Jump to content
Planeta.Ge

ბესიკი (ბესარიონ) გაბაშვილი (1750-1791)


Recommended Posts

ბესიკი (ბესარიონ) გაბაშვილი (1750-1791)

 

http://s42.radikal.ru/i096/0902/71/06e8691494b5.jpg

 

პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე.

 

ბესიკი იყო თეიმურაზ II-ის კარის მოძღვრის, ზაქარია გაბაშვილის ვაჟი. ქართლ-კახეთის სამეფო კარზე მან კარგი განათლება მიიღო. მის პოეზიაში ჩანს როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ლიტერატურის ცოდნა. ერეკლე II-ის კარზე პოეტის მეგობრები იყვნენ ლევან ბატონიშვილი, სარდალი დავით ორბელიანი, დავით რექტორი და სხვები. სწორედ ამ ხანებში შეიქმნა ბესიკის პოეტურ შედევრთა უმრავლესობა.

 

ზაქარია გაბაშვილისა და კათალიკოს ანტონ I-ს შორის კონფლიქტი ქართლ-კახეთიდან ზაქარიას განდევნით დამთავრდა. ამან გარკვეული როლი ითამაშა ბესიკის ცხოვრებაშიც. მან ქართლ-კახეთი დატოვა და XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის კარზე მოღვაწეობდა. სოლომონ I-მა ბესიკს ჯერ დავთარხანა ჩააბარა, შემდეგ მდივანთუხუცესობა უბოძა. 1778 წელს ბესიკი ირანში ქერიმ-ხანთან დიპლომატიური მისიით გაემგზავრა, მაგრამ ხანი გარდაცვლილი დახვდა. იქაურმა საშინაო ომებმა კი საბოლოოდ ჩაშალა ქართველთა ჩანაფიქრი, ოსმალეთის წინააღმდეგ სპარსეთი გამოეყენებინათ. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ბესიკი მხარს უჭერდა დავით გიორგის ძის გამეფებას. 1787 დავით მეფემ ბესიკს საგანგებო მისია დააკისრა: რუსეთისათვის მფარველობა ეთხოვნა, ისეთივე ტრაქტატი გაეფორმებინა, როგორიც ქართლ-კახეთის სამეფოსთან და იმერეთში დამხმარე ჯარი შემოეყვანა. ამ მიზნით ბესიკი ჩავიდა ქ. კრემენჩუგს, სადაც სამხრეთში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი, ფელდმარშალი გ. პოტიომკინი იმყოფებოდა. პოტიომკინის ბანაკთან ერთად ბესიკი ჯერ კიშინიოვში, ხოლო შემდეგ იასიში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა. მისი საფლავი დაკარგულია.

 

ქართული ლირიკის ისტორიაში ბესიკს განსკუთრებული ადგილი უჭირავს. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სატრფიალო ლირიკა - "ტანო ტატანო", "სევდის ბაღს შეველ", "მე შენზეა ფიქრმა მიმარინდა". მისი პოეზიის ღრმა შინაარსმა, პოეტური სიტყვის მაღალმა არტისტიზმმა და ლექსის შინაგანმა მელოდიურობამ განაპირობა ის, რომ ბესიკი თანამედროვეთა შორის იშვიათი პოპულარობით სარგებლობდა, მისი ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...