Jump to content
Planeta.Ge

აფხაზები თუ აფსუები


Recommended Posts

წლების მანძილზე, ისევე როგორც სხვა დანარჩენი რიგითი ქართველი დარწმუნებული ვიყავი რომ აფსუები იყვნენ ჩამოსახლებული ამ ტერიტორიაზე და მათ მოახდინეს ადგილობრივი ქართველი აფხაზების ასიმილაცია,

ამჯერად კი ნამდვილად ეჭვი მეპარება ამ ვერსიის სისწორეში,

ვფიქრობ რომ არასწორმა და არაკორექტულმა შეხედულებებმა აფხაზების შესახებ, განაპირობა მათში ანტიქარტული განწყობილება, რაც რა თQმა უნდა გამოიყენა კრემლმა და დაპირისპირება უფრო გააღვივა ჩვენს შორის,

თანაც ეს მიმდინარეობდა ქართველების მასობრივი ჩასახლების ფონზე, ეს კი აფხაზების მხრიდან აღიქმებოდა როგორც ასიმილაციის მცდელობა,

რამდენად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვსი აფხაზეთის იტორიის შესახებ სწორი ინფორმაცია თავად განსაზღვრეთ,

ჩვენ აფხაზებს მივიჩნევთ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებულებად, ამის გამო ვერასდროს ვერ შEვძლებთ ამ ეთნოსთან საერთო ენის გამონახვას და თუკი გვგონია რომ აფხაზების ნების გარეშE შევძლებთ აფხაზეთის დაბრუნებასმ ეს დიდი შეცდომაა,

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ აბსუა და აფხაზი ერთი რაღაცაა უბრალოდ აფსუა აფხაზურათ არის აფხაზის თვითდასახელება ისე ჩრდილო კავკასიელებს ადიღელებს და უბიხებს ენათესავებიან მარა ჩამოსულებს ვერ დაარქმევ მათ ძველი აბორიგენი მოსახლეობაა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ აბსუა და აფხაზი ერთი რაღაცაა უბრალოდ აფსუა აფხაზურათ არის აფხაზის თვითდასახელება ისე ჩრდილო კავკასიელებს ადიღელებს და უბიხებს ენათესავებიან მარა ჩამოსულებს ვერ დაარქმევ მათ ძველი აბორიგენი მოსახლეობაა...

კი, მაგრამ წლების მანძილზე ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული იყო აზრი თითქოს აფსუებმა მიითვისეს აფხაზების სახელი, მეც ასე მიმაჩნდა, მიზეზი ამ ლეგენდის იყო ასეთი, რომ თუკი, ვინმეს დავუმტკიცებდით, საინტერესოა ვის, თAვად აფხაზებს, რუსებს, მთელს მსოფლიოს თუ საკუთარ თავს, რომ აფხაზები იყვნენ ჩრდილო კავკასიიდან გადმოხვეწილი აფსუები, ეს მათ პრეტენზიებს ქართველების მიმართ გახდიდა უსაფუძვლოდ,

ანუ, თუკი ისინი ჩAმოსულები იქნებოდნენ, გამოდიოდა რომ ისინი გვედავებოდნენ იმაში რაც მათ არ ეკუთვნოდათ,

ხოლო ჩვენ იმდენად კეთილები ვიყავით რომ გავუხსენით მას სკოლები და თAნამდებობებზე აფხაზებს ვნიშნავდით

 

რეალურად ქართული იდეოლოგია აფხაზების მიმართ იყო ასეთი, აი შEნ აფხაზო ჩამოეთესლე ჩრდილო კავკასიიდან, მიითვისე ჩვენი მიწები და შე უმადურო რაც მოგეცი იმას დაყაბულდი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაგავიწყდეს რომ 80 000 ხარ სულ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი, მაგრამ წლების მანძილზე ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული იყო აზრი თითქოს აფსუებმა მიითვისეს აფხაზების სახელი, [/b]

 

რეალურად ქართული იდეოლოგია აფხაზების მიმართ იყო ასეთი, აი შEნ აფხაზო ჩამოეთესლე ჩრდილო კავკასიიდან, მიითვისე ჩვენი მიწები და შე უმადურო რაც მოგეცი იმას დაყაბულდი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაგავიწყდეს რომ 80 000 ხარ სულ

 

ეგ ქართველი ვაი ისტორიკოსების მონაჭორია . ერთ დროს ძალიან ახლოს ვიყავით და მაგარი ძმობა იყო ჩვენ შორის ,რასაც ისიც ადასტურებს, რომ თამარმა თავის შვილს აფხაზთა საპატივცემულოდ ლაშა უწოდა ,ლაშა აფხაზურად ნიშნავს სინათლეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"პირველად შემკრებელთა ბედსა და სუესა ზედა ლაშასა, რომელი განმანათლებელად სოფლისა ითარგმანა [აფსართა ენითა], მიჰმართეს ბარდავად, დიდად და ძუელად ქალაქად. ამომწყუედელთა არანისათა გამოიღეს დიდძალთა ომთა პირველ ნებროთისა ჰეროსის ძმისა ბარდოსისა მამული და შენებული. ავსილთა სიმრავლითა ტყუეთა და საუნჯეთათა აურაცხელთა ათავისუფლეს სამ-ბევრობა ტყუეთა დღეგრძელობისათჳს

თამარისა და ძისა მისისა."

 

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამდვილად ისტორიკოსების შეთხზული შოვინისტური იდიოტობაა და აფხაზები ყოვეთვის აფხაზეთში ცხოვრობდნენ.

 

იმის მტკიცება, რომ ესენი ნამდვილი აფხაზები არ არიან და არიან ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსულები არის ისეთივე დანაშაული კახელებზე რომ თქვა სპარსელები არიანო.

 

ადამიანი რომელიც თვლის რომ აფხაზია ის არის აფხაზი და ვინმე თავგამოლაყებული ისტორიკოსი რომ ამტკიცებს საწინააღმდეგოს არის სისულელე.

 

რაც მალე გავიღვიძებთ მით უკეთესი იქნება. ამ სიბნელემ მიგვიყვანა იქამდე, რომ აფხაზეთს ზედ სამურზაყანოც მიამატეს და ისე მიიტაცეს.

 

სანამ ურა პატრიოტიზმი არ მორჩება მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

რაც მალე გავიღვიძებთ მით უკეთესი იქნება. ამ სიბნელემ მიგვიყვანა იქამდე, რომ აფხაზეთს ზედ სამურზაყანოც მიამატეს და ისე მიიტაცეს.

 

ხო,სამურზაყანოზე თვითონ აფხაზებსაც არ ჰქონდათ პრეტენზია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

ეგ ქართველი ვაი ისტორიკოსების მონაჭორია

სამწუხაროდ ეს ვაი ისტორიკოსები დღესაც პატივში არიან. :(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

სამწუხაროდ ეს ვაი ისტორიკოსები დღესაც პატივში არიან. :(

ხო რა, მიგიხვდი ვისაც გულისხმობ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნამდვილად ისტორიკოსების შეთხზული შოვინისტური იდიოტობაა და აფხაზები ყოვეთვის აფხაზეთში ცხოვრობდნენ.

 

იმის მტკიცება, რომ ესენი ნამდვილი აფხაზები არ არიან და არიან ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსულები არის ისეთივე დანაშაული კახელებზე რომ თქვა სპარსელები არიანო.

 

ადამიანი რომელიც თვლის რომ აფხაზია ის არის აფხაზი და ვინმე თავგამოლაყებული ისტორიკოსი რომ ამტკიცებს საწინააღმდეგოს არის სისულელე.

 

რაც მალე გავიღვიძებთ მით უკეთესი იქნება. ამ სიბნელემ მიგვიყვანა იქამდე, რომ აფხაზეთს ზედ სამურზაყანოც მიამატეს და ისე მიიტაცეს.

 

სანამ ურა პატრიოტიზმი არ მორჩება მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება.

ეთნო ნაციონალიზმი დამღუპველი აღმოჩნდა საქართველოს მთლიანობისთვის,

ჩვენ შეგვეძლო ეს კონფლიქტი აგვეცილებინა, არადა როდესაც ომი დაიწყო ღრმად ვიყავი დარწმუნებული რომ ჩვენი საქმე სამართლიანი იყო და სიმარტლისთვის ვიბრძოდით, რა თქმა უნდა, არანაირი პრეტენზია მებრძოლ ბიჭებთან არ მაქვს, მებრძოლი ყოველთვის მართალია თუკი ის თავის სამშობლოს იცავს და მისი აგრესიის ქვეშ არ ხვდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო ტყვეები,

როდესაც უკვე ომი გაღვივდა ყოველი ქართველის ვალი იყო ამა თუ იმ ფორმით ომში მონაწილეობა მიეღო

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მახსოვს ერთხელ ზვიად გამსახურდიამ თქვა აფხაზი ერი არ არსებობსო და მაგას მთელი ამბები მოყვა... ფაქტია რო არსებობს :D

http://4.bp.blogspot.com/-uleN5Zgq2J4/TejCj6dyjPI/AAAAAAAAATU/nNVxnnwyYFg/s1600/Abkhazia-Map-7.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წლების მანძილზე, ისევე როგორც სხვა დანარჩენი რიგითი ქართველი დარწმუნებული ვიყავი რომ აფსუები იყვნენ ჩამოსახლებული ამ ტერიტორიაზე და მათ მოახდინეს ადგილობრივი ქართველი აფხაზების ასიმილაცია,

ამჯერად კი ნამდვილად ეჭვი მეპარება ამ ვერსიის სისწორეში,

ვფიქრობ რომ არასწორმა და არაკორექტულმა შეხედულებებმა აფხაზების შესახებ, განაპირობა მათში ანტიქარტული განწყობილება, რაც რა თQმა უნდა გამოიყენა კრემლმა და დაპირისპირება უფრო გააღვივა ჩვენს შორის,

თანაც ეს მიმდინარეობდა ქართველების მასობრივი ჩასახლების ფონზე, ეს კი აფხაზების მხრიდან აღიქმებოდა როგორც ასიმილაციის მცდელობა,

რამდენად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვსი აფხაზეთის იტორიის შესახებ სწორი ინფორმაცია თავად განსაზღვრეთ,

ჩვენ აფხაზებს მივიჩნევთ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებულებად, ამის გამო ვერასდროს ვერ შEვძლებთ ამ ეთნოსთან საერთო ენის გამონახვას და თუკი გვგონია რომ აფხაზების ნების გარეშE შევძლებთ აფხაზეთის დაბრუნებასმ ეს დიდი შეცდომაა,

http://s52.radikal.ru/i138/1108/4f/754aef5b5ad7.jpgაფხაზეთი, საქართველოს ძირძველი მხარე

 

http://www.ice.ge/Struqtura/Persons/T%20Gvanceladze.jpgთეიმურაზ გვანცელაძე - კავკასიოლოგი, ენათმეცნიერი, პროფესორი

 

საქართველოს აფხაზეთის კუთვნილებაზე აფსუებსა და მათ მხარდამჭერებს ერთხმა პასუხი აქვთ: არამცთუ ახლანდელი აფხაზეთი

, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოც კი თავდაპირველად ამჟამინდელ აფსუათა წინაპრებით ყოფილა დასახლებული, ხოლო ქართველთა წინაპრები

აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და სვანეთის მხარეში თურმე მოგვიანებით დასახლებულან,

ახლანდელ აფხაზეთში კი მათ თურმე XIX-XX საუკუნეებამდე საერთოდ არ უცხოვრიათ. ვერ დავმალავთ, რომ ამ მოსაზრებას

საფუძვლად უდევს ზოგიერთი გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, კერძოდ, ნიკო მარის, ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიასა და სხვათა დაუსაბუთებელი

მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ დღესაც ჰყავთ დამცველები ქართველ მკვლევართა ერთი ნაწილის სახით.

ბოლო ოცწლეულში ქართული მეცნიერება მნიშვნელოვანწილად განთავისუფლდა დამპყრობთა (რუსეთი, თურქეთი და ა.შ.) წნეხისაგან:

გადახედულ იქნა მრავალი უკვე დრომოჭმული შეხედულება; აღდგა, ან შეიქმნა მყარად დასაბუთებული თვალსაზრისები; გამოვლინდა ახალი

წყაროები; სწორი ახსნა მიეცა ადრე ცნობილი მრავალი წყაროს მონაცემებს და ა.შ. ამ დიდი და მეტად ფასეული სამუშაოების შედეგად საბოლოოდ დადგინდა,

რომ: თანამედროვე აფხაზეთში ამჟამინდელ აფსუათა წინაპრებს არასოდეს უცხოვრიათ ახ. წ. XVI საუკუნემდე, რასაც ადასტურებს

ის, რომ არცერთ ძველ წერილობით წყაროში არ დასტურდება აფსუათა წინაპრების ბინადრობა არა მარტო აფხაზეთის, არამედ დასავლეთ

საქართველოს ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებშიც. ისინი აქ მოსულნი არიან ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილიდან, მდინარე ყუბანის ნაპირებიდან, სადაც ახლაც

ცხოვრობენ მათი უახლოესი მონათესავე აბაზები და ჩერქეზები (ეს საკითხები დაწვრილებითაა გაანალიზებული 2007 წელს გამოსულ კრებულში "ნარკვევები

საქართველოს "ისტორიიდან" (წარსულიდან). აფხაზეთი", რომლის რუსული თარგმანიც მიმდინარე წელს გამოიცა, ხოლო ინგლისურ თარგმანზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს).

ამ თანმიმდევრულ და გამართულ მოსაზრებებს მხარს უჭერს როგორც წერილობითი წყაროები, ისე "კარტოგრაფიული" და "ფოლკლორული" მასალაც, მაგრამ კიდევ უფრო

მნიშვნელოვანია ის, რომ თვით აფსუურ ენას შემოუნახავს ისეთი ცნობები, რომლებიც გამორიცხავს აფსუათა წინაპრების ბინადრობას ახლანდელი

აფხაზეთის მიწაზე ახ.წ. XVI საუკუნემდე. წინამდებარე წერილში ჩვენ სწორედ აფხაზური ენობრივი მასალის ერთ ნაწილს მიმოვიხილავთ.

 

1. თუკი ახლანდელ აფსუათა წინაპრები მუდამ ცხოვრობდნენ ახლანდელი აფხაზეთის მიწაზე და საუკუნეთა მანძილზე ინარჩუნებდნენ ქრისტეს რწმენას

, მაშინ აფსუურ ენაში უეჭველად უნდა ჩანდეს, ერთი მხრივ, ბერძნულ ენასთან უშუალო მჭიდრო ურთიერთობის კვალი და, მეორე მხრივ, წარმოდგენილი

უნდა იყოს საკუთრივ აფსუური წარმოშობის ქრისტიანული სიტყვები, მესამე მხრივ კი "ბიბლეიზმები" (ბიბლიიდან მომდინარე გამონათქვამები

და "ეპითეტ-მეტაფორები"). ჩვენ მიერ საგანგებოდ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ:

- ბერძნულ ენასთან ხანგრძლივი უშუალო ურთიერთობის კვალი საერთოდ არ შეინიშნება აფსუურ ენაში.

მეტიც, თვით ბერძენის აღმნიშვნელი აბერზენ სიტყვა აფსუურს შეუთვისებია მეგრულისაგან (შდრ. მეგრ. ბერზენი);

- არ არსებობს თვითმყოფადი აფსუური, ან ბერძნულიდან აღებული ქრისტიანული სიტყვები.

- საკუთრივ აფსუურ ქრისტიანულ სიტყვათა მცირე ჯგუფს სიძველის კვალი არ ემჩნევა, ისინი აშკარად გვიან შუა საუკუნეებშია შექმნილი;

- აფსუურში არ დასტურდება "ბიბლეიზმები":

- `მამა აბრამის ბატკანი~-ს,

- `ურწმუნო თომა~-ს,

-`სოდომის ცოდვისა~ და სხვათა სახისა.

ამ მონაცემთა საფუძველზე უნდა დავასკვნათ, რომ აფსუათა წინაპრებს არ ჰქონიათ უშუალო, ხანგრძლივი და მუდმივი შეხება ძველ ბერძნულ ქრისტიანულ

სამყაროსთან. ამ კუთხით ფრიად საყურადღებოა ის, რომ აფუურ ენაში ძირითად ქრისტიანულ ცნებათა გამოსახატად საკმაოდ ხშირად გამოიყენება

მაჰმადიანური სიტყვები, რომლებიც ამ ენაში გვიან შუა საუკუნეებამდე ვერ მოხვდებოდნენ (ეს სიტყვები ძირითადად თურქულიდან, ან ამ ენის შუამავლობითაა

ნასესხები, თურქებს კი ამჟამინდელი აფხაზეთთან შეხება XVI საუკუნემდე არ ჰქონიათ). ეს სიტყვებია:

- ჯანათ - "სამოთხე",

- ჯაჰანუმ - "ჯოჯოხეთი",

- ამაალიქ - "ანგელოზი",

აფააიმბარ - "წინასწარმეტყველი",

აკაამეთ - "მეორედ მოსვლა"; "საშინელება",

აჯალ - "სიკვდილის ჟამი" და მრავალი. სხვანი.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სხვა გარემოება:

აფუურ ქრისტიანულ მეტყველებაში გამოიყენება ქართველური წარმოშობის, ან ქართველიზებული სიტყვების ერთი ჯგუფი, რომლებიც საშუალებას

იძლევა ამ სიტყვათა აფუურ ენაში დამკვიდრების დროის მიახლოებით განსაზღვრისა, შესაბამისად, ამ სიტყვათა მეშვეობით შესაძლებელია აფსუათა

გაქრისტიანების დროის გარკვევაც. ამ დასკვნებს, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, განამტკიცებს ის ფაქტიც, რომ აფსუურ ენაში, ორიოდე გამონაკლისის გარდა,

სწორედ ქართველური ან ქართველიზებული საკულტო სიტყვებით გადმოიცემა ძირითადი ქრისტიანული ცნებები:

- ჯვარი,

- ქრისტე,

- ქრისტეშობა,

- ქრისტიანი,

-მთავარანგელოზი,

-წყალკურთხევა,

-ეპისკოპოსი,

- ბერი,

-კვირიკობა,

-პეტრეობა,

-ბზობა და მრ. სხვა.

აფსუათა შორის ქრისტიანობის გვიან (XVI-XVIII საუკუნეებში) გავრცელება და რწმენის სისუსტე (რწმენის ზედაპირულობა) ჩანს იქიდანაც, რომ

აფხაზეთში არ დასტურდება არცერთი აფსუური "ტოპონიმი", რომელიმე ქრისტიანული ცნების, ან წმინდანის სახელთან რომ იყოს დაკავშირებული (შდრ.

ქართული ტოპონიმები: ჯვარი, სამება, შემოქმედი, ამაღლება, ნინოწმინდა, ანდრიაწმინდა, სტეფანწმინდა, მანცხვარკარი...).

2. თუკი აფსუათა წინაპრები იმთავითვე ცხოვრობდნენ თანამედროვე აფხაზეთის მიწაზე და თუნდაც XI

საუკუნიდან იყვნენ ერთიანი ქართული სახელმწიფოს მოქალაქეები, ხოლო, როგორც ინგლისელი პროფესორი

ჯორჯ ჰიუიტი ფიქრობს, მათმა წინაპრებმა VII-IX საუკუნეთა მიჯნაზე დაიპყრეს დასავლეთ საქართველო,

მაშინ დასავლეთ საქართველოს ქართველურ კილოებშიც (მეგრულში, სვანურ კილოებში, იმერულში, გურულში, ლეჩხუმურში, რაჭულში,

აჭარულსა და ლაზურში) და ქართულ სამწიგნობრო ენაშიც აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის, ყოფით ურთიერთობათა

და საქმის წარმიების ამსახველი აფსუური სიტყვები, ხოლო თვით აფსუურ ენაში ასევე აუცილებლად უნდა შემორჩენილიყო შესაბამისი

ბერძნული სიტყვების ნაწილი მაინც. მაგრამ არც ქართველურ ენა-კილოებში ჩანს ამ სახის აფსუური მეტყველება და არც აფუურ ენაშია ამავე ჯგუფთა

ბერძნული სიტყვების რაიმე კვალი, რაც ფრიად საყურადღებო საბუთია.

3. აფსუურ ენაში დადასტურდებული ძირითადი ყოფითი სიტყვებით ასახულია გვიანი შუა საუკუნეების ყოფითი ურთიერთობანი, ანუ

ბატონყმობის ეპოქის ვითარება. ამ სიტყვებიდან თავადის, უფლისწულის, შინაყმის, გამდელის, ძიძის, ტყვის აღმნიშვნელი სიტყვები ქართული წარმოშობისაა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აფსუურ ენაში არ დასტურდება მეფის, ხელმწიფის აღმნიშვნელი საკუთარი სიტყვა (ა-ჰუნთქარ და ა-კრალ ნასესხებია

თურქულიდან), არ არსებობს არც სამეფოსა და სახელმწიფოს აღმნიშვნელი თვითმყოფადი სიტყვები. არანაკლებ საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება:

სამშობლოს ცნებას აფხაზურში ა-ფსადგილ და აჯინჯტვულა სიტყვები აღნიშნავს, მაგრამ ორივე სახელში მონაწილეობს ქართველური ფუძეები (ადგილი

და მეგრ. ჯინჯ-ი - "ძირი"), რაც იმაზე მიუთითებს, რომ აფსუათა წინაპრებს სამშობლოს ცნების აღნიშვნის აუცილებლობა გაუჩნდათ მხოლოდ ქართული

სახელმწიფოს (იმერეთის სამეფოს) დაქვემდებარებაში შემოსვლის შემდეგ.

4. ძველად, ადრეფეოდალური და შუა საუკუნეების არცერთი წერილობითი წყარო აფხაზეთის მხარეში არ ასახელებს არცერთ ისეთ

"გეოგრაფიულ" სახელს, რომელთაც აფსუურ ენაზე უპრობლემო ახსნა დაეძებნებოდა, სამაგიეროდ არცთუ

იშვიათია ისეთი "ტოპონიმები" და "ჰიდრონიმები", რომლებიც აშკარად ქართველური წარმოშობისაა. ჩამოვთვლით იმ "გეოგრაფიულ" სახელთა მხოლოდ

მცირედ ნაწილს, რომლებიც დასტურდება ნარატიულ წერილობით წყაროებში უძველესი დროიდან 1801

წლამდე და რომელთა ქართველური წარმომავლობა არავითარ ეჭვს არ იწვევს:

- ზიგანა||სიგანეი||ზიგანევი _ დასტურდება ახ. წ. I საუკუნიდან. მომდინარეობს ქართული ზეგანი სიტყვისაგან;

- მოხორა||მუხორისი||მუხური _ ახ. წ. V საუკუნიდან. მეგრ. მუხური, სვან. მუხურ "მხარე, კუთხე";

- წიბილი||წიბილიუმი||წიბელი _ 554 წლიდან. მომდინარეობს წაბლის აღმნიშვნელი წინარე ქართველური *წაბალ სიტყვისაგან (საყურადღებოა,

რომ აფხაზები წებელდას ახლაც წაბალ სახელით აღნიშნავენ);

- ფუსტა _ იხსენიება 662 წლიდან. უკავშირდება უფლის, ღვთაების აღმნიშვნელ სვანურ ფუსდ სიტყვას;

- ჯიხახორა _ 662 წლიდან. შდრ.: მეგრ. ჯიხა "ციხე" და ძველ წყაროებში ახლანდელი გალის რ-ნის ტერიტორიაზე ხსენებული ტოპონიმი ხოირი;

- ცხუმი||ცხომი _ VIIII საუკუნიდან. შდრ. სვან. ცხუმ//ცხვიმ "რცხილა";

- ნაჟანეო||ნაჟანეული||ნაჟანაური||ნაჟანევი _ ისინი პირველად იხსენიება 1525-1550 წლებს შორის. "ტოპონიმს" საფუძვლად უდევს გვარი ჟანავა, რომელიც

გაფორმებულია ქართველური ნა- პრეფიქსითა და -ურ//-ულ, -ევ სუფიქსებით;

- ტყაურუ||ტყავრუ _ პირველად დასტურდება 1552-1550 წლებს შორის. მომდინარეობს მეგრული ტყაყურუ "ყრუ ტყე" სახელისაგან;

- მარმარისკარი _ იხსენიება 1525-1550 წლებს შორის;

- ბედია _ დასტურდება "ქართლის ცხოვრებაში" XI საუკუნიდან ისტორიამდელ ამბებთან დაკავშირებით;

- ქ. ეგრისი _ დასტურდება იქვე XI საუკუნიდან ისტორიამდელ ამბებთან დაკავშირებით;

- ეგრისწყალი _ დასტურდება იქვე XI საუკუნიდან ძვ. წ. IV ს. ამბებთან დაკავშირებით;

- მაგულა||მარგულა||მორგულა||მერკულა _ ისინი სახელდება 1615 წლიდან. შედარებისათვის შავქლიავის ერთ-ერთი

ჯიშის მეგრული სახელი მარგულა // მარგვ-ულ-ა ე.ი. მარგვეთული (ზემოიმერული) ჯიში;

- ჭალა (ამჟამად: ჭლოუ) _ იხსენიება 1621 წლიდან. ამ ახლა უკვე აფხაზურ სოფელში არის უბანი ჭალააიმარა,

რომელმაც შემოინახა სოფლის თავდაპირველი სახელი;

- სკურჩა||სქურჩა _ დასტურდება 1630 წლიდან. ეს სახელი ძალზე გავრცელებულია მთელ სამეგრელოში,

სადაც უამრავ მდინარეს თუ ღელეს ჰქვია სქურჩა//სქურჩე "თეთრი ღელე";

- სოფ. და მდ. ღალიძგა _ დასტურდება 1639 წლიდან. ეს სახელი თავდაპირველად რქმევია სოფელს, შემდეგ

კი მდინარეზეც გადატანილა. მეგრულად ღალიძგა "ღელის ნაპირს" ნიშნავს. მისგანაა მიღებული ამ მდინარის ამჟამინდელი აფხაზური სახელი აალძგა;

- კვიტაული||კვიტოული||კიტოული||პიტაური _ 1640 წლიდან. სოფლის სახელს საფუძვლად უდევს მამაკაცის ქართული სახელი კვიტა (შდრ. გვარსახელები:

- კვიტაშვილი და კვიტაიშვილი), -ურ სუფიქსი კი ამ და ანალოგიურ შემთხვევებში მიწის ნაკვეთის კუთვნილებას აღნიშნავს;

- ოქუმი _ პირველად იხსენიება 1654 წლიდან. მეგრულ დიალექტზე ნიშნავს საქუმელეს;

- ოლუშე _ მოხსენიებულია 1654 წლიდან. მეგრულად ნიშნავს სავალს;

- კაპეტის წყალი (მდ. ბზიფის ძველქართული სახელი) _ დასტურდება XVIII საუკუნიდან. კაპეტი//კაბეტი მეგრულად დიდს, მძლავრს ნიშნავს და ა. შ.

საყურადღებოა ანტიკურ ბერძნულ წყაროებში პიტიუნტა||პიტიუს ვარიანტთა წარმოქმნის საკითხი. როგორც ირკვევა, ამ ორი

სახეობიდან უფრო ძველია პიტიუს, რომელიც ბერძნულად ფიჭვს ნიშნავს. იგი პირდაპირი გადაღებულია თარგმანია ფიჭვის აღმნიშვნელი ერთერთი

ქართველური სახელისა. ასევე უეჭველად ქართველური წარმოშობისაა მთელი აფხაზეთის მხარეში გავრცელებული "ოიკონიმები და პოლისონიმები":

- გაგრა||გაგარი||გაკარი||კაკარი, ა-ვადჰარა, ოთჰარა, ტყვარჩელი, გენწვიში, მგუძირხვა, მერხეული, კოპიტი, კამანი, ამტყელი და მრ. სხვა.

ასეთი მონაცემი უამრავია, ამიტომ აქ ამით შემოვიფარგლებით და დავასკვნით:

არ არსებობს არავითარი "ისტორიული" და ენობრივი მონაცემი, რომელიც დაადასტურებდა ამჟამინდელი აფხაზეთის მიწაზე ქართველების სახლობამდე აფსუათა წინაპრების ცხოვრებას. ამიტომ არც აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოგლეჯის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეთნო ნაციონალიზმი დამღუპველი აღმოჩნდა საქართველოს მთლიანობისთვის,

ჩვენ შეგვეძლო ეს კონფლიქტი აგვეცილებინა, არადა როდესაც ომი დაიწყო ღრმად ვიყავი დარწმუნებული რომ ჩვენი საქმე სამართლიანი იყო და სიმარტლისთვის ვიბრძოდით, რა თქმა უნდა, არანაირი პრეტენზია მებრძოლ ბიჭებთან არ მაქვს, მებრძოლი ყოველთვის მართალია თუკი ის თავის სამშობლოს იცავს და მისი აგრესიის ქვეშ არ ხვდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო ტყვეები,

როდესაც უკვე ომი გაღვივდა ყოველი ქართველის ვალი იყო ამა თუ იმ ფორმით ომში მონაწილეობა მიეღო

აფხაზეთის ომის მიზეზები

 

საუბრობს ყოფილი სახელმფო საბჭოს წევრი თენგიზ კიტოვანი:

 

http://s46.radikal.ru/i114/1108/20/7dee5ddda224.jpghttp://s56.radikal.ru/i152/1108/49/d02caa25802c.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://burusi.files.wordpress.com/2010/03/316.jpgსახელმწიფო საბჭოს წევრ ჯაბა იოსელიანის, ანუ მოღალატის მოგონებებიდან

 

საგულისხმოა, რომ ჯაბა იოსელიანი აფხაზეთის ომის დაწყების აღწერისას (მისი მოგონებების ამ თავს პირდაპირ ასე ჰქვია - "აფხაზეთი"), გვერდიგვერდ ახსენებს ზვიად გსახურდიასა და აფხაზეთში სამხედრო ძალების შეყვანის თითქმის საყოველთაო დაჟინებულ მოთხვნას:

"სახელმწიფო საბჭოში სულ უფრო ხშირად გაისმის ბატონი პრეზიდენტის სახელი. აფხაზეთიდან ჩამოსული წარმომადგენელთა ჯგუფები, სახელმწიფო საბჭოს მხარდამჭერნი და საზოგადოებრივად გაუთვითცნობიერებელი მოქალაქენი დაჟინებით მოითხოვენ ლაშქრის შეყვანას აფხაზეთში. ბორის კაკუბავა - ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი აფხაზეთში - მთხოვს იარაღს, სურს, სოხუმში ჩამოაყალიბოს "მხედრიონი". ვაძლევ რამდნიმე ათეულ ავტომატს და ტყვია-წამალს. აფხაზეთის თვითმმართველობის უმაღლესი საბჭოს წევრებიც იმ აზრზე არიან, რომ აფხაზეთში ლაშქარი შევიყვანოთ.

ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის შინაგან საქმეთა ხელმძღვანელად ნიშნავს ალიკ ანქვაბს. გივი ლომინაძე თბილისის საავამყოფოში წევს. ტვირთის გადაზიდვის საქმე მძიმე მდგომარეობაშია - სოჭის მხრიდან საერთოდ არაფერი შემოდის..." (ჯ. იოსელიანი, სამი განზომილება", გვ. 188).

დავაკვირდეთ:

საქართველოს უახლოესი წარსულის უმნიშვნელოვანესი, მე ვიტყოდი, უსაშინელესი მოვლენის - აფხაზეთში ომის დაწყების გახსენებისას ჯაბა იოსელიანი, ნებსით თუ უნებლიეთ, რიგითობით აყალიბებს ომის დაწყების მიზეზებს:

1. თურმე, სახელმწიფო საბჭოში სულ უფრო ხშირად გაისმის ბატონი პრეზიდენტის სახლი, ანუ ზვიად გამსახურდიას სახელმწიფო საბჭოს წევრებიც კი სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ "ბატონობით"!

2. ვლადისლავ არძიმბას მოწინააღმდეგე აფხაზეთის ქართული წარმომადგენლობა და რიგითი მოქალაქენი დაჟინებით ითხოვენ აფხაზეთში სამხედრო ძალის შეყვანას...

3. და მხოლოდ ბოლო მიზეზად მოიხსენება"რკინიგზის გახსნის" საკითხი!...

ამ დრს კი, რა მდგომარეობაა ოთხკაციან სახელმწიფო საბჭოში?

"შევარდნაძე სახელმწიფო საბჭოს სხდომებს საკითხთა მიხედევით გაფართოებული შემადგენლობით იწვევს. ჩვენ ოთხნი უკვე დავიქსაქსეთ. კიტოვანი და სიგუა ერთად, შევარდნაძე-ცალკე. მე მათ შორის ჯერჯერობით მომრიგებელი ვარ. თუმცა, თვით შევარდნაძე თენგიზებს არ უპირისპირდება.

თუ რაიმე წვეტიანი საკითხია, ჩემი წამოწყების იმედი აქვს და. უნდა ვთქვა, მე ეს ჩემს მოვალეობადაც მიმაჩნია" (იქვე, გვ. 188).

სახელმწიფო საბჭოს განხილვებზე, რა თქმა უნდა, საჩვენებლად წამყვანი თემა"რკინიგზის დაცვაა".

აბა, საჯაროდ იმას ხომ არ განიხილავენ, როგორ გავანადგუროთ ქართული ეროვნული მოძრაობაო?

"ვგეგმავთ რკინიგზის მუდმივი მეთვალყურეობის ღონისძიებას სამტრედიიდან სჭამდე (საკითხავია, სოჭი როგორღა უნდა აეყვანათ "მუდმივ მეთვალყურეობაზე"?! - გ.გ.)

თავდაცვის უწყებასა და შინაგანი ჯარების ხელმძღვანელობას დავალებული აქვთ, აღრიცხვონ ხალხის რაოდენობა, აღჭურვილობა, ხელმძღვანელთა შენაცვლების ადგილები, სადგურებში კავშირგაბმულობის კვანძები. ქაღალდზე ყველაფერი, ასე ვთქვათ აჟურშია. მე კი მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი სინამდვილესთან ნაკლებ კავშირშია. ამ ღონისძიების განხორციელებას 2 ათასი ჯარისკაცი სჭირდება. გვყავს ამის შემსრულებელი ადამიანები?

თენგიზებმა ლამის სასაცილოდ ამიგდეს. "როგორ? გვარდია, შინაგანი ჯარი", - ამბობენ ისინი. ამასვე იმეორებენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა უწყებათა ხელმძღვანელები. შევარდნაძეც მათკენ იხრება. ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურისთვის არც გვარდიაა მზად, არც შინაგანი ჯარი. საქმე რომ გაკეთდეს, ეს 2 ათასი კაცი ხომ იქ უნდ გადასახლდეს?..." (იქვე 188 გვ.)

ჯაბა იოსელიანის მტკიცებით, ის არ აპირებდა საქმეში "მხედრიონის" ჩართვას, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი მაინც მხედრიონელების გასაკეთებელი გახდებოდა...

"მხედრიონს" შეგნებულად არ ვრთვთ ამ გეგმაში. ჯერ ერთი, მინდა იგი მაშველთა სამსახურში განვალაგო, მეორეც, ვერც მხედრიონელები გასწევენ ამ ყოველდღიურ ჭაპანს.

 

გიორგი გიგაურის წერილიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...