კონტენტზე გადახტომა


როგორი იქნება საქართველო და მსოფლიო 100 წლის შემდეგ


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
5 პასუხი თემაში

#1 lasha_alo    ნიკის ჩასმა

    წინ !

  • სტუმარი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9735 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:დიდი დიღომი მგონი ჯორჯია
რეპუტაცია: 109
საუკეთესო

დაწერილია 23 January 2012 - 07:30 PM

როგორი იქნება მსოფლიო და საქართველო ოცდამეერთე საუკუნეში?
რა ცვლილებებია მოსალოდნელი?
ახალი ტექნოლოგიები, პერსპექტივები და პროგნოზები
გამოხატეთ თქვენი აზრი, იაქტიურეთ .
სრული ტექსტი



ციტირება

1. ოკეანებში ათასობით ფერმა იარსებებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება სურსათის საწარმოებლად.

იან პირსონი (ი.პ): ალბათობა 10დან 10! ჩვენ უნდა გამოვკვებოთ 10 მილიარდი ადამიანი ,ხოლო მიწა არ ფლობს ამხელა რესურსებს .გამოიყენებენ არამარტო წყალს ,არამედ წყლის მცენარეებს.

პატრიკ ტაკერი(პ.ტ): სავსებით რეალურია. ნასას კვლევითი ცენტრის წამყვანი სპეციალისტის ,დენის ბუშნელის აზრით, ზღვის წყალმცენარეები გენეტიურად იქნებიან მოდიფიცირებულნი.


2.ტელეპატია გახდება რეალური

ი.პ : ალბათობა 10დან 10. ეს იქნება ტვინის ფუნქციონალურობის გაძლიერების ერთერთი ჩვეულობრივი ფორმა,ისე როგორც არავის გაუკვირდება გონების ინფორმაციის შენახვა კომპიუტერულ ქსელებში.

პ.ტ: სავსებით შესაძლებელია. ხელოვნური ტელეპატია ახლა ითვლება ფანტასტიკის სფეროდ, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით სავსებით რეალურია,თუ იგულისხმება ტვინის სიგნალების ელექტრონული გადაცემა.


3.გენეტიკის განვითარების წყალობით შეიქმნება მაღალი ინტელექტის , უკვდავი ადამიანი

ი.პ: ალბათობა 10დან 9. ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირება საშუალებას მისცემს ადამიანებს უკვდავნი გახდნენ , ამავდროულად გენური მოდიფიკაცია გაზრდის ადამიანის ფიზიკურ ასაკს.


4. ამინდის პროგნოზის კონტროლს შევძლებთ

ი.პ: ალბათობა 10დან 8. უკვე ახლა, ადამიანი ცდილობს ებრძლოს ტორნადოს და წვიმას. შესაძლოა , ახალი მეთოდები იქნება ძალიან ძვირი და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იქნება გამოყენებული.


5. ანტარქტიდა აღარ იქნება ნაკრძალი

ი.პ: ალბათობა 10დან 8. მინერალურ რესურსებზე ნადირობის სურვილი გამოყენების ცთუნებას აძლიერებს ,მაგრამ სავალდებულოა დაცულ იქნეს ეკოლოგიური ნორმები.

პ.ტ: ჯერ არქტიკის გაკონტროლების მცდელობის მოწმეეები გავხდებით. უახლოეს ათწლეულების განმავლობაში ჩრდილოეთ ქვეყნები დიდ ბრძოლას გააჩაღებენ იქაური ბუნებრივი რესურსების კონტროლისათვის.თუ პროცესი წარმატებული იქნება, დადგება ანტარქტიდის დრო.


6. შემოიღებენ ერთიან მსოფლიო ვალუტას

ი.პ: შესაძლებლობა 10-დან 8. უკვე ახლა ვხედავთ ელექტრონული ფულის გამოყენების თვალსაჩინო მაგალითებს .სავსებით ბუნებრივია, რომ ნელნელა დარჩება მხოლოდ რამდენიმე რეგიონალური , ფიზიკური ვალუტა +გლობალური ელექტრონული ფული

პ.ტ: შეუძლებელია, სინამდვილეში საწინააღმდეგო სურათია- ინტერნეტი საქონლის გაცვლის ახალ ფორმებს გვთავაზობს, ამიტომაც მრავალფეროვნება უფრო გაიზრდება.

7.დამყარდება კომპიუტერსა და ტვინს შორის პირდაპირი კავშირი

ი.პ: ალბათობა 10დან 10. რეალური გახდება 2050 წლისათვის. 2075წელს კი ადამიანი უკვე შეძლებს გამოიყენოს ტვინის სხვადასხვა კომპიუტერული გამაძლიერებელი.

8.ნანორობოტები ჩვენს სისხლში ცირკულირებას დაიწყებენ , დაზიანებული უჯრედების რემონტისა და ჩვენი ფიქრების ჩაწერის მიზნით

პ.ტ: შესაძლებელია,თუმცა სამედიცინო ნანორობოტები მხოლოდ ვარაუდის დონეზე განიხილება… კვლევები კი აქტიურად მიდის.

9. თერმობირთვული სინთეზი გახდება რეალობა

ი.პ: თერმობირთვული ელექტროსადგურები გაჩნდება 2045-2050 ან მაქსიმუმ 2100 წელს. ძნელია გავარკვიოთ იქნება ის ძირითადი ენერგიის წყარო თუ არა,რადგანაც გაიზრდება მზის ენერგიის როლიც .


10. მსოფლიოში სულ 3 ენა დარჩება- ინგლისური, ესპანური და ჩინური.

ი.პ: ალბათობა 10დან 8.სხვადასხვა ენა განიცდის კრიზისს და კვდომის პროცესს, ნაწილი კი უცხო ენების კონკურენციის პირობებშია.ეს პროცესი საუკუნის ბოლოს დასრულდება.

11.ერთსქესიანი ქორწინებები დაკანონდება

ი.პ: ალბათობა 10დან 8. დასავლეთის ქვეყნებში ეს პროცესი გარდაუვალია.სხვაგან დამოკიდებულია რელიგიურ შეზღუდვებთან.

12.კალიფორნია იქნება პირველი შტატი,რომელიც გამოვა აშშს შემადგენლობიდან

ი.პ: ალბათობა 10დან 8. უკვე ახლა შეინიშნება შესაბამისი ნიშნები,რასაც საფუძვლად უდევს შტატებს შორის სხვაობა კეთილდღეობის მხრივ.მდიდრებს აღარ უნდათ ღარიბი რეგიონების ფინანსირება.


13. კოსმიური ლიფტი კოსმოსს ყველასათვის მისაწვდომად გახდის

ი.პ: ალბათობა 10დან 8.პირველი კოსმიური ამწეები საუკუნის შუა წლებში გაჩნდება და უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე კოსმოსში შესვლის დღევანდელი მეთოდი.ამდენად დაჩქარდება სამყაროს ათვისება, ტურიზმი,თუმცაა მეეჭვება რომ მოგზაურობის ფასი იაფი იქნება.

14. ხელოვნური განაყოფიერება შეცვლის ბუნებრივს

პ.ტ:ჭეშმარიტებისაგან შორს არაა . უკვა ახლა, პრაქტიკაში, განაყოფიერების ახალი მეთოდები რეგულარულად გვხვდება . სპეციალიზირებულ კლინიკებში ემბრიონების გენეტიური ანალიზი და სელექცია აქტიურად მიმდინარეობს. მათი სკანირება საშუალებას იძლევა დადგინდეს გენეტიურ ავადმყოფობათა მიზეზები, ხოლო შემდეგ ასწლეულებში მეცნიერები შეარჩევენ 100% ჯანსაღ ემბრიონებს.

ი.პ: ალბათობა 10დან 5.

15. ადამიანებისა და ცხოველების ბუნებრივი გარემო განადგურდება და მათ ჩაანაცვლებს ნაკრძალები და მუზეუმები

ცალკეული სახეობები გადაშენების ზღვარზეა. გაზრდილი მოთხოვნილებების პირობებში ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა გარკვეულ მ სხვერპლს მოითხოვს . ეკოლოგია გახდება შემდეგი საუკუნის მთავარი გამოწვევა.

ი.პ: ალბათობა 10დან 2


16. უდაბნოები ტროპიკულ ტყეებად გადაიქცევიან

ი.პ: ალბათობა 10დან 7

17. ქორწინება ყოველწლიური კონტრაქტით შეიცვლება

ი.პ: ალბათობა 10დან 6 არსებული ურთიერთობის ფორმას ჩაენაცვლება დროებითი ვალდებულებები ,რომელიც სულაც არაა სავალდებულო მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.ცხოვრების გახანგრძლივებასთან ერთად ეს პრობლემა დადგება .



18. სუვერენული სახელმწიფოები საერთოდ გაქრებიან, შეიქმნება მსოფლიო მთავრობა

პ.ტ: პირიქით, ეროვნული სახელმწიფოების რაოდენობა გაიზრდება,რადგან მდიდარი კორპორაციები შეეცდებიან იყიდონ მსოფლიო ოკეანის ნაწილები და აქ დააფუძნონ სუვერენული ქვეყნები.

ი.პ: ალბათობა 10დან 2



19. ომის წარმოება მხოლოდ დისტანციური საშუალებებით მოხდება

ი.პ: ალბათობა 10დან 5

20. ბრიტანეთში რევოლუციაა მოსალოდნელი

ი.პ: ალბათობა 10დან 7, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს

გამოხმაურება რედაქტირებულია lasha_alo: 23 January 2012 - 08:52 PM


#2 newstudio    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • ადმინისტრატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17743 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 127
საუკეთესო

დაწერილია 23 January 2012 - 09:33 PM

სხვა პლანეტების კოლონიზაცია დაიწყება.. მარსის პირველ რიგში
2X2=4

#3 lasha_alo    ნიკის ჩასმა

    წინ !

  • სტუმარი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 9735 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:დიდი დიღომი მგონი ჯორჯია
რეპუტაცია: 109
საუკეთესო

დაწერილია 23 January 2012 - 09:40 PM

გამოხმაურების ნახვაnewstudioს ციტატა(დაპოსტვის დრო 23 January 2012 - 09:33 PM):

სხვა პლანეტების კოლონიზაცია დაიწყება.. მარსის პირველ რიგში
ჯერ ამის ნიშნებს ვერ ვხედავ.
ალბათ ყველაფერი ტექნოლოგიურ სიახლებზეა დამოკიდებული .
დაახლოებით ათი წელი ველი ერთგვარ სტაგნაციას, კრიზისებს. შემდეგ კი დიდი აღმოჩენების ეპოქა გველის. ძალიან გაიზრდება ჩინეთის მნიშვნელობა.
ტექნოლოგიური პროგრესი უფრო სწარფადაც მოხდება, ვიდრე ველით , მაგრამ იდეალურ მდგომარეობამდე სამყარო დიდი ხანი ჯერ ვერ მივა.

#4 me...    ნიკის ჩასმა

  • პლანეტელი
  • 18 წერილები:
რეპუტაცია: 0
ნეიტრალური

დაწერილია 30 January 2012 - 01:58 PM

100 არ ვიცი,მაგრამ ასე მგონია პაოლო კოელიოს წერილი "50 წლის შემდგეგ" ნამდვილად გაამართლებს... :)
დადებული სურათი

მე ბავშვობაში ჩარჩენილს ვგავარ... მიყვარს ოცნება... მიყვარს და ვხატავ .. !!

#5 gvanci_gvanci    ნიკის ჩასმა

    gvanciito:*:*

  • პლანეტელი
  • პიპპიპ
  • 193 წერილები:
  • Gender:Female
  • Location:Tbilisi
რეპუტაცია: 1
პოზიტიური

დაწერილია 09 February 2012 - 09:38 PM

100წლის შემდეგ შეიძლება ხალხი მარსზეც გადავიდეს საცხოვრებლად..იმდენად არ მაინტერესებს რადგან 100წლის შემდეგ აღარ ვიარსებეებ..თუმცა მგონია,რომ ძაან განვითარდება,საზოგადოება უფრო დაიხვეწება და ახალი ტექნოლოგიებით მოიწონებს თავს.. ნუ რავი.. :user: :user: :user:
www.funmunch.com/comments/ angel/angel_comment

#6 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 10 February 2012 - 01:25 AM

გამოხმაურების ნახვაgvanci_gvanciს ციტატა(დაპოსტვის დრო 09 February 2012 - 09:38 PM):

100წლის შემდეგ შეიძლება ხალხი მარსზეც გადავიდეს საცხოვრებლად..იმდენად არ მაინტერესებს რადგან 100წლის შემდეგ აღარ ვიარსებეებ..თუმცა მგონია,რომ ძაან განვითარდება,საზოგადოება უფრო დაიხვეწება და ახალი ტექნოლოგიებით მოიწონებს თავს.. ნუ რავი.. :user: :user: :user:
შენ თუ არა შენი შვილი ხომ მაინც იქნება ? როგორი ეგოისტი ხარ! :P





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი