Jump to content
Planeta.Ge

პატარა შეცდომის გამო...................?


Recommended Posts

lasha1997

 

დიმიტრის გაუმარჯოს.

 

გასაუბრებაზე სახელმწიფო სამსახურში იყო თუ კერძოში?

 

კერძოში მიიღებენ სადმე. კიდევ სცადოს და გული არ გაიტეხოს. :)

 

განათლებით ეძებს სამსახურს თუ ნებისმიერზეა წამსვლელი?

 

თუ ნებისმიერზე, მაშინ სადმე დისტრიბუციაში სცადოს ბედი, ეგენი არ ამოწმებენ დიდად ნასამართლევია თუ არა. დაცვაში მაგას არ მიიღებენ,რადგან კერძო დაცვის ყველა სამსახური ოფიციალურად შედის დაცვის პოლიციის დაქვემდებარებაში და პირველი ნსამართლევობის ცნობას ითხოვენ, მშენებლობებზე 1 ადგილზე 200 კაცი მოდის მგონი და ვინც ყველაზე ცოტას იღებს ის იშოვის სამსახურს (ქართველებზე მაქ ლაპარაკი, თორე ძირითადად ბათუმშია მშენებლობები და იქაც ძირითადად თურქები მუშაობენ, კაი ხელფასზე...), საოფისე სამსახურებშიც სერიოზულები ამოწმებენ და ისედაც საოფისეში დღეს მუშაობის დაწყების შანსი არის 0.01%, მაქედანაც 90% გოგოებისთვის, 200-300 ლარ ხელფასზე.

 

საერთოდ მე რასაც ვუყურებ ბოლო 8 წელია ვინც მუშაობს მუშაობს, ვინც არა და ვერ იწყებს ვერსად. ვინც მუშაობს იმასაც ხელფასს არ უზრდიან და გაუძვირდათ ცხოვრება მაგრად + ბევრგან შემცირებებია ხოლმე და უფრო აკლდება ხალხი.

 

...თან ხელფასებია, ნუ იტყვი რა...სუპერმარკეტებში და მაღაზიებში რო გოგოები დგანან ხოლმე, კონსულტანტებს 200 ლარი აქვთ ხელფასი, ყოველდღე მუშაობენ 9-10 საათი, მენეჯერებს, ადმინისტრატორებს და მოლარეებს აქვთ 300-400 ლარი.

 

დაუსაქმებელი მამაკაცისთვის სამსახურის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია, განსაკუთრებით პროფესიით. შიგა და შიგ შსს-ს აქვს ხოლმე ვაკანსიები ან მანდატურებად აღმასრულებლებად არის ხოლმე პონტი. ამის გარდა არი სამსახური კერძო დაცვებში 150-200 ლარ ხელფასზე. შენი ტრაკით რამე რომ გააკეთო პატიოსნად ან რული უნდა იცოდე და იტაქსაო ან რამით ივაჭრო ან დისტრიბუციაში წახვიდე. მართალია დისტრიბუციაში ფიქსირებული ხელფასი ძალიან იშვიათად არის, პროცენტებს იღებენ, გამომუშავებით და ძალიან მძიმე გრაფიკია, მარა სხვა რა გზაა და თან ალალი ლუკმაა.

 

P.S. პიემში მომწერე თუ რამეა, რა არი, როგორ არი და იქნება ვუშოვო რამე. შევეცდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

 

დიმიტრის გაუმარჯოს.

 

გასაუბრებაზე სახელმწიფო სამსახურში იყო თუ კერძოში?

 

კერძოში მიიღებენ სადმე. კიდევ სცადოს და გული არ გაიტეხოს

 

 

ზდრასტი და მაგდენი აღარ ვიცი და რაის განათლება კაცო რამოდენიმე თვის წინ დაამთავრა ჯარი და მანამდე კიდევ სკოლა გაძაღლებულად.კარი ფეხბურთელი იყო,მაგრამ ..................?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შსს-ს აქვს ხოლმე ვაკანსიები ან მანდატურებად აღმასრულებლებად არის ხოლმე პონტი

მანდატურების სამსახური შსს-ს არ ეკუთვნის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანდატურების სამსახური შსს-ს არ ეკუთვნის.

 

ვიცი. ოფიციალურად განათლების სამინისტროში იღებენ ხელფასს, თუმცა მანდატურის სერტიფიკატი შსს-ს აკადემიაში უნდა აიღო. + აღმასრულებლებიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიუჯეტიდან მილიონების მომპარავი ქუჩაში ჯართის მომპარავს ასამართლებს

პირველი ხელშეუხებელი სახელმწიფო მოხელეა ჯიშ-ჯილაგად უზრუნველყოფილი იგივე სახელმწიფოს ხარჯზე და მეორე - ბოროტმოქმედი მომავალში ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე

უსიტყვოდ :)

სხვისი არ ვიცი და მე მდუმარე აქციას ვაწყობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

თუ ნებისმიერზე, მაშინ სადმე დისტრიბუციაში სცადოს ბედი, ეგენი არ ამოწმებენ დიდად ნასამართლევია თუ არა. დაცვაში მაგას არ მიიღებენ,რადგან კერძო დაცვის ყველა სამსახური ოფიციალურად შედის დაცვის პოლიციის დაქვემდებარებაში და პირველი ნსამართლევობის ცნობას ითხოვენ, მშენებლობებზე 1 ადგილზე 200 კაცი მოდის მგონი და ვინც ყველაზე ცოტას იღებს ის იშოვის სამსახურს (ქართველებზე მაქ ლაპარაკი, თორე ძირითადად ბათუმშია მშენებლობები და იქაც ძირითადად თურქები მუშაობენ, კაი ხელფასზე...), საოფისე სამსახურებშიც სერიოზულები ამოწმებენ და ისედაც საოფისეში დღეს მუშაობის დაწყების შანსი არის 0.01%, მაქედანაც 90% გოგოებისთვის, 200-300 ლარ ხელფასზე.

 

საერთოდ მე რასაც ვუყურებ ბოლო 8 წელია ვინც მუშაობს მუშაობს, ვინც არა და ვერ იწყებს ვერსად. ვინც მუშაობს იმასაც ხელფასს არ უზრდიან და გაუძვირდათ ცხოვრება მაგრად + ბევრგან შემცირებებია ხოლმე და უფრო აკლდება ხალხი.

 

...თან ხელფასებია, ნუ იტყვი რა...სუპერმარკეტებში და მაღაზიებში რო გოგოები დგანან ხოლმე, კონსულტანტებს 200 ლარი აქვთ ხელფასი, ყოველდღე მუშაობენ 9-10 საათი, მენეჯერებს, ადმინისტრატორებს და მოლარეებს აქვთ 300-400 ლარი.

 

დაუსაქმებელი მამაკაცისთვის სამსახურის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია, განსაკუთრებით პროფესიით. შიგა და შიგ შსს-ს აქვს ხოლმე ვაკანსიები ან მანდატურებად აღმასრულებლებად არის ხოლმე პონტი. ამის გარდა არი სამსახური კერძო დაცვებში 150-200 ლარ ხელფასზე. შენი ტრაკით რამე რომ გააკეთო პატიოსნად ან რული უნდა იცოდე და იტაქსაო ან რამით ივაჭრო ან დისტრიბუციაში წახვიდე. მართალია დისტრიბუციაში ფიქსირებული ხელფასი ძალიან იშვიათად არის, პროცენტებს იღებენ, გამომუშავებით და ძალიან მძიმე გრაფიკია, მარა სხვა რა გზაა და თან ალალი ლუკმაა.

 

P.S. პიემში მომწერე თუ რამეა, რა არი, როგორ არი და იქნება ვუშოვო რამე. შევეცდები.

ხელისუფლებას რომ კითხო, ვაკანსიებს ხსნიან, სამუშაო ადგილებს ქმნიან, მაგრამ...

ხელფასები არაა, უფრო სწორად ნორმალური არაა, საარსებო მინიმუმსაც არ აკმაყოფილებს.

ეს იმიტომ რომ შრომითი კანონმდებლობა არ არსებობს, ან თუ არის არ მუშაობს.

გარდა ამისა დაბალი შეგნება და განათლება მოსახლეობის ამას უწყობს ხელს, რომ არსებულ კანონებსაც არავინ არ იცავს.

ამას ემატება ის რო ქალაქის მოსახლეობა ძალიან მძიმე დღეშია ჩაგდებული რეგიონებიდან შემოსული გასტრობაიკერებით, რომლებიც დაბალ ანაზღაურებაზეც მუშაობენ და შრომის ბირჟაზე შრომის ფასს დაბლად სწევენ.

რაც ხშირად ყოფილა მათთან შეტაკებების მიზეზი, რაც არა ერთხელ დამთავრებულა მკვლელობებითაც, მაგრამ ამაზე ჩუმად არიან, არ ახმოვანებენ.

რაც მომავალში შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგებით დამთავრდეს.(სასურველია კარგი პაგრომები მაგათზე)

თუ ქალაქელი მაგალითად მშენბლობაში დასაქმებული არ ჰკიდებს ხელს სამუშაოს რაღაც ზღვარს ქვემოთ, გასტრობაიკერი იღებს ასეთ სამუშაოს. ბევრ ეგრეთ წოდებულ ჩამოსულს იაფიანი პერაშკი, 2 - 5 ლარიანი საწოლი და 15-20 ლარი ანაზღაურება ჰყოფნის. ქალაქელს ეს ეყოფა?

გარდა ამისა უცხოელებს რაც ეხებათ. მათ ოღონდ რაიმე საქმე დაიწყონ და იმდენ უფლებებს აძლევენ, რომ ჩვენი მოქალაქეები ლამის მონათმფლობელურ დამოკიდებულაში ყავთ.

გაზრდილი სამუშაო საათებით, მცირე ანაზღაურებით და არანაირი უფლებებით. ხშირად დამცირების ობიექტებია და სექსუალური ძალადობისაც(ქალები) მიუხედავად ამისა ყველას პირში წყალი აქვს დაგუბებული, იმის დაკარგვის შიშით, რაც აქვთ. რომ სულ მშიერები არ დაიხოცონ.

ვისი ბრალია ეს?

მთავრობის, იმ უცხოელების გასტრობაიკერების თუ დაჩმორებული ხალხის?

მე მგონი ამ უკანასკნელების უფრო.

აი დონ კარედომ იტყოდა ბენზინიანი ბოთლი და ცეცხლს მივცეთ ოფისებიო.

მე მგონი ეგ არის უკეთესი გამოსავალი ამ ქვეყანაში.

არ მოგცა ხელფასი, შეურაცყოფა მოგაყენა, სამუშაო წაგართვა, ყამა მუცელში ზოგს, ოფისებს ცეცხლი და მისი ჯანი.

ამის მერე დალაგდება ყველაფერი.სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.

ყველა პრობლემა ჩვენივე უსუსურობის და უვარგისობის გამო გვაქვს!!!

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი დონ კარედომ იტყოდა ბენზინიანი ბოთლი და ცეცხლს მივცეთ ოფისებიო.

მე მგონი ეგ არის უკეთესი გამოსავალი ამ ქვეყანაში.

ნაღდად ეგ არის, მაგრამ ერთი პრობლემაა. ვინმეს რომ დავუდგე გვერდში და ეგ გავაკეთო, იცი რა მოხდება? თითონ ის დააჭერინებს ჩემ თავს, კანონმორჩილობანას ითამაშებს, და მერე იმის ოჯახის გადაწვა მომიწევს, მერე იმ ოჯახს გამოუჩნდება დამცველი ლიბერალები, და იმათთან ომი მომიწევს, და მე ძმაო მარტო სად შევძლებ მაგდენს, ჩაკ ნორისი კი არ ვარ :) თუ იქნება მზაობა, ლუბოის დავუდგები გვერდში ეგეთ საქმეში. გადავწვათ ყველაფერი, რაც კი იწვის! რაღა ნაცებმა დაგვხოცონ შიმშილით და ავადმყოფობით, ბარემ ჩვენ გადავწვათ ყველაფერი და ეგენიც ხო მოყვებიან მაგ ალში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მოგცა ხელფასი, შეურაცყოფა მოგაყენა, სამუშაო წაგართვა, ყამა მუცელში ზოგს, ოფისებს ცეცხლი და მისი ჯანი.

 

ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა,

თავს დავანგრიოთ ბანია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

სხვისი არ ვიცი და მე მდუმარე აქციას ვაწყობ

 

 

 

მდუმარე არ ვიცი და გელოდები კაცო,ჩართე სკაიპი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინც ვერ გავიგე, რატოა დანაშაული. ჯართია რა. აიღო და წაიღო. ვისიც იყო ის ჯართი, თუ მიასწრებდა, წაართმევდა, ზემოდან რამეს მოატანინებდა კიდე. რა შუაშია დანაშაული? რაც ჩემი უბნის ბიჭებს არმატურები აქვთ ჩვენთვის მოტანილი (ნუ, საიდანღაც წამოიღეს ხო იასნია), რა, დამნაშავეები არიან? ეგრე მაშინ ყველაფერი დანაშაული ყოფილა. ვიღაცამ დედა რო შეგაგინოს და ნეკნები დაუმტვიო, მაგაზეც იტყვიან ალბათ აქ, დანაშაულია, პატრულისთვის უნდა დაგერეკაო. დაჩიავდა საქართველო, და იმიტომაც მოაჯდა თავზე ნაცები

საქართველო მაშინ დაჩიავდა ჯიბის ქურდობა კაცობად რომ ითვლებოდა :yes:

ეხლაც დაჩიავებულია, ეს დაჩიავება კი იმის გაგრძელებაა საიდანაც მოდის ზნედაცემულობა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ხოდა იმ ტერიტორიას პატრონი არ ყავდა? თუ არ ყავდა, სადაა აბა დანაშაული? თუ ყავდა, სად იყო ის პატრონი? რა, გამოეკიდა და ეს ჯართიანად გარბოდა და ვერ დაეწია?

ეგ რა ლოგიკაა? ანუ მე რომ მანქანა მყავს, დღე და ღამე თავზე უნდა ვადგე, ვინმემ არ მოიპაროსო? :givi:

 

რაც შეეხება ნასამართლევის სამსახურში მიღება. თუ კარგად იცნობ ადამიანს და ისე აგყავს სამსახურში, რა თქმა უნდა მსგავსი ტიპის ნასამართლეობაზე თვალს დახუჭავ. მაგრამ როცა უცხო კაცი აგყავს, ყოველთვის მოერიდები ნასამართლევის აყვანას. თანაც როცა ირგვლივ ძალიან ბევრი უმუშევარია და არჩევანიც დიდი გაქვს.

 

ამიტომ სანამ ასეთ შეცდომას დაუშვებს ახალგაზრდა კაცი, უნდა დაფიქრდეს. ბავშვი ეძახეთ და ჯარიდან თუ იყო უკვე დაბრუნებული, 20 წლის მაინც იქნებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა უცხო კაცი აგყავს, ყოველთვის მოერიდები ნასამართლევის აყვანას.

გააჩნია რაზეა ნასამართლევი, და რა სამუშაოზე გინდა აიყვანო. საერთოდ უცხო რატომ უნდა აიყვანო, არ მესმის. ახლობელი კიდევაც, რაზედაც გინდა იყოს ნასამართლევი, რა მნიშვნელობა აქვს, ხომ იცი რაც არის, და კუბლაშვილის სასამრათლომ რისთვის რა მიუსაჯა, რაში გაინტერესებს

 

ეგ რა ლოგიკაა? ანუ მე რომ მანქანა მყავს, დღე და ღამე თავზე უნდა ვადგე, ვინმემ არ მოიპაროსო?

ჯართი მოიპარაო, ასე თქვა დიტომ. ხოდა გამაგებინეთ ერთი, ის ჯართი იმ პატრონს საიდან ქონდა? საწყალი ხალხისგან იბარებდა კაპიკებში და გაქონდა ალბათ მერე თურქეთში ან სადმე ხო? ხოდა ეგეთს უნდა მოპარო აბა რა უნდა ქნა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველო მაშინ დაჩიავდა ჯიბის ქურდობა კაცობად რომ ითვლებოდა :yes:

ეხლაც დაჩიავებულია, ეს დაჩიავება კი იმის გაგრძელებაა საიდანაც მოდის ზნედაცემულობა

გეთანხმები. ქურდობა რომ ვაჟკაცობასთან გაიგივდა, იქედან დაიწყო ხალხის სულიერი დეგრადაცია, რისგენაც ჯერაც არ ვართ თავისუფლები.

მაგრამ ქურდობის მოშორებით მარტო და ბოზობის დახმარებითაც ვაჟკაცს რომ ვერ დააბრუნებ, ეგეც ნათელია.

გარყვნილი და ჩმორი კი იოლი სამართავია.

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გააჩნია რაზეა ნასამართლევი, და რა სამუშაოზე გინდა აიყვანო. საერთოდ უცხო რატომ უნდა აიყვანო, არ მესმის. ახლობელი კიდევაც, რაზედაც გინდა იყოს ნასამართლევი, რა მნიშვნელობა აქვს, ხომ იცი რაც არის, და კუბლაშვილის სასამრათლომ რისთვის რა მიუსაჯა, რაში გაინტერესებს

 

ჯართი მოიპარაო, ასე თქვა დიტომ. ხოდა გამაგებინეთ ერთი, ის ჯართი იმ პატრონს საიდან ქონდა? საწყალი ხალხისგან იბარებდა კაპიკებში და გაქონდა ალბათ მერე თურქეთში ან სადმე ხო? ხოდა ეგეთს უნდა მოპარო აბა რა უნდა ქნა?

სამსახურში აყვანა პროფესიონალიზმით და საქმის ცოდნით უნდა ხდებოდეს.

მე პირადად არჩევანი რომ მქონდეს ახლობელს და უცხოს, მაგრამ გადმოცემით საქმის კარგ მცოდნედ ვიცნობდე, უცხოს ავიყვან და საერთოდ, ახლობლის მოყვანას ყოველთვის მოვერიდებოდი.

მიმუშავია და ვიცი რით მთავრდება ეგ ახლობლობა. მერე თვითონაც პრობლემები გექმნება და იმ ახლობელსაც კარგავ.

მაგას ჯობია ისე დაეხმარო, სხვას ურჩიო, რეკომენდაცია გაუწიო და შენი ხათრით თუ ვინმე აიყვანს იმით, რომ შენ გენდობა და აფერისტს ან მამაძაღლს არ შესტენი, სხვა საქმეა.

თავად კი საქმე კარგად რომ წაიყვანო მხოლოდ ცოდნით და გამოცდილებით უნდა შეაფასო.

ნუ რა თქმა უნდა გარკვეულ მორალურ საკითხებსაც უბდა აკმაყოფილებდეს და რაღაც ზპგადი მისაღები აღზრდა უნდა ქონდეს..

ნაციხარსაც ამით შევხედავდი.

თუნდაც მკვლელობაზე იყოს ნაკდომი, გააჩნია რისთვის და ვინ მოკლა. ან თუნდაც ქურდობისთვის, ამასაც გააჩნია ხომ რა პირობებში იყო მოპარვამდე და რამ აიძულა?

ნარკომანს მაგალითად და მოთამაშეს არ ავიყვან. ეგენიც რაფერ ამთავრებენ ვიცი კარგად.

ბოლოს აუცილებლად ფულს მოგიტეხენ, ან საქმეს გაგიბოზებენ. ყველა ნარკომანი პოტენციური ბოზია თუ უკვე გაბოზებული არაა..

მოკლედ ადამიანს გააჩნია და კაცს ერთხელ რომ დაელაპარეკები, მიხვდები რაცაა, თუ ადამიანების ცნობა შეგიძლია.გამოგადგება თუ არა... ესეც ნიჭია გარკვეული და აუცილებელი საქმისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამსახურში აყვანა პროფესიონალიზმით და საქმის ცოდნით უნდა ხდებოდეს.

კაი თუ ძმა ხარ რა :) რა საქმის მცოდნე და პროფესიონალი უნდა მჭირდებოდეს ისეთი, რომ ჩემ ახლობლებში ვერ ვნახო, ვიღაც რომ არ მოვათრიო? ბოლობოლო ვეტყვი, ისწავლოს რაც მე მჭირდება და ვსიო. აი მითხარი რამე საქმე, რასაც ნიჭიერი კაცი ვერ ისწავლის 1 თვეში იმდენს, რომ გამოგადგეს, თან პახოდუ მუშაობის პროცესში თითონ კიდე მეტს გაერკვევა. სულ სიაფანდია ეს საქმის მცოდნეობა და პროფესიონალობა :) ეგეთები უკვე დასაქმებულები ყავთ თავიანთ ახლობლებს სადმე და შენთან სამსახურის ძებნას არ დაიწყებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...