საერთოდ შიზოფრენია ყველამ იცის რომ ძალიან საინტერესო პათოლოგიაა
მაგრამ მე ჩემი საინტერესო მიდგომა მაქვს მაგ დაავადების მიმართ
მე ასეთი მიდგომა არსად წამიკითხავს მაგრამ ვიღაცა სხვასაც უნდა გამოთქვა ასეთი მოსაზრება დარწმუნებული ვარ
ანუ ჩემის აზრით შიზოფრენია ისეთივე დაავადებაა როგორც ჩვეულებრივ სიტყვაზე კუჭის წყლული
ანუ შიზოფრენიასაც აქვს ორგანული საფუძველი უბრალოდ ჩვენ არ ვიცით სად და როგორ ვეძებოთ ეს საფუძველი (რომ გვცოდნოდა განკურნებასაც შევძლებდით)
ეხლა როგორ ვაიგივებ სხვა დაავადებებთან
რა თქმა უნდა შიზოფრენია კუჭის წყლული არ არის და არ იწვევს გულძმარვას
პარალელი რომ გავავლოთ
კუჭის წყლული კუჭნაწლავის სიტემის პათოლოგიაა და გამოხატულება მაგ სისტემის ფუნქციების დარღვევით გამოიხატება
ანალოგიურად გული აკონტროლებს სისხლის მიმოქცევას და გულის პათოლოგიები გულსისხლძარღვთა სისტემის დარღვევებით გამოვლინდება
იმის გამო, რომ ტვინი გარდა იმისა რომ ყველა ორგანოს ფუნქციას აკონტროლებს
ასევე ტვინი აკონტროლებს ცნობიერებასაც
ანუ ტვინის დაზიანების დონის და უბნის მიხედვით რა უბანია დაზიანებული შეიძლება დაირღვას ნებისმიერი ორგანოს ფუნქცია
მათ შორის სუნთქვისაც და გულსისხლძარღვთაც
ინსულტების დროს (იშემიური - თ.ტ. ინფარქტი ან ჰემორგაიული - სიხლჩაქცევა) ხშირად არის სუნთქვის გაჩერება
ან გულის გაჩერება
ასევე იმის მიხედვით რა უბანია დაზიანებული შეიძლება შეიცვალოს მენტალიტეტიც და ცნობიერებაც
ქალა ტვინის ტრამვების დროს თუ ზიანდება შუბლის წილი ადამიანის ცნობიერება და ინტელექტი იცვლება
მე მინახავს "შიზოფრენია" რომლის მიზეზიც ქალა ტვინის ტრამვა იყო
შუბლის წილის დაზიანებით პაციენტი რომელიც ზუსტად ისევე "უბერავს" როგორც შიზოფრენიკი
ერთი პაციენტის ქცევებს მოგიყვებით მაგალითად :
წამოჯდება ლოგინში და გასძახებს ექთან: აუ ჩვენი ძმა ერთი ეგ ჭიქა მომაწოდე სადღეგრძელო უნდა დავლიო
გადახედავს გვერდით მწოლ პაციენტებს (უმძიმესი კომაში მყოფი პაციენტები): აუ ამათ რამდენი დაულევიათ კაცურად აღარ დაალევინოთ
იგივე პაციენტი მეორე დღეს: სად არის პილოტი რამდენი საათია მივფრინავთ უკვე
და ა.შ.
შემდეგ როცა ტრამვის გამო სისხლჩაქცევა ალაგდა პაციენტი გახდა სრულად ადექვატური
ყოველგვარი შიზოფრენიის გარეშე (ანუ განიკურნა)
ანუ ზოგადად საზოგადოებაშია ცუდი ტონი და ცუდად მიღებული დაავადება შიზოფრენია
მაგრამ ეგეც უბრალო და სავარუდოდ ორგანული დაავადებაა (თუმცა შეიძლება ვცდები და არ არის ეგრე მარტივად

) და ქალა ტვინის ტრამვის დროს ჩვენ უბრალოდ მიზეზი ვიცით და ადვილად ვმკურნალობთ
შიზოფრენიის დროს ეს მიზეზი არ ვიცით მაგრამ თუ ვიპოვეთ ორგანული საფუძველი შესაძლოა ვიპოვოთ შიზოფრენიის განკურნების გზაც
ან ვერ ვიპოვოთ თუ ალცჰეიმერის დაავადებასავით ან პარკინსონის დაავდებასავით ვიცით მიზეზი მაგრამ დაზიანების მექანიზმი ისეთია რომ თანამედროვე მედიცინა ვერ უმკლავდება.
გამოხმაურება რედაქტირებულია utilizatori: 31 January 2011 - 06:09 PM