დადებული სურათი

საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მოღვაწე.

დაიბადა სოფელ მერხეულში. 16 წლისა ბაქოში წავიდა სასწავლებლად, მაგრამ ხელმოკლეობის გამო მუსავატური მთავრობის კონტრდაზვერვაში დაიწყო მუშაობა. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკურ პარტიაში შევიდა და 1921 წელს მე-11 არმიას ჩამოჰყვა საქართველოში. 22 წლისა საგანგებო კომისიის უფროსის მოადგილე გახდა, თავი გამოიჩინა 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა და თანამგრძნობთა დაჭერითა და დასჯით. ორი წლის შემდეგ "ჩეკას" თავმჯდომარე გახდა. მოახერხა და სხვადასხვა გზით სტალინის უდიდესი ნდობა მოიპოვა.

1931-38 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, რესპუბლიკის ერთპიროვნული ხელმძღვანელი იყო და განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობდა. მთელ საბჭოეთში განხორციელებული "წმენდა" ბერიამ საქართველოში განსაკუთრებული სიმკაცრით ჩაატარა, დახვრეტა მიუსჯა ქართველი ერის მრავალ სახელოვან მოღვაწეს. მისი სახელის ხსენება შიშის ზარს სცემდა ადამიანებს. ამავე დროს ბერიამ საქართველოში მასშტაბური მშენებლობები წამოიწყო, დიდი ზეიმით გადაიხადა "ვეფხისტყაოსნის" შექმნის 750 წლისთავი, ილია ჭავჭავძის იუბილე.

1938 წლიდან ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარია. მან უმაღლეს დონეზე აიყვანა დაზვერვა და კონტრდაზვერვა, II მსოფლიო ომის დროს ჩაატარა რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ოპერაცია, თვით ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოაპარინა ატომური ბომბის აღწერილობა.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების უმაღლეს წრეებში დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. 1953 წლის ივლისის დასაწყისში ბერია დააპატიმრეს, დეკემბერში კი დახვრეტა მიუსაჯეს.
ისწავლეთ!

#2 alqimikosi    ნიკის ჩასმა

    ღრრრრრრ

  • პლანეტელი
  • 24 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:თბილისი
  • Interests:ფსიქოლოგია,შავი მაგია,პოლიტიკური იდეოლოგიები,მუსიკა,მხატვრობა,სუბკულტურები,თეოლოგია,პარანორმალური მოვლენები...
რეპუტაცია: -1
კარგია მუდამ მტრიანი

დაწერილია 07 April 2011 - 09:39 AM

ვაუ გამიხარდა რომ გამოჩენილ ქართველთა სიაში შეიტანეთ :vedreba: სამწუხაროდ ამ ადამიანს ორჯონიკიძეს ადარებენ და მასში ყველა მოღალატეს ხედავს... არადა რაც ამ ადამიანმა გააკეთა ნამდვილად დასაფასებელი უნდა იყოს :yes:

გამოხმაურება რედაქტირებულია alqimikosi: 07 April 2011 - 09:39 AM

დადებული სურათი





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი