Jump to content
Planeta.Ge

აფხაზები თუ აფსუები


Recommended Posts

ჯვაროსნული ლაშქრობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ აფსუების გამოყენებით

 

დაიწყო ომი აფხაზეთში. ამბობენ, რომ ომის მიზეზი იყო 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის მიერ ტანკების შეყვანა აფხაზეთში. მაგრამ, თუ გამოვიკვლევთ აღნიშნულ თარიღამდე მოვლენათა განვითარებას, ქვეყნის საშინაო და საგარეო ვითარებათა გათვალისწინებით, საომარ მოქმედებათა დაწყება-გამწვავება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო.

თუ როგორი განწყობა ვითარდებოდა აფხაზეთში (შიდა ქართლში – ეგრეთ წოდებულ “სამხრეთ ოსეთში” და ა.შ) ქართველებისადმი, ფარულად და ღია საშუალებებით მრავალი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ქმედითად XX საუკუნის 60-70-იან წლებიდან.

 

მათი სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი წინამძღოლების “მოღვაწეობიდან” გამომდინარე, იგრძნობოდა სწრაფვა, ყოველმხრივი მზადება, გადამწყვეტი ნაბიჯი გადაედგათ, რათა ქართველები განედევნათ აფხაზეთიდან გარეშე ძალების დახმარებით (რუსეთის იმპერიის, ჩრდ. კავკასიელთა ნაწილის მოტყუებით, თურქეთის ვერაგული დამოკიდებულებით ქართველებისადმი).

წინასწარ დასახული მონახაზით, გეგმაზომიერად განხორციელდა თანამდებობრივი ცვლილებები ყველა სფეროში. "კომპარტიის" რიგებში, თუ დადგებოდა საკითხი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნისა, აფსუა პიროვნებას იღებდნენ წესდების ყოველგვარი დარღვევით, შეუფერხებლად. აკვნიდან დაწყებული, აფსუა (თუნდაც ოსი და ა.შ) იზრდებოდა იმ შეგნებით, რომ ის ერთადერთი მკვიდრია აფხაზეთის კუთხისა, მას ეკუთვნის ყველანაირი უფლებამოსილება, არ აგებს პასუხს ქართველის შევიწროებისათვის, რადგან ქართველი მოაზრებული ჰყავდათ როგორც “დამპყრობი”, “მჩაგვრელი”, “მოძალადე”…

 

წარსულის გაყალბების საფუძველზე (რაშიც აფსუა იდეოლოგებისთვის თითქმის არავითარი ღიად გაბათილება-წინააღმდეგობა არ გაუწევიათ ქართველ წარსულთმცოდნეებს ("ისტორიკოსებს"), ხელისუფლებას) ქართველის სახით, აფსუების არაერთ თაობას ჩამოუყალიბდათ მტრის ხატი!

ხოლო ქართულ ხელისუფალთა მხრივ, ინერგებოდა მოსახლეობაში სიყვარული, ძმობა, ნათესაობა აფსუებს და ქართველებს შორის. ესეც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ ამ ომის წინაშე მოუმზადებელი აღმოჩნდა ქართველი მოსახლეობა, როგორც ზნეობრივად ისე საჭურვილით.

 

ვინ წარმოიდგენდა ყოველივე იმას რაც მოხდა!

 

ჯვაროსნულმა ომმა გაანადგურა უიარაღო, უმწეოდ დარჩენილი მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა, მოწყვიტა ის დედა-სამშობლოს.

 

ომის მიზეზი მრავალია, მაგრამ ამ მიზეზთა შორის ხომ არის მთავარი?

მთავარი კი მდგომარეობს იმაში, რომ სამთავრობო დონეზე არასოდეს არ განხილულა და დღესაც კი ერთმნიშვნელოვნად არ წყდება ძირეული საკითხი:

ვის ეკუთვნის აფხაზეთის მიწა-წყალი – აფსუას თუ ქართველს?

რა წარმომავლობისაა აფსუა, რა მიმართებაშია ის საქართველოსთან?

 

http://s1.ipicture.ru/uploads/20110807/H12H5S2p.jpgაფსნი

 

თავის თავს აფსუებს უწოდებენ, აფხაზეთს აფსნად მოიხსენიებენ და ეროვნებას Аҧсуа(აფსუა) ჩვენ კი აფხაზობას ვაბრალებთ.

სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს.

 

ზოგიერთი ქართველი წარსულთმცოდნე ("ისტორიკოსი") ასე მსჯელობს:

“მე ხომ მაქვს ამის თაობაზე დაწერილი ნაშრომი, განა ეს საკმარისი არ არის?”

 

დიახ, არაერთ ჩვენ მკვლევარს აქვს გაცემული პასუხი ზემოთხსენებულ კითხვაზე ნარკვევებში, წერილებში, რადიო-ხედვით გამოსვლებში, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში ცალკეული წერილების სახით, თან არასაკმარისად. დღემდე არ ჩატარებულა არც სახელმწიფო, არც საერთაშორისო მეცნიერული შეკრება, გამოქვეყნებული ნაშრომთა განზოგადოებით, ერთი მთლიანი საფუძვლის განსაზღვრით:

“ვინ ვინ არის” და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, ვინ საიდან მოვიდა და მოსულს ვინ დახვდა, გაირკვეს ვინ ვის ეცილება ამ მიწებს და რისთვის დაიღვარა ამდენი სისხლი?

(ოთარ გობეჯიშვილი “ახალი თაობა” – 15.04.98 წ.).

 

განა ამ მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიების წამომწყები არ უნდა ყოფილიყო პირველ რიგში მეცნიერებათა აკადემია?

რომლისთვისაც ხელმისაწვდომია, მთავრობას წარუდგინოს დასკვნა აფხაზეთის ფუძე მოსახლეობის თაობაზე. საქართველოში მცხოვრებმა, ყველა მისმა მოქალაქემ გარკვევით უნდა იცოდეს ვინ რა “გორისაა” და რა უფლებებით არის ის აღჭურვილი ამ ქვეყანაში, რომელმაც მას შეუქმნა ცხოვრების ყველა პირობა.

საქართველოში, როგორც ვიცით მრავალი ეროვნება ცხოვრობს, მასში თანცხოვრობენ სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლები. ძირითადი და განმსაზღვრელი ძირძველი მოსახლეობაა – ქართველობა. რაც შეეეხება დაყოფას მოსხლეობისა ქართველ ხალხად და აფსუა ხალხად – ეს ხომ არასწორია. განა საქართველოში შეიძლება არსებობდეს აფსუა ერი. აფხაზი ხომ იგივე ქართველია, ხოლო აფსუა -ჩერქეზულ-ადიღეური ეროვნების განშტოებაა საქართველოში. ერის ცნებიდან გამომდინარე, შეიძლება აფხაზურ ერად ჩაითვალოს რამდენიმე ადიღეურ-ჩერქეზული, თურქული გვარების ჯგუფი (არძინბა, ძიაფშ-იფა, ბაღაფში, ჩაბაღურხვა, ერინბა, წკუია, შამბა, ჯიკირბა, შინკუბა, გრივაფშბა, ცარგუშ, ცუგბა, ოზგანი)?

ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ე.წ. “აფხაზი” ხალხის უმრავლესობას შეადგენენ ქართველები (90%-ზე მეტი): გვაზავა, კუპრავა, მარღანია, ნარმანია, სიჭინავა, ბაგათელია, კორტავა, ძიძარია, გულია, ქუთელია, ბიგვავა, ჯუღელია, ლაკერბაია, კვარაცხელია, აბაშიძე, ფაღავა, ქარდავა და ასე უსასრულოდ…

ამ ომმა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირა ერთი გვარისა და ტომის ადამიანები, როგორც ბრმა იარაღი უცხო ტომის ხელში.

 

ერთ ერთ სახელმწიფო სხდომაზე სიტყვით გამოსულმა ქალბატონმა ადა მარშანიამ დასვა კითხვა:

“ხალხო, გამაგებინეთ ვინ ვარ მე ეროვნებით?”

 

დღემდე ამ კითხვაზე პასუხი სახელმწიფო დონეზე არ გაცემულა!!!

 

გაზეთში “ახალი 7 დღე” (20-26.04.2001) მეცნიერმა ბატონმა გურამ ყორანაშვილმა გამოაქვეყნა წერილი “მეცნიერებათა აკადემიის ცხოვრების მცირე აღწერა” (50-იანი წლებიდან დღემდე). ამ წერილიდან ვერ გაეცნობით მასალას, რომელიც ასახავს ქართველ წარსულთმცოდნეთა კვლევა-ძიების განზოგადოებას, ქართველი ერისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს მიეცეს მეცნიერული და სახელმწიფო შეფასება.

ქართულმა აკადემიამ, რამდენადაც ვიცით, არც ერთხელ არ მიმართა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას და მთავრობას აღშფოთებით იმის გამო, ასე ხელაღებით მიაყენეს უდიდესი ზიანი საქართველოს, ქართველ ერს; რომ თავდასხმით იქნა დახოცილი მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა; გადაუწვეს სახლ-კარი, დაუნიავეს ქონება, გამოაძევეს საცხოვრებელი ადგილიდან, გაამათხოვრეს, დააკნინეს და წაართვეს დედა-ენა; რომ აფსუა მოძალადეებმა რუსეთის ხელისუფლების ხელშეწყობით დაამყარეს აფხაზეთში ფაშისტური რეჟიმი.

 

მეცნიერებათა აკადემიამ არამარტო საჯაროდ უნდა განაცხადოს რუსეთისა და მსოფლიო საზოგადოების წინაშე საქართველოს სიმართლის შესახებ, არამედ ამავე დროს გამოიკვლიოს, თუ რა შედეგი მოჰყვა რუსეთის მიერ აფსუა მოძალადეების (ასევე ოსების…) ოსტატურად გამოყენებას ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

 

სანამ არ იქნება განცხადებული, რომ საქართველოს მკვიდრ (ფუძე) მოსახლეობას არ წარმოადგენენ აფსუები, განა აზრი აქვს რაიმე მათ მდგომარეობაზე საკითხის განხილვას?

გამოდის, რომ ჩვენივე ნებით ვაკუთვნებთ აფსუა მოძალადეებს ქართულ მიწა-წყალს?

 

ლილი ძაგანია - ისტორიკოსი და ფილოლოგი, გუდაუთის სასწავლებლის დირექტორი

Edited by დაჩი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

АБХАЗЫ - один из древнейших коренных этносов Кавказа, язык, культура и традиции которого наиболее близки и родственны северо-кавказским народам: абазинам, адыгейцам, кабардинцам, черкесам, убыхам. В языковом отношении все они составляют абхазо-адыгскую группу северо-кавказской семьи языков.

 

Абхазы - младописьменный народ. Они пользуются алфавитом, созданным в 1862 году лингвистом П.К.Усларом на основе русской графики, усовершенствованной абхазскими учеными.

Численность абхазов в Республике Абхазия по переписи 1989 года 93,2 тыс. человек, всего в Российской Федерации и странах СНГ - 105 тыс. человек. Живут они в Турции и других странах - более 600 тыс. человек.

Абхазы исповедуют различные верования: традиционную религию (язычество), христианство (православие), ислам (суннитский).

Первые упоминания об Абхазии содержатся в ассирийских источниках XII в. до н. э. (надпись Тиглатпаласара I) под именем "абешла", а в I-II вв. н. э.

Зафиксированы "апсилы" и "абазги".

На их генетическую связь с абхазским народом указывают этнонимы "апсуа" (самоназвание абхазов), "абаза" (самоназвание абазин, родственных абхазам), "обезы" русских и "абхазы" грузинских летописей. "Апсны", т. е.

"Страна души" - так называют свою родину абхазы.

 

Предки абхазов были одними из создателей мегалитической (дольмены, кромлехи) культуры на Западном Кавказе в III тыс. до н. э., а в начале I тысячелетия до н. э. колхидскокобанской металлургической провинции. В VIII-VII вв. до н. э. они освоили навыки производства и обработки железа, нашедшие свое яркое отражение в героическом нартском эпосе абхазов в образе кузнеца Айнара.

 

http://www.apsny.ru/history/content/img/voin.jpgЧерез территорию Абхазии по меото-колхидской дороге в VII-VI вв. до н. э. в Переднюю Азию проходили скифы, часть из которых осела и смешалась с местным древнеабхазским населением.

Уклад городской жизни (Диоскуриада- соврем. Сухум, Гюэнос, Эшерское городище, Питиунт - соврем. Пицунда), государственность на территорию Абхазии привнесли греки в первой половине VI в. до н. э., связавшие затем местные окрестные общины в единую систему экономических, отношений.

В первые века н. э. древнеабхазские племена были объединены в раннеклассовые образования (Абасгия, Апсилия, Санигия), которые являлись органической, хотя и периферийной частью римско-византийского культурного мира. В прибрежных крепостях Питиунта, Себастополиса и Зиганиса стояли римские когорты, а в Египте находилась "Первая когорта абасгов".

В VI-VIII вв. н. э. через Абхазию на Северный Кавказ проходили три ответвления "Великого шелкового пути" (дороги через Абасгию, Апсилию и Мисиминию).

Во 11-VII вв. н. э. древнеабхазские племена создали самобытную "Цебельдинскую культуру". В местных воинских захоронениях найдены самые ранние на территории бывшего СССР мечи 111-IV вв. из дамасской стали.

 

По церковному преданию первую христианскую проповедь предки абхазов услышали из уст апостолов Андрея Первозванного и Симона Кананита. В конце 111-IV вв. в Питиунте образовалась первая христианская община на Кавказе, которую епископ Стратофил представлял на первом Вселенском церковном соборе в Никее в 325 г. Официально местное население приняло христианство в VI в. при императоре Юстиниане Великом. Первым пастырем у абасгов был Евфрат, у апсилов - Константин. В Константинополе основана школа, где специально обучались дети абасгов. В древнегрузинском источнике "Мученичество Або Тбилели" (VIII в.) прямо говорится о христолюбивой "Стране Абхазия", что свидетельствует о формировании абхазской феодальной народности.

 

В течение VIII-X вв. существовало Абхазское царство, первым царем которого был Леон II, сын дочери могущественного хазарского кагана. Являясь щитом от арабских нашествий, оно объективно привело к объединению всего Западного Закавказья. Достигло своего расцвета в Х веке при Георгии II, который активно способствовал христианизации Алании. В этот период в местной церковной архитектуре выделяется особая абхазо-аланская школа византийского зодчества.

Династия абхазских царей пресеклась по мужской линии со смертью бездетного Феодосия Слепого, и власть перешла к его племяннику Баграту III (978-1014 гг.), который был грузином по отцу, но абхазский престол унаследовал по материнской линии династии Леонидов (абхазка Гурандухт, сестра Феодосия). Баграт III составил генеалогическое древо абхазских царей, чтобы подчеркнуть свою связь именно с этой династией. С него началось формирование нового государства - "царства абхазов и картвелов", которое еще некоторое время продолжало называться "Абхазским".

 

В XIII столетии "царство абхазов и картвелов" распалось. В XIII-XVBB. Абхазия была в сфере политико-экономического влияния Генуи, которая основала на Черноморском побережье Крыма и Кавказа ряд торговых факторий.

 

http://www.apsny.ru/history/content/img/6.jpg В XVI-XVIII вв. Абхазское княжество находилось под протекторатом султанской Турции. Получает распространение ислам суннитского толка.

С конца XVIII в., при владетеле Келешбее Чачба (Шерва-шидзе), Абхазское княжество вновь усилилось и с помощью флота контролировало Черноморское побережье от Анапы до Батума.

В июле 1810 г. русский военно-морской десант с боем взял крепость Сухум-Кале. Законный владетельный князь Асланбей Чачба оставил укрепление. Прибрежная Абхазия, за исключением вольных горских обществ, была присоединена к России. На абхазский престол царские власти возвели своего ставленника Сефербея Чачба, который принял крещение и новое имя Георгий. Одна из отличительных черт Абхазского княжества в том, что оно, в отличие от Грузии, не утеряло полностью своей государственности с присоединением к России. С 1810 по 1864 гг. Абхазское княжество сохраняло автономное управление в составе России и просуществовало дольше других на Кавказе.

 

С 1864 по 1917 гг. Абхазия ("Сухумский военный отдел", "Сухумский округ") была подчинена царской администрации на Кавказе.

 

 

В XIX столетий Абхазия все еще занимала промежуточное положение между демократическими вольными обществами горцев Северо-Западного Кавказа и феодальной системой Грузии. Однако по духу общественного устройства она была теснее связана с черкесско-убыхским миром. В Абхазии не существовало феодальной собственности на землю, не было крепостного права, а свободные общинники составляли почти все 3/4 население страны.

 

В систему "горского феодализма" Абхазии крепко вжились элементы родоплеменного строя и языческих верований. Основой основ общественного устройства Абхазии была сельская община ("акыта"), которая объединяла все слои населения - высшие и низшие сословия - и была пропитана молочным родством ("аталычество") феодалов с крестьянами. Тем самым смягчались и некоторые сословные противоречия.

В условиях хуторского землевладения пахотные наделы не являлись собственностью всей общины, а находились в посемейной или подворной собственности абхазов. Общими для всех и открытыми для совместного пользования были только пастбища и леса.

Хозяйство абхазов носило натурально-потребительский характер. Они занимались скотоводством, земледелием, виноделием, пчеловодством, обработкой металлов, кож, древесины, гончарным и шорным делом, ткачеством, приготовлением пороха и др. Абхазы традиционно испытывали неприязнь к любым проявлениям товарно-денежных отношений.

 

 

В результате Кавказской войны и антиколониальных восстаний 1866, 1877 годов абхазы пережили этническую катастрофу. Более половины населения вынуждены были покинуть родину и стать беженцами - махаджирами.

В Абхазию хлынул поток новопоселенцев, прежде всего грузин (в основном мегрелов), а также армян, греков, русских, болгар, немцев, эстонцев и др. Так, в 1886 году абхазы составляли 85,7%, а в 1897 году - 55,3% населения.

 

После распада Российской империи Абхазия вошла в Союз объединенных горцев Кавказа и Юго-Восточный Союз. 8 ноября 1917 года на съезде в Сухуме избран первый парламент - Абхазский Народный Совет, который принял Конституцию и Декларацию абхазского народа.

 

11 мая 1918 года на Батумской мирной конференции провозглашена Горская республика (Северо-Кавказская республика).

Вместе с Дагестаном, Чечней, Осетией, Кабардой в ее состав вошла и Абхазия. Была восстановлена Абхазская государственность, утерянная в 1864 г.

В июне 1918 года, в нарушение всех договоренностей, войска только что провозглашенной Демократической республики Грузия (26 мая 1918 года), при прямой военной поддержке Германии, оккупировали территорию Абхазии. Правительство Горской республики выразило Грузии, Германскому правительству резкий протест и расценило эти действия как акт агрессии против Абхазии и всего Северо-Кавказского государства.

Политика правительства Грузии вызывала крайнее недовольство многонационального населения Абхазии, что и облегчило установление здесь Советской власти 4 марта 1921 года. Новый режим воспринимался как избавление от репрессий и вооруженного вмешательства Грузинской республики.

Сначала большевики предоставили Абхазии свободу политического выбора, который был реализован провозглашением ее ревкомом независимой ССР Абхазии (31 марта 1921 г.). Уникальность политической ситуации заключалась в том, что Абхазия около года была независима как от Советской России, так и от Советской Грузии.

 

В декабре 1921 г. Абхазия под сильным нажимом Иосифа Сталина, Орджоникидзе и других была вынуждена заключить с Грузией "особый союзный договор", ратифицированный в феврале 1922 г., который зафиксировал, по сути, равноправие двух республик. Характер межгосударственных отношений Абхазии и Грузии нашел свое отражение в Конституции ССР Абхазии 1925 г. и в Конституции Грузинской ССР 1927 г., в которой подчеркивается, что Грузинская ССР является государством, строящимся на федеративных началах (ст. 2-я).

 

Первая советская Конституция принята в Абхазии в апреле 1925 г. Ill Всеабхазским съездом Советов. Абхазия приняла тогда свою Конституцию, как и другие союзные республики, в отличие от автономных, которые ее не имели. В этот период ССР Абхазия по своему статусу являлась не автономной, а союзной республикой, имеющей статус суверенного государства (Ст. 5 Конституции Абхазии 1925 г.) Именно потому Конституция Абхазии 1925 г. по положению не подлежала утверждению в других структурах. Решение съезда Советов по данному вопросу считалось окончательным. Абхазия не входила в состав Грузии.

 

В 1924-1925 гг. были утверждены Герб и Флаг ССР Абхазии, приняты законодательные акты конституционного характера, введены в действие кодексы: уголовный, гражданский, уголовно-процессуальный, земельный, лесной.

До 1931 г. ССР Абхазия называлась "договорной" республикой. Под давлением Сталина договорная ССР Абхазия была преобразована в автономную республику (Абхазская АССР) и включена в состав Грузинской ССР. Этот вопрос рассматривался на VI съезде Советов Абхазии (11 февраля 1931 г.), хотя и не значился в повестке дня, а затем в Тбилиси VI всегрузинским съездом Советов 19 февраля 1931 г. было принято постановление о преобразовании ССР Абхазии в автономную республику.

Попрание суверенных прав Абхазии, низведение ее статуса до уровня автономии в составе Грузии привело к многодневному общенациональному сходу абхазского народа (18-26 февраля 1931 г.), выразившему недоверие правительству и советской власти.

 

После гибели главы Абхазии Нестора Лакобы (отравлен Берией в декабре 1936 года в Тбилиси), начался самый трагичный период новейшей истории Абхазии. На республику обрушился террор, приведший к полному уничтожению политической и интеллектуальной элиты абхазского народа. Усиленными темпами проводилась политика грузинизации:

школьное обучение детей было переведено с абхазского на грузинский язык, абхазская письменность - на грузинскую графическую основу, исконные абхазские топонимы заменены грузинскими, целенаправленно проводилась ассимиляторская переселенческая политика, направленная на деформацию этнодемографической структуры населения.

 

 

За период 1937-1953 гг. из внутренних районов Грузии в Абхазию были переселены десятки тысяч грузин, что значительно увеличило их долю в составе населения Абхазии (6% в 1886 году; 24% в 1897 году; 30% в 1939 году; 39, 1% в 1959 году).

Демографическая экспансия грузин в Абхазии, поощряемая Тбилиси, проводилась в завуалированной форме и в постсталинский период. Массовые митинги и демонстрации с требованием выхода Абхазии из состава Грузии происходили в 1957,1964,1967,1978,1989 годах.

Парламент Грузии в одностороннем порядке стал принимать решения (постановления 1989-1990 гг.), которые игнорировали межгосударственный характер отношений Абхазии и Грузии и по существу вели к упразднению абхазской государственности. Тбилиси признал незаконными и недействительными все государственные структуры советского времени с февраля 1921 года. В ответ Верховный Совет Абхазской АССР 25 августа 1990 года принял Декларацию о государственном суверенитете Абхазии.

Придя к власти в результате вооруженного переворота в Тбилиси, Военный Совет Грузии в феврале 1992 года принял решение об отмене Конституции Грузинской ССР 1978 года м о переходе Республики Грузия к Конституции Демократической Республики Грузия 1921 года, в которой Абхазская АССР как субъект государственно-правовых отношений не значится. В правовом отношении Грузинская ССР перестала существовать, и образовалось новое государство, с которым Абхазская АССР никаких взаимоотношений не имела.

 

В целях преодоления правовой неурегулированности между республиками Верховный Совет Абхазии 23 июля 1992 года решил восстановить действие на территории Абхазии Конституции Абхазии 1925 года, а также приняты новые Герб и Флаг Республики Абхазия.

14 августа 1992 года только что вступившая в ООН Грузия развязала войну против Абхазии. Грузинские войска при поддержке боевой авиации, более ста танков, другой бронетехники, артиллерии, вторглись в Абхазию и оккупировали часть ее территории.

 

Они расстреливали мирных граждан, подвергали их пыткам и насилию, сжигали дома и села, чинили расправу не только над абхазским, но и над армянским, русским, греческим населением. На оккупированной территории производилась этническая чистка. Помимо физического истребления проводилась и политика культурного геноцида.

Уничтожались памятники истории и культуры абхазского народа, музеи и библиотеки, громились, грабились и сжигались театры, институты, школы, архивы, университет. Погибли ценнейшие записи фольклора, лингвистические материалы, исторические документы, редчайшие книги и рукописи.

 

30 сентября 1993 года, после более чем 13 месяцев оккупации, вся территория Абхазии была освобождена.

С ноября 1993 года по настоящее время под эгидой ООН, при посредничестве России и при участии ОБСЕ идут грузино-абхазские переговоры. Подписан ряд важнейших документов, в частности, "Заявление о мерах по политическому урегулированию от 4 апреля 1994 года".

С мая - июня 1994 года благодаря проводимой под эгидой ООН операции по поддержанию мира (войска СНГ и военные наблюдатели ООН) прекращен огонь на границе между Абхазией и Грузией. Начался возврат беженцев в Гальский район. Переговорный процесс продолжается.

 

26 ноября 1994 года парламент республики принял новую Конституцию суверенного Абхазского государства, субъекта международного права. Государственным языком Республики Абхазия признан абхазский, а русский наряду с абхазским является языком государственных и других учреждений. Государственная власть осуществляется на основе разделения на законодательную, исполнительную и судебную.

Абхазия - президентская республика. Первым президентом парламент избрал Владислава Ардзинба.

 

С декабря 1994 года по сентябрь 1999 года Абхазия и ее народ, как ни одна страна в мире, подвергались жесточайшей политической, экономической и информационной блокаде.

 

После разрушительной грузино-абхазской войны в стране стала возрождаться экономика, культура, наука и образование. Год от года увеличивается производство чая, цитрусовых, табака, оживают курорты в Сухуме, Пицунде, Гагре, тысячи отдыхающих вновь стали посещать Новоафонскую пещеру, монастырь и озеро Рица.

Возобновили свою работу Абхазский государственный университет, Абхазский институт гуманитарных исследований, национальные творческие союзы художников, писателей, журналистов, композиторов, архитекторов.

Основана Академия Наук Республики Абхазия. В новых условиях функционируют Абхазское телевидение и радио, Абхазское книжное издательство, журналы, газеты, в том числе и независимые.

Большой популярностью пользуются народные хореографические коллективы, эстрадные и детские музыкальные ансамбли, постановки Абхазского государственного театра, художественные выставки, молодежные фестивали, конкурсы. Интеллигенция Абхазии проводит большую исследовательскую, творческую работу в различных областях науки, образования и культуры.

 

 

Олег Бгажба

Доктор исторических наук

 

Станислав Лакоба

Профессор

 

წყარო: история

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
დაჩი თქვენ რაც დაწერეთ სულ პირველად არის თეიმურაზ გვანცელაძის სტატია ეგ კაცი არა სანდოა რბილად რომ თქვათ აფერისტია როცა უნდა როგორც უნდა ისე გადასხვანიერფერებს ყველაფერს ვითომც არაფერია გადახედეთ გვანცელაძის ძველ სტატებს აფხაზებზე და განსხვავებებს თავად ნახავთ !
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://gogaggg.com/gggnews/wp-content/uploads/2011/02/sshot-66.pngზვიად გამსახურდია –

“სამეგრელოს საკითხი”

(ისაკი ჟვანია და სამეგრელოს “ავტონომია”)*

 

 

თანამედროვე საქართველოში მწვავედ დგას კუთხური პარტიკულარიზმისა და სეპარატიზმის პრობლემა, რომელსაც ჩვენი მტრები ყოველთვის აღვივებდნენ და ართულებდნენ. XIX საუკუნეში შავრაზმელი რუსიფიკატორები ყოველმხრივ ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ აფხაზური, მეგრული, სვანური, მუსულმანურ-მესხური სეპარატიზმისთვის, რისთვისაც ისინი მიმართავდნენ სხვადასხვა მეთოდებს: ამ მცირე ტომებისათვის ანბანის შექმნას, წირვა-ლოცვის შემოღებას მათ ენაკავებზე, ხოლო მესხეთში ხელს უწყობდნენ მუსულმანობის გაძლიერებას, თურქული ენის გაბატონებას, აჭრელებდნენ მესხეთის ტერიტორიას არა ქართული მოსახლეობით, რითაც ნიადაგს უმზადებდნენ საქართველოს საბოლოოდ დანაწევრებას და ასიმილაციას.

 

მომდევნო პერიოდში ეს ტაქტიკა დაიხვეწა და შეიცვალა. საბჭოთა პერიოდში ნათელი ხდება, რომ იგივე საქმე გრძელდება უკვე ქართველების ხელით, რომელთაგან უმრავლესობა თანამდებობის პირია.

 

“სამეგრელოს საკითხი”, რომელიც თავდაპირველად შავრაზმელებმა:

- ვოსტორგოვმა, იანკოვსკიმ და სხვებმა წამოაყენეს, ახლებურად განავითარა 20–იან და 30-იან წლებში ზუგდიდის სამაზრო პარტიული კომიტეტის1 პირველმა მდივანმა ისაკი ჟვანიამ, რომელმაც ბევრი იბრძოლა ამ მიმართულებით და ბოლოს თავისი გამოცდილება შეაჯამა რუსულ ენაზე დაწერილ სპეციალურ წიგნში, რომელიც დღეს ვრცელდება სამეგრელოში (ხელნაწერის სახით).

 

ამ წიგნის მიზანია საზოგადოების დარწმუნება იმაში, თითქოს სამეგრელო ისეთივე ცალკე ეროვნული ერთეულია, როგორც ოსეთი, აფხაზეთი, აჭარა (!) და ა.შ. და რომ მეგრელები იმსახურებენ ავტონომიას, ისევე, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი პატარა ხალხები.

 

ამასთან დაკავშირებით, ი. ჟვანია წერს: “აფხაზეთი, ოსეთი და სხვა პატარა ხალხები ამიერკავკასიისა იყო არენა ორი ნაციონალიზმის ბრძოლისა: ქართულისა და რუსულისა. სოვეტიზაციამდე ამ ბრძოლაში ჩაბმული იყვნენ სამეგრელოს თავადაზნაურობა, სასულიერო წოდება, უმაღლესი ინტელიგენცია (იურისტები, ექიმები, აგრონომები და ა.შ.), რომელნიც მთლიანად დადგნენ ქართული ნაციონალიზმის მხარეზე…”

 

“ქართველი ნაციონალისტები ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის მეთაურობით (იხ. მისი რეაქციული, შოვინისტური წერილი პირველდაწყებით სკოლებში მეგრული ენის შემოღების წინააღმდეგ “პეტერბურგსკიე ვედომოსტი“ 1908 წ. ვარიანელის ფსევდონიმით), თედო ჟორდანია უტევდნენ რუსი ნაციონალისტების ღონისძიებებს, ახდენდნენ მობილიზაციას სამეგრელოს თავადაზნაურობისა და სამღვდელოებისას, სამეგრელოს ეპისკოპოსის, “მეგრელი” ბესარიონ დადიანის სახით. ეს იყო ცნობილი ხულიგანი, შავრაზმელი, პოდხალიმი ქართული შოვინიზმისა, მეთაურობდა მეგრელ თავადაზნაურობას, ურცხვად კარიერისთვის თავის შვილს ეუბნებოდა უხერხულია ჩვენს თავს ვუწოდოთ მეგრელებიო”.

 

“ამიტომ ის ქართველები, რომლებიც ნაციონალური საკითხის მცოდნეებად ითვლებოდნენ არ ცნობდნენ სამეგრელოს საკითხს – მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი მცოდნე ნაციონალური საკითხისა – ამხ. სტალინი სამეგრელოს აღიარებდა დამოუკიდებელ ეროვნებად”.

 

ზემოთხსენებული ქართველი “ნაციონალისტების“ ამგვარ მიდგომას ი. ჟვანია ფეოდალურ მიდგომას უწოდებს, ლენინური კომპარტიისათვის შეუფერებელს. რადგანაც თავად გაგება “მეგრელისა“ (მარგალი) ნიშნავს უდაბლეს გლეხურ ფენას, თავადაზნაურობა სამეგრელოსი თავის თავს მეგრელად არ თვლიდაო: “ყველა პრივილეგირებული ფენა (თავადაზნაურობა, სასულიერო წოდება, ინტელიგენცია) თავისთავს ქართველად თვლიდა. აქედან გამომდინარე, ჟვანიას სიტყვით, ამიერკავკასიის ხენლმძღვანელობა თვლიდა, – რომ რადგან “კულტურული“ ზედა ფენა გაქართველდა, არაკულტურული (თუმც უმრავლესობა) უნდა მიჰყვეს კულტურულს და მოხდეს მისი ასიმილირება ქართველებთან. ეს კი არ არისო ლენინურ–სტალინური შეხედულება. ამის შემდეგ ი. ჟვანია განაგრძობს: “საქართველოს ცივილიზებული სამყარო პრ. ჯავახიშვილის, ახვლედიანის, ბერიძის და სხვათა სახით ამტკიცებს: “მომავლის პერსპექტივისათვის უნდა დავთმოთ თანამედროვე სამეგრელო, ვინაიდან ქართული კულტურა უმაღლესი კულტურააო“ (ცხადია, ეს სიტყვები გაყალბებულია, – ზ.გ.).

 

კულტუროფობი და ვულგარული მარქსისტი ი. ჟვანია, ცხადია, არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მისთვის კულტურა ერთგვარი ხორცმეტია, ხელის შემშლელია “სოფლის“ სოციალისტურად გარდაქმნაში“ და ამიტომ მას ურჩევნია სამეგრელო სიბნელისა და უკულტურობის ჭაობში დარჩეს, ოღონდ არ “გაქართველდეს“, დადიანების სასახლის კულტურას მას გლეხის ფაცხის წყვდიადი ურჩევნია, ვინაიდან იგი ხელს უწყობს მას თავისი ბნელი ზრახვების განხორციელებაში, მეგრელების ცალკე ეროვნებად გამოცხადებაში.

 

შემდეგ იგი მოსთქვამს: “ამ ბურჟუაზიულ–შოვინისტური“ პროფესორების გავლენით საქართველოს განათლების სამინისტრომ გააუქმაო მეგრულად სწავლება სკოლებში 1921 წელს, რითაც გადაუხვიაო ლენინ–სტალინის მიმდევრების გეზს.

 

1925 წელს აგვისტოში კვლავ წამოყო თავი “სამეგრელოს საკითხმა“, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ–ს პრეზიდიუმის სხდომაზე გამოიყო სათანადო კომისიაც. მაგრამ, თურმე, ამავე წელს, ი. ჟვანიას თქმით აჯანყდა “შავრაზმელი“ თავადაზნაურული ე.წ. “მეგრული“ ინტელიგენცია, ათწლობით თბილისში მცხოვრები, რომელსაც თურმე არავითარი კავშირი აღარ ჰქონია მეგრულ სოფელთან და მეგრელ გლეხებთან, გარდა იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე სისხლს წოვდნენ მეგრელ გლეხებს. აი, ი. ჟვანიას თქმით, ეს ქართველი “ფაშისტები“: კოწია გამსახურდია, ჟორდანია, თედო სახოკია და სხვანი, შეიკრიბნენ ქ. თბილისში, რუსთაველის თეატრში ცკ–ს მიერ რაიმე გადაწყვეტილების გამოტანამდე და ეს “შავი თავადაზნაურული ხროვა გმობს სამეგრელოს საკითხს, როგორც საქართველოში განხეთქილების, გათიშვის შემომტანს. თბილისში მოქალაქეების წინაშე ცხადდება პოლიტიკური და მორალური ტერორი იმათ წინააღმდეგ, ვინც ბედავენ ხმის ამოღებას სამეგრელოს ავტონომიის შესახებ”.

 

შემდეგ ი. ჟვანია განაგრძობს: “ზემოთ ჩამოთვლილი ფაშისტები იქამდე მივიდნენ, რომ მშრომელი მეგრელები, რომელთაც მოისურვეს მშობლიურ ენაზე სკოლა, სასამართლო, გაზეთი და საქმის წარმოება სოფ. საბჭოებში გამოაცხადეს რეაქციონერებად და პარტიის წევრი გლეხები, რომელნიც ემხრობოდნენ ამ საკითხს, გაარიცხვინეს პარტიიდან ამ გზით შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი. ამ აზრს განსაკუთრებით მიემხრნენ ქართველი ბოლშევიკი უკლონისტები, რომელთაგან ერთერთმა ა. ღამბარაშვილმა, ი. ჟვანიას თქმით, დიდად ავნო მეგრულ სეპარატიზმს.

 

მიუხედავად ამისა, 1925 წ. 24 აგვისტოს ზუგდიდის პარტიულმა კომიტეტმა მაინც განიხილა სამეგრელოს საკითხი, ხოლო 1925 წლის სექტემბერში საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კახიანი, ოკუჯავა, ელიავა, გეგეჭკორი, ორჯონიკიძე, მათიკაშვილი, სუხიშვილი და ივანოვ – კავკაზსკი, გამოიტანეს დადგენილება მეგრული ენის შემოღებისა სკოლებში, სასამართლოებში და შესაძლებლად ცნეს მეგრული გაზეთების გამოცემა, სამეგრელოს ავტონომიის იდეა კი “დაგმეს“ ვითომდაც, ჰო, მაგრამ ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ღონისძიებები განა უკვე არ მოასწავებდნენ ავტონომიას!”

 

მიუხედავად ამისა, ი. ჟვანია ვითომდაც დიდადაა დამწუხრებული ამგვარი დადგენილებით, რახან ავტონომიას არა მიეცა მწვანე შუქი, მითუმეტეს, რომ შემდგომში ზემოხსენებულმა “ბურჟუაზიულ–შოვინისტურმა პროფესორებმა“ ისევე წამოყვეს, თურმე, თავი და “ბოროტი გავლენა“ მოახდინეს განათლების სახალხო კომიტეტზე და ისევ ააკრძალვინეს მეგრულად სწავლება სკოლებში“. “მეგრელი“ კომუნისტებიც დაშინდნენ და გაილურსნენ.

 

1928 წლის თებერვალში მოსკოვიდან ჩამოვიდა ცკ ვკპ (ბ)-ს ინსტრუქტორი პშენიცინი, რომელმაც მოიხილა სამეგრელოს სოფლები და გამოიტანა “ობიექტური“ დასკვნა: “მეგრელ გლეხს უნდა მივცეთ სკოლა, სასამართლო და პოპულარული ბროშურა მშობლიურ ენაზე“. (“მშობლიური ენა“ პშენიცინისა და ძმათა მისთა ტერმინოლოგიით, მეგრულია).

 

ცკ–ს მდივანი კახიანი წაახალისა პშენიცინის მხრით გამხნევებამ და გამოიტანა ახალი დადგენილება 1929 წლის მარტს მეგრული ენის პრივილეგიების აღსადგენად სკოლაში, სასამართლოში საქმის წარმოებისას, გაზეთის გამოცემის საქმეში, ამ დადგენილებაში მეგრულს უკვე ენა ეწოდა და არა ენაკავი. ამაშია ამის პროგრესიო, აღნიშნავს ი. ჟვანია.

 

მაგრამ, თურმე ისევ წამოყვეს თავი ქართველმა და “მეგრელმა“ შოვინისტებმა და აყვირდნენ: არიქა, ჩამოვიდა მოსკოვის იმპერიალიზმის წარმომადგენელი, პშენიცინი, რომელიც ცდილობს გათიშოს ერთიანი საქართველო“.

 

ამ ნაციონალისტურმა “შანტრაპამ“ ისევ გაიმარჯვაო, მოსთქვამს ი. ჟვანია და აი, 1929 წლის 3 მაისის დადგენილებით მეგრული გაზეთის გამოცემა ისევ აიკრძალა. მაგრამ “მეგრელი“ ბოლშევიკები “ჟვანიას ხაზით“ მაინც მტკიცედ დგანან “ლენინურ–სტალინურ პოზიციებზე“ ნაციონალურ საკითხში და განაგრძობენ ბრძოლას. მათ ახლა ახალი მშველელები მოევლინენ საკავშირო ცკ-დან – იბრაგიმოვი და მალინსკი. მათ მოხსენებაში ვკითხულობთ: “მართალია მეგრელები და ქართველები ტომობრივად ენათესავებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არაფრით არ განსხვავდებიან ურთიერთისაგან. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათ 1442 წლიდან 1808 წლამდე დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონდათ (აქ მათ ღალატობთ ისტორიის ცოდნა, სინამდვილეში სამეგრელოს სამთავრო საბოლოოდ გაუქმდა 1857 წელს – ავტ.) ისინი ენით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მეგრელ გლეხობას არ ესმით ქართული და რამდენადაც ყველა პარტიული, საბჭოთა და სხვა დაწესებულებანი ქართულად აწარმოებენ საქმეს, ფართო მშრომელი მასები მოსწყდნენ მას“. (ი. ჟვანიას ტერმინოლოგია).

 

როგორც ვხედავთ, ყველა მოითხოვს “მასებისათვის ხელმისაწვდომ“ დიალექტზე გადასვლას, არავის ახსენდება, რომ მოითხოვოს ნამდვილი მშობლიური სალიტერატურო ენის, ქართული ენის სწავლება მასებისათვის, რომელსაც ისინი მართლაც მოსწყდნენ ისტორიული ბედუკუღმართობის შედეგად. მეგრულ ენაზე პოლიტლიტერატურისა და გაზეთის უქონლობა ისეთივე ჩამორჩენილობად მიაჩნიათ, როგორც წარმოების ჩამორჩენილობა – აბრეშუმის ქარხნის უქონლობა, მელიორაციის უქონლობა და ა.შ.

 

მაგრამ ი. ჟვანიას თქმით, არც ამან უშველა საქმეს, კვლავ ამუხრუჭებენ ცენტრიდან სამეგრელოს ავტონომიას. “რატომ არ არსებობს მეგრული ნაცია?“ — კითხვას სვამს იგი, სამეგრელოს ხომ ყველა ის თავისებურება გააჩნია, რისგანაც იქმნება ნაცია: 1. კულტურისა და ყოფის ერთობა; 2. ტერიტორია, 3. ეკონომიკური ურთიერთობა; 4. ენა და ა.შ.

 

ამ კითხვაზე ბოლშევიკურ პასუხს არავინ იძლევაო, მოსთქვამს ი. ჟვანია. ბოლშევიკური პასუხისა კი რა მოგახსენოთ და ეს კითხვა უფრო მნიშვნელოვან სხვა კითხვას ჰბადებს: რით აიხსნება ასეთი სიყალბე, ი. ჟვანიას გონებრივი ჩამორჩენილობით და სიბნელით, თუ შეგნებული ბოროტი განზრახვითა და საქართველოს უბოროტესი მტრების მხრით წაქეზებით? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომელ კულტურაზე გვესაუბრება ი. ჟვანია? როდის ჰქონია სამეგრელოს სხვა კულტურა, გარდა ქართული კულტურისა? ან, იქნებ, არსებობს მეგრული დამწერლობა, მეგრული არქიტექტურა, მეგრული ლიტერატურა, მეგრული ფერწერა და ა.შ.?

 

ასეთ კითხვებზე პასუხების გაცემას თანმიმდევრულად არც აპირებს ი. ჟვანია და მარქსის, ლენინისა და სტალინის იდეების იმედი აქვს, უთანასწორო ბრძოლაში ქართველ “ფაშისტებთან“ და “ბურჟუაზიულ–შოვინისტებთან“, თუმც მისი მდგომარეობა არც ისე უიმედოა: კახიანის, მახარაძის, ორჯონიკიძის, პშენიცინის, იბრაგიმოვის, მალინსკის და სხვათა გარდა, მან იცის, რომ ჰყავს კიდევ უფრო დიდი და მძლავრი მოკავშირე, რომელიც ჯერჯერობით დუმს. თუმც ეს დუმილი ი. ჟვანიას თანხმობად ეჩვენება და თავისი გუმანის შესამოწმებლად გადაწყვეტს პირადად ინახულოს ეს დიდი მოკავშირე და მოისმინოს მისი აზრი სამეგრელოს საკითხის შესახებ. მაგრამ ი. ჟვანია მორცხვობს, მას ერიდება პირისპირ მარტო შეხვედრა თავის დიდ მოძღვართან და ამიტომ პროვოკატორობაში თავის კოლეგას და სეპარატიზმში თავის თანამებრძოლს, ნესტორ ლაკობას მიმართავს შველისათვის. როგორც იტყვიან, “გულს გული იცნობსო“, ნესტორიც უსიტყვოდ გაუგებს თავის “დაჩაგრულ“ მოძმეს და ორივენი გაუდგებიან სოჭის გზას, სადაცა ისვენებს “პროლეტარიატის დიდი ბელადი“. ისინი სოჭში ჩავლენ 1929 წლის 13 სექტემბერს. პირველი მიღებისთანავე გაუარა ი. ჟვანიას შიშმა და მორცხვობამ. “დიდმა ბელადმა“ მისი სამივე კონცეფცია მოიწონა, აი, მისი სიტყვები: “თქვენი მოთხოვნა გაზეთის გამოცემის შესახებ, აგრეთვე გლეხისათვის განკუთვნილი ლიტერატურის მეგრულ ენაზე თარგმნის შესახებ სწორია. გაზეთი დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს: ნუთუ არსებობენ ადამიანები, რომელნიც ამას ეწინააღმდეგებიან? მახსოვს, ჯერ კიდევ 1905 წელს, პროკლამაციები გამოდიოდა მეგრულად. საბჭოთა ხელისუფლების დროს კი განა შეიძლება რამის თქმა: იგივე ითქმის სკოლებზეც. პირველდაწყებით სკოლებში პირველ ოთხ კლასში მეგრულად უნდა ასწავლონ საგნები. რაც შეეხება სამეგრელოს ოლქს, მეგრელ გლეხებს უფლება აქვთ იქონიონ თავიანთი ოლქი და ამ საკითხს მე მხარს დავუჭერ ცკ (ბ)–ში.” აქვე მიიღო ი. ჟვანიამ მითითება ჩაის კულტურის გაძლიერების შესახებ და სხვ.

 

ადვილად შეიძლება სტალინის ზემოთხსენებული სიტყვები, განსაკუთრებით ოლქის შესახებ ი. ჟვანიას ფანტაზიის ნაყოფი იყოს, ვინაიდან მოგვიანებით განხორციელდა მხოლოდ გაზეთი, ოლქზე კი საბჭოთა მთავრობა არ იძლეოდა საქციას. ისიც ცნობილია, რომ მოგვიანებით სტალინმა სთქვა: “ამ ჟვანიამ გადამკიდა სამეგრელოდან გამოსული ინტელიგენცია: გამსახურდია, აბაშელი, სახოკია, და სხვა. მათი აზრი მე უფრო სანდოდ მიმაჩნია, ვიდრე ჟვანიასი. მომაშორეთ თავიდან ეს კაციო”. ალბათ ამანაც გადაწყვიტა ჟვანიას ბედი 1937 წელს.

 

ყოველივე ამას ისიც გვაფიქრებინებს, რომ მცირე ხნის შემდეგ უკვე 28 სექტემბერს, სოჭიდან დაბრუნებული მ. კახიანი ეტყვის ი. ჟვანიას: “ბელადმა გვითხრა, ისე მოიქეცით სამეგრელოს საკითხში როგორც უმჯობესი იყოსო“. ასე რომ, სტალინი, როგორც ჩანს, ყოყმანობდა, უკვირდებოდა საქმის ვითარებას და ბოლოს საქართველოს ცკ–ს გადააბარა ამ საქმის გადაწყვეტა. შემდგომში ოლქის საკითხი ჩაიშალა, ჩაიშალა ფოთის ოლქის ჩამოყალიბებაც, რომელსაც უნდა გაეერთიანებინა სამეგრელო, გურია და სვანეთი. სამაგიეროდ, 1930 წლის პირველ მარტს ზუგდიდში გამოიცა პირველი მეგრული გაზეთი 17 000 ეგზემპლარად. ი. ჟვანია ლეგენდებს ავრცელებს ამ გაზეთის გავრცელების მასშტაბებზე, მაგრამ თავად აღიარებს, რომ ეს გაზეთი არავის უნდოდა ჩხოროწყუსა და სენაკში (აბაშაზე საერთოდ დუმს), ვინაიდან იქ ამბობდნენ, ქართული ყველამ ვიცით და მეგრული გაზეთი არ გვჭირდებაო. პროცენტული რაოდენობა გაზეთის მკითხველებისა ასეთია: ჩხოროწყუ – 2,2 პროცენტი, აბაშა – 2,2 პროცენტი, მარტვილი – 7,8 პროცენტი, სენაკი – 1,8 პროცენტი, ფოთი – 3,3 პროცენტი.

 

გაზეთი უმთავრესად გალსა და ზუგდიდში ვრცელდებოდა.

 

მაგრამ, როგორც ჩანს ამასობაში გაძლიერდა ინტელიგენციის ოპოზიცია – ამასთან ერთად თავად სამეგრელოდან გამოსულ კომუნისტთა ოპოზიციაც. ისევე, როგორც ინტელიგენციის ოპოზიციას სათავეში ედგა კონსტანტინე გამსახურდია, კომუნისტთა და თანამდებობის პირთა ოპოზიციას მეგრული ავტონომიისადმი სათავეში ჩაუდგნენ სამეგრელოდან გამოსული კომუნისტები, აგრეთვე ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე ბესო ლომინაძე, რომელთაც მძლავრი ლახვარი ჩასცეს სეპარატისტულ მოძრაობას იმით, რომ გამოუთხარეს ძირი ი. ჟვანიას, როგორც სამეურნეო ხელმძღვანელის ავტორიტეტს, თუმც ისინი უფრო “ნაციონალიზმს“ უწუნებდნენ ი. ჟვანიას, ჩოხის კულტს და კლასთა ბრძოლის შესუსტებას და სხვა. ამიტომ, ი. ჟვანია, ყველა მათ “ტროცკისტებსა“ და “ნახევრად–ტროცკისტებს“ “პროვოკატორებს” უწოდებს. იგი კვლავ ისვრის ბრალდებებს “ბურჟუაზიულ“, “თავადაზნაურულ“ ორიენტაციაში და მოჰყავს მაგალითი თავად ნ. დადიანისა, სამეგრელოს თავადაზნაურობის მარშლისა, რომელიც წერდა გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსს, გ. დადიანს: “მე და თქვენს მეუფებას ისევე როგორც ყველა ჩვენს თანამედროვე “მეგრელს“, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს სახლებში ხელშინაურნი ვერ ბედავენ ბატონების თანდასწრებით მეგრულად საუბარს, მეგრელს ხომ გლეხებს უწოდებენ დაბალი წოდების გამოსახატავად (მარგალი – მდაბიორი)“. აქედან გამომდინარე, ნ. დადიანი წერს: “მეგრულ ენაკავზე ლოცვანისა და სახელმძღვანელოების თარგმნა იქნება ანტიქრისტიანული აზრებისა და ღვთისმგმობელობის ხელოვნური გაღვიძება“. მეგრელი გლეხის და მისი ენის უკეთესი დახასიათება არ შეიძლება თავადაზნაურობის მარშლისაგან – აღნიშნავს ჟვანია. აქ იგი თვითვე აღიარებს, რომ “მეგრული“ გლეხის ენაა და არა ნაციისა, აბა ვინ არისო უფრო ახლოს თავადაზნაურობასთან, ლომინაძე თუ ჩვენ.

 

იქვე ი. ჟვანია საინტერესო ეთნოგრაფიულ “თეორიას“ ავითარებს. “სამეგრელოს საკითხი, ეს გლეხთა საკითხიაო“, – ამბობს იგი, – გლეხი მეგრელები, ისევე როგორც სხვები — აფხაზები, ოსები, ლეკები და სხვანი, პატარა ეთნოგრაფიული ეროვნებანი, გამოირჩევიან თავისი ყოფით და ენობრივი თავისებურებებით. ამიტომ მეგრელ გლეხებსაც ისევე თბილად უნდა მოექცეთ, როგორც სხვა პატარა ხალხებს“.

 

აქ კი ნამდვილად შეეჯახა ი. ჟვანია თავისი დიდი მოძღვრისა და ბელადის კონცეფციას ეროვნების გაგების შესახებ, ვინაიდან ასეთი აბსურდი სტალინსაც არ უთქვამს, რომ ამა თუ იმ ნაციაში ერთი კლასი შეიძლება ერთ ეროვნებას ეკუთვნოდეს, მეორე კლასი — მეორეს, მესამე კი — მესამეს. ი. ჟვანია მხოლოდ გლეხების “მეგრელობას“ ამტკიცებს დაბეჯითებით, ამავე ქვეყნის სხვა ფენების “მეგრელობაზე“ კი სდუმს. თავადაზნაურობას იმავე ქვეყნისას ქართველ “ფაშისტებს”, “ბურჟუაზიულ შოვინისტებს”, “ტროცკისტებს” და ა.შ. უწოდებს. ასე რომ, მისი ლოგიკით, თურმე ზუგდიდში მიწის დამმუშავებელი გლეხი მეგრელია, ხოლო მედუქნე, რომელიც დახლთან დგას, ან ოფიციანტი, რომელიც რესტორანში მსახურობს, აღარ არის მეგრელი (აღარას ვამბობთ თბილისში წასულ “მეგრელ” მოსახლეობაზე).

 

ამდენი კამათი ტვინნაღრძობ ი. ჟვანიასთან ალბათ არც ღირდა, მაგრამ ვაი რომ იგი უმემკვიდრეოდ არ გადაგებულა, სეპარატისტულად განწყობილი პირნი დღესაც არსებობენ სოხუმში, გუდაუთაში, ოჩამჩირესა და გალში, რომელთაც თავის ფარულ “სახარებად” უქცევიათ ი. ჟვანიას ნაბოდვარი და მას ავრცელებენ კიდევაც ხალხში რუსულ ენაზე, თუმც ავიწყეებათ, რომ მასების სიბნელე 20-იან და 30-იან წლებისა შეუდარებლად უფრო დიდი იყო, ვიდრე დღეს, ამიტომ მათი პროვოკაციული მოქმედება ვეღარ დაგვირგვინდება ისეთი წარმატებებით, როგორც 50 წლის წინათ. თუმც იმხანად “სამეგრელოს საკითხს” აქტიური მომხრეებიც ჰყავდა საქართველოს ოფიციალურ წრეებში. მ. კახიანმა განაცხადა პლენუმზე 1929 წლის ოქტომბერში: “ზუგდიდის პარტ-ორგანიზაციის მოთხოვნა სამეგრელოს საკითხზე თავადაზნაურობის პოზიციას კი არ ასახავს, არამედ გლეხებისასო”, ხოლო საქართველოს კომპარტიის მე-6 ყრილობაზე 1929 წელს, დელეგატმა წულუკიძემ (რაჭის სამაზრო კომიტეტის მდივანი) წაახალისა “ზუგდიდელი ამხანაგები” თავის პატარა ავტონომიისათვის ბრძოლაში და აპლოდისმენტებიც მიიღო. (იხ. სტენოგრამა VI ყრილობისა, გვ. 24).

 

რაც შეეხება შ. ელიავას, მას მერყეობა ახასიათებდა ამ საკითხში. მისი პოზიციიდან გასაგები ხდება, ჩვენის აზრით, ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რად არ დაუშვა მაინც საბოლოოდ საბჭოთა მთავრობამ სამეგრელოს ავტონომია. შ. ელიავა ამბობდა: “დავუშვათ და სამეგრელოს საკითხი გადაწყდა ისე, როგორც ამას მოითხოვენ ჟვანია და მისი მიმდევრები. მაშინ ეს იქნება აგრესიული ზომა ქემალისეული თურქეთის წინააღმდეგ. ვინაიდან იქ 300 ათასზე მეტი ლაზი ცხოვრობს, მეგრულად მოლაპარაკე”. მაგრამ ელიავა აქ მარტო თურქეთს როდი დაგიდევდათ, ვინადიან სამგრელოსათვის ავტონომიის მინიჭებით იქმნებოდა საფრთხე ლაზების გაერთიანებისა საზღვრებს გაღმა-გამოღმა, რაც თანაბრად საზიანო იყო როგორც თურქეთისთვის, ასევე “სსრ კავშირისთვის”, ე.ი. რუსეთისათვის. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის ძირითადი მიზეზი სამეგრელოს ავტონომიის შეფერხებისა და ე.წ. “აჭარის ასსრ”-ს შექმნაც ემსახურება მიზანს ე.წ. ბუფერული ზონის შემქნისას ორ ლაზეთს შორის, რომელთაც ასხვავებს მხოლოდ სარწმუნოება.

 

საკავშირო მთავრობის წრეებში, სტალინის გარდა, როგორც ჩანს, სამეგრელოს ავტონომიას მხარს უჭერდა მ. კალინინიც, რომელმაც მე-16 პარტყრილობის დელეგატებს შორის მყოფ შ. ელიავას “ცივი წყალი გადაასხა” შემდეგი სიტყვებით: “ჩვენ სამეგრელოს მივცემთ ოლქს”, მაგრამ თბილისში დაბრუნებულ დელეგატებს კვლავ დახვდათ სიურპრიზი ოლქის გამოცხადების აკრძალვის სახით. ვინაიდან იმხანად საერთოდ აიკრძალა ახალი ოლქების გამოცხადება და უფრო დარაიონებაზე აიღო კურსი კომპარტიამ.

 

ი. ჟვანიას აქვს თავისებური “ლოგიკა”, რომელიც უდავოდ გამართლებულია ველიკოდერჟავული შოვინიზმის თვალსაზრისით და არამცდაარამც სამეგრელოს და სრულიად საქართველოს მოსახლეობის ინტერესებით. იგი სვამს კითხვას: “განა აჭარის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ავტონომია არ განამტკიცებს საბჭოთა ხელისუფლებას?”

 

შემდეგ ი. ჟვანია იგივე “ლოგიკით” განაგრძობს: “სწორედ საბჭოთა ხელისუფლება განმტკიცდება საქართველოში უფრო მეტად, თუ სხვებთან ერთად გვექნება სამეგრელოს ავტონომიაც”. ოღონდაც, მივუგებთ ჩვენ, თუ “საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებაში” აქ იგულისხმება საქართველოს დანაწევრება, მისი ეროვნული ერთიანობის მოსპობა და მომავალში ნიადაგის შემზადება ქართველი ერის სრული ასიმილაციისათვის, მაშინ ი. ჟვანია მართალია, ასე რომ, თუ აფხაზეთის ავტონომიის გამოცხადებით საქართველოს ჩამოსცილდა დაახლოებით მისი მეექვსედი ნაწილი, სამეგრელოს ავტონომია მას თითქმის ნახევარს ჩამოაცილებდა, ე.ი. საქართველოს საზღვარი მოვიდოდა სამტრედიასთან. ასე, რომ საბჭოთა ხელისუფლების გაძლიერება ჟვანიასნაირების “ლოგიკით” საქართველოს ეროვნულ თვითმყოფადობისა და ტერიტორიული მთლიანობის მოსპობას ნიშნავს და მისი შენარჩუნების უკუპროპორციულია (საინტერესოა აგრეთვე, რომ ი. ჟვანიას ნომენკლატურით “აჭარლებიც” ასეთივე ცალკე ხალხია, როგორც აფხაზები და მეგრელები. ვოსტორგოვი უკეთეს მემკვიდრეს ვერ ინატრებდა, ისიც მეგრულ ჩოხაში გამოწყობილს).

 

ი. ჟვანია ემდურის საქართველოს სახელგამს: ორ წელიწადში სულ ორი ბროშურა მოგვცაო მეგრულ ენაზე. ერთ-ერთი მათგანი არის წიგნი “ჭითა ჩხორია” (“წითელი სხივი”) რომელზედაც დაწერა რეცენზია კონსტანტინე გამსახურდიამ და გაუგზავნა მთავრობას. (იხ. “ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში”, 1982 წ. N3, გვ. 143)

 

ამ რეცენზიაში ავტორი წერს: “ყოველივე ჰიპერბოლის გარეშე წინამდებარე წიგნის “ჭითა ჩხორიას” გამოსვლა ვოსტორგოვის ლეშმა რომ გაიგოს, სამარეში (სიხარულით) გადატრიელდება სამგზის”.

 

“ასეთი ანტიქართული, ქართული ენისათვის დამღუპველი ამბავი დიდი, დიდი ხანია საქართველოში არ მომხდარა… “

 

“მაგალითისათვის, დღევანდელი ჰოლანდია მე-13-14 საუკუნეებამდის ქვემო გერმანიის განუყოფელი ნაწილი იყო და ფეოდალების წაკინკლავების წყალობით იგი გარმანიას გამოეთიშა…”

 

“რომანოვების რუსეთის ბნელი ხელიც იქითკენ გაემართა, რომ ქართული ენისა და ეროვნების ფარგალი შეემცირებინა და ამგვარად სამარადჟამო სიდამბლე მოეგვარათ ქართული კულტურისათვის. ამისათვის უჩიჩინებდნენ აფხაზებს, ხოლო სვანები, რუსეთის გათახსირებულმა, პედერასტმა ეპისკოპოსებმა ენგურში ჩაჰყარეს და მე-7 საუკუნეში მონათლული ხალხი თავიანთ ჭკუით, ხელმეორედ მონათლეს. ამისათვის მუშავდებოდა “კავკასიის კალენდრის” მახინაციებით სავსე სტატისტიკა”.

 

“და ყოველივე ამის რეზონდეტრი ის იყო, რომ ქართველი ხალხი საქართველოში უმცირესობად გამოეცხადებინათ”.

“მაფალუისტების (მეგრელი ნაციონალისტების) დაბნელებული გონება იმავე არგუმენტს იშველიებს, რომელსაც პურიშკევიჩები და ვოსტორგოვები ხმარობდნენ: ესო და მეგრელ გლეხებს ქართული არ ესმის, ქართული წერა-კითხვა ჯვარში არ იციანო.

 

აკი ჩვენ ყველას გვინდა ხუთწლიანი გეგმის შესრულებამდე საქართველოში არცერთი წერა-კითხვის უცოდინარი არ დარჩეს? ვთქვათ ჯვარელმა ან გალელმა გლეხმა გაზეთი “კომუნისტი” ვერ წაიკითხა, მაგრამ “ჭითა ჩხორიაც” ხომ იმავე ანბანითაა დაწერილი?”

 

“სად არის ამ უებრო პეეტრების ლოგიკა?” – წერდა კ. გამსახურდია.

 

ი. ჟვანიას ზიზღი ინტელიგენციისადმი იქამდე მიდის, რომ იგი სიტყვა “ინტელიგენტს” საგინებლად ხმარობს და გვარწმუნებს: მართალია ქართველი და მეგრელი ინტელიგენცია მტერია სამეგრელოს ავტონომიისა და არ მიესალმებაო ჩაის ინსტიტუტის ზეგდიდში გადატანას, მაგრამ მას მიესალმებიანო ქართველი მუშები და გლეხები. თუმც კონკრეტულად ი. ჟვანია ასეთი მუშებისა და გლეხების ვინაობას ვერ ასახელებს და არც ჩვენ გვსმენია რაიმე ასეთების არსებობის შესახებ, რომელნიც ესალმებოდნენ მეგრულ ავტონომიას და ჩაის ინსტიტუტის ზუგდიდში გადატანას. ქართველი მუშებისა და გლეხებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ გამოირკვა, რომ თვით ზუგდიდის რაიკომის ბიუროს წევრების უმრავლესობაც კი არ იზიარებდა სამეგრელოს ავტონომიის იდეას. ამის შესახებ გაიგზავნა წერილი ცკ (ბ)-ში სტალინთან და საქართველოს ცეკაში, აგრეთვე ზუგდიდის რაიკომში. ჟვანიამ სასწრაფოდ მოიწვია თათბირი და დაგმო ეს ვერსია, როგორც “ტროცკისტების” და “მემარჯვენე ოპორტუნისტების” მიერ შეთითხნილი ცილისწამება.

 

ი. ჟვანია გარეგნულად ყოველნაირად ემიჯნება “მაფალიუზმს” ე.წ. “მეგრულ ნაციონალიზმს”, თავის მიმდევრებსაც ცდილობს ჩამოაცილოს ეს ლაქა (მაგ. ჭანტურიას), მაგრამ მისი იდეების ანალიზისას ცხადი ხდება, რომ იგი კომუნისტური იდეოლოგიით და პარტიული მანდატით შენიღბული მაფალიუსტია და სხვა არაფერი.

 

ი. ჟვანია იცავს მეგრულ ენას ოპოზიციონერების ბოკუჩავასა და პირტახიას კრიტიკისაგან, თითქოს მეგრულ ენას არ გააჩნია განყენებული და ჩვეულებრივი აზროვნების გადმოცემის საშუალებები. ეს თავადაზნაურობის ბრალდების განმეორებააო, რომელიც მეგრულ ენას “არასულიერ” ენად სთვლიდაო. ყოველივე ამას იგი “ველიკოდერჟავნიკულ” შოვინიზმს უწოდებს (ოღონდ სიტყვა “ქართულს” არ ხმარობს). ბოლოს ი. ჟვანია ბოკუჩავას ამარცხებს და პარტიიდან გარიცხავს.

 

რამდენადაც სამეგრელოს მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ავტონომიის გამოცხადებისა, საქართველოს ბოლშევიკური მთავრობა იძულებული იყო ეღიარებინა, რომ “თავად მეგრელებს არ სურთ სამეგრელოს ოლქი”. ამან მთლად გააცოფა ი. ჟვანია. იგი წერს: “როდესაც 1893 წელს სამეგრელოს თავადაზნაურობამ და სამღვდელოებამ თავის ყრილობაზე გამოიტანა დადგენილება მეგრელი ხალხის სახელით სამეგრელოს სკოლებში მეგრულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ, იგი ქრისტეს სარწმუნოების სახელით მოქმედებდა, რათა მეგრელები ათეისტებად არ ქცეულიყვნენ, ამიტომ აკრძალა უწმინდესმა სინოდმა მეგრულ ენაზე სწავლება. მაშინ ამ საქმეს ხელმძღვანელობდა “მეგრელი” თავადი გრიგოლ დადიანი, გურია-სამეგრელოს ეპარქიის ეპისკოპოსი. მაშინ გასაგები იყო თუ ეს ხროვა რად ახრჩობდა მეგრელ მშრომელ ხალხს”. დღეს კი გაუგებარია, – განაგრძობს ი. ჟვანია, – რად იმეორებენო იგივეს ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელები.

 

ჩვენთვის კი გასაგებია ყოველივე. დაინახეს რა ხალხისა და ინტელიგენციის ერთსულოვანი ოპოზიცია სამეგრელოს ავტონომიისადმი, ოფიციალური პირები უკუქცევის გზას დაადგნენ და გული მოუკლეს ჟვანიებს თავიანთი უარით.

 

საინტერესოა, რომ ი. ჟვანია მარტო მეგრული სეპარატიზმის აღორძინებას როდი აპირებდა, არამედ სვანურ სეპარატიზმსაც უყრიდა საფუძველს. ეს მოჩანს პარტიის ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის გაფართოებული პლენუმის მასალებიდან, კერძოდ, ი. ჟვანიას გამოსვლიდან ამ პლენუმზე. უარყო რა ფოთის ოლქის შექმნის შესაძლებლობა, რომელსაც უნდა გაეერთიენაბინა სამეგრელო, გურია და სვანეთი ერთ ადმინისტრქციულ ერთეულში, ი. ჟვანიამ წამოაყენა ახალი თეზა სვანეთ-სამეგრელოს ოლქის შესახებ, რასაც იმით ასაბუთებდა, რომ “სამეგრელო და სვანეთი მუდამ წარმოადგენდნენ ერთ ეკონომიკურ და გეოგრაფიულ მთლიანობას, რაც უძირითადესი პრინციპია ამ მხარის დარაიონებისათვის”.

პლენუმი კატეგორიულად მოითხოვდა სვანეთ-სამეგრელოს ოლქის ცენტრად ქ. ზუგდიდის გამოცხადებას, ვინაიდან ზუგდიდი იყო და არის სვანეთის და სამეგრელოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის გეოგრაფიულ-ეკონომიკური, კულტურული და ადმინისტრაციული ცენტრი. ეს გაერთიანება ი. ჟვანიას სიტყვით ხელს შეუწყობდა ჩაის მეურნეობის, ქაღალდისა და სხვა წარმოების განვითარებას და ა. შ. ამაზე მან, როგორც ჩანს, სვანეთშიც ბევრი აგიტაცია გასწია, ვინაიდან მიიღო სვანეთის აღმასკომისაგან სპეციალური “მანდატი”. სვანეთის მიზანში ამოღებაც არ გახლავთ შემთხვევითი, ვინაიდან შავრაზმელი რუსიფიკატორები XIX საუკუნისა უსლარი, ვოსტორგოვი და სხვანი სვანური ანბანისა და სვანური წირვა-ლოცვის შემოღებაზეც ოცნებობდნენ. მათმა ღირსეულმა მემკვიდრეებმა ღირსეულად გააგრძელეს მათი საქმე.

 

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, “მაფალუიზმის” იდეების ქადაგების შემდეგ ი. ჟვანიას არ ავიწყდება “ინტერნაციონალისტის” ნიღბის გაკეთება და ფარისევლურად აცხადებს, რომ “ზუგდიდის პარტორგანიზაცია” ბოლშევიკურად ამხელდა და აძევებდა ყოველთვის ე.წ. “მაფალუისტებს”, ისეთ მეგრელ ნაციონალისტებს, როგორიც იყვნენ ექიმი ფ. შენგელია, თ. თორდია, მ. დადიანი და სხვა. მაგრამო – დასძენს ჟვანია, – მას შემდეგ რაც ზუგდიდის რაიკომის ხელმძღვანელობას ჩამოაცილეს ის ხალხი, ვინც ზრუნავდა სამეგრელოს ოლქზე, ეს მაფალუისტები აღადგინეს და მშვიდად მუშაობენო თავიანთ ადგილებზე. საქართველოს სსრ მთავრობის წევრთა პოზიცია ასე თუ ისე გამოვლინდა სამეგრელოს საკითხში, ხოლო ლ. ბერიას პოზიცია გაურკვევლად და ბუნდოვნად რჩებოდა. მისი პოზიციის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ შემდეგი ფაქტებიდან გამომდინარე. საქართველოს კპ-ს პირველ მდივნად თავის დანიშვნის შემდეგ ლ. ბერიამ მოსთხოვა ჟვანიას ოფიციალური ანგარიში სამეგრელოს საკითხის შესახებ და მოითხოვა მისგან ინფორმაცია, თუ რომელი რაიონებისაგან აპირებდა ი. ჟვანია სამეგრელოს ოლქის შექმნას.

 

ი. ჟვანიამ დაწერა ანგარიში, რომელშიც ჩამოთვალა ეს რაიონები: ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, ნაწილობრივ მარტვილის, აბაშისა და ფოთის. თან დაურთო აგრეთვე ოქმები და ანგარიშები ბიუროს სხდომებისა და პლენუმებისა. აგრეთვე წერილები სხვადასხვა ინსტანციებში. ამის შემდეგ ბერიას არავითარი რეაქცია არ ჩანს, თუმც ჟვანიამ მას და მახარეძეს კიდევ გაუგზავნა წერილები, მაგრამ, ჩვენი აზრით, ბერიას რეაქციაზე ყველაზე უფრო ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამის შემდეგ მალე გაანთავისუფლა ჟვანია ზუგდიდის რაიკომის პირველი მდივნობიდან, ხოლო შემდეგ 1937 წლის “წმენდაში” მოაყოლა და მოსპო (ცხადია, ეს მისი პატრიოტიზმის შედეგი კი არ იყო, ასე სჯობდა მისი კარიერისათვის: დისკრედიტირებული საქმის და დისკრედიტირებული კაცის გაწირვა).

 

ამით დაესვა წერტილი ყბადაღებულ “სამეგრელოს საკითხს”, მაგრამ როგორც ვთქვით, არა სამუდამოდ, უკანასკნელ ხანებში სამეგრელოს ზოგიერთ რაიონებში (რომლებიც დღეს ე.წ. აფხაზეთის ასსრ-ში შედიან) თავი წამოყო ისევ სეპარატისტულმა განწყობილებებმა. რა არის ამის მიზეზი?

 

ჩვენის აზრით, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია უკულტურობა, უმეცრება, ჰუმანიტარული განათლების სისტემის დაბალი დონე საქართველოში, განსაკუთრებით პერიფერიებში. სხვაგვარად ვერ შეაფასებ ვინმე ჯოჯუას წერილს გუდაუთის გაზეთ “ბზიფში” და დგებუავას წერილს ხობის გაზეთში.

 

დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის თავისი ეროვნული ვინაობა, თავისი ერის ისტორიული წარსული, ვინაიდან არვინ ზრუნავს მისთვის ამგვარი ცოდნის მიწოდებაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამეგრელოს ყველა რაიონს აქვს საკუთარი გაზეთი, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ გაზეთებს მოკლედ, პოპულარულ ფორმებში მაინც განემარტოთ მოსახლეობისათვის, თუ რას ნიშნავს ტერმინი “საქართველო”, “ქართველი”, “მეგრელი”, “იმერელი” და სხვა. ან დაებეჭდოთ მოკლე ცნობები საქართველოს ისტორიის შესახებ. უფრო მეტიც, არა თუ რაიონების, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას, ალბათ, არ გააჩნია წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა იყო სამეგრელოს სამთავრო, ლევან დადიანის კარი. ბევრმა არ იცის მაგალითად, რომ ქართული კულტურა ყოველთვის იყო ერთადერთი კულტურა სამეგრელოში, ხოლო ქართული ენა გაბატონებული იყო თვით ცალკე სამთავროს გამოყოფის შემდეგაც, როგორც მთავრის კარზე, ისე ეკლესიაში, ისე წარჩინებულ ოჯახებში, რომ მეგრელობა აკად. ბერძენიშვილის თქმით შუასაუკუნეებში კულტურულად არც კი არსებობდა. ქართული იყო სახელმწიფო და სამწიგნობრო ენა სამეგრელოს სამთავროსი. მეგრული ენა უფრო ხალხის სალაპარაკო ენა იყო.

 

მეგრულის ესოდენ წამოწევა დღევანდელ სამეგრელოში გამოიწვია ეკლესიისა და თავადაზნაურული წოდების, ინტელიგენციის ხელოვნურმა განადგურებამ, კულტურის დაცემამ, განათლების შეფერხებამ.

 

მაგალითად, კითხვაზე: რომელ ენაზე ლაპარაკობდა ცოტნე დადიანი? თანამედროვე საქართველოს თვით განათლებული კულტურული ადამიანების უმრავლესობაც ალბათ მოგიგებთ, რომ იგი ლაპარაკობდა მეგრულ ენაზე, ამასთანავე ყველა დარწმუნებულია, რომ ცოტნე დადიანი “მეგრელად” თვლიდა თავს ასეთ უმეცრებას კი იწვევს საქართველოს ისტორიის, როგორც საგნის, ფაქტიური გაუქმება ჩვენს სკოლებში, ჩვენი ისტორიის პოპულარიზაციის მცირე მასშტაბები; რაც ძალზე შორს მიმავალ მიზნებს ისახავს, ამ კოლექტიური უმეცრების ორგანიზატორები ხელმძღვანელობენ ჯორჯ ორუელისეული ლეგენდარული სახელმწიფოს უმთავრესი დევიზით:

“უმეცრება ძალაა”. მართლაც და დიდი იარაღია უმეცრება, როდესაც გინდა მთელი ერი გადააგვარო, დაუკარგო მას თვითცნობიერება და დაავიწყო თავისი ეროვნული ვინაობა, კუთხეებად დაანაწევრო, ყოველივე ამას უმეცრების დანერგვის გარეშე ვერაფრით შესძლებ.

მეგრული სეპარატიზმი წვეთი წყალივით ჰგავს აფხაზურ და მუსულმანურ-მესხურ სეპარატიზმს. სამივე შემთხვევაში ერთი და იგივე საქმესთან გვაქვს საქმე. ვინც კარგად იცნობს საქმის ვითარებას, მისთვის ცხადია, რომ ამგვარი სეპარატისტული იდეების მატარებელი ყოველთვის უკულტურო, ბნელი ადამიანები არიან. რომლებიც თავის უმეცრებაზე აგებენ თავის “დოქტრინებს”. მაგ. ერთ-ერთი მუსულმანი – მესხი (სარვაროვი) ამტკიცებს, თითქოს მესხებმა I საუკუნეში მიიღეს ისლამი და რომ ისინი I სუკუნეებშივე მუსულმანები იყვნენ, მაგრამ საკმარისია ადამიანმა მიიღოს ელემენტარული განათლება, რომ იგი ამგვარ სეპარატიზმს გმობს და ემიჯნება. მაგალითად ნამდვილ მუსულმან მესხთა შორის საშუალო და უმაღლესდამთავრებულნი ერთხმად აღიარებენ, რომ ისინი ეროვნებით ქართველები არიან. წერა-კითხვის არ მცოდნენი და უწიგნურნი კი როგორც წესი, თურქებად თვლიან თავს, ვინაიდან ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან ეროვნება და რელიგია. სიტყვა “თურქი” მათთვის მაჰმადიანის სინონიმია. ასევეა აფხაზეთშიც. ნამდვილი და კეთილსინდისიერი აფხაზი მეცნიერები აღიარებენ, რომ არასოდეს აფხაზეთს არ უარსებია, როგორც დამოუკიდებელ ეროვნებას, რომ არ არსებობდა აფხაზური კულტურა, დამწერლობა, აფხაზური ეკლესია, რომ აფხაზეთის ისტორია, იგივე დასავლეთ საქართველოს ისტორიაა, რომ აფხაზეთის კულტურა ისტორიულად იგივე ქართული კულტურაა, რომ აფხაზებს არასოდეს ჰქონიათ სხვა სახელმწიფო და სამწიგნობრო ენა გარდა ქართულისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ძეგლები ქართული კულტურის ძეგლებია და რომ ადიღეურ აფსუური ელემენტი და მისი ენა XVII საუკუნიდან წამოეძალა დღევანდელ აფხაზეთს, რაც გამოიწვია საქართველოს სამეფოს დაცემამ და დაკნინებამ, კუთხეებად დაქუცმაცებამ. დღეს უკვე სადაო აღარ არის, რომ აფხაზეთი ქართული, ქრისტიანული კუთხე იყო XV საუკუნემდე, ხოლო XV_XVII საუკუნეებში ე.წ. “მთის ჩამოწოლის” ანუ ჩრდილოეთ კავკასიური ტომების ჩამოსახლების შედეგად მოხდა ქრისტიანული ქართული აფხაზეთის კვლავ წარმართობად მიქცევა, ამავე დროს მოხდა ეთნიური შეცვლა, ქართული აფხაზეთისა ადიღეურ, არაქართულ აფხაზეთად (ნ. ბერძენიშვილი, პ. ინგოროყვა).

ოსმალებმა გამოიყენეს (ადლერის მხრიდან) დასავლეთის მთიანეთის აფსუები აღმოსავლეთ-სამხრეთი აფხაზეთის დასამორჩიელბლად და ქართული ფეოდალური აფხაზეთის კვლავ მისაქცევად, მაგრამ აფხაზეთის თავადაზნაურობა კვლავ ძველი ტრადიციების ერთგული დარჩა. მან შეინარჩუნა ქრისტიანობა და ქართული ენა, იგი ქართველობდა გასხვავებით აფსუების მდაბიო წოდებისაგან, რომლისთვისაც უცხო იყო ქართული ელემენტები. დღევანდელი გაბატონება ადიღეური ელემენტისა გამოწვეულია აგრეთვე თავადაზნაურობისა და ეკლესიის მოსპობით, რომელიც იყო მატარებელი ქართული ელემენტისა. ამას უარყოფენ მხოლოდ მტრის მიერ დაქირავებული პროვოკატორ-სეპარატისტები, რომელთაც მძლავრი მხარდაჭერა აქვთ მოსკოვის ზოგი “ამხანაგის” მხრიდან.

დღევანდელ მეცნიერებაში გარკვეულია, რომ თანამედროვე ქართული და მეგრული წარმოადგენენ ერთი საერთო პროტოქართული (მარის ტერმინოლოგიით ე.წ. იაფეტური) ფუძე-ენის ორ განშტოებას, რომელთაგან ერთი (ქართული) გახდა სამწიგნობრო ენა, ხოლო მეორე (მეგრული) შემორჩა დასავლეთ საქართველოში, როგორც ხალხის სალაპარაკო ენა, ისევე როგორც იტალიაში ე.წ. ლოგუდორული და კამპიდანური, გერმანიაში შვაბური, ზემო საქსონური და ა. შ., რომელნიც უფრო მეტად განსხვავდებიან გერმანულისაგან, ვიდრე მეგრული ქართულისაგან.

 

ამასთან ყოველივე ზემოთქმული იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენ დავაკნინოთ მეგრულის მნიშვნელობა ქართული ენის განვითარებაში, მეგრული ქართველური ენაა, მასში შემორჩენილია უძველესი პლასტები პროტოქართული ფუძე-ენისა, აგრეთვე ძველი ქართულისა, აი, რას ამბობდა მაგალითად, აკაკი წერეთელი:

“მეგრული დღეს სალაროა ნამდვილი ქართული სიტყვებისა. აღმოსავლეთ საქართველოს დაჰკარგვია ნამდვილი ქართული სიტყვები, მათ ნაცვლად სომხურ-თათრულ-სპარსული შემოუღია, რომელიც ქართველის ყურს ცუდად ეჩხირება და გულსა სწყინს და მეგრულ ენაში კი შემონახულან მარგალიტად ის ძველი სიტყვები. ჩვენ ვურჩევთ ჩვენს მწერლებ-მწიგნობრებს მეტი ყურადღება მიაქციონ მეგრულს, რომ იქიდან ამოკრებილი სიტყვებით შეივსონ დღეს მათი შელახული ქართული ლექსიკონი”. მე მგონი ახალ დროში კონსტანტინე გამსახურდიამ, სიმონ ჩიქოვანმა, შალვა დადიანმა, ლეო ქიაჩელმა და სამეგრელოდან გამოსულმა სხვა მწერლებმა შესანიშნავად აღასრულეს აკაკის ეს ანდერძი თავიანთ შემოქმედებაში.

ალბათ ჟვანიასათვისაც ვინმეს რომ ესწავლებინა თავის დროზე საქართველოს ისტორია, იგი თავის სეპარატისტულ ბოდვებს არ აჰყვებოდა. თუმც საქმეს ის ართულებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სამივე ტომის ხალხშიც შეიძლება შევხვდეთ უმაღლესდამთავრებულ და ასე თუ ისე განათლებულ ადამიანებს, რომლებიც შეგნებულად აყალბებენ ისტორიას და სარგებლობენ რა მასების სიბნელით, შთაუნერგავენ მათ სეპარატისტულ იდეებს. ასეთი შენიღბული პროვოკატორები მტრის წაქეზებით მოქმედებენ და მისგანვე ზერგგამაგრებულნი სარგებლობენ სრული დაუსჯელობით. საჭიროა მათი გამოვლენა და მხილება.

 

ამავე დროს ზოგიერთი ფსევდოინტელიგენტი ჩვენში, რომელიც ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს არ იშურებს საქართველოს სადიდებლად, ხანგამოშვებით ასეთ “თეორიებსაც” ავითარებს: “რა ესაქმებათ მეგრელებს ქართულ ეროვნულ მოძრაობასთან, რა მეგრელების საქმეა საქართველოს ტკივილები, მეგრელების გაკეთებული ქართული საქმე ვის უნახავსო”. თუმც ასეთები უპირატესად ის მედროვენი არიან, ორ სკამზე ჯდომას რომ ცდილობდნენ და ორ ბატონს რომ ემსახურებოდნენ, და ასეთ “თეორიებსაც”, ალბათ ჩვენი მტრების დავალებით ავითარებენ. სწორედ ასეთნი ცდილობენ შეათავსონ “პატრიოტული მოღვაწეობა” მტრის აგენტობასთან. მსგავსი ვაიპატრიოტების მიზეზით, სამეგრელოს ენგურსგაღმა ნაწილში სამურზაყანოში, მეგრელთა შორის უკვე შეინიშნება დაბნეულობა და უკმაყოფილება, რაც შეიძლება მეგრულ სეპარატიზმში გადაიზარდოს, რაც საბოლოო ლახვარი იქნება საქართველოსათვის. ქართული ეროვნული შეგნება ხომ ყველაზე დაბალ დონეზეა სწორედ დღევანდელი “აფხაზეთის” ასსრ-ს მკვიდრებში. სამურზაყანოც ხომ “აფხაზეთად” ითვლება 1921 წლის შემდეგ. თუმც იქ აფხაზური მოსახლეობა 1 პროცენტსაც ვერ აღწევს, ხოლო ის დაუფარავი ანტიქართული აგიტაცია, რომელსაც ჩვენი მტრები ეწევიან აფხაზეთში, იქაურ მეგრელობაზე უდიდეს გავლენას ახდენს და გზას უხსნის მათ “გააფხაზებისა” და “გამეგრელებისაკენ”.

 

1981-1989 წ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
თბილისის ფორუმზე ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოკითხვა, ვისაც გსურთ მიიღეთ მონაწილეობა.http://forum.ge/?showtopic=34278209&hl=
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

წლების მანძილზე, ისევე როგორც სხვა დანარჩენი რიგითი ქართველი დარწმუნებული ვიყავი რომ აფსუები იყვნენ ჩამოსახლებული ამ ტერიტორიაზე და მათ მოახდინეს ადგილობრივი ქართველი აფხაზების ასიმილაცია,

ამჯერად კი ნამდვილად ეჭვი მეპარება ამ ვერსიის სისწორეში,

ვფიქრობ რომ არასწორმა და არაკორექტულმა შეხედულებებმა აფხაზების შესახებ, განაპირობა მათში ანტიქარტული განწყობილება, რაც რა თQმა უნდა გამოიყენა კრემლმა და დაპირისპირება უფრო გააღვივა ჩვენს შორის,

თანაც ეს მიმდინარეობდა ქართველების მასობრივი ჩასახლების ფონზე, ეს კი აფხაზების მხრიდან აღიქმებოდა როგორც ასიმილაციის მცდელობა,

რამდენად მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვსი აფხაზეთის იტორიის შესახებ სწორი ინფორმაცია თავად განსაზღვრეთ,

ჩვენ აფხაზებს მივიჩნევთ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებულებად, ამის გამო ვერასდროს ვერ შEვძლებთ ამ ეთნოსთან საერთო ენის გამონახვას და თუკი გვგონია რომ აფხაზების ნების გარეშE შევძლებთ აფხაზეთის დაბრუნებასმ ეს დიდი შეცდომაა,

 

Siknadmo მართალი ხართ !

 

აფხაზები თუ გინდათ აფსუეები გადმოსახლებული რომ ყოფილიყვნენ ჩრდილო კავკასიიდან აფხაზეთში , ტერმინი აფსუა პირველ რიგში ადიღელებს ( ჩერქეზებს , ყაბარდოელებს ) უნდა სმენოდათ და სცოდნოდათ მაგრამ ადიღელებმა საერთოდ არ იციან ეგ სიტყვა აფსუა ადიღელებისთვის უცხოა ეგ ტერმინი აფსუა ასე რომ აფსუეების ჩამოსახლების თეორია დიდი ზღაპარია !

 

 

ა-ფსუა _ აფხაზი , ნართულ გადმოცემებისა და ზღაპრებში დასახელებული ერთადერთი ხალხი ( მაგ , გოლიათი , მხვნელი - ბჟუიუა - ბჟაძა ნართების უმცროსი ძმა - სასრიყვას ,, საწყალი აფხაზს ,, ( აფსჷუა ჩჩია ) უწოდებს ; ზოგრჯერ დევები გმირს ვერ ხედავენ მაგრამ გრძნობენ ,, აფხაზის სუნს ,, ( აფსჷუა იჶჳჷ ) .

 

,, აფსჷუა ( აფსუა ) ,, აფხაზთა ავტოეთნონიმია და წარმოადგენს შედგენილ ტერმინს რომლის ბოლო სეგმენტი უა აფხაზურ ენაში ეთნონიმებისა და სატომო სახელებს აწარმოებს და მომდინარეობს ,, კაცისა ,,და ,, ადამიანის ,, აღმნიშვნელი ცნებიდან - ,, აუაჳჷ ,, ; პირველი ელემენტი ა - ფს ( ა - სახელთა ზოგადი ფორმის მაწარმოებელი პრეფიქსია ) პოლისემატუნტური მნიშვნელობისაა , ეს ძირი უდევს საფუძვლად აფხაზურ ადიღური ენებში ისეთ სიტყვებს როგორიცაა ,, სული ,, , ,, სიცოცხლე ,, , ,, სიკვდილი ,, , ,, წყალი ,, და სხვა .

მიუხედავად ცალკეული ცდისა ,, ავტოეთნონიმის ,, დამაჯერებელი გაშიფვრა ჯერჯერობით ვერ ხერხდება . [ საენტერესოა ერთი მოსაზრება , რომლის მიხედვითაც ,, აფსუა ,, , ,, მოკვდავ ადამიანს ,, ნიშნავს ; თუმცა ასეთი ახსნა იმთავითე შეგვეძლო იგი აგვეხსნა როგორც ,, ცოცხალი ადამიანი ,, რომლის კონტრაგენტი იქნებოდა ,, მკვდარი ადამიანი ,, ( ა - ფსჷ ) ან მიცვალებულთა აღვნიშვნელი ზოგადი ტერმინი ,, ადვინიქოუ ,, ( სიტყვა სიტყვით ,, მინდვრადმყოფნი ,, ანუ ,, გარეთ მყოფნი ,, ) . ძალზე საენტერესოა და დღემდე გამოუკვლევი ის ფაქტი , რომ აბჟუის აფხაზები ოსებს ,, აუფსს ,, ( აფსუას ინვერსიული ფორმას ) უწოდებენ , ვარაუდობენ , რომ ტერმინი აფსაჷუა - აფსჷუა ( აფხაზი ადამიანი ) , მომდინარეობს ჲა - ფასაუა ფორმისგან , აფხაზურ - აბაზურ ენაზე აფხაზთა ტომების სახელი უნდა ყოფილიყო . ამ სახელს აფსა სეგმენტისგან არის მიღებული ქართული ,, აფშელი ,, - აფშელეთ-ი , ქართული ფორმისგან კი მომდინარეობს სომხური ,, აფშეღი ,, , ბერძნული ,, აფსელლოჲ - აფსილოჲ და ლათინური ,, აბსილე ,, . იმავე აფსა სეგმენტისგან არის მიღებული კოლხური ( მეგრული ) აფსარი სახეობა .

 

 

ბოლო სეგმენტი [ უა ] აფხაზურ ენაში ეთნონიმებისა და სატომო სახელებს აწარმოებს და მომდინარეობს ,, კაცისა და ადამიანის აღმნიშვნელი ცნებიდან - ,, აუაჳჷ ( აუაძი - კაცი ) ,,

 

აფსუა - აფხაზი

 

აქირთუა - ქართველი

 

აგრუა - მეგრელი

 

აშანუა - სვანი

 

იმედია ეხლა ყველასთვის გასაგები იქნება ტერმინი აფსუა.

Edited by mrgogi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 years later...

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/79/Abkhaz_and_Georgian_generals_%28A%29.jpg

 

აფხაზი და ქართველი გენერლები, XIX საუკუნე

 

ყველანი აფხაებია. გვანჯი აქირთავა, ჩაგუ ემხვარი, კვაჯ მარღანია, ზურაბ ჩქოტუა, გუჯმახან ემხვარი, ზვაზვალა მარღანია, ფიორგი გვათუა, სირხვა ლაკირბაია, დათა ანჩაბაძე, გრიგოლ შერვაშიძე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...