Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) დალგლიში – “ქეროლი საუკეთესო 9 ნომერია”


Recommended Posts

http://cache.daylife.com/imageserve/09Lu15536ZfNJ/439x.jpg

 

კენი დალგლიში დარწმუნებულია, რომ ენდი ქეროლს შეუძლია ლივერპულს წარმატება მოუტანოს.

 

ყოფილი ნიუკასლელი ენდი ქეროლი ლივერპულმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეიძინა და კენი დალგლიში იმედოვნებს, რომ ის სახელი, (გმირი) რომელიც ნიუკასლში ჰქონდა, დაეხმარება მას რათა KOP-ის კერპი გახდეს.

 

“იგი ჩვენთვის დიდებული შენაძენია, ისევე როგორც ლუისი” – განუცხადა პრეს კონფერენციაზე მიწვეულ ჟურნალისტებს კენი

 

“მოუთმენლად ველით მის გამოჯანმრთელებას, იგი ითამაშებს, როგორც კი ამისთვის მზად იქნება”.

 

“ამას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს, მაგრამ ჩვენ იგი 5 წელნახევრიანი კონტრაქტით შევიძინეთ და რამდენიმე კვირიანი უქმობა დიდ ზიანს არ მოგვაყენებს”.

 

“ჩვენ გვინდოდა გუნდის გაძლიერება. ამ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება შესანიშნავი ტრანსფერია”.

 

“გუშინ ლუისმა გვაჩვენა, თუ რას შეიძლება ველოდოთ მისგან. დიდად გვეიმედება ქეროლის. იგი ჯერ 22 წლისაა და თან, ინგლისის ნაკრების წევრია”.

 

“ქეროლი გარდა იმისა, რომ კარგი ფეხბურთელია, კარგი ადამიანიცაა. ის საუკეთესოა, ვინც კი შეიძლებოდა შეგვეძინა, რათა გამხდარიყო ლივერპულის N 9″.

 

პრეს კონფერენციას ტორესის ხსენების გარეშე არ ჩაუვლია.

 

“იმედგაცრუებულები ვართ” – განაცხადა დალგლიშმა.

 

“მაგრამ, მთავარი არა ფეხბურთელი, არამედ კლუბია. ჩვენ ყოველთვის არ ვიქნებით, კლუბი – იარსებებს”.

 

“არცერთი ფეხბურთელი არ დგას კლუბზე უფრო მაღლა”.

 

ი. თ, თ” – ს-ე.წყარო: www.liverpoolfc.tv

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 6 years later...
×
×
  • შექმენი...