კონტენტზე გადახტომა


დავით კლდიაშვილი (1862-1931)


  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას
  • Go to first unread post
7 პასუხი თემაში

#1 მდა    ნიკის ჩასმა

    პლანეტელი

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპ
  • 1218 წერილები:
რეპუტაცია: 5
პოზიტიური

დაწერილია 12 January 2009 - 02:57 AM

დავით კლდიაშვილი (1862-1931)

დადებული სურათი

ქართველი მწერალი.

დაიბადა სოფელ სიმონეთში. შვიდი წლისა ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად, შემდეგ სახელმწიფო სახსრებით გაიგზავნა კიევის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაასრულა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ იყო მეფის არმიის ოფიცერი. მსახურობდა ბათუმში, მაგრამ 1905-1907 წლების რევოლუციის შემდეგ, როგორც არასაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან. 1915 წელს გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო ელოდა, მაგრამ 1917 წელს თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.

1893 წელს ჟურნალ "მოამბეში" გამოქვეყნდა მისი პირველი ორიგინალური მოთხრობა "შერისხვა". პირველ მოთხრობაშივე გამოვლინდა დ. კლდიაშვილის სამწერლო პრინციპი-ქართული კლასიკური რეალიზმის ერთგულება. მისი შემოქმედების მთავრი თემა იმერეთის გაღარიბებული ე.წ. "შემოდგომის აზნაურების" ცხოვრების ასახვაა. მისი მოთხრობები: "სოლომან მორბელაძე", "სამანიშვილის დედინაცვალი", "ქამუშაძის გაჭირვება", "როსტომ მანველიძე" და სხვა ცრემლნარევი სიცილით ასახავს ნიადაგგამოცლილი აზნაურობის როგორც სოციალურ, ისე მორალურ დაკნინებასა და გადაგვარებას.

დავით კლდიაშვილმა მნიშვნლოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაში. სევდიანი სინამდვილეა ასახული მის პიესებში: "ირინეს ბედნიერება", "დარისპანის გასაჭირი" და "უბედურება". მწერლის შემოქმედებითმა სტილმა - სისადავემ და უბრალოებამ კიდევ უფრო მეტი პოპულარობა შესძინა მის ნაწარმოებებს, მწერალს კი საყოველთაო აღიარება მოუტანა.

დავით კლდიაშვილს ეკუთვნის მემუარული ჟანრის ნაწარმოები "ჩემი ცხოვრების გზაზე". 1930 წელს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა მწერლის შემოქმედების 50 წლის იუბილე, ერთი წლის შემდეგ კი მწერალი გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

დადებული სურათი

დადებული სურათი

დადებული სურათი
ისწავლეთ!

#2 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 29 June 2013 - 03:37 PM

სულ შემთხვევით აღმოვაჩინე ახლა ეს თემა, ამ უდიდეს ადამიანზე, გენიოსზე (მე თუ მკითხავთ).......
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#3 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 29 June 2013 - 10:40 PM

Shaten
მაგარია ნაწარმოებიც და ფილმიც.

#4 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 29 June 2013 - 10:52 PM

გამოხმაურების ნახვაalexს ციტატა(დაპოსტვის დრო 29 June 2013 - 10:40 PM):

Shaten
მაგარია ნაწარმოებიც და ფილმიც.
მაგრა მიყვარს ეს ფილმი! :+:
შენგელაია გენიალური რეჟისორია.. შენგელაია და აბულაძესთანა არ ყოლია საქართველოს..

გამოხმაურება რედაქტირებულია Shaten: 29 June 2013 - 10:52 PM

"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#5 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 29 June 2013 - 11:03 PM

Shaten"აფსუს კირილე მიმინოშვილო ". "ყლაპეთ ცხელი ჩაი". :D ვგიჟდები მაგ პერსონაჟზე. მაგრა თამაშობს ეგ მსახიობი.

#6 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 29 June 2013 - 11:07 PM

გამოხმაურების ნახვაalexს ციტატა(დაპოსტვის დრო 29 June 2013 - 11:03 PM):

Shaten"აფსუს კირილე მიმინოშვილო ". "ყლაპეთ ცხელი ჩაი". :D ვგიჟდები მაგ პერსონაჟზე. მაგრა თამაშობს ეგ მსახიობი.
აი ზუსტად.., მეც.. :+: "ჩაი არ გაგიცივდეთ, ჩაი!" "შენ შემთხვევით კოსტაია ხომ არა ხარ?!" "ე, ბიჭო რას დამდგარხარ აქ?! მიდი გამოეკიდე ქათამს.. აბა თუ მოარტყამ.." :D

გამოხმაურების ნახვაalexს ციტატა(დაპოსტვის დრო 29 June 2013 - 11:03 PM):

მაგრა თამაშობს ეგ მსახიობი.
ძალიან..
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"

#7 alex    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 3071 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 91
კარგი

დაწერილია 29 June 2013 - 11:26 PM

Shaten

ციტირება

"ე, ბიჭო რას დამდგარხარ აქ?! მიდი გამოეკიდე ქათამს..აბა თუ მოარტყამ.."
ხოდა ქათმის მაგივრად მაჭანკალს რო მოარტყავს : "დაგექცა ოჯახი, მაინც ქე ხარ დაქცეული! ერთი ჭირიანი ქათმის გულისთვის არ ამომხადა სული?!" :)) :)) მოკლედ მთელი ციტატებია რა.
"მოტაცეს თამარ ქალიი!"

#8 Shaten    ნიკის ჩასმა

    აქტიური

  • პლანეტელი
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • 8594 წერილები:
  • Gender:Male
რეპუტაცია: 192
საუკეთესო

დაწერილია 29 June 2013 - 11:55 PM

გამოხმაურების ნახვაalexს ციტატა(დაპოსტვის დრო 29 June 2013 - 11:26 PM):

"დაგექცა ოჯახი, მაინც ქე ხარ დაქცეული! ერთი ჭირიანი ქათმის გულისთვის არ ამომხადა სული?!"
:yes: :)

გამოხმაურების ნახვაalexს ციტატა(დაპოსტვის დრო 29 June 2013 - 11:26 PM):

"მოტაცეს თამარ ქალიი!"
"კი მაგრამ, როდის მოიტაცებთ?" :)
მოკლედ, კლასიკურ ნაწარმოებს, კლასიკური გადაღება უნდა.., თუ არა, მისი გადაღება არ ღირს..
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის"





1 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმი მომხმარებელი