Jump to content
Planeta.Ge

ლედი გაგა


Recommended Posts

ლედი გაგა (ინგლ. Lady Gaga) (ნამდვილი სახელი - სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა, დ. 1986 წლის 28 მარტს) — ამერიკელი შემსრულებელი. მისი კარიერა დაიწყო ნიუ იორკის როკ-ანდერგრაუნდში. ლეიბლთან Streamline Records კონტრაქტით (2007 წელს) დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა დიდ სცენაზე. თავდაპირველად იგი წერდა სიმღერებს სხვა შემსრულებლებისათვის, მაგრამ რეპერ ეიკონის ძალისხმევით და ინიციატივით, ლედი გაგა გადავიდა მის ლეიბლზე Kon Live Distribution.

 

 

 

ბიოგრაფია

 

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, სიმღერების ავტორი და დიჯეი ლედი გაგა, ანუ სტეფანი ჯოანა ანჯელინა ჯერმანოტა 1986 წლის 28 მარტს მანჰეტენზე დაიბადა. მუსიკით ბაშვობიდან დაინტერესდა. 4 წლისა დამოუკიდებლად ფორტეპიანოზე უკრავდა. მალე კი, საბავშვო მაგნიტოფონზე მაიკლ ჯექსონის და სინდი ლაუპერის სიმღერებს იწერდა...

 

სტეფანი მანჰეტენის სკოლაში „Convent Of The Sacred Heart“, დებთან - ჰილტონ და ქეროლაინ კენედებთან ერთად სწავლობდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა სამხატვრო სკოლაში „Tisch School of the Arts“ განაგრძო. 14 წლის ასაკში ის ნიუ-იორკის კლუბში „Bitter End“ და სკოლის თეატრის სცენაზე „Regis High School Repertory“, ანსამბლში - „Regis Jazz Band“ მღეროდა.

 

2006 წელს, სტეფანი მუსიკალურ პროდიუსერთან, რობ ფუზარისთან იწყებს მუშაობას, რომელთანაც რამდენიმე პოპულარული სიმღერა - „Beautiful, Dirty, Rich“, „Dirty Ice Cream“, „Disco Heaven“ ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდში, იგი პირველად იყენებს ფსოვდონიმს „ლედი გაგა“ (ჯგუფის „Queen“ სიმღერიდან „Radio Ga-Ga“).

 

პირველი კონტრაქტი ლედიმ „Def Jam“-თან გააფორმა. 2008 წელს კი, კონტრაქტს ლეიბლთან „Interscope Records“, სიმღერების ავტორის სტატუსით აფორმებს. ლედი გაგა-ს მასალას ისეთი შემსრულებლები იყენებდნენ, როგორებიც არიან: „Fergie“, „Pussycat Dolls“, ბრიტნი სპირსი და „New Kids on the Block“.

 

სტეფანის ვოკალურ და თეატრალურ შესაძლებლობებზე დიდი გავლენა რეპერმა ეიკონმა მოახდინა. 2008 წელს სტეფანი ლოს-ანჯელესში , სადებიუტო ალბომზე „The Fame“ იწყებს მუშაობას, რომელიც კანადაში, ავსტრალიაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აგვისტოში გამოვიდა.

 

2009 წლის 18 თებერვალს, გაგა ბრენდონ ფლაუერსთან („Killers“ და „Pet Shop Boys“) ერთად, „Brit Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვიდა. სტეფანის პირველი ტურნე 2009 წლის 12 მარტს დაიწყო და კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება გამოიწვია

 

წყარო ვიკიპედია.

 

 

 

 

 

http://i973.photobucket.com/albums/ae218/lmao_album/lady%20gaga%20paris/lady-gaga-9109-2-1.jpg

 

http://muslib.ru/pb/90/905805/lady-gaga_1268125.jpg

 

http://i593.photobucket.com/albums/tt11/alancitas/Lady_GaGa.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.youtube.com/watch?v=1mB0tP1I-14&feature=relmfu

 

http://www.youtube.com/watch?v=niqrrmev4mA&feature=relmfu

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...