←  შემოქმედება და ხელოვნება

Planeta.Ge

»

თამაშები რომელსაც თამაშობენ კაცები

- ის სურათები xrova 11 Feb 2011

ამ პოსტში მინდა განვიხილო ის თამაშები, რომელთაც მამაკაცები ვთამაშობთ ქალებთან ურთიერთობისას. უხშირეს შემთხვევაში ამ თამაშებს, სუსტი, უნებისყოფო მამაკაცები თამაშობენ. ამა თუ იმ დოზით ყველა თამაშის მიზანი და მოტივი არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და საკუთარი უძლურების გამართლება. ხშირად ამ თამაშებს თავად ქალებიც უწყობენ ხელს. მაგალითად იმგვარი თამაშებით მათი მხრიდან, როგორიცაა “მე მხოლოდ შენი დახმარება მსურდა” ან “დედა ტერეზა” (ეს უკანასკნელი უფრო ცხოვრებისეული სცენარია ვიდრე თამაში). მაშ ასე, განვიხილოთ რამდენიმე თამაში, რომელთაც მამაკაცები თამაშობენ.

“შეხედე რა ვქენი შენი გულისთვის!…”
ეს თამაში შეიძლება გახდეს განქორწინების ან ურთიერთობის დასრულების მიზეზი. თამაშის სიუჟეტი შემდეგია: ქმარი თავის საქმითაა დაკავებული. ამ დროს ოთახში შემოდის ცოლი ან ბავშვი, იმის საკითხავად თუ სად დევს, ვთქვათ, ასანთი. შედეგად კაცს ხელიდან უვარდება ფუნჯი, უსხლტება დანა და იჭრის ხელს, არასწორ კლავიშს ურტყამს საბეჭდ მამქანაზე (გააჩნია რა საქმითაა დაკავებული). ის გაბრაზებულია და ყვირის: “შეხედე რა ვქენი შენი გულისთვის!”
ამ თამაშის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ისინი ერთმანეთისგან ემოციური დაძაბულობის ინტენსივობითა და შედეგების სავალალოობით განსხვავდებიან. უკანასკნელ სტადიაში საქმე გვაქვს პარანოიდულ პიროვნებასთან, რომელიც ყველაფერში სხვებს ადანაშაულებს და მათდამი შურისძიების ჟინითაა ანთებული.
ასევე შესაძლებელია ამ თამაშის შემდეგი სახეცვლილება: ცოლი საკუთარ თავზე იღებს ოჯახის ფინანსური საკითხების მოვარებას რათგან ქმარი “მოუკოჭლებს არითმეტიკაში.” ქმარი ამას სიამოვნებით თანხმდება., მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ აღმოჩენს რომ ცოლს ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი დაუხარჯავს, რაც ოჯახურ უთანხმოებას იწვევს. მაგრამ სინამდვილეში მამაკაცს მთლიანად ამ თამაშის განმავლობაში სჭირდება რომ ცოლმა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ჭირდება ვიღაც ვისაც გადააბრალებს საკუთარ უნიათობას (თუნდაც ფუნჯის გავარდნას ხელიდან). ფსიქოლოგიურად ამ თამაშს საფუძვლად მამაკაცის ქვეცნობიერი შიში უდევს. შიში იმისა, რომ ის არასრულფასოვანად ასრულებს თავის ფუნქციას, რომ შეიძლება რამეში “ჩაიჭრას,” ხოლო შემდეგი აგრესია და წამოძახილი “შეხედე რა ვქენი შენი გულისთვის” მხოლოდ დაცვით მექანიზმს წარმოადგენს თავის გასამართლებლად. სექსუალური კუთხით შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნაადრევ ეაკულაციას, რასაც მამაკაცი ბუნებრივია კვლავ ქალს გადააბრალებს, სინამდვილეში კი მას საკუთარი სქესობრივი უძლურების ეშინია. ცხოვრებისეული პოზიცია ამ დროს არის “მე არაფერში არ ვარ დამნაშავე.”
“ნახე, რამდენს ვცდილობდი”
ამ თამაშში სამი კაცი, ორი მეუღლე და მეზობელი, თუ მეგობარი ან თუნდაც ფსიქოთერაპევტი მონაწილეობენ. მამაკაცს ამ დროს განქორწინება სურს, მაგრამ ამას პირდაპირ ვერ ეუბნება ცოლს. ქალს კი გულწრფელად სურს ოჯახის შენარჩუნება. ამის გამო ის ფსიქოთერაპევტს ან ვინმე ახლობელს მიმართავს დახმარებისთვის. ქმარი საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ძალით მიდის ფსიქოთერაპევტთან სეანსზე. ის ძალზე კონსტრუქტიული და თავშეკავებულია, ყველაფერს ასრულებს რასაც ფსიქოთერაპევტი ეუბნება, ყველაფერზე თავს უქნევს მას და საერთოდ ისე იქცევა, თითქოს ვერც კი ხვდება რაშია პრობლემა – რახან ცოლმა მოიყვანა ესე იგი თავად მას აქვს პრობლემა. გარკვეული ხნის შემდეგ ქმარი წყვეტს ვიზიტებს ფსიქოთერაპევტთან, ვთქვათ, ძმაკაცებთან სათევზაოდ წასვლის მიზნით. შემდგომში მას შეუძლია დამშვიდებით უთხრას ახლობლებს ან ცოლს: “მე ისე ვცდილობდი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა.” სინამდვილეში მას არც უნდოდა რომ რაიმე გამოსულიყო და თავისი ქმედებით ის ყველანაირად ამტკიცებდა ამას. თამაშის ფარული მიზანია პასუხისმგებლობის გადაბარება სხვაზე. ამ შემთხვევაში ცოლსა და ფსიქოთერაპევტზე.
ქართულ რეალობაში ვხვდებით ამ თამაშის სახეცვლილ ფორმას. კერძოდ თამაშს “მე შენი ღირსი არ ვარ.” მე და ჩემ კოლეგებს ხშირად გვქონია ამ თამაშზე დაკვირვების საშუალება. ის შემდეგში მდგომარეობს: მამაკაცს დიდი ხანია მობეზრდა მოცემული ურთიერთობა ან რაღაცის გამო არ აწყობს იგი. იმის მაგივრად რომ ეს პირდაპირ უთხრას ქალს და მათ ერთად იპოვონ გამოსავალი მდგომარეობიდან, კაცი იწყებს უცნაურ ქცევას – იკარგება, არ ეკონტაქტება ქალს, იგონებს საამისოდ სხვადასხვა მიზეზს. ხშირად ძმაკაცების გარემოცვაში მისგან შეგიძლიათ მოისმინოთ ფრაზა “:აუ დავიღალე რა..” ან “გული გამიწყალა ამ გოგომ…” ბოლოს და ბოლოს როდესაც ქალი ხვდება, რომ “რაღაცაშია საქმე” და დაჟინებით ითხოვს ახსნას, კაცი ეუბნება “იცი, მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ მე შენი ღირსი ვერასდროს გავხდები, იმედი მაქვს ღირსეულ მამაკაცს იპოვნი და ბედნიერი იქნები მასთან.” ამ ყველაფრის მიზეზი გახლავთ ის რომ 1) კაცი ხედავს რომ ვერ დაამყარებს სექსუაკლურ, “გასართობ” ურთიერთობას ქალთან, ხოლო სერიოზულ ურთიერთობისთვის და ოჯახის შექმნისთვის ის ჯერ არაა მზად. 2) მეორე ვარიანტს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ქალი თამაშობს “გამოცდას” ხოლო სასოწარკვეთილ მამაკაცს მართლაც ჰგონია რომ ის არაა ამ ქალის ღირსი. ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს მამაკაცის მხრიდან არასრულფასოვნების განცდას, რაც ურთიერთობის დასრულების მიზეზი ხდება.
ალკოჰოლიკი

ეს ერთერთი კლასიკური თამაშია. მასში სამი მონაწილეა: მსხვერპლი (ალკოჰოლიკი ან ნარკომანი ქმარი), მოძალადე (ცოლი ან დედა) და მხსნელი (მეგობარი, ახლობელი, ფსიქოთერაპევტი, ექიმი). სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება: მამაკაცი, რომელიც მსხვერპლის როლს თამაშობს, ალკოჰოლიკი ან ნარკომანია. ის პერიოდულად სვამს ან მოიხმარს სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ამ დროს ის საშინლად იქცევა, ზედაპირზე მისი პიროვნების ყველა ჩრდილოვანი მხარე ამოდის ერთდროულად: აგრესია, სექსუალური გადახრები, სხვა ცხოველური ინსტიქტები, სიცრუე და სხვა. ბუნებრივია რომ ამგვარი საქციელი აღშფოთებას და გაღიზიანებას იწვევს გარშემომყოფებში, განსაკუთრებით ცოლში ან სიდედრში, რომლებიც ამ შემთხვევაში თავად გამოდიან მოძალადეებად – ისინი საყვედურობენ მამაკაცს, ემუქრებიან, რომ შემდეგ დალევაზე სახლში აღარ შემოუშვებენ და ა.შ. გამოფხიზლებულ მდგომარეობაში კაცს სინანულის გრძნობა იპყრობს და ის “ცდილობს გამოასწოროს” თავისი საქციეკლი, მაგრამ მწარე გამოცდილების მქონე ცოლი აღარ პატიობს მას. შედეგად მას აბსოლუტური მონსტრის იმიჯი ექმნება ქმრის თვალში. ის ხელმეორედ ბრუვდება (სვამს, ნარკოტიკს ღებულობს) და კვლავ აღვირახსნილ მდგომარეობაში ბრუინდება სახლში. ამ ისტორიაში არის მესამე მხარეც, რომელთანაც ალკოჰოლიკი საშველად მიდის. ეს შეიძლება იყოს გამყიდველი, რომელიც ნისიად მისცემს არაყს ან მეგობარი, რომელიც ფულს მისცემს ღვინისთვის და თან ანუგეშებს და მოისმენს ალკოჰოლიკის წუწუნს ცხოვრების უსამართლობის შესახებ. შესაძლებელია ეს იყოს ფსიქოთერაპევტიც ან ექიმი ნარკოლოგი, რომლებიც მკურნალობენ მას. თუ ალკოჰოლიკი ვერ ღებულობს შესაფერის მხარდაჭერას მხსნელთან, ის შესაძლოა გადავიდეს მუქარაზე.
თამაშის ფარული მესიჯია: “ნახეთ რა საცოდავი და უძლური ვარ! შემიცოოდეთ და შემიფარეთ! ჩემი უახლოესი ადამიანები – ოჯახის წევრები – ნამდვილი მონსტრები არიან. დამიცავით მათგან!” ამ თამაშს ძირითადად “დედიკოს ბიჭები” თამაშობენ, ისინი ვისაც დესპოტი დედები ყავ(და)თ და მიჩვეულნი არიან ქალის მხრიდან აგრესიულ, დამმორჩილებელ მოპყრობას. შედეგად ისინი ყველა ქალისგან გაუცნობიერებლად იმავეს მოითხოვენ.
“ალკოჰოლიკი” ძალიან კარგად შეეხემება ქალის მხრიდან თამაშ “დედა თერეზა”–ს. ამგვარი წყვილი “სრულ ჰარმონიაშია” ერთმანართთან. აქ შესაძლოა თავად ცოლმაც ითამაშოს მხსნელის როლი. მას ძალზე ეცოდება უიღბლო ქმარი, რომელსაც “არ გაუმართლა ცხოვრებაში.” მისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. მანამ სანამ არ აღმოაჩენს, რომ ყველაფერი ეს პრინციპში ბლეფია.
“უფლისწული”
ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ცხოვრებისეული სცენარი “უფლისწული.” ამ სცენარს ირჩევენ ის მამაკაცები რომლებიც “ქალის ხსნისა და გადარჩენის” ჟინით არიან შეპყრობილნი. როგორც წესი ამგვარ მამაკაცებს დიდი თანაგრძნობა აქვთ დედის მიმართ, რომელსაც ასევე არ გაუმართლა პირად ცხოვრებაში. ამიტომ ისინი ცდილობენ სხვა ქალები გააბედნიერონ და “არასდროს არ მოექცნენ ცოლს ისე როგორც მამა ექცეოდა დედას.” ესეთი მამაკაცები შესაშური სიზუსტით საზღვრავენ და ურთიერთობას იჭერენ პრობლემის მქონე ქალებთან. იმათთან, ვისაც დედის მსგავასად არ გაუმართლათ პირად ცხოვრებაში. შინაგანი თუ გარეგანი მიზეზებით. ამ თამაშის/სცენარის მიმდევარი მამაკაცები გარკვეულ ეტაპზე ხვდებიან რომ “რაღაც ისე არაა” და იწყებენ წუწუნს იმასთან დაკავშირებით რომ არ უმართლებთ, ქალებს არ ესმით მათი. სინამდვილეში კი თავად არიან საკუთარი “უიღბლობის” სათავე. მათ ემოციურად ყველაზე მეტად ხომ უბედური ქალები იზიდავთ. ქალები, რომლებთანაც არც ერთი საღ გონებაზე მყოფი კაცი არ დაიჭერდა საქმეს.
“უფლისწულის” ქალურ ანალოგად შესაძლოა “დედა ტერეზა” დავასახელლოთ. აქაც ქალი ისწრაფვის “გადაარჩინოს” ან “გასმოასწოროს” მამაკაცი, მაგრამ შედეგად იღებს მხოლოდ უმადურ ნარკომანებსა და ალკოჰოლიკებს. ეს სცენარი აგრეთვე ეხმიანება სცენარ “მძინარე მზეთუნახავს,” სადაც ქალი მოელის “თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს,” რომელიც იხსნის მას ბოროტისაგან.

წყარო: http://www.ireporter.ge/?p=5251
გამოხმაურება

- ის სურათები ვეფხვი 13 Feb 2011

xrova
ამ სტატიის აზრი და მიზანი ვერ გავიგე... რად უნდა ამ ქცევებს ამდენი ახსნა და განმარტება?? ყველკა აკეთებს იმას რაც უნდა... ხომ ასეა??? ხოდა ყველას თავისი გზა და მეთოდი აქვს ამ მიზნის მისაღწევად... რა პრობლემაა???
გამოხმაურება

- ის სურათები Flyout 20 Feb 2011

თუ იუმორის გერძნობით დაწერილ პოსტად აღვიქვამთ, მაშინ კარგია, მაგრამ თუ მართლა ასე უყურებს ყველაფერს ამის ავტორი, მაშინ ვერ ჰქონია საქმე მთლად კარგად :)
გამოხმაურება

- ის სურათები vampire 21 Feb 2011

ამ სტატიის არსი იმაში მდგომარეობს რომ ფსიქოლოგები ყოველთვის ებლატავებიან საზოგადოებას ვითომ მათზე მეტის ცოდნით, სინამდვილე კი ასეთია: ადამიანის მოქმედებები აუხსნელი და გაუთვალისწინებელია, ასეა რა, დაამთავრა ბიჭმა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ხერხები ისწავლა, იქ ფილოსოფიასაც გაეცნო, ფროიდსა და კანტს გადაავლო თვალი მიხვდა ზეარსება ვარო ინტელექტის მოზღვავება იგრძნო და ჭიანჭველების ანუ არაფსიქოლოგების დამოძღვრა დაიწყო. საბოლოო ჯამში კი ელემენტარული გაართულ დააკონკრეტა.

გამოხმაურების ნახვაFlyoutს ციტატა(დაპოსტვის დრო 20 February 2011 - 11:21 PM):

მაშინ ვერ ჰქონია საქმე მთლად კარგად
და არა მარტო მაგ სტატიის ავტორს :givi: ზოგადად ყველა ფსიქოლოგი მასე ფიქრობს რომ ვიღაცაზე რაღაცით მეტია.
გამოხმაურება

- ის სურათები qeti32 13 Jul 2011

. vampire
და არა მარტო მაგ სტატიის ავტორს ზოგადად ყველა ფსიქოლოგი მასე ფიქრობს რომ ვიღაცაზე რაღაცით მეტია.

საერთოდ ფსიქოლოგებმა ძალიან კარგად იციან ადამიანის ბუნება (პროფანებს არ ვგულისხმობ) მაგრამ თურმე ვერაფრით ვერ ახერხებენ საკუთარი ცხოვრების მართვას და საკუთარი პრობლემების მოგვარებას. ანუ სხვას შეიძლება დაეხმაროს მაგრამ იგივე პრობლემას თვითონ ვერაფერი მოუხერხოს :what:
გამოხმაურება