Jump to content
Planeta.Ge

შანკარაჩარია-ადვაიტა ვედანტა


Recommended Posts

შანკარა, იგივე შანკარაჩარია გახლდათ ინდოელი ფილოსოფოსი (788-820წწ) ვედანტის წამყვანი წარმომადგენელი, რელიგიური რეფორმატორი და პოლემისტი, მისტიკოსი და პოეტი, უპანიშად-ვედანტისა და ბუდიზმის სინთეზის საფუძველზე შექმნა თანმიმდევრული მონისტილური სისტემა, -ადვაიტა ვედანტა.

შანკარას ცხოვრების ტრადიციული ისტორიები იმდენად სასწაულებრივი და ლეგენდარულია, ძნელია გაიმიჯნოს რომელი მათგანია რეალური. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით მისი მშობლები ბრაჰმანები იყვნენ, უშვილონი მრავალი წლის განმავლობაში. ისინი ღმერთს შესთხოვდნენ ვრიშადრინათჰას შივას ტაძარში, რომელიც ტრიჩურას მთებში მდებარეობდა, შვილის შეძენას. მათ შივა სიზმარში გამოეცხადა და შესთავაზა: შივა აჩუქებდა მათ ან მრავალ ვაჟს, რომლებიც დიდხანს იცოცხლებდნენ, გარეგან სიმდიდრესა და წარმატებაში, ან და აჩუქებდა ერთ ვაჟს, რომელიც არ იცოცხლებდა დიდ ხანს, მაგრამ გახდებოდა დიადი ბრძენი. მშობლებმა ეს უკანასკნელი შემოთავაზება აირჩიეს, რომელსაც უფალი შივას საპატივსაცემოდ მისი ერთ ერთი ეპითეტი შანკარა დაარქვეს. როდესაც შანკარა ხუთი წლისა შეიქმნა შეუდგა ოთხი ვედის შესწავლას, გამოავლინა რა არაჩვეულებრივი უნარები მისი ინტელექტის დონე მასწავლებლების ინტელექტის დონეს აღემატებოდა. რვა წლის ასაკში დაიწყო განდეგილის ცხოვრების წესი. შანკარა ჩრდილოეთ ინდოეთში გაემგზავრა თავისი გურუს საძებნელად, სადაც მდინარე ნარმადის სანაპიროზე შეხვდა გოვინდას, გაუდაპადის მოსწავლეს, აქ შანკარამ ადვაიტას ფილოსოფიის საწყისები შეისწავლა, დაწერა შივაიტური და ვიშნუიტური ჰიმნები, შექმნა მთელი რიგი ფილოსოფიური ტრაქტატები და კომენტარები "ბრიჰადარაიაკა-უპანიშადის". არსებობდა ბადარაიანას წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც მისი ტექსტების საუკეთესო განმმარტებელი წყლის მბრძანებელი გახდებოდა, გოვინდამ გაიხსენა ამის შესახებ, როდესაც შანკარამ სპეციალური წყლის მართვის მანტრების წაკითხვით ნაპირებიდან გადმოსული მდინარე ნარმადა დააშოშმინა. შანკარამ მიიღო რა მოძღვრის კურთხევა, ოთხ წელიწადში დაწერა კომენტარები ყველა "სამმაგი კანონის" ნაწარმოებისა. ბადარაიანას "ბრაჰმასუტრას", "ბჰაგავად-გიტისა" და ძირითადი უპანიშადების.შანკარამ მოილოცა წმინდა მთა კაილასი, სადაც მას შივა გამოეცხადა უზენაესი ცოდნის გადმომცემლის იპოსტასში. გოვინდა გარდაცვალების შემდეგ ნარმადის ნაპირტან დაკრძალეს სადაც შემდგომ ტაძარი აღმართეს. ამის შემდგომ შანკარა მოწაფეებთან ერთად გაემართა ორი ათასი ტაძრის ქალაქში და დასახლდა გჰატში. იგი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რაც შეეხება მის მიერ ჩამოყალიბებულ რელიგიურ მიმდინარეობას ანუ ვედანტას უპანაშიდების, იგივე ვედების ( ვედა ღვთის შთაგონებით დაწერილი ლექსის სტროფია) ფილოსოფიურ, მეტაფიზიკურ შეხედულობებს ანვითარებდა. მისი ძირითადი ტექსტი "ვედანტა-სუტრა" დათარიღებულია ჩვ.წ.აღ მეორე ათასწლეულით მისი ყველაზე ცნობილი კომენტარი მიეკუთვნება შანკარას, ანუ მან ყველაზე უკეთ ახსნა ვედებში გადმოცემული სიბრძნე. მისი გავლენა და მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ დღესაც კი, როდესაც ვედანტაზე ჩამოვარდება საუბარიჩვეულებრივ შანკარასეულ ვედანტას გულისხმობენ.

შანკარას თანახმად უპიროვნო ბრაჰმანი აბსოლიტური რეალობაა და მის გარდა სხვა რეალობა არ არსებობს, ქვეყანა ამ ბრაჰმანის მაგიური ძალების შედეგია რომელსაც მაია (სიტყვა) ჰქვია, მხოლოდ პროფანს შეუძლია ეს ქვეყანა რეალობად მიიჩნიოს და მარტო ბრძენკაცს ძალუძს ჩაწვდეს მას. ამ აზრით ის იშვარაა ( ღმერთი ამაოება ) და თAყვანისცემის საგანია მათთვის ვისაც სამყარო რეალობა სწამს, თუმცა ბრძენკაცებმა იციან, რომ ნამდვილად არ არსებობს ეს ქვეყანა, არც შემოქმედი, ისევე როგორც ილუზიონისტის ფოკუზების შემყურე თვალგამჭრიახმა კაცმა იცის: არ არსებობს არც ფოკუზი და არც ილუზიონისტი.

შანკარა უარჰყოფს ყოველგვარ განსხვავებას სუბიექტსა და ობიექტს შორის. ადამიანი სხეული, აზრი და სულია, მაგრამ სხეულიცა და აზრიც ისეთივე მოჩვენებითია როგორც სხვა დანარჩენი მატერია, სიფხიზლეში ადამიანი აიგივებს თავის თავს აზრსა და სხეულთად, ხოლო როდესაც სძინავს საგნები ფიქრით შექმნილ სურათებად ეჩვენება, ღრმა ძილში კი წარმოდგენა არა აქვს და მისი სული გაიგივებულია ბრაჰმანთან. ხორცთან დაკავშირებულ სულს ავიწყდება თავისი ღვთაებრივი არსებობა ამბობს შანკარა და ხდება პროფანი არსება ადამიანი. უნდა განვასხვავოთ მარადიული არსის მქონე წარმავალი ანუ მოჩვენებითი საგნებისაგან, სხეული არ არსებობს ამბობს ის წყალია არც წყალი არსებობს მაგრამ ამას დაინახავ თუ ბრაჰმანს აღმოაჩენ მზის წნულში წერს ის.

და ბოლოს ცნობისათვის ინდოეთში ფილოსოფოსის ქება პროგრესული აზროვნებისთვის შეურაცხყოფად აღიქმება რადგან ბრაჰმანის შესახებ არ შეიძლება იხოდეს ჩანდალამ (მდაბიო წარმოშობის პირმა) და რადგან საქართველოში ვართ და ჩანდალაზე ცოტა მეტის მესმის ვიტყვი რომ შანკარა გენიალურია თქვენ რას იტყვით გსმენიათ მის შესახებ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 7 years later...
ვიცი შანკარა აჩარია. მე ადვაიტას მიმდევარი ვარ. ცუდი ისაა რომ უვიცები ვერ გაგიგებენ და დაცინვას დაგიწყებენ და რამე რომ უთხრა ადმინებთან გაიქცევიან საჩივლელად. სისტემა იცავს ცინიკოს უვიცებს ანუ ამორალებს და არა შენნაირ გონიერ სულიერ ადამიანებს. შივამ და დურგა დევიმ დაგლოცოს. იმედია ბანს მოგხსნიან, ამოვიდა ყელში უკვე უმეცრება. შენ კი სასიამოვნო პიროვნება ხარ. გაიხარე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...