Jump to content
Planeta.Ge

ფილიპე გოგიჩაიშვილი (1872-1950)


Recommended Posts

ფილიპე გოგიჩაიშვილი (1872-1950)

 

http://i027.radikal.ru/0902/df/4620faacf8e3.jpg

 

ეკონომისტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი.

 

სიღარიბის მიუხედავად, ფილიპე გოგიჩაიშვილმა საწადელს მაინც მიაღწია და 25 წლისა სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. უფროსი მეგობრის, პეტრე უმიკაშვილის დახმარებით, ხელს დავით სარაჯიშვილი უმართავდა. ლაიფციგის უნივერსიტეტის ეკონომიკური განყოფილება დაამთავრა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო შრომისათვის "ხელოსნობა საქართველოში". სამშობლოში დაბრუნებული 1905-06 წლებში რედაქტორობდა გაზეთ "ივერიას", იყო თბილისის საქალაქო სათათბიროს ხელმძღვანელი, სრულად რუსეთის საერობო კავშირის რწმუნებული ამიერკავკასიაში, კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე. დემოკრატიული რესპუბლიკის მრავალპარტიულმა პარლამენტმა ერთხმად აირჩია სახელმწიფო კონტროლიორად.

 

1918 წელს ივანე ჯავახიშვილმა ფილიპეს დააკისრა ყველაზე რთული საქმე, უნივერსიტეტის დაარსებისა და მისი არსებობისათვის საჭირო მატერიალური სახსრების მოპოვება, რასაც მან ბრწყინვალედ გაართვა თავი მთელი ქართველი ხალხის თანადგომით. ამავე დროს კითხულობდა ფინანსების, სტატისტიკისა და ეკონომიური აზრის ისტორიის საუნივერსიტეტო კურსებს. გოგოჩაიშვილის მეცნიერული ნაშრომები ძირითადად საქართველოსა და ამიერკავკასიის სოციალურ-ეკონომიური ცხოვრების საკითხებს ეხება. მშობლიური და უცხო ენების შესანიშნავმა მცოდნემ ქართულად თარგმნა მარქსისა და პოლიტიკური ეკონომიკის სხვა კლასიკოსთა ნაშრომები. სიცოცხლის ბოლომდე უნივერსიტეტი არ მიუტოვებია.

 

გოგოჩაიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ფოლკლორისტიკაშიც. 1904 წელს ანდერძით მიიღო პეტრე უმიკაშვილის მიერ შეკრებილი ქართული ფოლკლორის ნიმუშთა უმდიდრესი კოლექცია, რომელიც შემდეგ გამოაქვეყნა. მის უმწიკვლო რეპუტაციაზე ისიც მეტყველებს, რომ ანდერძის ერთ-ერთ აღმსრულებლად ილია ჭავჭავაძემ და იაკობ გოგებაშვილმა ფილიპე გოგოჩაიშვილი დატოვეს.

 

სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 9 months later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...