←  მოგზაურობა და დასვენება

Planeta.Ge

»

elitetour.ge-ს პროექტში რას შეცვლიდით?

- ის სურათები agenti 31 May 2011

აბა კოლეგებო დამეხმარეთ

უნდა შევადგინო ვებ მარკეტინგის სტრატეგია ტურისტუკ კომპანია "ელიტ ტურზე" (www.elitetour.ge) რას შეცვლიდით ამ კომპანიის სასიკეთოდ? ანუ კონკურენტულ უნარიანი რომ იყოს რას დააამატებდით ამისთვის?:
ინოვაციურობა
ორიგინალურობა და კრეატიულობა
შესრულებადობა
შესაბამისობა (კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე)

შედეგიანობა

აბა მომაწოდეთ თქვენი იდეები კოლეგებო!
გამოხმაურება

- ის სურათები nika3012 31 May 2011

დიზაინერი და ვებმასტერი შეცვალეთ :)
გამოხმაურება

- ის სურათები agenti 01 Jun 2011

გამოხმაურების ნახვაnika3012ს ციტატა(დაპოსტვის დრო 31 May 2011 - 12:13 PM):

დიზაინერი და ვებმასტერი შეცვალეთ :)
უკაცრავად თუ შეიძლება დაკონკრეტდით
გამოხმაურება რედაქტირებულია agenti: 01 June 2011 - 02:54 AM
გამოხმაურება

- ის სურათები nika3012 01 Jun 2011

გამოხმაურების ნახვაagentiს ციტატა(დაპოსტვის დრო 01 June 2011 - 12:04 AM):

უკაცრავად თუ შეიძლება დაკონკრეტდით

წინასწარ უკაცრავად დიზაინერ-ვებმასტერთან, ცუდად თუ გამომივა რამე, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პროფესიული შეხედულებებია. ეხლა კი დავიწყოთ ყველაზე ელემენტარულით:

1) ლოგო ზედმეტად ბავშური, არასერიოზული და არაპროფესიონალურია, გავს კლიპარტიდან ამოღებულ მზა სურათს რომელიც ლოგოდ არ აღიქმება. (მზეს და ტალღებს ვგულისხმობ რომელიც წრეშია ჩასმული) მოკლედ ლოგო გასული საუკუნის ჟანრშია შესრულებული :) ასევე სლოგანი "გვეამაყება რომ გემსახურებით" :) ვის აინტერესებს თქვენი განცდები, მე არაფერს არ მეუბნება როგორც მომხმარებელს ეგ ფრაზა, სლოგანი უნდა იყოს პოზიტიური და დასვენების, გართობის და დროსტარებისკენ მიმართული.
2) ვებგვერდის ფონი და უზორები (ვითომ ჩუქურთმა), არც იკითხება წესივრად, მითუმეტეს ასეთ უღიმღამო ფერზე რომელიც შეარჩიეთ, უხალისო და ნეგატიური ფერია და ეს უზორები კიდევ უფრო მეტი ჭუჭყის შეგრძნებას ბადებს.
3) ვების ზედა ბანერი, მენიუს თავზე - გოგო მშვენიერია :) ასევე ზღვა და პალმის ტოტებიც, ანუ BG შესანიშნავი, ასევე კარგია სურათების ბანერიც (იმედია მიხვდით რომელზე ვამბობ), მაგრამ სხვა დანარჩენი, ფერის თვალსაზრისით არანაირად არ შეესაბამება და სრულიად ამოვარდნილია სტილისტიკიდან, ყვითელი მოხვეული კანტი რომელიც ცისფერში გადადის, მერე ლურჯში და წვრილი სტაფილოსფერი კანტით იცველება და აღარ გავაგრძელებ რა :) ასევე წარწერა "ელიტ ტური-ტურისტული კომპანია", მისი ფერიც...
4) რაც შეეხება ბანერებს, ბანერები ნორმალურია, მშვენიერი ფოტოები გაქვთ შერჩეული, მაგრამ ისევ ფერის პრობლემას ვაწყდებით, შხამიანი ლურჯი ფერის წარწერები ცის და ზღვის ფონზე თავად არ გეჩვენებათ გადამეტებულად? :) ასევე რჩევის სახით გეტყოდით, რომ ეს ბანერები იმდენად ბევრია და ისე აჭრელებს თვალს, რომ ტითონ ტურის დასახელება რაიმე დეთალით უნდა გამოყოთ, მაგალითად ყველაზე ელემენტარული, შავი 50% გამჩვირვალე ფონი და მის ქვევით გაბუნდოვნებული სურათი, სესაბამისად ამ ფონზე წარწერა უფრო კითხვადი იქნება და თითოეული სათაური უკვე ყურადღებას მიიპყრობს, მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული იქნება მარტივად რომ ვთქვა.
5) კიდევ ერთი რაც ბანერებს ეხება, კერძოდ ევროპის ტურები. აქ ბანერებზე წარწერებია, მესმის რომ "საფრანგეთი-პარიზი" უფრო გრძელი სიტყვაა ვიდრე "ჩეხეთი პრაღა", მაგრამ აჯობებდა ერთი ტიპის ბანერებზე, მითუმეტეს ერთ მწკრივში ჩამოყოლებულ ბანერებზე, სათაურები და ერთი ტიპის ინფორმაცია იყოს ერთი ზომის, ეს თვალისთვისაც უფრო მისაღებია და ესტეთიური თვალსაზრისითაც :)

ეხლა რაც შეეხება ადმინს:

1) თურქეთის ტურებზე სასტუმროთა ჩამონათვალი გამოდის, რომელსაც კლიკზე სხვა ვებგვერდზე გადავყავართ, მეს მის რომ რთული და შრომატევადი საქმეა, თან ალბათ ახალი გახსნილები ხართ, მაგრამ ეგ საკითხი ძალიან დილეტანტურ და დაბალფასიან იმიჯს გიქმნით.
2) კრუზი "ხმელთაშუა ძღვის სიო" - დასაწყისში საჭიროა პატარა სარეკლამო ტექსტი, ელემენტარულად ქვეყნების ჩამონათვალი რომელსაც ვიხილავთ, დაუვიწყარი მოგონებები და მსგავსი დამაბოლებელი ტექსტები სენტიმენტალური ადამიანებისთვის :)
3) შიდა ტურები - ა) რამდენიმე ტურში სურათები არაა, თუშეთი მაგალითად, ღვინის ტური. ბ) როგორც ჩანს დანარჩენ ტურებზე ტეხტიც სურათებად გაქვთ ატვირთული, რაც ვებგვერდს ამძიმებს, ალბათ თვის დროზე აკრიფეთ ტეზტი და მერე ელექტრონული ვერსია დაგეკარგათ :) მაგრამ თუნდაც ახლიდან მოგიწიოთ ამ ტეხტის აკრეფა, ასე ჯობია, თუნდაც იმიტომ რომ მსურველმა დააკოპიროს ეს ტეხტი თავისთვის.
4) "ჩვენს შესახებ"-ში ამ ფრაზაზე ყველას ღიმილი მოადგება, ვფიქრობ ამოსაღები ან გადასაკეთებელია: "შეიყვარო შენი ოჯახი უფრო მეტად". რას ნიშნავს ეს? :) ნუ ამ თემის განვრცობას არ დავიწყებ, რჩევის სახით, ამოიღეთ :)
5) ასევე "ჩვენს შესახებ"-ში, "ევროპელები და ამერიკელები პენსიაზე გასვლის შემდეგ იწყებენ ცხოვრებას, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას და რაც დათესეს, რაც იშრომეს სწორედ იმას იმკიან და იხალისებენ სიცოცხლეს." ყველამ ვიცით ევროპა-ამერიკაში როგორცაა და ეს წინადადება უფრო ნეგატიურ ემოციებს აღძრავს, მათი კარგი და ბედნიერი სიბერის ფანტაზიები, მათი დალაგებული და პოზიტიური ცხოვრება. მოკლედ ამაზეც დაფიქრდით :)

6) უკაცრავად მაგრამ თქვენ რომელ რეალობაში ცხოვრობთ, პენსიონერებს იზიდავთ იმით რომ ახარბებთ ევროპა-ამერიკას და ემუქრებით სიკვდილით? :D
"სამწუხაროდ ბევრი ქართველი საპენსიო ასაკში „ამთავრებს ცხოვრებას“, ბევრიც ცოტა ადრე, რადგან ამბობენ ადამიანი მაშინ „კვდება“, როცა ამქვეყნად არაფერი ახარებს და არაფერი აბედნიერებსო. იფიქრე იმაზე, რომ შემოდგომა ყოველ წელს დგება, შესაბამისად ყოველ წელს უნდა მოიმკა დათესილი სიკეთე და გაილამაზო ყოფა."

მოკლე რეზუმე, ტექსტები ზედმეტად დიდაქტიკური და ჩახლართულია, მარტივად, ადამიანურად, ყოველდღიური საუბრის სტილით უნდა ესაუბროთ ხალხს, მომხმარებლისთვის ასეთი უშვალობა უფრო გასაგები იქნება

ეხლა დავიღალე ამდენი წერით :D თუ რამე კონკრეტული კითხვები გექნებათ კი ბატონო, ზოგადი შეფასებები ასეთია. წარმატებები :)
გამოხმაურება

- ის სურათები agenti 02 Jun 2011

გამოხმაურების ნახვაnika3012ს ციტატა(დაპოსტვის დრო 01 June 2011 - 11:34 AM):

კარგი დაკვირვებაა. პირადში მოგწერეთ და გადაამოწმეთ
გამოხმაურება რედაქტირებულია agenti: 02 June 2011 - 02:00 AM
გამოხმაურება

- ის სურათები CPUG 19 Jan 2012

მე მომწონს საიტი ყველამხრივ. ცუდ ვერაფერს ვიტყოდი :timeout: :timeout:
გამოხმაურება