Jump to content
Planeta.Ge

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ერთვება


Recommended Posts

თოპაძე ყოველთვის წითელი დირექტორი იყო და მასეთად დარჩა

წითელ დირექტორად ხომ არ დაბადებულა

ერთ მშვენიერ დღეს გააწითელდირექტორეს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 483
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

babuagiorgi

არაბკაიდი თუ მომღერალია მე კოსმონავტი იური გაგარინი ვყოფილვარ.   ხო აგერ მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო, დრო და დრო შევეცდები ღრუბლებიდან დაბლა ჩამოგიყვანოთ, თორემ ვხედავ მააგარი სტარტი გაქვთ აღებულ

Ostap

კაცს თუ დიდი ფული აქვს, არა მარტო აღარ ვკითხულობთ საიდან რა გზით ამოდენა ფული, არამედ ვის ან რას წარმოადგენს-წარმოადგენდა ცხოვრებაში და ეგრევე მესიად ვრაცხავთ იქნებ ფულის შოვნის მუღამი კი აქვს,მაგრა

nika3012

თავად ბიძინა თუ არა, მისი პრეს სამსახურიდან ვინმე მოგვეწვია პლანეტაზე კარგი იქნებოდა. ერთი კარგი კონფერენცია გამოაცოცხლებდა ფორუმს

Posted Images

ra qveyana daangries

საქართველოში წარმოებული ლუდებიდან რომელი სჯობია?!!! ნაბერეჟნის ჩამოსასხმელი კი ყველაზე კარგი დასალევია.

მე კასტელი მირჩევნია,სხვა თუ არაფერი ხა

რისხი ყოველთვის ერთნაირია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Anima Libera

ჰა რა ხდება, ჩამოვიდე საქართველოში?

 

ჩამოდი და კვეზერელის ადგილზე დაგნიშნავთ.

Edited by DATA TUTASXIA
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ჩამოდი და კვეზერელის ადგილზე დაგნიშნავთ.

ჯერ დამნიშნეთ და მერე ჩამოვალ :read:

 

დედალ ხბოებსაც წამოვიყვან აქედან. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Anima Libera

 

 

დედალ ხბოებსაც წამოვიყვან აქედან.

 

 

ხო რა ვიცი ემოგრაციაში, რომ წახვალთ მერე დაბრუნება ან ზილით გინდებათ ხოლმე ან "დედალი ხბოებით". :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.interpressnews.ge/ge/politika/180795-nugzar-tsiklauri-7-oqtombris-shemdeg-gamochndeba-ramdenad-iqonia-rusethshi-dagrovilma-kapitalma-gavlena-bidzina-ivanishvilis-politikur-gemovnebaze.html

ნუგზარ წიკლაური - 7 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება, რამდენად იქონია რუსეთში დაგროვილმა კაპიტალმა გავლენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გემოვნებაზე

13:07 05-10-2011

ნუგზარ წიკლაური - 7 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება, რამდენად იქონია რუსეთში დაგროვილმა კაპიტალმა გავლენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გემოვნებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, 7 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება, თუ რამდენად იქონია რუსეთში დაგროვილმა კაპიტალმა გავლენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გემოვნებაზე .

ნუგზარ წიკლაურის თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ 7 ოქტომბერს გაკეთდება კონკრეტული განცხადება ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი პარტიის დოქტრინა, საგარეო ვექტორი, პოლიტიკური კურსი. ჯერჯერობით კი, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ არის კარგი ბიზნესმენი, კაპიტალი დააგროვა რუსეთში.

თავად ნუგზარ წიკლაურისთვის 7 ოქტომბერი არა ივანიშვილის გეგმებთან, არამედ საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტთან ასოცირდება.

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიას ქმნის.

"მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - ეს არის ამონარიდი მისი განცხადებიდან, რომელიც "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურმა გაავრცელა.

პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის განცხადების სრული ტექსტი 7 ოქტომბერს გავრცელდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გია ხუხაშვილი – ბიძინა ივანიშვილის კართან რიგი დადგება

14:03 05-10-2011

გია ხუხაშვილი – ბიძინა ივანიშვილის კართან რიგი დადგება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, ქართულ პოლიტიკურ ჭაობში გამოცოცხლებას გამოიწვევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა .

ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილს დიდი შესაძლებლობები აქვს იმისთვის, რომ თავდაყირა დააყენოს ქართული პოლიტიკური სინამდვილე.

"არ ვიცი, ვინ იქნება მის პარტიაში, მაგრამ ივანიშვილის კართან რიგი დადგება. მას კარს აუტალახებს პრაქტიკულად ყველა – აქტიური ინტელიგენცია, არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკოსები", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, ივანიშვილი ერთი მხრივ, შედის ძალიან სერიოზულ ბრძოლაში ხელისუფლებასთან, მაგრამ მეორე ფრონტი ექნება დანარჩენ საზოგადოებასთან.

"რადგან ჩემთვის გაუგებარია, რა უნდა მოუხერხოს იმ ხალხს, ვინც მის კართან მივა. საქართველოში, როგორც წესი, ვინც უარს მიიღებს, მეორე დღიდან უკვე მტერია. ამდენად, ივანიშვილს ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა, თუმცა, ყველა შემთხვევაში, წარმატებას ვუსურვებ, რადგან მართლაც სერიოზული ფაქტორი ჩნდება ქართულ სინამდვილეში", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

მისივე პროგნოზით, ხელისუფლებას არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი "არც თუ ისეთი მშვიდი, მოწესრიგებული და უღრუბლო ექნება".

"ის, რისიც ხელისუფლებას ეშინია, არის რესურსი, მათ შორის მატერიალური თუ მედიარესურსი. ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფრის უზრუნველყოფა შეუძლია. პატარკაციშვილი მტერი #1 იმიტომ იყო, რომ მას ჰქონდა რესურსი. თუმცა, ივანიშვილის მინუსი არის ის, რომ მისი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტიურობა არავის უნახავს, მაგრამ თუ მას საჯარო პოლიტიკაში შებიჯების რესურსი ექნება, ეს კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი იქნება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიას ქმნის.

"მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - ეს არის ამონარიდი მისი განცხადებიდან, რომელიც "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურმა გაავრცელა.

პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის განცხადების სრული ტექსტი 7 ოქტომბერს გავრცელდება

http://www.interpressnews.ge/ge/politika/180803-gia-khukhashvili--bidzina-ivanishvilis-karthan-rigi-dadgeba.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინც არ მესმის რად უნდა ეს?

 

პს. თუ ჭკვიანი კაცია, ერთადერთი ახსნა ამას აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ხელისუფლების პირდაპირი ანდა არაპირდაპირი დავალებით მოქმედებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

თუ ჭკვიანი კაცია, ერთადერთი ახსნა ამას აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ხელისუფლების პირდაპირი ანდა არაპირდაპირი დავალებით მოქმედებს...

ხელისუფლება გაკოტრებულია პოლიტიკურად, კურსი არ უნდა შეიცვალოს

ეხლა იფიქრე, რაღა სარკოზის ცამოსლას დაამთხვია?

ივანიშვილის მტელი კაპიტალი დიდი ხანია რუსეტიდან გატანილია და საფრანგეტშია დაბანდებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ხელისუფლება გაკოტრებულია პოლიტიკურად, კურსი არ უნდა შეიცვალოს

ეხლა იფიქრე, რაღა სარკოზის ცამოსლას დაამთხვია?

ივანიშვილის მტელი კაპიტალი დიდი ხანია რუსეტიდან გატანილია და საფრანგეტშია დაბანდებული

ვერ მივხვდი :)

 

გინდა თქვა რომ დამოუკიდებელ თამაშს აპირებს?

 

კაპიტალს რაც შეეხება, როგორც გაიტანა, ისევ მოატანინებენ... მე შენ გეტყვი არ ექნებათ კომპრომატი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

გინდა თქვა რომ დამოუკიდებელ თამაშს აპირებს?

არა, მთლად დამოუკიდებელი აქ ჯერ ვერავინ ვერ იქნება

სარკოზის რარაც "მესიჯი" მოაქ - მიშას გაპუტინებას არავინ არ დაუშვებს - ეს გამორიცხულია

რავი

მე მაინც საერტაშორისო ტამაში უფრო მგონია ვიდრე ნაცების ( ეგენი არ არიან დამოუკიდებლები)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...