კონტენტზე გადახტომა


საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლაში, ნომერ პირველია


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
ამ თემაში საპასუხო პოსტი არაა

#1 FRIDRIX    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 5545 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 23 September 2011 - 01:44 AM

ტრეფიკინგი, რომელსაც თანამედროვე მონობას უწოდებენ, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ, ყველაზე დიდი და მომგებიანი ბიზნესია მსოფლიოში. Aახლახან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიშში საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლაში, ნომერ პირველ კალათაში მყოფ ქვეყნად მოიხსენია. იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვის სახელმწიფო ტრეფიკინგს და რა მექანიზმები არსებობს XXI საუკუნეში მონობის თავიდან ასაცილებლად, "პრესა.ჯი" იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს, ოთარ კახიძეს ესაუბრა.


- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით პირველ კალათაში მოხვდა, როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს?

- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს და რეიტინგებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. საქართველო ამ რეიტინგში 2001 წლიდან არის წარმოდგენილი. სწორედ წლების განმავლობაში ნაჩვენები პროგრესი მიუთითებს საქართველოს წარმატებაზე ტრეფიკინგთან ბრძოლის თვალსაზრიზით. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით არსებობს ოთხი კალათა. მეოთხე არის ყველაზე ცუდი შედეგების კალათა, სადაც წარმოდგენილია ის ქვეყნები, რომლებიც ვერ ართმევენ თავს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, შემდეგ არის მესამე კალათა, რომელსაც მეორე საკონტროლო კალათას უწოდებენ, მას მოსდევს მეორე კალათა, შემდეგი კი პირველი - ანუ საუკეთესო კალათაა. 2003 წელს საქართველო მესამე კალათაში იყო. შემდგომ წლებში, აქტიური ნაბიჯები გადაიდგა ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით. საქართველომ მოახდინა ე.წ. პალერმოს ოქმის რატიფიცირება, ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ეხება ტრეფიკინგს, როგორც დანაშაულს, მის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციას. ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში: სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა სპეციალური მუხლები, რომელმაც დაარეგულირა, თუ რა დანაშაულს წარმოადგენს ტრეფიკინგი. ასევე შემუშავდა კანონი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციაა სხვადასხვა უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთობლივი მოქმედება, ეს ძალიან ეფექტური მექანიზმია, რომელსაც საქართველოს მთავრობა იყენებს არამხოლოდ ტრეფიკინგთან მიმართებაში, არამედ სისხლის სამართლის რეფორმის, აგრეთვე, ანტიკორუფციული აქტიურობის კოორდინირების მიზნებისთვისაც, როცა ამოცანა არამარტო რომელიმე ცალკეაღებული სამინისტროს, არამედ - სამთავრობო გამოწვევაა. საბჭოში წარმოდგენილი არიან, როგორც იუსტიციისა და შს სამინისტროები, ასევე - პარლამენტი, სპეციალური ფონდი (რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის რეფორმის ფარგლებში შეიქმნა), არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვები. საბჭო ცვლის ინფორმაციას, ამზადებს ანგარიშებს, მუშაობს კანონმდებლობის დახვეწაზე, მუდმივად ხდება სამოქმედო გეგმის განახლება, რომელიც სწორედ საბჭოს ფარგლებში შემუშავდა. ამის შედეგია, რომ ჩვენ 2007 წლისთვის პირველ კალათაში გადავინაცვლეთ, ისეთ ქვეყნებს შორის, როგორიცაა: დანია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია და სხვა განვითარებული დასავლური ქვეყნები.

- 2007 წლის შემდეგ ინარჩუნებს ქვეყანა ამ ადგილს?

- დიახ, მაგრამ მიღწეული წარმატების შესანარჩუნებლად ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. მხოლოდ კანონმდებლობა არ არის საკმარისი, აუცილებელია კანონმდებლობის აღსრულება, ტრეფიკინგის პრევენცია. არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად. სხვადასხვა ორგანიზაციამ თითქმის ყველა რაიონი მოიარა. მოსახლეობას უხსნიდნენ თუ რა პრობლემაა ტრეფიკინგი, როგორ უნდა დაიცვან თავი მისგან და რა საფრთხეები არსებობს ამ თვალსაზრისით. ხაზგასასმელია სამართალდამცავი უწყებების მუშაობა: ტრეფიკინგის საქმეების გამოძიებისა და ბრალდებულების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენისას, დამნაშავეთა დასჯა კანონის სრული სიმკაცრით ხორციელდება. ასევე მნიშვნელოვანია ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა. შესაძლოა ტრეფიკინგის მსხვერპლი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დანაშაულებრივ საქმიანობაშიც იყოს ჩართული, მაგრამ მას ამისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ასევე არსებობს სპეციალური თავშესაფარი და დაცვის სპეციალური ფონდი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გარკვეულ სახსრებს გამოყოფს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტრეფიკინგი არის ინტერნაციონალური დანაშაული და მასზე ორგანიზებული ჯგუფები მუშაობენ. ამიტომ საქართველოს შემოღებული აქვს იურიდიულ პირთა პასუხისმგებლობაც ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ანუ დაისჯებიან არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი ფიზიკური პირები, არამედ, თუკი ეს დანაშაული ხორციელდება იურიდიული პირის მეშვეობით, სახელმწიფო იძულების მექანიზმები მიმართული იქნება იურიდიული პირის წინააღმდეგაც, სანქციის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან/და ლიკვიდაცია.

- ტრეფიგინგის მსხვერპლნი საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის გარეთ ხდებიან, თუ ასეთი ფაქტები ქვეყნის შიგნითაც ფიქსირდება?

- დიახ, ფიქსირდება. ტრეფიკინგი არის ადამიანით ვაჭრობა, მისი ექსპლუატაცია. ეს შეიძლება იყოს შომითი ან სექსუალური ექსპლუატაცია, იძულებით შრომაში ჩართვა, მონობა (ტრეფიკინგს მონობის თანამედროვე ფორმასაც უწოდებენ). ამ დანაშაულის აუცილებელი ელემენტი არის მოტყუება. როგორც აღვნიშნე, ტრეფიკინგია ასევე ადამიანებით ვაჭრობა - როდესაც ხდება ადამიანის, როგორც სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ობიექტის გაყიდვა. ამგვარი დანაშაული ფიქსირდება, როგორც საზღვარგარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. იყო სამშობიაროში ბავშვით ვაჭრობის ფაქტები. მონობის ცალკეულ შემთხვევებზეც მიმდინარეობდა გამოძიება. ქვეყნის გარეთ ტრეფიკინგის კლასიკური სქემა ასეთია: პირი გადაჰყავთ საზღვარზე, ართმევენ პასპორტს, ეუბნებიან: თქვენ პასპორტი არ გაქვთ, არალეგალები ხართ და შეგექმნებათ პრობლემები და ექსპლუატაციის მიზნით მიჰყიდიან რომელიმე დაწესებულებას, რომელიც ჩააბამს მათ იძულებით შრომით საქმიანობაში, ეს იქნება მიწადმოქმედება, რესტორანი, ბარი, ან სექსუალური ინდუსტრია. თუმცა იმის გამო, რომ მოსახლეობის ცნობიერება ამაღლებულია, ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან არის გამაფრთხილებელი ნიშანი, პლაკატები, კონსულტაცია, ხდება დანაშაულის პრევენცია - ამგვარი ფაქტები შემცირებულია და სწორედ ეს მიუთითებს საქართველოს წარმატებაზე.

- ვინაიდან ხშირ შემთხვევაში დანაშაული ხდება ქვეყნის გარეთ, მისი გახსნის მაჩვენებელი ალბათ შესაბამისად დაბალია?

- ტრეფიკინგის დანაშაულის გახსნა ძალიან რთულია. Aამ კუთხით ქვეყნის წარმატებულობის ერთ-ერთი ინდიკატორი, ეფექტური საერთაშორისო თანამშრომლობაა, რისთვისაც საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან გაფორმებული აქვს სამართლებრივი ურთიერთდახმარების ხელშეკრულებები. ეს მექანიზმი ძალიან კარგად გამოიყენება, თუმცა პრობლემას ქმნის ის, რომ ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელიც არის სერიოზული სტრესის ქვეშ, გადატანილი აქვს ძალიან მძიმე პერიოდი, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და ამისთვის განსაკუთრებული სტიმულირება სჭირდება. ამიტომ ითვალისწინებს კანონმდებლობა სპეციალურ შეღავათებს, მოსაფიქრებელ დროს ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლისთვის. ეს არის დანაშაული, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა დაზარალებულის ჩვენებას ენიჭება, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენება არის ცენტრალური მტკიცებულება. თუკი დაზარალებულები თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ, გამოძიება გაცილებით წარმატებით მიმდინარეობს, სხვა შემთხვევაში გამოძიებას ბუნებრივია უჭირს, რადგან აქ უნდა დადგინდეს, რომ მოტყუებას ჰქონდა ადგილი, რომ ქმედება პირის ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა.

- თქვენ თავშესაფრები ახსენეთ, რამდენად დატვირთულია აღნიშნული თავშესაფრები და როგორ შეიძლება მოგმართოთ ტრეფიკინგის მსხვერპლმა?

- თავშესაფრების, მათ შორის მისი დატვირთულობის შესახებ, ინფორმაცია არ არის ღია. იმ შემთხვევაში, თუ ტრეფიკინგის მსხვერპლს სპეციალური დახმარება დასჭირდება, მათ შორის ფიზიკური დაცვაც, სახელმწიფო ამას უზრუნველყოფს. არსებობს პროკურატურის ცხელი ხაზი, ასევე მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ანალიტიკურ დეპარტამენტს, რომელიც, სხვა უწყებებთან ერთად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ერთ-ერთ წამყვან ფუნქციას ასრულებს, რაც გულისხმობს პრაქტიკის ანალიზს, კანონმდებლობის დახვეწას. ჩვენ ვმონაწილეობთ ასევე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, ვამზადებთ ანგარიშებს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და მზად ვართ ნებისმიერი ინფორმაცია მივაწოდოთ მოქალაქეებს.

გამოხმაურება რედაქტირებულია FRIDRIX: 23 September 2011 - 03:51 AM

დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი დადებული სურათი






1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი