კონტენტზე გადახტომა


ჰათჰა იოგა, აშტანგა იოგა.


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
61 პასუხი თემაში

#1 Morfius    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • ბანდადებული
  • პიპპიპპიპპიპ
  • 907 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 36
კარგი

დაწერილია 28 February 2011 - 04:49 PM

ჰათჰა იოგა - ჩამოყალიბდა ინდოეთში ჩვ.წ.აღ-მდე მე-15 საუკუნეში და ითვლება ერთ-ერთ უძველეს სახეობად ზოგადად იოგისა, შემდგომში კი ეს სახეობა ვითარდებოდა და ვრცელდებოდა საუკუნეების განმავლობაში.
ეს სახეობა ითვალისწინებს ფიზიკური სხეულის განწმენდასა და მომზადებას შემდგომი მაღალი საფეხურებისათვის. დღეს დღეობით ეს იოგა ძალზედ პოპულარული და გავრცელებულია. წლების განმავლობაში ჰათჰა იოგამ და აშტანგა იოგამ საფუძველი ჩაუყარა სხვა სახეობებს. სიტყვასიტყვით ჰათჰა იოგა ნიშნავს მზისა და მთვარის ენერგიებს და უმეტესწილად ასანებზე (სხეულის სტატიკურ პოზებზე) და პრანაიამებზე (სუნთქვით ვარჯიშებზე) არის დაფუძნებული. ჰათჰა იოგაში ითვლებოდა რომ იმისთვის რომ ადამიანი დაეუფლოს იოგის უფრო მაღალ საფეხურებს ჯერ სხეული უნდა განწმინდოს დაავადებებისაგან, ხოლო გონება დაძაბულობებისაგან, ჰათჰა იოგას ვარჯიშები სხეულს ელასტიურსა და ძლიერს ხდის, ბევრი ადამიანი იყენებს იოგის ამ სახეობას გონების კონცენტრაციისა და ნებისყოფის გამოსამუშავებლად. პრანაიამები სუნთქვის კონტროლის საშუალებას იძლევა. ძველ დროში იოგებს სწამდათ, რომ სუნთქვის კონტროლით შესაძლებელი იყო გონების კონტროლიც, ხოლო გონების კონტროლით დაფარული შინაგანი ძალების გამოღვიძება.
ჰათჰა იოგა ასევე შეიცავს რელაქსაციას და გამოიყენება სხვადასხვა იშვიათი დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის ასთმის, ბრონქიტის, იშიაზის, ართრიტის, მეტყველებისა და მცირე ფსიქიკური პრობლემების, ნერვული აშლილობების სამკურნალოდ.
აშტანგა იოგა წარმოიშვა ძვ.წ.აღ მე-2 საუკუნეში მისი ფუძემდებელი და დამაარსებელი არის პატანჯალი, რომელმაც ჰათჰა იოგა რვა საფეხურად დაჰყო, სოციალურიდან მედიტაციურ პრაქტიკებამდე. ეს დისციპლინა პატანჯალმა დააარსა იმ მიზნით, რომ ადამიანს დახმარებოდა თვითრეალიზაციაში.
აშტანგა იოგას საფეხურებია: იამა-რომელშიც მოსწავლე სწავლობს სოციალურ კონტროლს, ნიამა-ამ დროს ადამიანი სწავლობს საკუთარი სურვილებისა და გრძნობების, ემოციების კონტროლს, ასანა-სხეულის სტატიკური პოზებია, პრანაიამა-სუნთქვითი ვარჯიშებია რითაც მიიღწევა ფიქრების ანუ აზროვნების კონტროლი, ბრატიაჰატა-შეგრძნებათა კონტროლი: სმენა, ხედვა, ყნოსვა.......დჰარანა-კონცენტრაცია, დჰიანა-მედიტაცია, სამადჰი-ზეცნობიერის სომნაბულური მდგომარეობა.
ის, ვინც უარი თქვა საკუთარ გრძნობებს მსახურად დადგომოდა - ბრძენია;
სწავლულნი ასეთ კაცზე ამბობენ: შრომას რაც მოსდევს სულ ერთია მისთვის,
რადგან სრულყოფილი ცოდნის ცეცხლშია გამობრძმედილი.
სხვები, რომლებიც ცნობიერებისა და გრძნობების მართვით ესწრაფვიან თვითშეცნობას,
საკუთარ გრძნობებსა და სასიცოცხლო სუნთქვას სწირავენ დამორჩილებული ჭკუის ცეცხლს.

#2 Saturn    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17160 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 170
საუკეთესო

დაწერილია 28 February 2011 - 04:51 PM

გამოხმაურების ნახვაMorfiusს ციტატა(დაპოსტვის დრო 28 February 2011 - 04:49 PM):

აშტანგა იოგა
აქ შტანგებს წევენ?
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან
ილია ჭავჭავაძე

#3 Morfius    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • ბანდადებული
  • პიპპიპპიპპიპ
  • 907 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 36
კარგი

დაწერილია 28 February 2011 - 04:54 PM

გამოხმაურების ნახვაSaturnს ციტატა(დაპოსტვის დრო 28 February 2011 - 04:51 PM):

აქ შტანგებს წევენ?
ეს კითხვა, რომ თქვენი ინტელექტის დონეს უსვავს მუქ ხაზს ხვდებით?
ის, ვინც უარი თქვა საკუთარ გრძნობებს მსახურად დადგომოდა - ბრძენია;
სწავლულნი ასეთ კაცზე ამბობენ: შრომას რაც მოსდევს სულ ერთია მისთვის,
რადგან სრულყოფილი ცოდნის ცეცხლშია გამობრძმედილი.
სხვები, რომლებიც ცნობიერებისა და გრძნობების მართვით ესწრაფვიან თვითშეცნობას,
საკუთარ გრძნობებსა და სასიცოცხლო სუნთქვას სწირავენ დამორჩილებული ჭკუის ცეცხლს.

#4 Saturn    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17160 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 170
საუკეთესო

დაწერილია 01 March 2011 - 10:19 AM

გამოხმაურების ნახვაMorfiusს ციტატა(დაპოსტვის დრო 28 February 2011 - 04:54 PM):

ეს კითხვა, რომ თქვენი ინტელექტის დონეს უსვავს მუქ ხაზს ხვდებით?
მსგავსი გამოხტომები რომ მომავალში თქვენს ვორნლოგს გაუსვამს მუქ ხაზს ხვდებით?
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან
ილია ჭავჭავაძე

#5 Morfius    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • ბანდადებული
  • პიპპიპპიპპიპ
  • 907 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 36
კარგი

დაწერილია 01 March 2011 - 12:00 PM

გამოხმაურების ნახვაSaturnს ციტატა(დაპოსტვის დრო 01 March 2011 - 10:19 AM):

მსგავსი გამოხტომები რომ მომავალში თქვენს ვორნლოგს გაუსვამს მუქ ხაზს ხვდებით?
ესე იგი გარდა იმისა, რომ უტიფრად ცინიკოსობთ იყენებთ იმ სიტუაციას, რომ ადმინისტრაციის კეთილი ნების წყალობით განყოფილების მოდერატორი გახდით და მემუქრებით კიდეც? როდესაც თემის ირგვლივ არაფერი ვიცი, დუმილს ვამჯობინებ, უტიფრი კითხვების დასმას და თქვენს კითხვას სხვანაირ სტატუსს ვერავინ მიანიჭებს, ვისაც არ უნდა გინდა აჩვენოთ. ეხლა კი მოიქეცით ისე როგორც დამპირდით, სხვაგვარად თქვენგან მოქცევას აღარც კი ველოდები იმიტომ, რომ სამ სიტყვაში გაგიცანით.

გამოხმაურება რედაქტირებულია Morfius: 01 March 2011 - 12:09 PM

ის, ვინც უარი თქვა საკუთარ გრძნობებს მსახურად დადგომოდა - ბრძენია;
სწავლულნი ასეთ კაცზე ამბობენ: შრომას რაც მოსდევს სულ ერთია მისთვის,
რადგან სრულყოფილი ცოდნის ცეცხლშია გამობრძმედილი.
სხვები, რომლებიც ცნობიერებისა და გრძნობების მართვით ესწრაფვიან თვითშეცნობას,
საკუთარ გრძნობებსა და სასიცოცხლო სუნთქვას სწირავენ დამორჩილებული ჭკუის ცეცხლს.

#6 Saturn    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • მოდერატორი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 17160 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 170
საუკეთესო

დაწერილია 01 March 2011 - 01:31 PM

Morfius
ცინიკოსობა და ჩეთი მცირე მასშტაბებში წესებით არაა აკრძალული განსხვავებით შეურაცხყოფისაგან.
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან
ილია ჭავჭავაძე

#7 Morfius    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • ბანდადებული
  • პიპპიპპიპპიპ
  • 907 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 36
კარგი

დაწერილია 01 March 2011 - 01:33 PM

გამოხმაურების ნახვაSaturnს ციტატა(დაპოსტვის დრო 01 March 2011 - 01:31 PM):

ცინიკოსობა და ჩეთი მცირე მასშტაბებში წესებით არაა აკრძალული განსხვავებით შეურაცხყოფისაგან.
მერე? მასხარად ასაგდები თემები აქ უამრავი დევს და შეგიძლიათ იქ იცინიკოსოთ, თორემ ჰათჰა ან აშტანგა იოგას რა სჭირს საქილიკო ამას ვერ ვხვდები.
ის, ვინც უარი თქვა საკუთარ გრძნობებს მსახურად დადგომოდა - ბრძენია;
სწავლულნი ასეთ კაცზე ამბობენ: შრომას რაც მოსდევს სულ ერთია მისთვის,
რადგან სრულყოფილი ცოდნის ცეცხლშია გამობრძმედილი.
სხვები, რომლებიც ცნობიერებისა და გრძნობების მართვით ესწრაფვიან თვითშეცნობას,
საკუთარ გრძნობებსა და სასიცოცხლო სუნთქვას სწირავენ დამორჩილებული ჭკუის ცეცხლს.

#8 აზრი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4630 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:პლანეტა დედამიწა.
  • Interests:ყველაფერი რაც საინტერესოა. :)
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 01 March 2011 - 01:35 PM

გამოხმაურების ნახვაMorfiusს ციტატა(დაპოსტვის დრო 01 March 2011 - 01:33 PM):

აშტანგა იოგას რა სჭირს საქილიკო ამას ვერ ვხვდები.
Morfius

აშტანგას რა კავშირი აქვს რელიგიასთან?
ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების
სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები


დადებული სურათი

#9 Morfius    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • ბანდადებული
  • პიპპიპპიპპიპ
  • 907 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 36
კარგი

დაწერილია 01 March 2011 - 01:43 PM

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 01 March 2011 - 01:35 PM):

აშტანგას რა კავშირი აქვს რელიგიასთან?
რელიგიაში, თუ მხოლოდ ქრისტიანობას გულისხმობთ არავითარი, მაგრამ ზოგადად იოგას და მის ყველა სახეობას მჭიდრო კავშირი აქვს ბუდიზმთან და ინდუიზმთან, ვინაიდან იოგის სისტემაში გადმოცემული ვარჯიშებისა და მედიტაციის მეშვეობით, მიიღწევა ბუდიზმისა და ინდუიზმისათვის დამახასიათებელი უმთავრესი პოსტულატი- "გასხივოსნება".
ის, ვინც უარი თქვა საკუთარ გრძნობებს მსახურად დადგომოდა - ბრძენია;
სწავლულნი ასეთ კაცზე ამბობენ: შრომას რაც მოსდევს სულ ერთია მისთვის,
რადგან სრულყოფილი ცოდნის ცეცხლშია გამობრძმედილი.
სხვები, რომლებიც ცნობიერებისა და გრძნობების მართვით ესწრაფვიან თვითშეცნობას,
საკუთარ გრძნობებსა და სასიცოცხლო სუნთქვას სწირავენ დამორჩილებული ჭკუის ცეცხლს.

#10 აზრი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4630 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:პლანეტა დედამიწა.
  • Interests:ყველაფერი რაც საინტერესოა. :)
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 01 March 2011 - 01:50 PM

გამოხმაურების ნახვაMorfiusს ციტატა(დაპოსტვის დრო 01 March 2011 - 01:43 PM):

რელიგიაში, თუ მხოლოდ ქრისტიანობას გულისხმობთ არავითარი, მაგრამ ზოგადად იოგას და მის ყველა სახეობას მჭიდრო კავშირი აქვს ბუდიზმთან და ინდუიზმთან, ვინაიდან იოგის სისტემაში გადმოცემული ვარჯიშებისა და მედიტაციის მეშვეობით, მიიღწევა ბუდიზმისა და ინდუიზმისათვის დამახასიათებელი უმთავრესი პოსტულატი- "გასხივოსნება".
სიტყვა "რელიგიაში" მხოლოდ ქრისტიანობა არ იგულისხმება, შესაბამისად არც მე მიგულისხმია მხოლოდ ქრისტიანობა. რაც შეეხება იოგას, ვიცი რომ იგი რელიგიასთან მჭიდრო კავშირშია, მაგრამ მე უშუალოდ აშტანგაზე გკითხე. და გასხივოსნებაში ნირვანას გულისხმობ?
ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების
სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები


დადებული სურათი

#11 Morfius    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • ბანდადებული
  • პიპპიპპიპპიპ
  • 907 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 36
კარგი

დაწერილია 01 March 2011 - 02:01 PM

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 01 March 2011 - 01:50 PM):

სიტყვა "რელიგიაში" მხოლოდ ქრისტიანობა არ იგულისხმება, შესაბამისად არც მე მიგულისხმია მხოლოდ ქრისტიანობა. რაც შეეხება იოგას, ვიცი რომ იგი რელიგიასთან მჭიდრო კავშირშია, მაგრამ მე უშუალოდ აშტანგაზე გკითხე. და გასხივოსნებაში ნირვანას გულისხმობ?
აშტანგა იოგა არის მოსამზადებელი საფეხური რითაც მიიღწევა ფიზიკური სხეულის სრულყოფა, გონების ანუ სამშვინველის კონტროლი ყოველივე ეს კი არის წინაპირობა დაეუფლო სწორ მედიტაციას რათა მიიღო შედეგად გასხივოსნება. გასხივოსნებაში ნირვანას არ ვგულისხმობ, ნირვანა ასე ვთქვათ არის სომნაბულური ნეტარი მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ინდუისტური სამების ერთ ერთი ღმერთის ვიშნუს სულის ადამიანის სულთან ერთობით, ასე განმარტავენ მას ინდუისტური რელიგიის მიმდევრები, ეს მდგომარეობა ჰგავს სიტუაციას ქრისტიანებში როდესაც ისინი ხარობენ სულიწმინდასთან ერთობით, ანუ ნირვანას დროს ვიშნუს სული ივანებს ადამიანის სხეულში გასხივოსნებას კი რაც შეეხება ეს არის მდგომარეობა როდესაც ადამიანის სული რომელიც ბუდისტური და ინდუისტური მოძღვრების თანახმად იმყოფება მზის წნულის ჩაკრაში, მიძინებულ მდგომარეობაში მასზედ იოგის სისტემის მიერ შემუშავებული ასანების, პრანაიამებისა და მედიტაციის კონკრეტული ვარჯიშების შედეგად მოდის აქტიურ მდგომარეობაში და შემდგომში სული წარმართავს სხეულისა და გონების მოქმედებას. გასხივოსნების მიღწევის სხვა გზაც არსებობს ზემოთხსენებული რელიგიის მიხედვით გარდა იოგისა ეს არის მანტრების კითხვა.
ის, ვინც უარი თქვა საკუთარ გრძნობებს მსახურად დადგომოდა - ბრძენია;
სწავლულნი ასეთ კაცზე ამბობენ: შრომას რაც მოსდევს სულ ერთია მისთვის,
რადგან სრულყოფილი ცოდნის ცეცხლშია გამობრძმედილი.
სხვები, რომლებიც ცნობიერებისა და გრძნობების მართვით ესწრაფვიან თვითშეცნობას,
საკუთარ გრძნობებსა და სასიცოცხლო სუნთქვას სწირავენ დამორჩილებული ჭკუის ცეცხლს.

#12 აზრი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4630 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:პლანეტა დედამიწა.
  • Interests:ყველაფერი რაც საინტერესოა. :)
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 01 March 2011 - 02:23 PM

გამოხმაურების ნახვაMorfiusს ციტატა(დაპოსტვის დრო 01 March 2011 - 02:01 PM):

ციტირება

და გასხივოსნებაში ნირვანას გულისხმობ?

გასხივოსნებაში ნირვანას არ ვგულისხმობ
Morfius

ვრცელი პასუხებს არ ველი ხოლმე. მთავარია კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი დამიწერო, რადგან რაც დაწერე უმეტესი არ მაინტერესებდა.

ციტირება

ფიზიკური სხეულის სრულყოფა,
რას უწოდებ ფიზიკური სხეულის სრულყოფას?


ციტირება

გონების ანუ სამშვინველის
გონებას და სამშვინველს აიგივებ? ანუ ერთი და იგივეა შენთვის გონება და სამშვინველი?
ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების
სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები


დადებული სურათი

#13 Morfius    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • ბანდადებული
  • პიპპიპპიპპიპ
  • 907 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 36
კარგი

დაწერილია 01 March 2011 - 02:43 PM

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 01 March 2011 - 02:23 PM):

რას უწოდებ ფიზიკური სხეულის სრულყოფას?
ჯანმრთელ, დაავადებებისგან თავისუფალ, ელასტიურ და ფიზიკურად ძლიერ სხეულს ქონისკენ მიმართულ ღონისძიებებს . ოღონდ ამას მე კი არა ინდუისტი ან ბუდისტი უწოდებს, რაც შეეხება თქვენს კითხვას ჩემთვის სრულყოფილი სხეული არის ებრაელების ღმერთის მიერ პირველი ადამიანის ადამისთვის შექმნილი ფიზიკური სხეული, რომელსაც ადამიანი ღონისძიებით პირვანდელ მდგომარეობას ვეღარ დაუბრუნებს, ღვთის უშუალო ჩარევის გარეშე.

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 01 March 2011 - 02:23 PM):

ვრცელი პასუხებს არ ველი ხოლმე. მთავარია კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი დამიწერო, რადგან რაც დაწერე უმეტესი არ მაინტერესებდა.
გასაგებია გავითვალისწინებ.

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 01 March 2011 - 02:23 PM):

გონებას და სამშვინველს აიგივებ? ანუ ერთი და იგივეა შენთვის გონება და სამშვინველი?
არა, მე თემაში ვწერ ბუდისტურ და ინდუისტურ შეხედულობებს, აზროვნებასთან დაკავშირებით სიტყვა სამშვინველი ინდურ ენაში არ არსებობს ხოლო რასაც ისინი ეძახიან გონებასა და აზრს პირდაპირი მნიშვნელობით რომ თარგმნო ქართულად სრულიად ვერ აღიქვავ რისი თქმა სურთ ამით, ამიტომ ვიხმარე სიტყვა სამშვინველი.

გამოხმაურება რედაქტირებულია Morfius: 01 March 2011 - 02:45 PM

ის, ვინც უარი თქვა საკუთარ გრძნობებს მსახურად დადგომოდა - ბრძენია;
სწავლულნი ასეთ კაცზე ამბობენ: შრომას რაც მოსდევს სულ ერთია მისთვის,
რადგან სრულყოფილი ცოდნის ცეცხლშია გამობრძმედილი.
სხვები, რომლებიც ცნობიერებისა და გრძნობების მართვით ესწრაფვიან თვითშეცნობას,
საკუთარ გრძნობებსა და სასიცოცხლო სუნთქვას სწირავენ დამორჩილებული ჭკუის ცეცხლს.

#14 აზრი    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 4630 წერილები:
  • Gender:Male
  • Location:პლანეტა დედამიწა.
  • Interests:ყველაფერი რაც საინტერესოა. :)
რეპუტაცია: 51
კარგი

დაწერილია 01 March 2011 - 02:46 PM

Morfius

მიიჩნებ თავს რელიგიურ ადამიანად? თუ კი, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ?
ინტელექტუალური პატიოსნების პატრონს ახასიათებს მზადყოფნა, შეამოწმოს თავისი შეხედულებების
სისწორე და გულდასმით განიხილოს სხვა ხელმისაწვდომი ფაქტები


დადებული სურათი

#15 Morfius    ნიკის ჩასმა

    სტუმარი

  • ბანდადებული
  • პიპპიპპიპპიპ
  • 907 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 36
კარგი

დაწერილია 01 March 2011 - 02:48 PM

გამოხმაურების ნახვააზრის ციტატა(დაპოსტვის დრო 01 March 2011 - 02:46 PM):

მიიჩნებ თავს რელიგიურ ადამიანად? თუ კი, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ?
კი თავს რელიგიურ პიროვნებად მივიჩნევ, მომდევნო კითხვაზე კი ვიტოვებ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას არ გიპასუხოთ.
ის, ვინც უარი თქვა საკუთარ გრძნობებს მსახურად დადგომოდა - ბრძენია;
სწავლულნი ასეთ კაცზე ამბობენ: შრომას რაც მოსდევს სულ ერთია მისთვის,
რადგან სრულყოფილი ცოდნის ცეცხლშია გამობრძმედილი.
სხვები, რომლებიც ცნობიერებისა და გრძნობების მართვით ესწრაფვიან თვითშეცნობას,
საკუთარ გრძნობებსა და სასიცოცხლო სუნთქვას სწირავენ დამორჩილებული ჭკუის ცეცხლს.





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი